• ka
  • დახმარება
კალათი
შრატი თმის ზრდისთვის

კოსმეტიკა ციმბირის ენდემების ექსტრაქტების კომპლექსით - შრატი თმის ზრდისთვის, 100 მლ

კოსმეტიკა ციმბირის ენდემების ექსტრაქტების კომპლექსით
გამოხმაურებები არ არის
ინოვაციური პრეპარატი ამინომჟავებითა და მცენარეული კომპლექსით Baicapil™ ებრძვის თმის ცვენას და ასტიმულირებს ძლიერი თმის ზრდას. რეგულარული გამოყენებისას ის ახანგრძლივებს თმის სიცოცხლეს და ატენიანებს თავის კანს.
არტიკლი: 422364
მოცულობა: 100 მლ
დარჩენილია: 3 ცალი
34,3 ₾
40,8 ₾
14 ქულა
  • თვითგატანა: უფასოდ, დღიდან ში 1 პუნქტებში
პროდუქტის შესახებ
  • ზრდის გააქტიურება
  • ასტიმულირებს და აჩქარებს ძლიერი თმის ზრდას.
  • დაცვა ცვენისგან
  • ახანგრძლივებს თმის სიცოცხლეს, აძლიერებს მას.
  • კომპლექსური მოვლა
  • ამინომჟავები, ვიტამინი B6 და რძემჟავა ატენიანებს სკალპს და თმას.

    გააცოცხლეთ თქვენი თმის სისქე და ძალა!
    Siberian Wellness-ის საექსპერტო ინოვაცია

    დაკარგა თმამ სისქე? სავარცხელზე ბევრი თმა რჩება? თქვენი მოვლის საშუალებები ვერ უმკლავდებიან? კარგავთ თავდაჯერებულობას და კონტროლს სიტუაციაზე? Siberian Wellness-მა გააერთიანა სამეცნიერო ცოდნა და ინოვაციები, რათა შეექმნა პროდუქტი, რომელიც აღადგენს თქვენი თმის სიცოცხლისუნარიანობას, აავსებს მას ჯანმრთელობითა და ენერგიით!
    თმის ზრდის შრატი ინოვაციური Baicapil™ კომპლექსით, რეგულარული გამოყენებისას, ებრძვის თმის ცვენას, ზრდის თმის რაოდენობას აქტიური ზრდის ფაზაში, ამაგრებს ფესვებს და ასტიმულირებს ახალი თმის გაჩენას. ამინომჟავების კომპლექსი ამცირებს თავის კანის აქერცვლას, იცავს დაზიანებისგან და ატენიანებს კანს და თმას.
    შრატი მარტივი გამოსაყენებელია: არ საჭიროებს ჩამორეცხვას და წაისვით თავის კანზე საწვეთური დისპენსერის გამოყენებით.

    თმის ზრდითვის სასარგებლო კონცენტრატი

  • ზრდის თმის რაოდენობას და აუმჯობესებს თმის ხარისხს
  • Baicapil™ კომპლექსი არის სამი მცენარეული ექსტრაქტის კომბინაცია (Scutellaria baicalensis (ბაიკალის მუზარადა), ხორბლის ჩანასახი და სოიოს ჩანასახი). ზრდის უჯრედულ ენერგიას და ააქტიურებს ფოლიკულების ღეროვან უჯრედებს, იცავს მათ დაბერებისგან. შედის შრატში მაქსიმალური კონცენტრაციით – 4%.
  • Baicapil™ კომპლექსი
  • სამი მცენარეული ექსტრაქტის კომბინაცია (Scutellaria baicalensis (ბაიკალის მუზარადა), ხორბლის ჩანასახები და სოიოს ჩანასახები). ზრდის უჯრედულ ენერგიას და ააქტიურებს ფოლიკულების ღეროვან უჯრედებს, იცავს მათ დაბერებისგან. შედის შრატში მაქსიმალური კონცენტრაციით – 4%.
    ზრდის თმის რაოდენობას ზრდის ფაზაში.
    • აუმჯობესებს თმის ფოლიკულების მდგომარეობას და მათ მიკროგარემოს.
    აუმჯობესებს ფოლიკულების მიმაგრებას თავის კანში, ამცირებს თმის ცვენას.
    • ზრდის თმის სიმკვრივეს, მნიშვნელოვნად ზრდის მის რაოდენობას და აუმჯობესებს ხარისხს.
    იცავს ფოლიკულებს დაბერებისგან და ოქსიდაციური სტრესისგან.
    თმა უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელად გამოიყურება.
  • Scutellaria baicalensis (ბაიკალის მუზარადა)
  • მრავალწლოვანი მცენარე, რომლის სიმაღლე აღწევს 1,2 მ, მოლურჯო-იისფერი ყვავილებით (ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე). მისი სახელი აღწერს ყვავილის თაიგულის ფორმას, რომელიც ჰგავს შუა საუკუნეებში გამოყენებულ ჩაფხუტებს. ნაყოფი აგვისტოს ბოლოს ჩნდება. აზიური მუზარადას ფესვების ქიმიური შემადგენლობა ხასიათდება ფლავონოიდების მაღალი შემცველობით.
  • სოიოსა და ხორბლის ყლორტები
  • მდიდარია ნახშირწყლებით, ცილებით, ლიპიდებითა და მინერალებით. სოიოს და ხორბლის ჩანასახის ექსტრაქტი Baicapil™ კომპლექსში არ შეიცავს პესტიციდებს ან სხვა ქიმიურ ნაერთებს.
  • პრებიოტიკები
  • მეგობრული ბაქტერიები (ან საპროფიტული ფლორა) მონაწილეობენ კანის მეტაბოლიზმში - ლიპაზების გამოყოფასა და რძემჟავას გამომუშავებაში. ორივე საჭიროა pH ბალანსისა და კანის იმუნური აქტივობის შესანარჩუნებლად. დაბინძურება, სტრესი, ასაკი, მზის სინათლე, ექსტრემალური ტემპერატურა და ანტიბიოტიკები თრგუნავენ სასარგებლო ფლორის ზრდას და ასტიმულირებენ პათოგენური ბაქტერიების აქტივობას. ყველაზე ხშირად ისინი არიან კანის ქავილის მიზეზი, სიწითლე, გაღიზიანება და აქერცვლა. ოლიგოსაქარიდები ინულინთან ერთად ხელს უწყობენ მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას ეპიდერმისის ზედაპირზე, ასტიმულირებენ კანის იმუნიტეტს და ხელს უწყობენ აქტიური კოსმეტიკური ინგრედიენტების უკეთეს შეწოვას, ასევე კანის ინტენსიურ დატენიანებას.
  • ააქტიურებს ზრდას
  • ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ზრდის ფოლიკულების კვებას, აღვიძებს მიძინებულ თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს ზრდას და წინააღმდეგობას უწევს თმის ცვენას.
  • იცავს თმას დაზიანებისგან
  • 17 აუცილებელი ამინომჟავის ფორმულა იცავს თმას დაზიანებისგან, აღადგენს ტენიანობის დონეს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ამცირებს აქერცვლას.
  • 17 ამინომჟავის კომპლექსი
  • შეიცავს აუცილებელ ამინომჟავებს (ლიზინი, ჰისტიდინი, არგინინი, ასპარტინის მჟავა, ტრეონინი, სერინი, გლუტამინის მჟავა, პროლინი, გლიცინი, ალანინი, ვალინი, მეთიონინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ტიროზინი, ფენილალანინი, ცისტეინი), რომლებიც იცავენ თმას დაზიანებისგან და აღადგენენ ტენიანობის დონეს. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამცირებს აქერცვლას.
  • ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას და ზრუნავს
  • ვიტამინი B6 ამშვიდებს თავის კანს, ათავისუფლებს დისკომფორტისგან, რომელიც დაკავშირებულია სიმშრალესთან, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზებას და ასტაბილურებს თავის კანის ცხიმიანობას. რძემჟავა აღადგენს თმის ელასტიურობას და სიმტკიცეს.
  • ვიტამინი B6
  • ამშვიდებს თავის კანს, ათავისუფლებს დისკომფორტისგან, რომელიც დაკავშირებულია სიმშრალესთან, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზებას და ასტაბილურებს თავის კანის ცხიმიანობას. ანიჭებს თმას ცოცხალ იერს და ჯანსაღ ბზინვარებას.
  • რძემჟავა
  • ის საკმაოდ ნაზად მოქმედებს, რადგან მას აქვს დიდი მოლეკულა და ღრმად არ აღწევს. ყოველდღიური მოვლისას ის ატენიანებს და ათანაბრებს თმას, ხდის მას უფრო მორჩილს. აღადგენს თმის ელასტიურობას და ძალას, მოქმედებს როგორც გამტარი, აუმჯობესებს გამტარიანობას სხვა აქტიური აღმდგენი ინგრედიენტებისთვის.
  • ციმბირის ენდემური მცენარეების აქტიური ნივთიერებების კომპლექსი
  • უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას, ზრდის აქტიური ნივთიერებების შეღწევის სიღრმეს, აჩქარებს რეგენერაციას და აძლიერებს უჯრედების გადარჩენას, ახანგრძლივებს კანის ახალგაზრდობას უჯრედულ დონეზე.

    ვისთვის?

  • მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
  • მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამჩნევს თმის ცვენის ზრდას.
  • მათთვის, ვისაც თმის ზრდის დაჩქარება სურს.

  • თითოეული პროდუქტი – არის:

  • 4% Baicapil™
  • ინოვაციური კომპლექსი მაქსიმალური კონცენტრაციით 4% ეფექტურად ზრდის უჯრედულ ენერგიას და ააქტიურებს ფოლიკულის ღეროვან უჯრედებს, იცავს მათ დაბერებისგან.
  • 17 ამინომჟავა
  • ისინი ზრუნავენ თავის კანზე და თმაზე: აღადგენენ ტენიანობის დონეს და ამცირებენ აქერცვლას.
  • 2 B ჯგუფის ვიტამინი
  • ვიტამინები B3 და B6 ამშვიდებენ თავის კანს, ასტიმულირებენ მიკროცირკულაციას, ხელს უწყობენ თმის ზრდას.
  • 12,7%-ით მეტი ახალი თმა გამოყენების კურსის შემდეგ
  • კვლევის შედეგად, რომელიც 2 თვე გაგრძელდა, თმის რაოდენობა აქტიურ ზრდის ფაზაში (ანაგენი) გაიზარდა 12,7%-ით, ხოლო თმის სიმკვრივე გაიზარდა 18%-ით.
    გამოყენება
    წაისვით საღამოს თავის კანზე გაყოფის ზოლის გასწვრივ დისპენსერის გამოყენებით, ნაზად შეიზილეთ. არ ჩამოიბანოთ. შედეგის მისაღწევად საჭიროა ორთვიანი გამოყენების კურსი.

    რამდენიმე რჩევა თმის ცვენის შესამცირებლად და მისი სისქის გაზრდის შესახებ:

  • თავის თვითმასაჟი
  • იმისათვის, რომ თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს და ზედმეტად არ ჩამოვარდეს, მათმა ფოლიკულებმა უნდა მიიღონ საკმარისი ჟანგბადი, მინერალები და ვიტამინები სისხლის მიმოქცევიდან. თვითმასაჟი ახდენს ფოლიკულების კვების ნორმალიზებას და უზრუნველყოფს მათ ჯანსაღ ფუნქციონირებას.
  • ვარცხნილობა და დავარცხნა
  • თავის მიკროცირკულაციაზე პირდაპირ გავლენას ახდენს დავარცხნა. მჭიდრო კუდში შეკრებილ თმას ჯობია კომფორტული გაშლილი ვარცხნილობა მივანიჭოთ (ღამით გამორიცხულია ჩაწვნა, კუდები და სხვა ვარცხნილობები, რომლებიც თმის დაჭიმვას იწვევს). თერმული დავარცხნა, გაუფერულება და შეღებვა, ასევე დაუდევარი ვარცხნა უარყოფითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, აზიანებს მას. თუ სიტუაცია უგულებელყოფილია, თმის სისუსტე გამოიწვევს მისი სისქის შემცირებას.
  • სრულფასოვანი კვება
  • პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, რომ გქონდეთ სქელი და ლამაზი თმა (როგორც თქვენი გენეტიკური პროგრამის ნაწილი),- არის თქვენი დიეტის შემოწმება. შესაძლოა, ეს ძალიან მკაცრია ან კვების რაციონის უმეტესობა შედგება «სწრაფი» ნახშირწყლებისაგან.
  • ვიტამინის კომპლექსები
  • პროტეინის, ცხიმოვანი მჟავების, B ჯგუფის ვიტამინების, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის და ანტიოქსიდანტების უკმარისობაც აისახება თმის მდგომარეობისა და მისი ცვენის გაზრდაზე.
    შედგენილობა

    აქტიური კომპონენტები: Baicapil ™(4%), 17 ამინომჟავა, ნიაცინამიდი (B3), ვიტამინი B6, ციმბირის ენდემური კომპლექსი (საგან-დაილიას ექსტრაქტები, ელეუთეროკოკის, როდიოლა (წითელი ფუნჯის), ლევზეას (მარალის ფესვის), Scutellaria baicalensis(ბაიკალის მუზარადა).

    შემადგენლობა: წყალი, პროპანდიოლი, ნიაცინამიდი, ეთოქსიდიგლიკოლი, პოლისორბატი 20, არგინინი, რძემჟავა, Scutellaria baicalensis(ბაიკალის მუზარადას) ექსტრაქტი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ხორბლის ჩანასახის ექსტრაქტი, ნატრიუმის ალგინატი, ბეტაინი, გლუკონოლაქტონი, ბენზილის სპირტი, ცელულოზის ფისი, სოიოს ჩანასახის ექსტრაქტი, გლიცერინი, გლიცერილის ლაურატი, ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ლევზეას ყვავილის ექსტრაქტი (მარალის ფესვი), როდიოლა (წითელი ფუნჯის) ექსტრაქტი,საგან-დაილიას ექსტრაქტები, კალციუმის გლუკონატი, ალანინი, ასპარტინის მჟავა, ვალინი, ჰისტიდინი, გლიცინი, გლუტამინის მჟავა, იზოლევცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, პროლინი, სერინი, ტიროზინი, ტრეონინი, ფენილალანინი, ცისტეინი, 1,2-ჰექსანდიოლი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.

    ინგრედიენტები (INCI): aqua (water), propanediol, niacinamide, ethoxydiglycol, polysorbate 20, arginine, lactic acid, scutellaria baicalensis root extract, pyridoxine HCl, triticum vulgare (wheat) germ extract, algin, betaine, gluconolactone, benzyl alcohol, cellulose gum, glycine soja (soybean) germ extract, glycerin, glyceryl laurate, eleutherococcus senticosus (eleuthero) root extract, rhaponticum carthamoides (maral root) root extract, rhodiola quadrifida extract, rhododendron adamsii extract, calcium gluconate, alanine, aspartic acid, valine, histidine, glycine, glutamic acid, isoleucine, leucine, lysine, methionine, proline, serine, tyrosine, threonine, phenylalanine, cysteine, 1,2-hexanediol, sodium benzoate, potassium sorbate.

    გამოხმაურებები
    send_reviewჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.