ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის!
D ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღება საკვებით ან მზის აბაზანებით თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდია. ვიტამინი D₃ უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდას და განვითარებას, კუნთების ტონუსს, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების ფუნქციონირებას, არტერიული წნევის რეგულირებას, პასუხისმგებელია იმუნიტეტის ამაღლებაზე და ალერგიის პრევენციაზე. უახლესი სამეცნიერო მონაცემებით, ის ზრდის ტელომერების (ქრომოსომების სექციების) სიგრძეს, რაც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობას და ხარისხს.
Essential Vitamins D₃-არის D ვიტამინის ჰიპოალერგიული წყარო ზეთის ხსნარში (MCT(საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები) ზეთი). პიპეტის წყალობით მოსახერხებელია დოზირება, დიდი ბოთლი კი საკმარისია მთელი ოჯახისთვის!
მზე ყოველ წვეთში!
მთელი ოჯახისთვის!
ვიტამინი D3-ის ჰიპოალერგიული წყარო ექსტრასუფთა MCT(საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები) ზეთში იზრუნებს მოზრდილებისა და ბავშვების ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე. წყალხსნარებისგან განსხვავებით, ის არ შეიცავს ალკოჰოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ბავშვებში.
ბევრი ვიტამინი D₃
"ვიტამინ D₃"-ის თითოეული ბოთლი შეიცავს უამრავ კონცენტრირებულ D ვიტამინს, 200000 МЕ-ზე მეტს. და მხოლოდ ორ წვეთში არის 400 МЕ ერთდროულად, რაც შეესაბამება დღიურ დოზას ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. პიპეტის წყალობით ადვილია დოზის არჩევა თითოეული ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე. ერთი დიდი შეფუთვა საკმარისია მთელი ოჯახისთვის!
მაქსიმალური ბიოშეღწევადობა
Essential Vitamins-ის "ვიტამინი D3" დაფუძნებულია მაღალ გაწმენდილ MCT (საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებზე) ზეთზე. ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ელემენტია, ამიტომ ზეთის ხსნარში მისი გამოყენება მაქსიმალურად ლოგიკური და ბუნებრივია. გარდა ამისა, ცხიმები აუცილებელია ვიტამინების უკეთ ათვისებისთვის ნაწლავებში. ხოლო MCT(საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების) ზეთი უფრო ადვილად შეიწოვება, რადგან სხეული არ ხარჯავს დამატებით რესურსებს გრძელი ნახშირბადის კავშირრების დაშლაზე.
ვარგისია პროფილაქტიკისთვის
დაიწყეთ D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა ბუნებრივი პროდუქტით Essential Vitamins!
ბავშვები 1 წლიდან 3 წლამდე – 1500 МЕ დღეში.
შემდგომში (18 წლამდე) – 1000 МЕ*.
ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის პროფილაქტიკური დოზა 6 თვიდან 18 წლამდე არის 1500 МЕ*.
* ეროვნული პროგრამის მიხედვით „D ვიტამინის დეფიციტი რუსეთის ფედერაციის ბავშვებში და მოზარდებში: კორექციის თანამედროვე მიდგომები“, 2018 წ.
ორგანული D₃ - ქოლეკალციფეროლი
ცხიმშიხსნადი ვიტამინი, კარგად შეიწოვება ლიპიდებთან ერთად. აუცილებელია ძვლოვანი სისტემის შესანარჩუნებლად, მონაწილეობს ცხიმის მეტაბოლიზმში, მოქმედებს ინსულინის გამომუშავებაზე, არეგულირებს გულისცემას სიხშირეს და სისხლის შედედების სისტემას. აქტიური დამხმარეა ორგანიზმის ხშირი გაციებისა და ალერგიული რეაქციებისგან დაცვაში, ხოლო უფროსი თაობისთვის - ფსიქიკური დეგრადაციის პრევენციის საშუალება.
რაფინირებული მცენარეული ზეთი
მაღალგანწმენდილი მცენარეული წარმოშობის MCT (საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების) ზეთი. გაწმენდის შემდეგ, ასეთი ზეთიდან გამოიყოფა საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები (6-12 ნახშირბადის ატომები). ცხიმშიხსნადი ვიტამინების შემცველი საკვების აუცილებელი კომპონენტი (მაგალითად, ვიტამინი D). MCT (საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების) ზეთი უფრო ადვილად ითვისება, რადგან ორგანიზმი არ ხარჯავს დამატებით რესურსებს ნახშირბადის გრძელი კავშირების დაშლაზე. გარდა ამისა, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს არ სჭირდებათ ფერმენტები, იმისთვის რომ შეაღწიონ უჯრედებში და დაიწყონ მოქმედება.
ვისთვის?
ორ წვეთში:
სამი წლის ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზრდილები იღებენ თითო წვეთს დღეში ორჯერ ჭამის დროს.
ჩაიწვეთოს ენის ქვეშ ან განზავდეს წყალში.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.
შემადგენლობა: მცენარეული ზეთების ფრაქციები (კაპრილ/კაპრინული ტრიგლიცერიდები), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). შესაძლებელია მდოგვის, სეზამის, ნიახურის, რძის და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.
2 წვეთი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები | რაოდენობა | % რმნ*¹ ბავშვებისთვის | % რმნ*² ბავშვებისთვის | % მად** მოზრდილებისთვის |
ვიტამინი D₃ (ქოლეკალციფეროლი) | 10 მკგ (400 ME) | 100 | 67 | 100 |
* რმნ- რეკომენდებული მიღების ნორმა ბავშვებისთვის მოთხოვნების შესაბამისად:
¹ МР 2.3.1.2432-08 ”ენერგიის და საკვები ნივთიერებების ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის”.
² МР 2.3.1.0253-21 ”ენერგიის და საკვები ნივთიერებების ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის”.
** მად – მოხმარების ადექვატური დონე ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.