• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
«ვეტივერი & მუშკი», პარფიუმერული ტანის კრემი
მიუწვდომელია

«ვეტივერი & მუშკი», პარფიუმერული ტანის კრემი, 200 მლ

Aromapolis Olfactive Studio
გამოხმაურებები არ არის
დამატენიანებელი კრემი დახვეწილი ხისებრი-მუშკის არომატით. შის, ქოქოსის და კაკაოს კარაქები ნაზად არბილებენ და აღადგენენ კანს, ხოლო ბანანის ექსტრაქტს, სალბის ჰიდროზოლს და ალოეს წვენს აქვს დამამშვიდებელი და მატონიზირებელი ეფექტი. აქვს ხანგრძლივი არომატი და ახანგრძლივებს Blue Matcha & Vetiver პარფიუმერული წყლის (ლურჯი მატჩა & ვეტივერი) სურნელის ჟღერადობას.
არტიკლი: 429790
მოცულობა: 200 მლ
24,1 ₾
29 ₾
8.5 ქულა
პროდუქტის შესახებ
  • პარფიუმერიული მოვლა
    დახვეწილი ხისებრი-მუშკის არომატი, რომელიც ხაზს უსვამს სტილს და ტოვებს მდგრად კვალს.
  • ღრმა დატენიანება და კომფორტი
    შის, ქოქოსის და კაკაოს კარაქები კვებავენ კანს და აქრობენ დაჭიმულობის შეგრძნებას.
  • მსუბუქი ტექსტურა
    სწრაფად შეიწოვება, კანს რბილსა და ხავერდოვანს ხდის წებოვნების შეგრძნების გარეშე.
  • იდეალური კომბინაცია
    ახანგრძლივებს პარფიუმერული წყლის Blue Matcha & Vetiver Eau de Parfum (ლურჯი მატჩა & ვეტივერის) ჟრერადობას, ერწყმის მას და ქმნის ხანგრძლივ არომატულ კომპოზიციას.

სიმსუბუქე, სტილი და კანის მოვლა
მინიმალიზმი და ბუნებრივი ელეგანტურობა გირჩევნიათ? მაშინ ეს კრემი თქვენთვისაა შექმნილი.
ვეტივერისა და მუშკის სურნელი ნაზად და ღრმად იხსნება, ტოვებს სუფთა და მაცდურ კვალს. ნატურალური ზეთებისა და მცენარეული ექსტრაქტების აქტიური კომპლექსის წყალობით, კრემი ეფექტურად კვებავს, ატენიანებს და აღადგენს კანს. გამოდგება ყოველდღიური გამოყენებისთვის და ახანგრძლივებს თქვენი საყვარელი სუნამოს Matcha & Vetiver (ლურჯი მატჩა & ვეტივერის) სურნელს.
ცნობილი პარფიუმერის, ხორხე გერეროს(Jorge Guerrero), Eurofragance, მიერ შექმნილი განასახიერებს ვეტივერის ხის სიღრმისა და მუშკის რბილი სენსუალურობის დახვეწილ ბალანსს.

არომატის ძირითადი ნოტები: ფორთოხლის, მწვანე და ქორფა ნოტები, მუშკი, ვეტივერი, კედარი.

რატომ უნდა აირჩიოთ ეს ტანის კრემი
   • ახანგრძლივებს Blue Matcha & Vetiver პარფიუმერული წყლის (ლურჯი მატჩა & ვეტივერის) მოქმედების ხანგრძლივობას: აძლიერებს მის ჟღერადობას და დიდხანს ინარჩუნებს სურნელს კანზე.
   • უხვი მოვლა: შის, კაკაოს და ქოქოსის ზეთები კვებავენ და აღადგენენ კანს, აქრობენ სიმშრალეს.
   • სურნელოვანი ეფექტი: მუშკისა და ვეტივერის არომატი ქმნის დახვეწილ ნაკვალევს, რომელიც მზრუნველობას სურნელოვან რიტუალად აქცევს.
   • ბუნებრივი მზრუნველობა: ბანანის ექსტრაქტი და სალბის ჰიდროლატი ავსებს კანს სილამაზით და ანიჭებს მას მოვლილ იერს.

მოვლის რჩევა
შექმენით იდეალური რიტუალი!
კანის სინაზისა და ხავერდოვანი ელფერის აღსადგენად, გამოიყენეთ «ვეტივერი და მუშკის» ტანის კრემი დღისით. ხოლო დილით აირჩიეთ «ნეროლისა და ბერგამოტის» ტანის კრემი - დღის ენერგიით დასაწყებად.
არომატის უფრო მოცულობითი და ხანგრძლივი ჟღერადობისთვის, დაამატეთ თქვენს მოვლაში იმავე კოლექციიდან «ვეტივერი და მუშკის» ხელის კრემი ან წაისვით Blue Matcha & Vetiver (ლურჯი მატჩა & ვეტივერის) სუნამო.

  • შის ზეთი
    კვებავს და არბილებს კანს, აღადგენს ელასტიურობას და ბარიერულ ფუნქციას.
  • ქოქოსის ზეთი
    კვებავს და აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციებს.
  • კაკაოს კარაქი
    ღრმად არბილებს და კვებავს კანს, ხდის მას გლუვს.
  • სალბის ექსტრაქტი
    აქვს ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებები.
  • ალოე ვერას ფოთლების წვენი
    ამშვიდებს კანს, ხსნის გაღიზიანებას.
  • მრავალძარღვას ჰიდროლატი
    აღადგენს და აძლიერებს კანის ბარიერს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი ექსტრაქტებისა და ზეთების გამო, პროდუქტის ფერი შეიძლება შეიცვალოს, რაც გავლენას არ ახდენს მის ხარისხსა და თვისებებზე.

ვისთვის?
მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ მუშკის სურნელს და ეძებს კომფორტულ, ელეგანტურ მოვლას ყოველდღე.

თითოეულ ქილაში:
   • 4 მდიდრული ზეთი
ში, ქოქოსი, კაკაო, ვეტივერი – კანის კვების, აღსადგენად და კომფორტის უზრუნველსაყოფად.
   • 3 მცენარის ფიტოკომპლექსი
სალბი, ალოე, მრავალძარღვა - კანის დასაცავად და ტონუსში მოსაყვანად.
   • სუნამოს ეფექტი
ხისებრი-მუშკის შლეიფი კანზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

ამ პროდუქტს ცხოველებზე ტესტირება არ გაუვლია.

გამოყენება

წაისვით კრემი მშრალ ან ოდნავ ნოტიო კანზე და მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით გადაინაწილეთ სრულ შეწოვამდე.

ლაიფ ჰაკი
დაასრულეთ თქვენი მოვლა იმავე კოლექციიდან «ვეტივერისა და მუშკის» ხელის კრემით ან წაისვით Blue Matcha & Vetiver (ლურჯი მატჩა & ვეტივერის) სუნამო - არომატის უფრო მდგრადი და გამომხატველი ჟღერადობისთვის.

შედგენილობა

შემადგენლობა: წყალი, ეთილჰექსილ სტეარატი, შის კარაქი, ალუმინის სახამებლის ოქტენილსუქცინატი, ცეტეარილის სპირტი, კოკოს ნუციფერას ზეთი, სუნამო, კალიუმის ცეტილფოსფატი, ნატრიუმის სტეაროილ გლუტამატი, ამონიუმის აკრილოლიდდიმეთილტაურატი/VP კოპოლიმერი, კაკაოს კარაქი, ქლორფენეზინი, კარბომერი, ბეტაინი, ფენოქსიეთანოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, სალბის ჰიდროზოლი, ალოე ბარბადენსისის ფოთლის წვენი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი, მრავალძარღვას ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, დეჰიდროძმარმჟავა, ლიმონენი, ლინალოოლი.

ინგრედიენტები (INCI): Aqua / Water, Ethylhexyl Stearate, Butyrospermum Parkii Butter, Aluminium Starch Octenylsuccinate, Cetearyl Alcohol, Cocos Nucifera Oil, Parfum, Potassium Cetyl Phosphate, Sodium Stearoyl Glutamate, Ammonium Acryloyldimethyltaurate / VP Copolimer, Theobroma Cacao Seed Butter, Chlorphenesin, Carbomer, Betaine, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, Salvia Officinalis Leaf Water, Aloe Barbadensis Leaf Juice, Sodium Hydroxide, Glycerin, Plantago Major Leaf Extract, Potassium Sorbate, Sodium Benzoate, Citric Acid, Benzyl Alcohol, Dehydroacetic Acid, Limonene, Linalool.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
left-imageright-image

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

iso-iconiso-iconiso-iconiso-icon