კომპანიასთან თანამშრომლობის სტანდარტები - არის Siberian Wellness-ის ბიზნესის წარმოების ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესების ზოგადი სახელწოდება, რომელიც მოიცავს:
კომპანიის ყველა კონსულტანტი ვალდებულია დაიცვას კომპანიასთან თანამშრომლობის სტანდარტები. კომპანია იტოვებს უფლებას შექმნას და აამოქმედოს სხვა წესები, სტანდარტები, რომელთა მოქმედებაში შეყვანის შესახებ ცნობები კონსულტანტებს მიეწოდება კომპანიის ოფიციალური წყაროების მეშვეობით. ამ ინფორმაციის დუბლირება ხდება აგრეთვე კომპანიის საიტზე.
- კომპანიის კონსულტანტის ეთიკის კოდექსი;
- კომპანიასთან თანამშრომლობის წესები.
- ქულები – არის ფიქსირებული ციფრული მაჩვენებელი დაწესებული თითოეული პროდუქციისთვის.
- კომპანია – არის იურიდიული პირების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის წარმოებას, პოპულარიზაციას, ვაჭრობას სავაჭრო ნიშნებით „ციმბირული ჯანმრთელობა“ და/ან SIBERIAN WELLNESS; კონსულტანტებსა და პრივილეგირებულ კლიენტებზე პროდუქციის გაყიდვების აღრიცხვის წარმოება, ბონუსების ანგარიშსწორება და მიწოდება, კონსულტანტებისთვის ანაზღაურების ანგარიშსწორება და გადახდა; კონსულტანტებისა და პრივილეგირებულ კლიენტებისთვის წამახალისებელი აქციების, სამოტივაციო პროგრამების, ღონისძიებებისა და აქტივობების შემუშავება და ორგანიზება.
- ანგარიშსწორების ცენტრი – შპს "საერთაშორისო კომპანია "ციმბირის ჯანმრთელობა" (იგგ((ინდივიდუალური გადასახადის გადამხდელი)5407953006, მსრნ(მთავარი სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი) 1165476080362), რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლებები სავაჭრო ნიშანზე "ციმბირის ჯანმრთელობა", SIBERIAN WELLNESS,რომელიც აწარმოებს რეგისტრირებული პრივილეგირებული კლიენტებისა და კონსულტანტების აღრიცხვას, მათი ბონუსების და კონსულტანტების ანაზღაურების ანგარიშსწორებას, წამახალისებელი აქციების შემუშავებას და სამოტივაციო პროგრამების, ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზებას. ანგარიშსწორების ცენტრი შედის კომპანიის შემადგენლობაში.
- კონსულტანტი - არის ანგარიშსწორების ცენტრის მიერ რეგისტრირებული პირი, რომელიც:
ყიდულობს პროდუქციას საცალო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით და იღებს ბონუსებს პროდუქციის შეძენისას;
რეკომენდაციას უწევს პროდუქციას სხვა ადამიანებისთვის და იღებს ბონუსებს მათი შესყიდვებისთვის;
აცნობებს სხვა ადამიანებს პროდუქციის ასორტიმენტის, გამოყენების მეთოდებსა და შედეგების შესახებ;
რეკომენდაციას უწევს სხვა ადამიანებს, გახდნენ პრივილეგირებული მომხმარებლები ან კონსულტანტები;
კონსულტანტს, რომელსაც აქვს იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, დამატებით აქვს შესაძლებლობა აწარმოობს საქმიანობა სტრუქტურის მშენებლობაში და მიიღოს ანაზღაურება თავისი მომსახურებისთვის;
კონსულტანტს, რომელსაც აქვს იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, შეუძლია განახორციელოს პროდუქციის საცალო ვაჭრობა სპეციალიზებული მაღაზიის მეშვეობით.- ბონუსები - არის ანგარიშსწორების ცენტრის მიერ კონსულტანტისთვის, პრივილეგირებული კლიენტისთვის დარიცხვები ბონუს ანგარიშზე, რომლიბიც დამოკიდებულია პირადად შეძენილი პროდუქციის მოცულობაზე და მათი რეკომენდაციით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფასდაკლება პროდუქციის შეძენისას. ბონუსებს უწოდებენ აგრეთვე ჯილდოებს, რომლებსაც კომპანია გასცემს ბიზნეს-კარიერაში კონსულტანტის გარკვეული სტატუსის მიღწევისთვის, და ჯილდოებს, რომელებსაც კომპანია გასცემს ბონუსურ პროგრამებში გამარჯვებულებზე.
- ბრენდი SIBERIAN WELLNESS სავაჭრო ნიშნების ნაკრები „ციმბირის ჯანმრთელობა“, SIBERIAN WELLNESS, ასევე ვიზუალური სტილის, ბიზნეს საქმიანობის წარმართვის წესების და მეთოდების პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისთვის, რომელიც შემუშავებულია ანგარისწორების ცენტრის მიერ.
- BT 300, BT 500, BT 1000, BT 2500, BT 5000, BT 10 000, BUSINESS PROFI – კონსულტანტის სტატუსის აღნიშვნა ბიზნეს–კარიერაში.
- BUSINESS LEADER, SAPPHIRE BUSINESS LEADER, RUBY BUSINESS LEADER და უფრო მაღალი – დიდი სტრუქტურების მქონე კონსულტანტის სტატუსის აღნიშვნა, ასევე მისი სტატუსი ბიზნეს-კარიერაში.
- ბონუს ანგარიში – კონსულტანტის, პრივილეგირებული კლიენტის ვირტუალური ანგარიში, რომელზეც გროვდება მასზე დარიცხული ბონუსები.
- მენტორების ხაზი მრავალდონიანი ორგანიზაცია, რომელიც შედგება ერთმანეთის მიყოლებით დარეგისტრირებული მენტორებისგან.
- ბრენდის ლიტერატურა და ბრენდის სასწავლო მასალები - ბეჭდური მასალები, აუდიო-, ვიდეო-, მულტიმედიური პროდუქტები, რომლებიც შემუშავებულია ანგარიშსწორების ცენტრის მიერ პროდუქციის გაყიდვების გაზრდის მიზნით.
- პერსონალური შესყიდვა – ანგარიშსწორების ცენტრის სისტემაში რეგისტრირებული პროდუქციის შეძენა კონსულტანტის ან პრივილეგირებული კლიენტის სარეგისტრაციო ნომრის გამოყენებით
- პირადი მოცულობა – კონსულტანტის, პრივილეგირებული კლიენტის მიერ კომპანიის პროდუქციის პირადი შესყიდვები, რომლებიც დარეგისტრირებულია მის სარეგისტრაციო ნომერზე. პირად მოცულობაში შედის კონსულტანტის, პრივილეგირებული კლიენტის შესყიდვები. გამოითვლება ქულებში.
- მაღაზია SIBERIAN WELLNESS მაღაზია SW – - არის სპეციალიზებული ცენტრი, რომელიც განკუთვნილია პროდუქციის საცალო ვაჭრობისთვის სავაჭრო ნიშნებით „ციმბირის ჯანმრთელობა“ და/ან SIBERIAN WELLNESS; პრეზენტაციების, მასტერკლასების, შეხვედრების ან სხვა ღონისძიებების გამართვა, რაც ხელს უწყობს კონსულტანტების ბიზნესის მხარდაჭერას ან პროდუქციის პოპულარიზაციას; კლიენტების, პრივილეგირებული კლიენტების, კონსულტანტების ან ბიზნეს ინფორმაციის მიღება კონსულტანტების მიერ პროდუქტებისა და აქციების შესახებ.
- მენტორი – კონსულტანტი ან პრივილეგირებული კლიენტია, რომელმაც მოიწვია კანდიდატი (კონსულტანტი ან პრივილეგირებული კლიენტი) კომპანიასთან თანამშრომლობისთვის, რომელიც დარეგისტრირებულია ანგარიშსწორების ცენტრის მიერ მენტორის სახით და ახორციელებს მოწვეული პირების საინფორმაციო მხარდაჭერას, მათ სწავლებას, განათლებას და დარიგებას.
- პრივილეგირებული კლიენტი – ანგარიშსწორების ცენტრში რეგისტრირებული პირი, რომელიც ყიდულობს პროდუქციას საცალო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, იღებს ბონუსებს პირადი შესყიდვებისთვის და რომელსაც შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს პროდუქციას სხვა ადამიანებისთვის.
- პრემიუმ გეგმა – ანგარიშსწორების ცენტრის მიერ შემუშავებული წესები, რომლებიც ითვალისწინებენ სტრუქტურის მშენებლობაში ჩართული კონსულტანტების ანაზღაურების გაანგარიშების საფუძვლებს, ოდენობასა და წესს, აგრეთვე ბონუსებს პრივილეგირებული კლიენტებისა და კონსულტანტებისთვის
- გაყიდვების სტრუქტურა, სტრუქტურა – პრივილეგირებული კლიენტების, კონსულტანტების ერთიანობა, რომლებიც უშუალოდ ან ირიბად მონაწილეობენ კონსულტანტის მიერ SIBERIAN WELLNESS-ის მაღაზიებში და ონლაინ-მაღაზიაში გაყიდული საქონლის შესაძენად. ერთი კონსულტანტის სტრუქტურა შეიძლება იყოს მეორე კონსულტანტის სტრუქტურის ნაწილი.
- კონსულტანტის პირველი ხაზი – კონსულტანტები და პრივილეგირებული კლიენტები, რომელთა სარეგისტრაციო ნომრები დარეგისტრირებულია უშუალოდ ამ კონსულტანტის სარეგისტრაციო ნომრით.
- საიტი საიტი ინტერნეტში დომენის სახელით siberianwellness.com, რომელიც შეიცავს ოფიციალურ ინფორმაციას პროდუქტების აქციებსა და ღონისძიებების, Siberian Wellness-ის ბიზნესის შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას SIBERIAN WELLNESS-ის მაღაზიების და კომპანიის ონლაინ-მაღაზიის მიერ გაყიდული პროდუქტების შესახებ, ანგარიშსწორების ცენტრის მიერ დარიცხულ ბონუსებისა და დარიცხული ანაზღაურების შესახებ, ბონუსების შესახებ, რომლებსაც იყენებენ პრივილეგირებული კლიენტები და კონსულტანტები პროდუქციის შეძენისას.
- კომპანიის ინტერენეტ- მაღაზია – საიტი ინტერნეტში დომენის სახელით https://ge.siberianwellness.com/ge-ka/, რომლის მეშვეობითაც კლიენტები, პრივილეგირებული კლიენტები, კონსულტანტები ყიდულობენ პროდუქციას.
- პროდუქცია - საკვები პროდუქტები, ბიოლოგიურად აქტიური საკვების დანამატები, კოსმეტიკა, პარფიუმერიული პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია, სარეკლამო პროდუქცია და სხვა პროდუქტები, რომლებზეც განთავსებულია სავაჭრო ნიშანი „ციმბირის ჯანმრთელობა“ (რეგისტრირებულია 06.06.2008, სავაჭრო ნიშნის მოწმობა №352060) ან/და სავაჭრო ნიშანი SIBERIAN WELLNESS (რეგისტრირებულია 2019 წლის 19 თებერვალს, სავაჭრო ნიშნის მოწმობა № 699285)
- კონფიდენციალურობის პირობები – ანგარიშსწორების ცენტრის საინფორმაციო ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემების გადაცემის, შეგროვების, შენახვის, გამოყენების, გავრცელების, აღრიცხვის წესები, მათ შორის ვალდებულებები.
1. კონსულტანტი – კომპანიის სახეა. კონსულტანტის იმიჯი, მისი პროფესიონალიზმი, მეტყველება, შესახედაობა, შინაგანი კულტურა უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის მაღალ მოთხოვნებს.
2. კონსულტანტისთვის ცნობილია კომპანიასთან თანამშრომლობის სტანდარტები და იცავს მათ ყველგან და ყოველთვის, სიტყვით და საქმით.
3. კონსულტანტი კარგად იცნობს პროდუქციას, ხმარობს მას და შეუძლია დამაჯერებლად გაუწიოს რეკომენდაცია სხვებს საკუთარ მაგალითზე.
4. კონსულტანტი წარადგენს კომპანიის პროდუქციას და ბიზნესს კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებში მოყვანილ აღწერილობასთან მკაცრ შესაბამისობაში. დაუშვებელია არასანდო განცხადებების გაკეთება პროდუქციის ეფექტურობის და შესაძლო შემოსავლების შესახებ.
5. კონსულტანტი თავს იკავებს პოტენციალურ კლიენტებზე, პრივილეგირებულ კლიენტებზე და კონსულტანტებზე ზეწოლისგან, პატივს სცემს მათ უფლებას დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება მიწოდებული ინფორმაციის ფასეულობაზე და კომპანიასთან თანამშრომლობაზე.
6. კონსულტანტი აწარმოებს საკუთარ ბიზნესს მოგების მისაღებად ისე, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ, ასევე შეძლონ მოგების მიღება.
7. კონსულტანტი ყურადღებით და კეთილგანწყობით ეპყრობა ყველა კონსულტანტს, დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორია მათი სტატუსი და წარმოადგენენ თუ არა ისინი მისი სტრუქტურის წევრებს.
8. კონსულტანტი მკაცრად იცავს სტრუქტურების სტაბილურობის წესს – არ ასრულებს შიდა ხელახალი ხელმოწერას.
9. კონსულტანტი, რომელიც არის მენტორი, თავის მხრივ იძლევა მთელი თავისი სტრუქტურის სწავლების და მხარდაჭერის გარანტიას, ყველანაირად ხელს უწყობს თავისი ხაზის კონსულტანტებში საქმიანი კულტურის განვითარებას და ეთიკის კოდექსის, როგორც კომპანიასთან ბიზნესის წარმატებული განვითარების მნიშვნელოვანი კანონის აღქმას.
10. კონსულტანტს ესმის, რომ მის მიერ ეთიკის კოდექსისა და თანამშრომლობის წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიაში რეგისტრაციის შეწყვეტა.
1.1. კონსულტანტი (პრივილეგირებული კლიენტი) შეიძლება გახდეს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი ადამიანი (შემდგომში – კანდიდატი).
1.1.1. კომპანიაში დასარეგისტრირებლად არასრულწლოვანმა კანდიდატებმა (14-დან 18 წლამდე) უნდა წარადგინონ განაცხადი მისამართზე call-centre@sibvaleo.com.პროცედურისთვის, თქვენ უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები, რომლებსაც გამოგზავნით კომპანიის სააბონენტო ყუთზე ფოსტით:
ან:- ორივე მშობლის, მშვილებლების ან მეურვეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანებთან გარიგების დადებაზე (ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი).
- არასრულწლოვან კანდიდატის პასპორტის ასლი.
- თანხმობა მშობლების, მშვილებლების ან მეურვეების პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
1.2. რეგისტრაცია კომპანიაში – ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება, რომელიც კანდიდატმა კონსულტანტის სტატუსის არჩევისას შეიძლება შეასრულოს მხოლოდ დამოუკიდებლად. კანდიდატს შეუძლია დარეგისტრირდეს პრივილეგირებული კლიენტის სტატუსით დამოუკიდებლად, ან იმ კონსულტანტის დახმარებით, რომელმაც ის მოიწვია პროგრამაში WELCOME TO WELLNESS-ში ში მხოლოდ კანდიდატის ნებაყოფლობითი თანხმობით. ასეთი თანხმობის დამადასტურებელია შევსებული და ხელმოწერილი სარეგისტრაციო ფორმა, ელექტრონული წერილი ან დასკანერებული ნაბეჭდი დოკუმენტი პრივილეგირებული კლიენტის პირადი ხელმოწერით, აგრეთვე მობილური ტელეფონის პირადი ნომრის ვერიფიკაცია კომპანიის საიტზე ხელმისაწვდომი საშუალებების მეშვეობით. ბათილად ითვლება კანდიდატის პირადი მობილური ტელეფონის ნომრის ნებაყოფლობითი თანხმობის ან ვერიფიკაციის გარეშე განხორციელებული რეგისტრაცია, რომელიც არ არის დოკუმენტირებული. ასეთი რეგისტრაცია შეიძლება გაბათილდეს კომპანიის მიერ, ამასთან ერთად მენტორის მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს სანქციები თანამშრომლობის სტანდარტების პუნქტი 20–ის შესაბამისად.
- არასრულწლოვან კანდიდატის პასპორტის ასლი.
- მეურვეობისა და სამეურვეო ორგანოს გადაწყვეტილების ასლი არასრულწლოვნის სრულად ქმედუნარიანად გამოცხადების შესახებ.
ან:
- არასრულწლოვან კანდიდატის პასპორტის ასლი.
- არასრულწლოვნის სრულად ქმედუნარიანად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი.
1.2.1. კომპანიის საინფორმაციო ბაზაში კანდიდატის რეგისტრაციის შედეგია ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც კონსულტანტს ან პრივილეგირებულ კლიენტს აქვს წვდომა კომპანიის საიტზე არსებულ პირად კაბინეტში, რომელზეც ერიცხება ქულები პროდუქციის პერსონალური შესყიდვისა და სხვის მიერ შეძენილი შესყიდვისთვის, რომლებსაც ახორციელებენ სხვა პირები რეკომენდაციით.
1.3. სტატუსი
1.3.1. კანდიდატი ირჩევს პრივილეგირებული კლიენტის ან კონსულტანტის სტატუსს და რეგისტრირდება შესაბამის სტატუსში.
1.3.2. კონსულტანტის სტატუსის შენარჩუნების პირობაა ყოველთვიურად 100 ქულის პერსონალური მოცულობის ნორმის შესრულება. თუ პერსონალური მოცულობის ნორმა ყოველთვიურად 100 ქულა არ შესრულდება, კონსულტანტი გადადის პრივილეგირებული კლიენტის სტატუსზე, რის შემდეგაც მასზე მოქმედებს ყველა პირობა და წესი კომპანიის პრივილეგირებული კლიენტებისთვის (კომპანიაში რეგისტრირებული 01.09.2021 წლიდან).
1.3.2.1. კონსულტანტის სტატუსის შენარჩუნების პირობაა პერსონალური მოცულობის 100-ქულიანი ნორმის ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ მაინც თუნდაც ერთი თვის განმავლობაში შესრულება. ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში პერსონალური მოცულობის 100-ქულიანი ნორმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსულტანტი გადადის პრივილეგირებული კლიენტის სტატუსზე, რის შემდეგაც მასზე მოქმედებს ყველა პირობა და წესი კომპანიის პრივილეგირებული კლიენტებისთვის (კომპანიაში დარეგისტრირებულთათვის 01.09.2021 წლამდე).
1.3.3. რეგისტრაციის შემდეგ პრივილეგირებულ კლიენტს შეუძლია შეცვალოს თავისი სტატუსი კონსულტანის სტატუსით BackOffice–ის მეშვეობით კომპანიის დახურულ საიტზე ან SIBERIAN WELLNESS მაღაზიაში.
1.4. კონსულტანტის გარანტები
1.4.1. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც რეგისტრირდება კომპანიაში, ამით იღებს გარკვეულ ვალდებულებებს, ადასტურებს, ამოწმებს და იძლევა იმის გარანტიას, რომ კომპანიაში რეგისტრაციის დროს და მისი მოქმედების პერიოდის განმავლობაში მას:
უფლება აქვს დარეგისტრირდეს კომპანიაში კომპანიის ყველა პირობის და კანდიდატის საცხოვრებელი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
არ აწარმოებს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება კომპანიის თანამშრომლობის სტანდარტებს;
არ მიაყენებს მატერიალურ ზიანს კომპანიას;
ადრე არ ჰქონდა რეგისტრაციის გაუქმება კომპანიასთან თანამშრომლობის სტანდარტების დარღვევის გამო;
მიაწოდა სანდო ინფორმაცია თავის თავის შესახებ სარეგისტრაციო ფორმაში.
1.5. კანდიდატის რეგისტრაცია კომპანიის სისტემაში
1.5.1. კომპანია არეგისტრირებს კანდიდატს მოქმედი მენტორის რეკომენდაციით და კანდიდატის მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მენტორის შესახებ არსებული განყოფილების შევსების პირობით, ან მენტორის მითითებით ონლაინ–ფორმაში.
1.5.2. თუ კანდიდატი დარეგისტრირდება პირდაპირ, რეკომენდაციების გარეშე, მას შეუძლია აირჩიოს მენტორი მენტორთა მონაცემთა ბაზიდან, ან დარეგისტრირდეს მენტორის მითითების გარეშე.
1.5.3. სარეგიტრაციო ფორმა უნდა იყოს შევსებული კანდიდატის მიერ შეცდომების გარეშე. თუ ის შევსებულია შეცდომებით, რის გამოც მოხდა კანდიდატის რეგისტრაცია სხვა მენტორის სტრუქტურაში ან სხვა პერიოდში, მაშინ ანაზღაურების გადათვლა არ შესრულდება. კანდიდატმა უნდა შეატყობინოს კომპანიას დაშვებული შეცდომების შესახებ და წარადგინოს განცხადება სარეგისტრაციო ფორმაში შეცდომების გასწორების შესახებ პუნქტი 1.7–ის შესაბამისად.
1.5.4. რეგისტრაციის მომენტისთვის კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს სხვა მოქმედი შეთანხმება კომპანიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლო რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად, ხოლო კონსულტანტის მიმართ გამოყენებული იქნება პუნქტში 5 გათვალისწინებული სანქციები.
1.5.5. კომპანია აძლევს კანდიდატს რეკომენდაციას რეგისტრაციის დროს მენტორის სახით მიუთითოს ის კონსულტანტი, რომელმაც პირველმა მოიწვია იგი თანამშრომლობისთვის და გააცნო კომპანიის შესაძლებლობები. მაგრამ, იღებს მხედველობაში მენტორის როლის მნიშვნელობას პირდაპირი გაყიდვების ბიზნესში, რეგისტრაციის დასრულებამდე კანდიდატს რჩება მენტორის საბოლოო არჩევის უფლება.
1.5.6. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში ადრე იყო დარეგისტრირებული კანდიდატის მეუღლე, მენტორის არჩევა უნდა მოხდეს პუნქტი 2–ის შესაბამისად.
1.5.7. კერძო საწარმოს მფლობელი და თანამშრომლები შეიძლება დარეგისტრირდნენ მხოლოდ Business Leader (ბიზნეს ლიდერის) სტრუქტურაში, რომელმაც გასცა რეკომენდაცია ამ კერძო საწარმოს გახსნის შესახებ. 1.5.7 პუნქტის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს გადაიყვანოს კონსულტანტი/პრივილეგირებული კლიენტი და მისი გუნდი Business Leader- ის სტრუქტურაში, რომელმაც მისცა რეკომენდაცია ამ კერძო საწარმოს გახსნის შესახებ.
1.6. რეგისტრაციაზე უარი
1.6.1. კომპანია იტოვებს უფლებას უარი უთხრას კანდიდატს რეგისტრაციაზე და განმეორებით რეგისტრაციაზე.
1.6.2. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ კანდიდატს აქვს მობილური ტელეფონის პირადი ნომერი, რომელიც გაცემულია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ხდება რეგისტრაცია.
1.6.3. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს მობილური ტელეფონის პირადი ნომერი, მას შეუძლია ისარგებლოს რეგისტრაციის ონლაინ–ფორმით კომპანიის ოფიციალურ საიტზე სხვა ქვეყნებში.
1.7. რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომების გასწორება
1.7.1. თუ რეგისტრაციისას მოხდა შეცდომა მენტორის მითითებაში, რეგისტრირებულ კონსულტანტს (პრივილეგირებულ კლიენტს) უფლება აქვს რეგისტრაციის დღიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარუდგინოს კომპანიას შეცდომის გამოსწორების განცხადება. რეგისტრაციის დღიდან პირველი 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში შეცდომა გამოსწორდება რეგისტრირებული კონსულტანტის (პრივილეგირებულ კლიენტის) პირადი განცხადების საფუძველზე. კომპანია აცნობებს მოქმედ მენტორს ელექტრონული ფოსტით და შეაქვს ცვლილებები სისტემაში. 15 (თხუთმეტი) დღის შემდეგ საჭიროა მოქმედი მენტორის თანხმობა.
1.7.1.1. მოქმედი მენტორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, კომპანია ითხოვს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ ფაქტებს (კლიენტთან მიმოწერა, კონსულტაცია კომპანიის პროდუქციაზე და შესაძლებლობებზე). თუ კლიენტს არ დაუსვეს საჭირო დამაზუსტებელი კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიტყო კომპანიის შესახებ, ადრე არსებული რეგისტრაციისა და მეუღლის (ახლო ნათესავების) რეგისტრაციის შესახებ, მაშინ გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრირებული კონსულტანტის (პრივილეგირებული კლიენტის) განცხადების საფუძველზე.
1.7.2. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომა გამოვლინდა კონსულტანტის (პრივილეგირებული კლიენტის) რეგისტრაციიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ, მისი გასწორება ხდება პუნქტი 3.1–ით დადგენილი წესით.
1.7.3. განცხადება შეცდომის გასწორების შესახებ და მენტორის განცხადება შეიძლება წარდგენილი იყოს კომპანიაში პირადად, გაიგზავნოს ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე call-centre@sibvaleo.com
2.1. მეუღლეთა რეგისტრაციის და საქმიანობის წესი
2.1.1. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ერთი სარეგისტრაციო ნომრით ან ცალკე სარეგისტრაციო ნომრებით. ამ შემთხვევაში მეორის მენტორი ითვლება მეუღლე, რომელმაც პირველმა მიიღო სარეგისტრაციო ნომერი.
2.1.2. მეუღლე, რომელმაც მიიღო სარეგისტრაციო ნომერი, პასუხისმგებელია ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კომპანიის თანამშრომლობის სტანდარტებს იმ მეუღლის მხრიდან, რომელსაც არ აქვს ცალკე სარეგისტრაციო ნომერი.
2.1.3. მეუღლეებს არ შეუძლათ ჰყავდეთ სხვადასხვა მენტორები ან მოქმედებდნენ სხვადასხვა სტრუქტურებში.
2.1.4. თუ ორი კონსულტანტი, რომელთაგან ორივე აწარმოებს ბიზნესს კომპანიასთან სხვადასხვა სტრუქტურებში, ქორწინდებიან, მათ აქვთ უფლება შეინარჩუნონ თავისი სარეგისტრაციო ნომერი და თავისი სტრუქტურა ან გააგრძელონ საქმიანობა ერთ სტრუქტურაში, მაგრამ ამასთანავე ადრინდელი სტრუქტურა რჩება მენტორთა უწინდებურ ხაზში.
2.1.5. დაქორწინებული წყვილის განქორწინების შემთხვევაში კომპანია კონსულტანტად აღიარებს მხოლოდ იმ მეუღლეს, რომელსაც აქვს სარეგისტრაციო ნომერი და, შესაბამისად, მხოლოდ მას აქვს უფლება მიიღოს ბონუსები, პრემიები, ბიზნეს-ინსტრუმენტები და ჯილდოები. ნებისმიერი შეთანხმებები განქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორის კომპანიასთან წარმოებული ბიზნესიდან შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით უნდა დარეგულირდეს თავად მეუღლეების მიერ და კომპანიის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. კომპანიის წერილობითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში განქორწინებულ მეუღლეებს შორის დაუშვებელია რაიმე სხვა შეთანხმებები ბონუსების, პრემიების, კომპანიასთან წარმოებული ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების, ჯილდოების ან ბიზნეს-ინსტრუმენტების გაყოფის თაობაზე.
2.1.6. კონსულტანტ მეუღლესთან განქორწინების შემთხვევაში, მეორე მეუღლეს უფლება აქვს დარეგისტრირდეს და მიიღოს ახალი სარეგისტრაციო ნომერი იმავე მენტორის ქვეშ ან სხვა სტრუქტურაში განქორწინების შემდეგ ნებისმიერ დროს.
2.1.7. თუ დარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები მოქმედებენ ერთი სარეგისტრაციო ნომრით, მაშინ ბონუსების დარიცხვა და პრემიის გადახდა მათთვის მოხდება ერთჯერადი ოდენობით, სტატუსი ბიზნეს-კარიერაში მიენიჭება ერთდროულად ორივე მეუღლეს, სტატუსის ნიშნები მიეცემათ ორივეს, ხოლო ბიზნეს-ინსტრუმენტები და ჯილდოები გადაეცემა ორზე ერთი. კონსულტანტს, რომელსაც აქვს Business Leader–ის სტატუსი, შეაქვს კომპანიაში განაცხადი მეუღლისთვის მისი სტრუქტურის კონსულტანტის სტატუსის მინიჭებაზე და ამით ადასტურებს მის აქტივობას.
2.1.8. თუ მეუღლეები მოქმედებენ სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრებით, ყოველი მეუღლის საქმიანობის შედეგების გათვალისწინება მოხდება ცალ–ცალკე.
3.1. მენტორის შეცვლა
3.1.1. ონსულტანტმა, პრივილეგირებულმა კლიენტმა, რომელმაც გამოთქვა მენტორის შეცვლის სურვილი, უნდა წარადგინოს კომპანიაში წერილობითი განცხადება და თან დაურთოს მას:
– მათი სტრუქტურის ყველა ზემოთმყოფი მენტორების წერილობითი თანხმობა Business Leader-ის ჩათვლით;
– Ruby Business Leader-ის წერილობითი თანხმობა;
– ახალი მენტორის წერილობითი თანხმობა.
3.1.2. მთელი სტრუქტურა, შექმნილი იმ კონსულტანტის, პრივილეგირებული კლიენტის მიერ, რომელიც იცვლის მენტორს, რჩება პირველი მენტორის ადრინდელ სტრუქტურაში.
3.1.3. მენტორის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას კომპანია იღებს თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.
3.1.4. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად უარი თქვას კონსულტანტის მენტორის შეცვლაზე, თუ მის მიერ წარმოდგენილ საფუძვლებს არასაკმარისად მიიჩნევს.
3.2. სტრუქტურა მენტორის გარეშე
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა კონსულტანტები, პრივილეგირებული კლიენტები და მათი სტრუქტურები რჩებიან მენტორის გარეშე, კომპანიას აქვს უფლება მიამაგროს ისინი სხვა მენტორთან ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში და სპეციალური პირობებით.
3.3. კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტა
კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის საფუძვლები:
3.3.1. რეგისტრაციის გაუქმება.
რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება, თუ კონსულტანტი ან პრივილეგირებული კლიენტი არ ახორციელებენ კომპანიის პროდუქციის შესყიდვას თანმიმდევრობით ოთხი თვის განმავლობაში რეგისტრაციის თვიდან დაწყებული. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ შესაძლებელია ნებისმიერ დროს ხელმეორედ დარეგისტრირება სტრუქტურისა და მენტორის არჩევით.
3.3.1.1. თუ რეგისტრაციის შემდეგ პირველი ოთხი თვის განმავლობაში, რეგისტრაციის თვის ჩათვლით, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში კონსულტანტის / პრიველიგირებული კლიენტის მიერ შესრულდა შესყიდვები, მაშინ შემდგომში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება სარეგისტრაციო ნომერზე შესყიდვების არარსებობის შემთხვევაში ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.
3.3.2. რეგისტრაციის შეწყვეტა კონსულტანტის ან პრივილეგირებული კლიენტის ინიციატივით.
3.3.2.1. კონსულტანტს/პრივილეგირებულ კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს რეგისტრაცია კომპანიაში განაცხადის შეტანით.
3.3.2.2. კომპანია განაცხადს განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში; ამ ვადის გასვლის შემდეგ კონსულტანტისა და პრივილეგირებული კლიენტის რეგისტრაცია წყდება. თუ განაცხადი გაუქმებულია მითითებული ვადის გასვლამდე, განაცხადი ჩაითვლება მიუწოდებლად და რეგისტრაცია გრძელდება.
3.3.3. რეგისტრაციის შეწყვეტა კომპანიის ინიციატივით
3.3.3.1. კომპანიას უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს კონსულტანტის რეგისტრაცია ახსნა-განმარტების გარეშე.
3.3.3.2. კომპანია კონსულტანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აცნობებს ამ კონსულტანტს, მის მენტორს და სტრუქტურის ლიდერს ელექტრონული ფოსტით.
3.3.3.3. კომპანიის ინიციატივით კონსულტანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, კონსულტანტს ნებისმიერი სახელით არ აქვს უფლება მოითხოვოს კომპანიისგან რაიმე სახის ანაზღაურება ან კომპენსაცია..
3.4. კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შედეგები
3.4.1. კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტისას ნებისმიერი საფუძვლით კონსულტანტი ვალდებულია:
– შეწყვიტოს თავის წარდგენა კომპანიის კონსულტანტად;
– შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, როგორც კონსულტანტის, რომელიც გათვალისწინებულია პრემიალური გეგმითა და თანამშრომლობის სტანდარტებით;
– შეწყვიტოს კომპანიის სავაჭრო ნიშნების, სავაჭრო მარკების, საფირმო დასახელებების, ემბლემების, ლოგოტიპების და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტების გამოყენება.
3.4.1.1. კომპანიასთან რაიმე მიზეზით თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, კონსულტანტის ან პრივილეგირებული კლიენტის მიერ სარეგისტრაციო ნომერზე დაგროვილი ყველა ბონუსი უქმდება.
3.4.2. კონსულტანტს, რომელმაც შეწყვიტა თანამშრომლობა კომპანიასთან, აქვს უფლება იყოს კომპანიის პროდუქციის მყიდველი.
3.4.3. კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში კონსულტანტის სტრუქტურა გადადის ზემდგომ მენტორთან.
3.4.3.1. კომპანიასთან Business Team 10 000 და უფრო მაღალი სტატუსის მქონე კონსულტანტის თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში მისი სტრუქტურა გადადის ზემდგომ მენტორთან. მენტორისთვის, რომელსაც სტრუქტურა გადაეცა, ეს ფაქტი გათვალისწინებულია ანაზღაურების გაანგარიშებისას, მაგრამ არ არის გათვალისწინებული საკვალიფიკაციო სტატუსის მინიჭებისას, ასევე Platinum- и Diamond-ბონუსების.
3.4.4. კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, კომპანია ბლოკავს კონსულტანტის წვდომას მის პირად კაბინეტზე კომპანიის ვებსაიტზე.
3.5. კომპანიასთან თანამშრომლობის განახლება
3.5.1. კონსულტანტი და პრივილეგირებული კლიენტი, რომელმაც შეწყვიტა თანამშრომლობა კომპანიასთან პუნქტში 3.3.1 მითითებული საფუძვლით, შეუძლია ხელახლა დარეგისტრირდეს კომპანიაში და მიიღოს ახალი სარეგისტრაციო ნომერი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სტატუსში.
3.5.2. კონსულტანტი, რომელმაც შეწყვიტა კომპანიასთან თანამშრომლობა პუნქტში 3.3.2 (პირადი ინიციატივით) მითითებული საფუძვლებით, პ. 3.3.3. (კომპანიის ინიციატივით), შეუძლია ხელახლა დარეგისტრირდეს კომპანიაში ნებისმიერ სტატუსში და ნებისმიერ სტრუქტურაში თანამშრომლობის შეწყვეტის თვიდან 6 თვის შემდეგ წინა სარეგისტრაციო ნომერზე.
3.5.2.1. კონსულტანტის მეუღლე, რომელმაც შეწყვიტა კომპანიასთან თანამშრომლობა პუნქტში 3.3.2 (პირადი ინიციატივით)მითითებული საფუძვლებით, 3.3.3 (კომპანიის ინიციატივით), შეუძლია დარეგისტრირდეს კომპანიაში ნებისმიერ სტატუსში და ნებისმიერ სტრუქტურაში თანამშრომლობის შეწყვეტის თვიდან 6 თვის შემდეგ კონსულტანტის წინა სარეგისტრაციო ნომერზე.
3.5.3. პრივილეგირებული კლიენტი, რომელმაც შეწყვიტა თანამშრომლობა კომპანიასთან პუნქტებში 3.3.2, 3.3.3 მითითებული საფუძვლებით, ისევე როგორც მის მეუღლეს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ კომპანიაში ნებისმიერ სტატუსში და ნებისმიერ სტრუქტურაში რეგისტრაციის შეწყვეტის თვიდან არა უადრეს 6 (ექვსი) თვისა.
3.5.4. კომპანია იტოვებს უფლებას უარი უთხრას ხელმეორე რეგისტრაციაზე იმ კონსულტანტს, რომელმაც შეწყვიტა თანამშრომლობა კომპანიასთან იმ საფუძვლებით, რომლებიც მითითებულია პუნქტებში 3.3.2, 3.3.3, ან გაზარდოს ვადა, რომლის განმავლობაში რეგისტრაცია არ არის დაშვებული.
3.5.5. როდესაც კონსულტანტი განაახლებს თანამშრომლობას კომპანიასთან, მის მიერ ადრე შექმნილი სტრუქტურა არ უბრუნდება კონსულტანტს.
3.5.6. კომპანიასთან თანამშრომლობის განახლების შემდეგ სარეგოსტრაციო ნომერზე ბონუსების დაგროვება იწყება ნულიდან.
3.5.7. კომპანიასთან თანამშრომლობის განახლებისას ყველა საპრიზო და ბონუს-პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი რანგიდან წინა (დახურული) სარეგისტრაციო ნომერზე ადრე მიღწეულიდან. ამ კარიერული ეტაპის მიღწევამდე, კონსულტანტის მოცულობა, რომელმაც განაახლა კომპანიასთან თანამშრომლობა, არ არის გათვალისწინებული მენტორების მიერ პროგრამებსა და პრომოებში. ეს შეზღუდვა მოქმედებს კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
4.1. საოჯახო სარეგისტრაციო ნომრის გაფორმება
4.1.1. კონსულტანტს უფლება აქვს თავის სარეგისტრაციო ნომერში შეიყვანოს მეუღლე ან ერთი ახლო ნათესავი (მშობლები, შვილები, და-ძმები).
4.1.2. კონსულტანტი ვალდებულია კომპანიას წარუდგინოს დოკუმენტები მეუღლის ან ნათესავის შესახებ ინფორმაციის მითითებით:
1) მეუღლის/ნათესავის განცხადება კომპანიასთან თანამშრომლობის განზრახვის შესახებ;
2) პასპორტის ასლი;
3) ქორწინების მოწმობის ასლი (მეუღლეებისთვის);
4) ოჯახური ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4.1.3. კომპანია იღებს ვალდებულებას განიხილოს კონსულტანტის განცხადება, რომელიც აპირებს ოჯახის სარეგისტრაციო ნომრის გაფორმებას 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და წერილობით აცნობოს კონსულტანტს მისი განხილვის შედეგების შესახებ. კომპანიას უფლება აქვს დააკმაყოფილოს კონსულტანტის განცხადება ან უარი თქვას საოჯახო სარეგისტრაციო ნომრის გაფორმებაზე, თუ წარმოდგენილ საფუძვლებს არასაკმარისად მიიჩნევს.
4.2. მოთხოვნები მეუღლის/ნათესავისთვის, რომელიც დამატებულია საოჯახო სარეგისტრაციო ნომერზე
4.2.1. მეუღლეს/ნათესავს უნდა ჰქონდეს საჭირო ცოდნა Siberian Wellness ბრენდის, კომპანიასთან ბიზნესის კეთების ძირითადი ტექნოლოგიების, პრემიუმ გეგმის, Incentive Programs-ის და თანამშრომლობის სტანდარტების შესახებ.
4.2.2. მეუღლე/ნათესავი თანახმაა აიღოს პასუხისმგებლობა კონსულტანტის სტრუქტურის მართვაზე, მოტივაციასა და შესწავლაზე.
4.2.3. მეუღლე/ნათესავი იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს და გაზარდოს კონსულტანტის სტრუქტურის სავაჭრო ბრუნვა.
4.2.4. მეუღლემ/ნათესავმა განცხადებაში უნდა მიუთითოს, რომ ეთანხმება პუნქტებში მითითებულ ყველა პირობას. 4.2.1–4.2.3.
4.3. საოჯახო სარეგისტრაციო ნომერზე დაგროვილი პრემიები და ბონუსების დარიცხვები ენიჭება კონსულტანტს, რომელიც პირველი დარეგისტრირდა კომპანიაში.
ყველა ბონუსი გაიცემა, ხოლო პრემიების გაცემა ხდება ერთჯერადად.
4.4. კონსულტანტისთვის მინიჭებული განმასხვავებელი ნიშნები და კონსულტანტის მიერ საოჯახო სარეგისტრაციო ნომრის გაცემამდე მიღწეული წოდებები არ ენიჭება მეუღლეს/ნათესავს.
შემდგომში, ბიზნეს კარიერაში შემდეგი სტატუსების მიღწევის შემდეგ, საოჯახო სარეგისტრაციო ნომრის ორივე მონაწილეს ენიჭება ტიტულები და სტატუსები. საკვალიფიკაციო ჯილდო გაიცემა ერთ ადამიანზე, სტატუსის სამკერდე ნიშნები გაიცემა ორივეზე.
4.5. ნათესავებს შორის სადავო საკითხების წამოჭრის ან დაქორწინებული წყვილის განქორწინების შემთხვევაში კომპანია კონსულტანტად აღიარებს მხოლოდ იმ მეუღლეს/ნათესავს, რომელიც დარეგისტრირდა კომპანიაში და, შესაბამისად, მხოლოდ მას აქვს უფლება მიიღოს ბონუსები, პრემიები, ბიზნეს-ინსტრუმენტები და ჯილდოები. ნებისმიერი შეთანხმებები მეუღლეებს/ნათესავებს შორის კომპანიასთან წარმოებული ბიზნესიდან შემოსავლის მიღების თაობაზე უნდა დარეგულირდეს თვით საოჯახო სარეგისტრაციო ნომრის მონაწილეების მიერ და კომპანიის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. კომპანიის წერილობითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია რაიმე სხვა შეთანხმებები ბონუსების, პრემიების, კომპანიასთან წარმოებული ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების, ჯილდოების ან ბიზნეს-ინსტრუმენტების გაყოფის თაობაზე.
4.6. ნებისმიერ დროს, საოჯახო რეგისტრაციის ნომერზე დამატებული მეუღლე/ნათესავი შეიძლება გაირიცხოს ნომრიდან პირადი ინიციატივით, კომპანიის ინიციატივით ან კომპანიაში რეგისტრირებული კონსულტანტის ინიციატივით.
4.7. კონსულტანტს, რომელმაც დაარეგისტრირა საოჯახო სარეგისტრაციო ნომერი კომპანიასთან, არ აქვს უფლება გადასცეს მასზე უფლებები მეუღლეს/ნათესავს.
4.8. საოჯახო სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრაციის შეწყვეტის უფლება აქვს მხოლოდ კონსულტანტს, რომელმაც თავდაპირველად დაარეგისტრირა სარეგისტრაციო ნომერი კომპანიაში.
4.9. უფლებების გადაცემა მემკვიდრეობით
4.9.1. კონსულტანტის გარდაცვალების შემთხვევაში მისი, როგორც კონსულტანტის საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებები გადაეცემა მემკვიდრეობით.
4.9.2. მემკვიდრეებზე ქონებრივი უფლებების გადაცემის ვადა შეადგენს - ორ თვეს კონსულტანტის გარდაცვალების დღიდან. ამისათვის კონსულტანტის მემკვიდრეებმა კომპანიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1) მემკვიდრის განცხადება კომპანიასთან თანამშრომლობის განზრახვის შესახებ, რომელიც დამოწმებულია მენტორის მიერ და პირველი მენტორის მიერ, რომლის დონე არ არის Business Leader–ის დონეზე დაბალი;
2) მემკვიდრის პასპორტის ასლი;
3) კონსულტანტის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
4) მემკვიდრის და კონსულტანტის ნათესაური კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4.9.3. კონსულტანტის ქონებრივი უფლებების მემკვიდრეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი კონსულტანტის მემკვიდრეობა არ არის მიღებული 2 (ორი) თვის განმავლობაში, კონსულტანტის რეგისტრაცია უქმდება. მის მიერ შექმნილი სტრუქტურა გადაეცემა გარდაცვლილი კონსულტანტის უშუალო მენტორს.
4.9.4. უფლებამონაცვლე, რომელიც არ არის კონსულტანტი, უნდა დარეგისტრირდეს კომპანიაში. ამ შემთხვევაში სტრუქტურაზე უფლებები გადაეცემა უფლებამონაცვლეს. კონსულტანტის სარეგისტრაციო ნომერი, რომელზეც უფლებები მემკვიდრეობით მიიღება, უქმდება.
4.9.5. უფლებამონაცვლე იღებს უფლებას მიიღოს ახალი საკვალიფიკაციო ჯილდოები და ნიშნები კონსულტანტის უფლებების მასზე გადაცემის დღიდან ერთი კალენდარული წლის შემდეგ.
ეს დროებითი შეზღუდვა დაწესდა იმისთვის, რომ უფლებამონაცვლემ სრულად დაეუფლოს სტატუსთან შესაბამის კვალიფიკაციას, ასევე სტრუქტურის ზრდასა და განვითარებაზე მისი პირადი გავლენის დასადასტურებლად და არა უფლებების გადამცემი კონსულტანტის მიღწევების გამოყენების მიზნით.
4.9.6. კომპანია არ ცნობს უფლებამონაცვლის მიერ ბიზნეს–კარიერაში მორიგი სტატუსის მიღწევას 12 (თორმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში კონსულტანტის უფლებების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ და განმასხვავებელი ნიშნების და საკვალიფიკაციო ჯილდოების გაცემა არ ხდება.
4.9.7. 4.9.6 პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს უფლებამონაცვლის მიერ მიღწეული მეორე და შემდგომი სტატუსები ბიზნეს-კარიერაში (მათ შორის, კონსულტანტის უფლებების მიღებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში).
4.9.8. უფლებების მემკვიდრეობით გადაცემის შემთხვევაში, Business Leader-ის წოდების ზემდგომ მენტორს უფლება აქვს მოახდინოს გადაცემული სტრუქტურის ოპტიმიზაცია მისი განვითარებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ოპტიმიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული სტრუქტურის ფარგლებში.
4.10. პრივილეგირებული კლიენტის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონებრივი უფლებები, რომელიც დაკავშირებულია პრივილეგირებული კლიენტის სტატუსში არსებულ საქმიანობასთან, არ გადადის მემკვიდრეობით.
5.1. ხელახალი ხელმოწერა – კონსულტანტის, პრივილეგირებული კლიენტის ხელახალი რეგისტრაცია მოქმედი სარეგისტრაციო ნომრით ახალი მენტორის მითითებით, ასევე რეგისტრაცია წინამდებარე წესების 3.5.2 პუნქტის დარღვევით.
5.2. ასევე ხელახალი ხელმოწერა - არის კონსულტანტის მეუღლის, პრივილეგირებული კლიენტის რეგისტრაცია სხვა სტრუქტურაში სხვა მენტორთან.
5.3. კომპანია კრძალავს ხელახალი ხელმოწერის განხორციელებას.
5.4. განცხადებები ხელახალი ხელმოწერის ფაქტის შესახებ შეიძლება შეტანილი იყოს კომპანიაში წერილობითი ფორმით ხელახალი ხელმოწერის მომენტიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ შეტანილ განცხადებებს კომპანია არ განიხილავს.
5.5. ხელახალი ხელმოწერის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში:
– განმეორებითი რეგისტრაცია წყდება კომპანიის ინიციატივით;
– იმ ადამიანის სტრუქტურა, რომელმაც დაუშვა ხელახალი ხელმოწერა, კომპანიის მიერ გადაყვანილი იქნება მის წინა მენტორთან;
– მეუღლის სარეგისტრაციო ნომერი და მის მიერ შექმნილი სტრუქტურა გადადის ადრე რეგისტრირებული მეუღლის სტრუქტურაში;
– უშუალო მენტორის მიმართ, რომლის სტრუქტურაში მოხდა ხელახალი ხელმოწერა, გამოყენებული იქნება ჯარიმის სანქციები ორმაგი გადახდის ოდენობით, რომელიც დაირიცხა ხელახლა ხელმოწერილი კონსულტანტის და მისი ჯგუფის სავაჭრობრუნვისთვის. ჯარიმის ოდენობა გამოითვლება მენტორის გადახდიდან ბოლო სრული პერიოდისთვის.
5.6. კონსულტანტს, პრივილეგირებულ კლიენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო ნომერი კომპანიის საინფორმაციო ბაზაში. თუ აღმოჩენილია ერთზე მეტ სარეგისტრაციო ნომერზე პირდაპირი ან ირიბი კონტროლის ფაქტები, აგრეთვე ფალსიფიცირების და ყალბი პირის რეგისტრაციის ფაქტები, კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს ასეთი რეგისტრაცია, ასევე (ხელახლა ხელმოწერის შემთხვევაში) გადაიტანოს შექმნილი სტრუქტურა პირველ სარეგისტრაციო ნომერზე.
რეგისტრაცია ფიქტიურად ითვლება, თუ რეგისტრირებული კონსულტანტი, პრივილეგირებული კლიენტი არ ადასტურებს დამოუკიდებელი რეგისტრაციის ფაქტს მმართველი კომპანიის/საკონტაქტო ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნით და არ გამოდის კვშირზე რეგისტრაციისას მითითებულ კონტაქტების მეშვეობით 1 თვის განმავლობაში.
ფიქტიური ნომრების ქვეშ საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში (ფიქტიური ნომრების რეგისტრაცია, მათზე ქულების მინიჭება კომპანიის ბონუს და სამოტივაციო პროგრამებში მონაწილეობის მიზნით), კომპანია იტოვებს უფლებას დააწესოს ჯარიმები ან სხვა სანქციები, მათ შორის შეწყვეტა. მენტორი, რომლის გუნდშიც მოხდა ეს დარღვევები, გაირიცხება კომპანიის ყველა რეიტინგის, სარეკლამო, სამოტივაციო და ბონუს პროგრამის მონაწილეებიდან: Incentive Programs, The Reward Trip Program, Siberian Wellness Car ავტოპროექტიდან, Leader's Proms-ს და ბონუს პროგრამებიდან. საჯარიმო სანქციის სახით ხდება ბონუსურ პროგრამებში მონაწილეობის შედეგების მიხედვით გადახდილი ბონუსების დაკავება ანგარიშზე წარმოებული შემდეგი დარიცხვებიდან.
5.7. კომპანია წერილობითი სახით ატყობინებს თავის გადაწყვეტილებას დამრღვევს, მის მენტორს და სტრუქტურის ლიდერს.
6.1. კომპანია მისდევს ნულოვანი აქტივობის პოლიტიკას გაუხსნელ ბაზრებზე. გაუხსნელი ბაზარი – ეს არის ქვეყანა, რომელშიც კომპანიას არ დაუწყია ოფიციალური საქმიანობა. კომპანიის საქმიანობის დასაწყისად ითვლება გაყიდვების დაწყება კომპანიის დისტრიბუტორის ან კერძო საწარმოს მიერ, ან კომპანიის ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ არ განაცხადა ახალი ქვეყნის გახსნის შესახებ (ბეჭდვით გამოცემებში ან კომპანიის საიტზე), ნებისმიერი საქმიანობა ასეთ ქვეყანაში არ არის დაშვებული, ანუ მოქმედებს ნულოვანი აქტივობის წესები.
6.2. ნულოვანი აქტივობის პოლიტიკის წესები გაუხსნელ ბაზრებზე:
6.2.1. აკრძალულია გაუხსნელ ბაზრებზე კომპანიის პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია, სხვა ადამიანების მოზიდვა კომპანიასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის კომპანიასთან ასოცირებული ქვეყნის ინტერნეტ-სივრცეში ვებსაიტების შექმნა.
6.2.2. აკრძალულია ბრენდის ნებისმიერი ლიტერატურისა და ბრენდის საგანმანათლებლო მასალის იმპორტი, შემოტანა, გაყიდვა ან სხვაგვარად გამოყენება, რომელიც არ არის წარმოებული კომპანიის დაკვეთით.
6.2.3. აკრძალულია ბრენდის ნებისმიერი ლიტერატურისა და ბრენდის საგანმანათლებლო მასალის იმპორტი გაუხსნელ ქვეყანაში, მიუხედავად იმპორტის მიზეზისა. კომპანიის პროდუქციის იმპორტმა ნებადამრთავი დოკუმენტების, რეგისტრაციის, მარკირების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს დამრღვევის და კომპანიის გადაცემა ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, ჯარიმების დაკისრება და პროდუქციის და მასალების კონფისკაცია. ასეთი ქმედებები აზიანებენ Siberian Wellness-ის ბრენდის იმიჯს და მის პროდუქციას და ასევე საფრთხეს უქმნიან კომპანიის შესაძლებლობას დაიწყოს ოფიციალური ოპერაციები ამ ქვეყანაში.
6.2.4. აკრძალულია კომპანიის პროდუქციის და/ან ბიზნესის ნებისმიერი რეკლამა პოტენციალური კლიენტების, პრივილეგირებული კლიენტების და გაუხსნელი ბაზრის კონსულტანტების მოსაზიდად როგორც ამ ბაზრის ტერიტორიაზე, ასევე იმ ბაზარზე, სადაც კომპანია აწარმოებს ოფიციალურ ბიზნესს.
6.2.5. აკრძალულია კომპანიის თანამშრომლად თავის წარდგენა. აკრძალულია რომელიმე გაუხსნელ ქვეყანაში თავის წარდგენა კომპანიის ექსკლუზიურ წარმომადგენლად.
6.2.6. აკრძალულია გაუხსნელ ბაზარზე კანდიდატების "წინასწარი რეგისტრაციის" განხორციელება. კანდიდატის მიერ რაიმე დოკუმენტების შევსების შემთხვევაში ეს არ აკისრებს მას რაიმე ვალდებულებებს.
6.2.7. აკრძალულია ადამიანების მოწვევა, შეხვედრების (მათ შორის ერთი ერთზე), კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული შეკრებების გამართვა ნებისმიერ გაუხსნელ ქვეყანაში კომპანიის მიერ ამ ქვეყანაში ოფიციალური საქმიანობის დაწყების თარიღის გამოცხადებამდე.
6.2.8. აკრძალულია ინტერნეტის ქსელში კომპანიასთან ასოცირებული საიტების, მათ შორის ინტერნეტ–მაღაზიების შექმნა, რომლებიც განკუთვნილია გაუხსნელი ბაზრისთვის.
6.2.9. გაუხსნელ ქვეყანაში სტუმრობისას აკრძალულია კომპანიის ბიზნესისადმი ინტერესის ფორმირება და მასში ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მოზიდვა.
6.3. გაუხსნელ ბაზარზე აკრძალული საქმიანობის შესახებ კომპანიის მიერ სანდო ინფორმაციის მიღების შემდეგ კომპანიას აქვს უფლება დამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული ზომები, მათ შორის ახსნა-განმარტებითი საუბრების გამართვა და გადამზადება; პრემიების გადახდის, ბონუსების დარიცხვის შეჩერება; ჯარიმა; კონსულტანტის გამორიცხვა იმ პირთა სიიდან, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას განმასხვავებელი ნიშნის მიღებაზე, აღიარების ცერემონიაში მონაწილეობაზე; რეგისტრაციის ცალმხრივად შეწყვეტა კომპანიის ინიციატივით.
6.4. მენტორები ვალდებულნი არიან გააცნონ მათ სტრუქტურაში შემავალ პირებს გაუხსნლ ბაზრებზე ნულოვანი აქტივობის პოლიტიკის წესები.
6.5. კომპანიის მიერ გაუხსნელ ბაზარზე მინიჭებული ყველა სარეგისტრაციო ნომერი არასწორია.
7.1. კონსულტანტს აქვს უფლება შეიძინოს კომპანიის პროდუქცია პირადი მოხმარებისთვის Siberian Wellness-ის ნებისმიერ მაღაზიაში და რეკომენდაცია გაუწიოს მას სხვა ადამიანებისთვის. კონსულტანტს აქვს უფლება არარეგულარულ საფუძველზე მიიღოს შეკვეთები პროდუქციის შესყიდვაზე, ეხმარება რა თავის ნათესავებს, მეგობრებს და ნაცნობებს კომპანიის პროდუქციაზე გაერთიანებული შეკვეთის გაფორმებაში.
7.2. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტანტის თანამშრომლობა კომპანიასთან ატარებს სისტემატურ ხასიათს და კონსულტანტის საქმიანობა მიმართული იქნება შემოსავლის სისტემატურ მიღებაზე, ის ვალდებულია დარეგისტრირდეს როგორც ინდივიდუალური მეწარმე.
7.2.1. კონსულტანტი, რომელმაც მიაღწია Business Team 5000 სტატუსს, ვალდებულია დარეგისტრირდეს როგორც ინდივიდუალური მეწარმე.
7.2.2. კონსულტანტმა უნდა აცნობოს კომპანიას თავისი მეწარმედ რეგისტრაციის შესახებ და გადასცეს კომპანიას დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დღიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3. ინდივიდუალური მეწარმის სახით დარეგისტრირებული კონსულტანტის საქმიანობა მდგომარეობს სამომხმარებლო ჯგუფების ფორმირებაში, კომპანიასთან თანამშრომლობისთვის სხვა ადამიანების მოზიდვაში და მათთვის დახმარების გაწევა სტრუქტურის შექმნაში.
7.4. კონსულტანტს, რომელსაც აქვს მეწარმის სტატუსი, შეუძლია გაყიდოს პროდუქცია, იმ პირობით, რომ ასეთი გაყიდვა არ ეწინააღმდეგება იმ ქვეყნის კანონებს, სადაც ის ხორციელდება, და პროდუქტები შეძენილია არა პირადი ან ოჯახური გამოყენებისთვის, არამედ საქმიანი მიზნებისთვის.
7.5. კომპანიაში რეგისტრაციის მომენტიდან კონსულტანტი არის კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორი. კონსულტანტი არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს, მუშაკს, მის აგენტს, პრინციპალს, კომისიონერს, იურიდიულ წარმომადგენელს, მას არ აქვს კომპანიასთან შრომითი ურთიერთობები.
7.6. კონსულტანტი დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას, ხელმძღვანელობს თანამშრომლობის სტანდარტებითა და იმ ქვეყნისა და რეგიონის კანონმდებლობით, სადაც ის ცხოვრობს და რომლის ტერიტორიაზეც ახორციელებს თავის საქმიანობას.
7.7. კონსულტანტს დამოუკიდებლად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის და იმ ქვეყნების კანონმდებლობის (კანონების და საწესდებო აქტების) დაცვაზე, რომლის რეზიდენტს ის წარმოადგენს და რომლებშიც ახორციელებს თავის საქმიანობას, მათ შორის გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე, სამეწარმეო საქმიანობის კანონიერ წარმოებაზე.
7.8. კონსულტანტი დამოუკიდებლად ატარებს იმ ზარალის და ხარჯების რისკს, რომელიც აუცილებელია მისი საქმიანობის განსახორციელებლად.
7.9. კომპანიას, მის ფილიალებს, წარმომადგენლობებს, ქვედანაყოფებს, კომპანიის მუშაკებს არ ეკისრებათ არავითარი პასუხისმგებლობა კონსულტანტის ქმედებებზე/უმოქმედობაზე.
7.10. კონსულტანტს და მის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება წარუდგინონ კომპანიას, მის ფილიალებს, წარმომადგენლობებს, ქვედანაყოფებს და მუშაკებს პრეტენზიები და სარჩელები, რომლებიც დაკავშირებულია მის დამოუკიდებელ საქმიანობასთან.
7.11. კონსულტანტს აქვს უფლება ისარგებლოს მომსახურებით და ინფორმაციით, რომელსაც მას აწვდის კომპანია და რომელიც აუცილებელია მისთვის თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.
7.12. კონსულტანტს აქვს უფლება განახორციელოს თავისი საქმიანობა მის მიერ საკუთარი თავისთვის დამოუკიდებლად დადგენილი მოცულობით, ხელმძღვანელობს რა პრემიალური გეგმით და თანამშრომლობის სტანდარტებით.
7.13. კონსულტანტს უნდა ესმოდეს, რომ შეხვედრებზე, ტრენინგებზე და სხვა ღონისძიებებზე დასწრება არ წარმოადგენს კომპანიის ბიზნესში წარმატების მიღწევის გარანტიას. კონსულტანტი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რამდენი დროის და საშუალების დახარჯვა მას შეუძლია ღონისძიებებზე დასწრებისთვის.
7.14. კონსულტანტს არ აქვს უფლება გამოიყენოს კომპანიის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიებები ისეთი პროდუქციის და მომსახურების გაყიდვებიდან მოგების მისაღებად ან რეკლამირებისთვის, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის პროდუქციას და მომსახურებას.
7.15. კომპანია უწევს კონსულტანტებს საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერას თანამშრომლობის დადგენილი სისტემის წესით.
7.16. . კონსულტანტები, პრივილეგირებული კლიენტები ვალდებულნი არიან შეატყობინონ კომპანიას ინფორმაცია თავის პერსონალურ მონაცემებში (მაგალითად, სახელში, მისამართში, ტელეფონის ნომრებში, საპასპორტო მონაცემებში და ა.შ.) ან კომპანიასთან საქმიანობის ინფორმაციაში ცვლილებების შესახებ ასეთი ცვლილებების თარიღიდან ერთი კალენდარული დღის განმავლობაში call-centre@sibvaleo.com მისამართზე ელექტრონული წერილის გაგზავნის გზით წერილის თემის მითითებით: "კონსულტანტის მონაცემების შეცვლა (სახელი,გვარი,მამის სახელი), სარეგისტრაციო ნომერი, რეგიონი". ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში კონსულტანტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები თავის პროფილში BackOffice–ში წერილების დაგზავნისთვის და შეატყობინოს ამის შესახებ კომპანიას.
7.17. თუ კონსულტანტს, პრივილეგირებულ კლიენტს აქვს რაიმე შეკითხვები, პრეტენზიები ან თუ ის აღმოაჩენს რაიმე შეცდომებს ბონუსების დარიცხვაში, დარიცხულ და გაცემულ პრემიებში, სტრუქტურაში კონსულტანტების განლაგებაში, კონსულტანტმა ამის შესახებ კომპანიას უნდა შეატყობინოს წერილობითი ფორმით ნაგულისხმევი შეცდომის ან განსახილველი ინციდენტის, ფაქტის აღმოჩენის დღიდან 60 დღის განმავლობაში, ხელახალი ხელმოწერის ფაქტის შესახებ-12 თვის განმავლობაში.
7.18. თუ კონსულტანტს ან პრივილეგირებულ კლიენტს აქვს პრეტენზია სხვა კონსულტანტებთან ან პრივილეგირებულ კლიენტებთან, მან ჯერ ეს უნდა შეატყობინოს თავის მენტორს, რომელიც უნდა შეეცადოს პრობლემის მოგვარებას მისი სტრუქტურის ლიდერთან. თუ კონფლიქტი არ მოგვარდება მენტორისა და სტრუქტურის ლიდერის მონაწილეობით, უნდა შეატყობინოთ კომპანიას წერილობით, საჩივარს დაურთოთ მენტორისა და სტრუქტურის ლიდერის წერილობითი განმარტება. კომპანია განიხილავს საჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
7.19. კონსულტანტი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ არ გაავრცელებს ნეგატიურ ინფორმაციას კომპანიასთან თანამშრომლობის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ. "ნეგატიური ინფორმაცია" ნიშნავს ნებისმიერ ნეგატიურ გამონათქვამს, რომელიც ატარებს კომპანიის შესახებ მცდარ ინფორმაციას, გაკეთდა თავისუფალ მისაწვდომობაში, საჯარო და ინტერნეტ–განცხადებების, გამონათქვამების ჩათვლით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ კომპანიის რეპუტაციას და მისი თანამშრომლების და სხვა კონსულტანტების და პრივილეგირებული კლიენტების ღირსების დამამცირებელია.
7.20. კონსულტანტს არ აქვს უფლება გამოიყენოს პროდუქტი, ბიზნეს-მოდელი და კომპანიის მიერ მიცემული შესაძლებლობები ისეთი ფინანსური და სხვა სქემების შესაქმნელად, რომლებიც არ შეესაბამებიან ბიზნეს-მოდელს და Siberian Wellness-ის წესებს, აგრეთვე ზიანს აყენებენ კომპანიის რეპუტაციას და იმიჯს. თუ ასეთი სქემები გამოვლინდა, კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს თანამშრომლობა.
8.1. კონსულტანტმა, პრივილეგირებულმა კლიენტმა არ უნდა წარადგინოს თავი კომპანიის თანამშრომლად, მუშაკად, მსახურად, კომისიონერად, აგენტად, წარმომადგენლად. კონსულტანტი, პრივილეგირებული კლიენტი აწვდის ინფორმაციას პროდუქტებისა და კომპანიის ბიზნესის შესახებ, როგორც დამოუკიდებელი პარტნიორი, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიაში და დამოუკიდებლად ახორციელებს მის საქმიანობას.
8.2. კონსულტანტმა უნდა მოუყვეს მყიდველებს კომპანიასთან თანამშრომლობის ყველა შესაძლო ხერხის შესახებ. კონსულტანტი სხვა ადამიანებთან არ უნდა აკეთებდეს არავითარ განცხადებებს, მტკიცებულებებს, წინადადებებს კომპანიის პროდუქციის ან ბიზნესის შესახებ, რომლებიც არ არის ზუსტი და ნამდვილი.
ეს ვალდებულება მოიცავს შემდეგ წესებს:
8.2.1. კონსულტანტმა უნდა აცნობოს მოწვეულ ადამიანებს, რომ კომპანიის ბიზნეს-მოდელი არის მრავალი დონის მარკეტინგი.
8.2.2. კონსულტანტმა უნდა გაავრცელოს მხოლოდ სანდო ინფორმაცია კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლო შემოსავლის შესახებ. კონსულტანტმა არ უნდა ამტკიცოს, რომ კომპანიასთან თანამშრომლობით მიღებული შემოსავალი არის გარანტირებული ან წინასწარ განსაზღვრული. კონსულტანტმა უნდა აუხსნას მოწვეულ პირებს, რომ წარმატების მიღწევას ისინი შეძლებენ მხოლოდ აქტიური საქმიანობის შემთხვევაში.
8.2.3. კონსულტანტს შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია კომპანიასთან წარმატებული ბიზნესის წარმოების შედეგების შესახებ მხოლოდ რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით.
8.2.4. კონსულტანტს შეუძლია მიაწოდოს მონაცემები კომპანიის პროდუქციის გაყიდვების მოცულობის, სავაჭრობრუნვის, შესაძლო შემოსავლის შესახებ, რომლებიც გამოქვეყნებულია კომპანიის მიერ მის ვებგვერდზე ან ბრენდის ლიტერატურაში და ბრენდის სასწავლო მასალებში.
8.2.5. კონსულტანტმა არ უნდა მოიყვანოს არასანდო ინფორმაცია კომპანიასთან ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯების ან გაწეული ძალისხმევის და დროის შესახებ, რომლებიც საჭიროა წარმატების მისაღწევად.
8.2.6. კონსულტანტს უნდა ესმოდეს და სხვა ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიის ბიზნესი აგებულია კომპანიის პროდუქციის შესყიდვებზე, პროდუქციის ბაზრისა და გაყიდვების მოცულობის გაზრდაზე, კომპანიასთან თანამშრომლობისთვის ახალი ადამიანების მოზიდვაზე, მათ სწავლებაზე და მხარდაჭერაზე.
8.2.7. თუ კონსულტანტი ეხმიანება რომელიმე პირის განცხადებას, რომელიც ეძებს სამუშაოს, მან თავიდანვე გარკვევით უნდა შეატყობინოს მას, რომ მისი წინადადება იძლევა დამოუკიდებელი, მათ შორის სამეწარმეო, საქმიანობის შესაძლებლობას და არა შრომითი მოწყობის შესაძლებლობას.
8.2.8. პრეზენტაციაზე კონსულტანტმა თანამშრომლობისთვის მოწვეულ ადამიანს უნდა შეატყობინოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პრეზენტაცია მიძღვნილია კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლო საშუალებებისადმი.
8.2.9. კონსულტანტმა პირდაპირ ან ირიბად არ უნდა ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ ბიზნესი კომპანიასთან, მისი პროდუქცია წარმოადგენენ რომელიმე სხვა ბიზნესის ნაწილს, რომელიც განსხვავდება კომპანიის ბიზნესისგან.
8.2.10. კონსულტანტმა არ უნდა არწმუნოს ადამიანები, რომლებიც აპირებენ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებას, კომპანიის სხვა პროდუქციის ან მომსახურების შესყიდვის აუცილებლობაში სარეგისტრაციო კომპლექტის მიღმა.
8.2.11. კონსულტანტი ვალდებულია წარადგინოს სრული და სანდო ინფორმაცია კომპანიის პროდუქციის ხარისხის, ფასების, გამოყენების ხერხების და შემადგენლობისს შესახებ, აგრეთვე გაყიდვის ადგილებში პროდუქციის არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში კონსულტანტი ვალდებულია იხელმძღვანელოს ბრენდის ლიტერატურაში მოცემული ინფორმაციით და ბრენდის სასწავლო მასალებით, რომელიც განკუთვნილია იმ ქვეყნისთვის, სადაც კონსულტანტი აწარმოებს თავის საქმიანობას.
8.2.12. კონსულტანტს არ აქვს უფლება გააკეთოს განცხადებები, მოიყვანოს მტკიცებულებები კომპანიის პროდუქციის სამკურნალო და სხვა თვისებების შესახებ, რომლებიც არ არის მოყვანილი ლიტერატურაში, დოკუმენტებში, მასალებში, რომლებსაც აწარმოებს და ავრცელებს კომპანია, და რომლებიც განკუთვნილია იმ ქვეყნისთვის, სადაც კონსულტანტი აწარმოებს თავის საქმიანობას.
8.3. კონსულტანტს, პრივილეგირებული კლიენტს დამოუკიდებლად ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა მესამე მხარის და სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე მის მიერ პირადად გაკეთებულ განცხადებებზე, მტკიცებულებებზე პროდუქციის სამკურნალო და სხვა თვისებებთან დაკავშირებით, რომლებსაც არ შეიცავენ ბრენდის ლიტერატურა და ბრენდის საგანმანათლებლო მასალები და პროდუქციის ეტიკეტირება.
8.4. კონსულტანტს დამოუკიდებლად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მესამე პირების და სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველი ორგანოების წინაშე მის მიერ პირადად გაკეთებულ ისეთ განცხადებებზე, მტკიცებულებებზე კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული შესაძლო შემოსავლების თაობაზე, რომლებიც არ არის მოყვანილი კომპანიის საიტზე, მის პრემიალურ გეგმაში, ასევე ბრენდის ლიტერატურაში და აგრეთვე ბრენდის სასწავლო მასალებში.
8.5. კონსულტანტმა, პრივილეგირებულმა კლიენტმა არ უნდა განახორციელოს სხვა კომპანიების პროდუქციის პოპულარიზაცია"ციმბირის ჯანმრთელობა", Siberian Wellness-ს ბრენდის ქვეშ.
8.6. კონსულტანტს, პრივილეგირებულ კლიენტს არ აქვს უფლება შეცვალოს კომპანიის პროდუქცია, მისი ინდივიდუალური შეფუთვა, მათ შორის შეცვალოს პროდუქციის მარკირება, იარლიყები, გაყიდოს ის სხვა დასახელებებით, სხვა კომპანიის სახელით.
8.7. კონსულტანტს არ აქვს უფლება გადასცეს დამოუკიდებლად წარმოებული ლიტერატურა ან საგანმანათლებლო მასალა ან მის მიერ დამახინჯებული ბრენდის ლიტერატურა და ბრენდის საგანმანათლებლო მასალები, როგორც ბრენდის ლიტერატურა და ბრენდის სასწავლო მასალა.
8.8. კონსულტანტმა არ უნდა გაუგზავნოს ან გადაუგზავნოს ელექტრონული შეტყობინებები კომპანიის, მისი ბიზნესის და პროდუქციის შესახებ იმ პირებს, რომლებთანაც მას არ აქვს უკვე დადგენილი პირადი ან საქმიანი კონტაქტები.
8.9. კონსულტანტმა სრულად და საიმედოდ უნდა აცნობოს კომპანიასთან თანამშრომლობისთვის მოზიდულ ყველა პირს ყველა საკითხების შესახებ პროდუქციასთან, მიმდინარე აქციებთან, დარიცხულ ბონუსებთან, პრემიუმ გეგმასთან, თანამშრომლობის სტანდარტებთან, პროდუქციის ფასებთან, პროდუქციის გამოყენების მეთოდებთან, კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის საფუძვლებთან დაკავშირებით, გარანტიებთან გაყიდული პროდუქციის დაბრუნებასთან და გამოსყიდვის პირობებთან, ბრენდის სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით და ა.შ.
9.1. კონსულტანტის ანაზღაურება განისაზღვრება კომპანიის პრემიალური გეგმით.
9.2. კომპანია კონსულტანტს არ ურიცხავს ბონუსებს და არ უხდის ფულად სახსრებს მის მიერ კომპანიაში მიყვანილი პირის მხოლოდ რეგისტრაციისთვის, თუ ასეთი პირი არ შეიძენს პროდუქციას, არ გაუწევს მას რეკომენდაციას სხვა ადამიანებისთვის, არ მოიწვევს მათ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის.
9.3. კონსულტანტი, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, იღებს პრემიებს თავისი საქმიანობისთვის, რომლებიც დამოკიდებულია მისი პირადი შესყიდვების მოცულობაზე და მისი სტრუქტურის პირთა შესყიდვების მოცულობაზე, პრემიალურ გეგმაში აღწერილი წესების შესაბამისად.
9.4. კონსულტანტს შეუძლია ნახოს მისი გადახდის დეტალური გაანგარიშება კომპანიის ვებსაიტზე მის პირად კაბინეტში.
9.5. პრემია ირიცხება კონსულტანტის საბანკო ანგარიშზე.
9.6. პრემია შეიძლება გადაეცეს კონსულტანტს კომპანიის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა იურიდიული პირის მიერ, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში განხორციელდა კონსულტანტის პროდუქციის პირადი შესყიდვები და მისი სტრუქტურის შესყიდვები.
9.7. კონსულტანტს, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, აქვს უფლება კალენდარული თვის განმავლობაში პროდუქციის შეძენისას ფასდაკლების სახით გამოიყენოს ერთიან საბონუსე ანგარიშზე დაგროვილი ბონუსები. ბონუსების ფასდაკლების სახით გამოყენებისთვის SW-ის მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის, მართვის მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის) წარდგენა.
9.8. კონსულტანტს/პრივილეგირებულ კლიენტს, რომელიც არ არის ინდივიდუალური მეწარმე და რომელსაც არ აქვს მუდმივი შემოსავალი, მიღებული პროდუქციის სხვა ადამიანებისთვის რეკომენდაციის გაწევის შედეგად, აგროვებს ბონუსებს ერთიან საბონუსე ანგარიშზე და აქვს უფლება გამოიყენოს ისინი პროდუქციის ფასდაკლებით შესაძენისას. ბონუსების გამოსაყენებლად პროდუქციის SW-ის მაღაზიაში ფასდაკლებით შეძენისას საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის, მართვის მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის) წარდგენა.
9.9. კომპანია იღებს ვალდებულებას შეასრულოს დამტკიცებული პრემიუმ გეგმით ნაკისრი ვალდებულებები.
9.10. კომპანიას აქვს უფლება შეიტანოს დამატებები და ცვლილებები პრემიალურ გეგმაში, საკვალიფიკაციო პირობებში, და მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ კონსულტანტებს.
10.1. კონსულტანტის მიერ სტრუქტურის ერთიანობის და სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს პრიორიტეტს კომპანიის ბიზნესის ყველა სუბიექტისთვის.
10.2. კომპანია და მისი ყოველი კონსულტანტი არ იძლევიან კლიენტების, პრივილეგირებული კლიენტების, კონსულტანტების დენადობის არარსებობის გარანტიას ბაზრის ცვალებადობის გამო.
10.3. კონსულტანტმა არ უნდა შეასრულოს ქმედებები, რომლებიც მიმართულია სტრუქტურების დაშლაზე, და არ უნდა ჩაერიოს სხვა სტრუქტურების საქმიანობაში, მათ შორის:
– აიძულოს კონსულტანტები, პრივილეგირებული კლიენტები ან შესთავაზოს მათ გადავიდნენ სხვა სტრუქტურებიდან მის სტრუქტურაში;
– აიძულოს სხვა კონსულტანტები, პრივილეგირებული კლიენტები ან შესთავაზოს მათ შეწყვიტონ კომპანიასთან თანამშრომლობა;
– მოიწვიოს კომპანიასთან თანამშრომლობისთვის კანდიდატი, რომელიც მოწვეული იყო სხვა კონსულტანტის მიერ;
– გაუკეთოს სხვა სტრუქტურების კონსულტანტებს, პრივილეგირებულ კლიენტებს კომერციული და საქმიანი შეთავაზებები, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის ან სხვა კომპანიების საქმიანობასთან.
10.4. კონსულტანტის მიერ პუნქტში 10.3 მითითებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება გამოიყენოს დამრღვევის მიმართ სანქციები, რომლებიც მითითებულია პუნქტში 5 და პუნქტში 20.
11.1. კომპანიის კონსულტანტებს აქვთ უფლება ითანამშრომლონ კომპანიასთან საქმიანობის ამ სახეობის სხვა სახეობებთან შეთავსებით. კომპანიის კონსულტანტებს, რომლებსაც აქვთ Business Team 5000 და უფრო მაღალი სტატუსი, აქვთ უფლება ითანამშრომლონ კომპანიასთან, საქმიანობის ეს სახე შეათავსონ სხვა საქმიანობასთან, გარდა იმ კომპანიებთან თანამშრომლობისა, რომლებიც იყენებენ ქსელური მარკეტინგის და პირდაპირი გაყიდვების მეთოდს.
11.2. კონსულტანტს ეკრძალება გამოიყენოს მენტორების სტრუქტურა, ხაზი და SIBERIAN WELLNESS-ის მაღაზიები სხვა ორგანიზაციების პროდუქციისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის.
11.3. კონსულტანტის მიერ პუნქტებში 11.1 და 11.2 მოყვანლი აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება დამრღვევის მიმართ გამოიყენოს სანქციები, მითითებული პუნქტში 20.
12.1. აუხსენათ თანამშრომლობისთვის მოწვეულ კანდიდატებს თანამშრომლობის სტანდარტების პირობები, პრემიუმ გეგმა, სარეგისტრაციო ფორმის შევსების წესები, პრივილეგირებული კლიენტის და კონსულტანტის სტატუსებში განსხვავებები.
12.2. ყველა ძალისხმავა იხმაროს იმისთვის, რომ მის სტრუქტურებში შემავალმა კონსულტანტებმა, პრივილეგირებულმა კლიენტებმა დაიცვან შეთანხმების პირობები და კომპანიასთან თანამშრომლობის სტანდარტები, აგრეთვე კანონმდებლობის მოთხოვნები.
12.3. ასწავლოს მის სტრუქტურაში შემავალ კონსულტანტებს კომპანიის რეკომენდებული ტექნოლოგიების შესაბამისად.
12.4. ყველა ძალისხმევა იხმაროს მის სტრუქტურაში შემავალი კონსულტანტების მოტივირებისთვის, რათა ისინი დაესწრონ რეგიონალურ, საქმიან და სასწავლო ღონისძიებებს, მიიღონ მონაწილეობა Incentive Programs-ში.
12.5. მუდმივად განავითარონ თავისი სტრუქტურა, ჰქონდეთ კავშირი მასში შემავალ კონსულტანტებთან და პრივილეგირებულ კლიენტებთან და ყოველმხრივი მხარდაჭერა გაუწიონ მათ.
12.6. თავისი სტრუქტურის კონსულტანტები უზრუნველყონ დროული ინფორმაციით, რომელიც ეხება სხვადასხვა შეხვედრებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, სიახლეებს და ა.შ.
12.7. პირადად მიიღონ მონაწილეობა Incentive Programs-ში, საქმიან შეხვედრებში და კომპანიის სასწავლო ღონისძიებებში მოვლენათა წლიური კალენდარის და კომპანიის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.
12.8. კონსულტანტს ეკრძალება მოსთხოვოს იმ პირებს, რომელთათვის ის მენტორია, აგრეთვე კონსულტანტის მიერ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის მოწვეულ პირებს, ნებისმიერი თანხის გადახდა მოსაკრებელის ფორმით სწავლების კურსის ჩატარებისთვის, მომზადებისთვის, სემინარისთვის, სოციალურ–კულტურული ღონისძიებებისთვის და(ან) სხვა ანალოგიური ღონისძიებებისთვის.
13.1. Business Team 5000 და უფრო მაღალი სტატუსის მქონე კონსულტანტებს კომპანიის მიერ ენიჭებათ დამატებითი უფლებები: 13.1.1. კომპანიის მიერ განხორციელებულ სპეციალურ Incentive Programs-ში მონაწილეობის უფლება; 13.1.2. უფლება სპეციალურ სწავლებაზე; 13.1.3. უფლება კლუბებში წევრობაზე; 13.1.4. Ruby Business Leader–ის სტატუსიდან საერთაშორისო საქმიანობის წარმოების უფლება. 13.2. Business Leader და უფრო მაღალი სტატუსის მქონე კონსულტანტების დამატებითი უფლებები და მოვალეობები
13.2.1. Business Leader და უფრო მაღალი სტატუსის მქონე კონსულტანტებს კომპანია აძლევს დამატებით უფლებას ბიზნესის განვითარებაზე სხვა ქვეყნების და რეგიონების ტერიტორიაზე, რომლებიც ოფიციალურად გახსნა კომპანიამ. განაცხადები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოებაზე კომპანიის მიერ განიხილება ინდივიდუალური წესით.
13.2.2. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სტრუქტურის სავაჭრობრუნვის 1900 ქულის მიღწევისას Business Leader–ის და უფრო მაღალი რანგის კონსულტანტმა უნდა აიღოს ვალდებულება ამ სტრუქტურის განვითარებაზე და მისი სავაჭრობრუნვის გაზრდაზე. საქმიანობის წარმოების დაწვრილებითი პირობები მოყვანილია ხელშეკრულებაში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
13.2.3. სხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის Business Leader–ის და უფრო მაღალი სტატუსის მქონე კონსულტანტებისთვის აუცილებელია:
13.2.4. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობაზე ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის განმავლობაში Business Leader არ შეასრულებს თავის მოვალეობებს იმ სტრუქტურის განვითარებისთვის, რომელმაც მიაღწია 1900-ქულიან და უფრო მაღალ სავაჭრობრუნვას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ კომპანიას ექნება უფლება ცალმხრივად გააუქმოს ხელშეკრულება. ამასთან ზემოხსენებული სტრუქტურა, აგრეთვე მისი განვითარების უფლებები და მოვალეობები კომპანიას კონსულტანტის თანხმობის გარეშე შეუძლია გადასცეს ზემდგომ Business Leader–ს ან სხვა Business Leader–ს, რომელიც აწარმოებს თავის საქმიანობას ამ ქვეყანაში.
- გაიარონ კომპანიაში სპეციალური სწავლება, რომელიც დაკავშირებულია კანონმდებლობის თავისებურებებთან და ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოების პირობებთან,
- დადონ ხელშეკრულება კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობაზე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოებისთვის.
13.2.5. Sapphire Business Leader-ის და უფრო მაღალი რანგის მენტორს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, განახორციელოს ოპტიმიზაცია ქვედა კონსულტანტის სტრუქტურაში, თუ ეს კონსულტანტი შეწყვეტს კომპანიასთან თანამშრომლობას სტანდარტების დარღვევის გამო.
14.1. კონსულტანტები, პრივილეგირებული კლიენტები ვალდებულნი არიან დაიცვან გაუთქმელობის და კონფიდენციალურობის წესები კომპანიის ინფორმაციის მიმართ, რომელიც განიხილება როგორც კომერციული საიდუმლო და სამსახურებრივი ინფორმაცია, და იმ პირთა პერსონალური მონაცემების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ კომპანიასთან, კერძოდ:14.2. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი კონსულტანტებისთვის მათ პირად გვერდებზე კომპანიის საიტზე. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისთვის კონსულტანტებმა და პრივილეგირებულმა კლიენტებმა არ უნდა:
- საავტორო მასალები;
- კომპანიის კონფიდენციალური და კერძო საქმიანი ინფორმაცია;
- ინფორმაცია მენტორების შესახებ, რომელიც ხსნის ან ეხება მენტორობის ორგანიზაციის ყველა შემადგენელ ნაწილს კომპანიის ბიზნესის შიგნით, კონსულტანტების შტოების ყველა სიის და მათ შესახებ მთელი ინფორმაციის ჩათვლით;;
- კომპანიის პროდუქციის წარმოება და გაუმჯობესება;
- კომპანიის ბიზნეს–გეგმები;
- კონსულტანტების და მათი გაყიდვების სტრუქტურების პირადი და ჯგუფური შესყიდვების მოცულობა, მათი შემოსავალი და სხვა ფინანსური ინფორმაცია;
- მონაცემები კომპანიის პრივილეგირებული კლიენტების და კონსულტანტების შესახებ, პრივილეგირებული კლიენტების და კონსულტანტების საკონტაქტო ინფორმაცია.
14.3. კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტისას კონსულტანტი, რომელიც ფლობს დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავენ კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციას, ვალდებულია დაუბრუნოს ისინი კომპანიას.
- გაუმხილონ ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია რომელიმე მესამე პირს;
- გაუმხილონ პაროლი ან თავის პირად გვერდზე დაშვების კოდი ნებისმიერ მესამე პირს;
- გამოიყენონ ან გაუმხილონ რომელიმე ადამიანს, მეგობრობას, ასოციაციას, კორპორაციას ან სხვა იურიდიულ პირს ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია.
14.4. კონფიდენციალურობის პირობების დაცვა მოქმედებს კომპანიაში კონსულტანტის ან პრივილეგირებული კლიენტის რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე მისი გაუქმების ან შეწყვეტის შემდეგ.
14.5. კონსულტანტების, პრივილეგირებული კლიენტების პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, გამოყენებას და სხვა ქმედებებს კომპანია ახორციელებს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
14.6. კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამაზე არსებობს კომპანიის თანხმობა, მოსდევს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, ამასთან დაკავშირებით კომპანია იტოვებს უფლებას შეიტანოს სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც დაუშვა ინფორაციის გასაჯაროება, მიყენებული ზიანის კომპენსაციის გადახდაზე, აგრეთვე გამოიყენოს სხვა ზომები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.1. პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით, კომპანია იყენებს მრავალ დონის მარკეტინგის მეთოდს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია პირადად SIBERIAN WELLNESS- ის მაღაზიებში და კომპანიის ონლაინ- მაღაზიაში თქვენი კონსულტანტის ან მენტორის რეკომენდაციით.
15.2. კონსულტანტს აქვს უფლება გაყიდოს კომპანიის პროდუქცია მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ეს პროდუქცია სერტიფიცირებულია კომპანიის მიერ. ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე პროდუქციის სერტიფიკაციის შესახებ კონსულტანტმა შეიძლება მიიღოს კომპანიის იმ ქვეყნის SW მაღაზიებში, სადაც მან შეიძინა პროდუქცია.
15.2.1. თუ დარღვეულია 15.2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, კონსულტანტს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით, სადაც განხორციელდა არასერტიფიცირებული პროდუქციით ვაჭრობა. იმ კონსულტანტის მიმართ, რომელმაც დაარღვია პუნქტში 15.2-ით დადგენილი მოთხოვნები, კომპანიის მიერ შეიძლება გამოყენებული იყოს სანქციები, რომლებიც გათვალისწინებულია თანამშრომლობის წესების პუნქტში 20. ამ რიცხვში დამრღვევს შეიძლება შეეზღუდოს პროდუქციის გაყიდვები SW მაღაზიაში და კომპანიის ონლაინ-მაღაზიაში, თუ ეს ნებადართულია ქვეყნის კანონმდებლობით.
15.3. კომპანიასთან შეთანხმებით Business Leader-ის და ზემოთ სტატუსის მქონე კონსულტანტს უფლება აქვს გახსნას მაღაზია SW კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
15.4. კონსულტანტმა, რომელიც ახორციელებს პროდუქციის საცალო გაყიდვებს ხელიდან ან მის მიერ გახსნილი SW მაღაზიიის მეშვეობით, უნდა გაყიდოს პროდუქცია კომპანიის მიერ დადგენილ ფასებში იმ ქვეყნისთვის, სადაც ხდება გაყიდვა.
15.5. კონსულტანტს აქვს უფლება მიჰყიდოს კომპანიის პროდუქცია მხოლოდ საბოლოო მყიდველს (მომხმარებელს) კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
15.6. კონსულტანტებს ეკრძალებათ ონლაინ-მაღაზიების ორგანიზება ან პროდუქციის გავრცელება უკვე არსებული ონლაინ-მაღაზიებისა და მარკეტპლეისების მეშვეობით, აგრეთვე პროდუქციის გაყიდვა ან გადაცემა შუამავლებისთვის შემდგომი გაყიდვისთვის მარკეტპლეისების და ონლაინ-მაღაზიების საშუალებით.
15.7. კონსულტანტს არ აქვს უფლება გაყიდოს ან შესთავაზოს გასაყიდად ან დემონსტრაციისთვის კომპანიის პროდუქცია ფოსტით შეკვეთის კატალოგებში, ტელემარკეტინგის გზით, რადიოთი, ტელევიზიით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, გავრცელება ფაქსით, ინტერნეტით, ელექტრონული ფოსტით გზავნილებით, ახალი ამბების ან სხვა დისტანციური საშუალებებით.
15.8. კონსულტანტს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად ან შუამავლების მეშვეობით გამოიტანოს კომპანიის პროდუქტები გასაყიდად ორგანიზაციებში ან საცალო ვაჭრობის პუნქტებში, ისეთებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობის მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის სალონები, კიოსკები, სავაჭრო წერტილები, ბაზრები, აუქციონები ან მსგავსი ტიპის ადგილები და დაწესებულებები, რომლებსაც არ აქვთ კომპანიის ნებართვა მისი პროდუქტებით ვაჭრობაზე.
15.9. კონსულტანტს აქვს უფლება შეიძინოს კომპანიის პროდუქცია კომპანიის ინტერნეტ–მაღაზიიდან მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.
16.1. კომპანია იძლევა სათანადო ხარისხის პროდუქციის წარმოების და კანონმდებლობის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის გარანტიას. კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქცია არ მიაყენებს ზიანს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მათი გამოყენების ყველა მითითების დაცვის შემთხვევაში.
16.2. პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცნობა შეიძლება კომპანიის SW მაღაზიაში და ხელით ვაჭრობის კონსულტანტებისგან.
16.3. თუ კომპანიაში შეძენილი პროდუქცია რაიმე მიზეზით აღმოჩნდა უხარისხო, შესაძლებელია მისი დაბრუნება კომპანიაში. პრივილეგირებულ კლიენტს შეუძლია მიიღოს სანაცვლოდ სათანადო ხარისხის ანალოგიური პროდუქტი, ან მასში გადახდილი ფულადი თანხა ბონუსური დარიცხვების გამოკლებით. კონსულტნტს შეუძლია მიიღოს სანაცვლოდ სათანადო ხარისხის ანალოგიური პროდუქტი, ან მასში გადახდილი ფულადი თანხა ბონუსური დარიცხვების და გადახდილი პრემიების გამოკლებით.
16.4. კონსულტანტის მიერ უხარისხო საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში კონსულტანტი ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს ასეთი პროდუქტის ღირებულება.
16.5. პრეტენზიები პროდუქტის არსათანადო ხარისხის თაობაზე კომპანიის მიერ მიიღება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის განმავლობაში.
16.6. ხარისხიანი პროდუქტი შეიძლება დაუბრუნდეს კომპანიას იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია ამ პროდუქტზე გაცემული სავაჭრო ან სალარო ქვითარი, პროდუქტის ინდივიდუალური შეფუთვა არ არის დაზიანებული, პროდუქტი არ იყო გამოყენებული მთლიანად ან ნაწილობრივ და თუ ასეთი დაბრუნება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
17.1. კომპანიის დასახელება და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები და ინდივიდუალიზაციის საშუალებები (მისი საფირმო დასახელება, ლოგოტიპი, სავაჭრო ნიშნები, სავაჭრო მარკები, პატენტების და სხვ.) ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიას.
17.2. ყველა კორპორატიული ნაბეჭდი მასალა, სასწავლო მასალა, აუდიო–, ვიდეომასალა, მულტიმედიური პროდუქცია, ფოტოსურათები, კომპანიის მუსიკალური და ლექსად დაწერილი ნაწარმოები დაცულია კანონმდებლობით და მათი რეპროდუცირება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია.
17.3. კომპანიის მიერ ორგანიზებული პრეზენტაციები, სკოლები, ლექციები, სემინარები, ტრენინგები და სხვა ღონისძიებები წარმოადგენენ მის ინტელექტუალურ საკუთრებას. მათი ჩაწერა ფოტო–, ვიდეოკამერაზე ან დიქტოფონზე შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის წერილობითი თანხმობით.
17.4. კონსულტანტების მიერ ორგანიზებული პრეზენტაციების, სკოლების, ლექციების, სემინარების, ტრენინგების და სხვა ღონისძიებების ჩაწერა ფოტო–, ვიდეოკამერაზე ან დიქტოფონზე შესაძლებელია მხოლოდ ღონისძიების ჩამტარებელი კონსულტანტის წერილობითი თანხმობით.
17.5. კომპანიის ან კონსულტანტების მიერ ორგანიზებული პრეზენტაციების, სკოლების, ლექციების, სემინარების, ტრენინგების და სხვა ღონისძიებების ჩაწერა ფარული კამერით აკრძალულია.
17.6. კონსულტანტებს არ აქვთ უფლება აწარმოონ ნებისმიერი პროდუქცია და ნაკეთობა, რომელზედაც დატანილია კომპანიის სახელი ან ლოგო, მისი სავაჭრო მარკები, სავაჭრო ნიშნები და საფირმო სახელწოდება.
17.7. კონსულტანტებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები თავისი საქმიანობისას წარმოებისას კომპანიასთან თანამშრომლობაში ან სხვა ბიზნესის წარმოებისას (მათ შორის კომპანიის დასახელების, მისი ლოგოტიპების, ემბლემების, სავაჭრო ნიშნების დატანა სატრანსპორტო საშუალებებზე, შენობების და ნაგებობების ფასადებზე, გარე რეკლამის ობიექტებზე, სატელეფონო ცნობარებზე ან საკანცელარიო ნივთებზე) წინასწარიკომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე.
17.8. კომპანიის სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლება მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეიძლება მიენიჭოს კერძო საწარმოს იმ წესით და პირობებით, რომელებიც მითითებულია კერძო საწარმოების გახსნის პროცედურაში და მუშაობის წესებში.
17.9. კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენება მისი თანხმობის გარეშე მიიჩნევა როგორც შეთანხმების პირობების და კომპანიასთან თანამშრომლობის სტანდარტების დარღვევა და ამას შეიძლება მოჰყვეს დამრღვევის მიმართ აღნიშნული სტანდარტებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისგებაში მიცემა.
18.1. კონსულტანტებს შეუძლიათ კომპანიის მიერ წარმოებული და გავრცელებული სარეკლემო მასალების გამოიყენება (მათი რეპროდუცირების, ტირაჟირების უფლების გარეშე) კომპანიის წინასწარი ნებართვის გარეშე.
18.2. კომპანიასთან შეთანხმებით კონსულტანტს აქვს უფლება გაუკეთოს ორგანიზება და მიიღოს მონაწილეობა სარეკლამო–საინფორმაციო ღონისძიებებში თავისი ბიზნესის წარმოჩენის მიზნით.
18.3. კომპანიას აქვს ვებგვერდი ინტერნეტში: siberianwellness.com. კომპანიის საიტზე წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის, მისი პროდუქციის შესახებ, მოყვანილია წინადადებები პრივილეგირებული კლიენტებისთვის და კონსულტანტებისთვის, საქმიანი ინფორმაცია იმ პირებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ კომპანიასთან. კონსულტანტებს აქვთ პირადი კაბინეტები კომპანიის საიტზე, რომლებთან წვდომა შესაძლებელია ლოგინისა და პაროლის მეშვეობით.
18.4. კონსულტანტს არ აქვს უფლება მისცეს რაიმე ინტერვიუ კომპანიის სახელით ნაბეჭდ, ელექტრონულ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ან განათავსოს მათში და აგრეთვე ინტერნეტ ქსელში რაიმე რეკლამა კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
18.5. კონსულტანტს არ აქვს უფლება აწარმოოს, ტირაჟირება იმ სარეკლამო, საინფორმაციო, საცნობარო მასალებს და/ან დოკუმენტებს ქაღალდის, აუდიო–, ვიდეო– ან ელექტრონულ მატარებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის პროდუქციასთან, ბიზნესთან, კომპანიის მიერ მათი ფორმისა და შინაარსის წინასწარი წერილობითი დამტკიცების გარეშე.
18.6. კონსულტანტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ბაზრობა–გამოფენის საქმიანობაში კომპანიის პროდუქციის დემონსტრირებით, მისი გამოყენების კონსულტაციების მოწყობით, და კომპანიის პროდუქციის გაყიდვის განხორციელებით დროებით მოქმედ (არა უმეტეს სამი კალენდარული დღისა) გამოფენებზე და ბაზრობებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომელშიც ტარდება გამოფენა ან ბაზრობა.
18.7. კონსულტანტს აქვს უფლება გამოიყენოს კომპანიის მიერ გამოშვებული პრომოსტენდი კომპანიის პროდუქციის დემონსტრირებისთვის და სარეკლამო–საინფორმაციო საქმიანობისთვის კანონმდებლობის შესაბამისად. საქონლის გაყიდვა პრომოსტენდის გამოყენებით აკრძალულია.
18.8. კონსულტანტი/პრივილეგირებული კლიენტი, რომელიც ათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ნებისმიერი წყაროს საშუალებით, მათ შორის ინტერნეტ ქსელში, ვალდებულია დაიცვას იმ ქვეყნის სარეკლამო კანონმდებლობის მოთხოვნები, სადაც ის აწარმოებს საქმიანობას.
18.9. ონლაინ ქცევა
18.9.1. კონსულტანტების ვებსაიტები
ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნების დაცვის პირობით კონსულტანტებს შეუძლიათ თავისი საკუთარი საიტების შექმნა და გამოყენება ბიზნესისა და კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. კონსულტანტების საიტები უნდა არსებობდეს მხოლოდ სარეკლამო მიზნებისთვის და არა პროდუქციის გასაყიდად. ვებსაიტის გაშვებამდე კონსულტანტმა უნდა მიაწოდოს კომპანიის ვებსაიტის ბეტა-ვერსია განსახილველად და მიიღოს კომპანიისგან წერილობითი ნებართვა საიტის გაშვებამდე. ნებისმიერი ცვლილებები დამტკიცებულ გარე საიტზე მათ გაშვებამდე უნდა იყოს წარდგენილი კომპანიაში და კონსულტანტმა უნდა მიიღოს კომპანიის წერილობითი ნებართვა ამ ცვლილებების შეტანაზე. კონსულტანტებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ვებსაიტები, სანამ ვებსაიტი და მისი შინაარსი შეესაბამება თანამშრომლობის სტანდარტების პირობებს. ეს არის კონსულტანტის გარანტია იმის თაობაზე, რომ მისი ქმედებები კანონიერია და შეცდომაში არ შეჰყავთ კლიენტები ან პოტენციალური კონსულტანტები. კონსულტანტები უარს ამბობენ ნებისმიერ პრეტენზიებზე კომპანიის მიმართ და იღებენ აღნიშნული წესების შესრულების ვალდებულებას. ვებსაიტის გახსნის ან უკვე მოქმედ რესურსში ცვლილების შეტანის შესათანხმებლად საჭიროა ინფორმაციის წარდგენა მისამართზე moderation-team@sibvaleo.com
18.9.2. მოთხოვნები კონსულტანტის საიტის გაფორმების მიმართ.
საიტი ვიზუალურად უნდა განსხვავდებოდეს კომპანიის ოფიციალური ვებგვერდისგან დიზაინითა და სტრუქტურით. კონსულტანტის საკუთარი ვებსაიტის თითოეულ გვერდზე, პირველ ეკრანზე უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი:
1. წარწერა "Siberian Wellness-ის კონსულტანტის პირადი ვებსაიტი" (შრიფტის ზომა არანაკლებ 20 px).
2. კონსულტანტის სახელი და წოდება (შრიფტის ზომა არანაკლებ 18 px).
3. კონსულტანტის ფოტო (სურათის ზომა არანაკლებ 200x200 px).
4. კონსულტანტის საკონტაქტო ინფორმაცია (შრიფტის ზომა არანაკლებ 12 px).
5. ღილაკი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად ხელმოწერით „კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი“ და რეფერალური ბმული.
18.9.2.1. საიტის გაფორმებისთვის დასაშვებია მხოლოდ კომპანიის აქტუალური საფირმო სტილის და ლოგოტიპების გამოყენება. მიმდინარე ბრენდბუკი განთავსებულია კომპანიის ვებსაიტის დახურულ ნაწილში "ბიზნეს-ინსტრუმენტები"-ს განყოფილებაში.
18.9.3. გარე ვებ-საიტის შევსება
კონსულტანტი პასუხისმგებელია თავისი ვებსაიტის შინაარსზე და გარანტიას აძლევს მის შევსებას კომპანიის ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად.
18.9.4. კონსულტანტის ვებსაიტმა უნდა გაავრცელოს მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის პროდუქცია და ბიზნესი
კონსულტანტის ვებსაიტს უნდა ჰქონდეს ის შინაარსი და ინფორმაცია, რომელსაც კომპანია წარმოადგენს და პოპულარიზაციას უწევს. კონსულტანტი უნდა აწარმოებდეს მხოლოდ კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტების, მომსახურების და შესაძლებლობების რეკლამირებას.
18.9.4.1. პროდუქციის პოპულარიზაციისთვის რეკომენდებულია კომპანიის ონლაინ-მაღაზიის რეფერალური ბმულების განთავსება კონსულტანტების ვებსაიტებზე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ის მოქმედებს. ამ შემთხვევაში შენაძენი ჩაირიცხება იმ კონსულტანტის სარეგისტრაციო ნომერზე, რომელსაც ეკუთვნის რეფერალური ბმული.
18.9.4.2. იმ ქვეყანაში, სადაც კომპანიის ონლაინ- მაღაზია არ ფუნქციონირებს, პროდუქციის პოპულარიზაცია ონლაინ-მაღაზიების საშუალებით ნებადართულია მხოლოდ კონსულტანტების კერძო საწარმოებისთვის, რომლებიც გაიხსნა კომპანიასთან შეთანხმებით.
ასეთი ინტერნეტ–მაღაზიის მფლობელი ვალდებულია:
– მოითხოვოს კონსულტანტის/პრივილეგირებული კლიენტის სარეგისტრაციო ნომრის არსებობა და ამ ნომრის მითითებისას მათზე ჩაწეროს ქულები;
– დაიცვას ერთიანი ფასის პოლიტიკა კომპანიის პროდუქციაზე;
– შესთავაზოს მხოლოდ ჩვენი კომპანიის პროდუქცია;
– დაიცვას იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც მოქმედებს აღნიშნული ინტერნეტ–მაღაზია.
18.9.4.3. ინფორმაცია ოფიციალურად მოქმედი ინტერნეტ–მაღაზიის არსებობის შესახებ ქვეყანაში უნდა შემოწმდეს კომპანიის საიტზე.
18.9.5. დომენის სახელები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და ონლაინ-ფსევდონიმები
კონსულტანტებს ეკრძალებათ კომპანიის სავაჭრო ნიშნების, მისი სახელწოდების, პროდუქტების დასახელების გამოყენება დომენის სახელების, ელექტრონული ფოსტის მისამართების ან ონლაინ-ფსევდონიმების რეგისტრაციისთვის.
18.9.6. ონლაინ-აუქციონები და მარკეტფლეისები
კომპანიის პროდუქტები და სერვისები არ შეიძლება განთავსდეს ონლაინ აუქციონებზე და მარკეტპლეისებზე ინტერნეტში, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით: market.yandex.ru, torg.mail.ru, amazon.com, ebay.com, avito.ru, youla.ru, prom.ua, deal.by, satu.kz, prom.md, negociol.com, ticiz.com, olx.com და ა.შ.
18.9.6.1. კონსულტანტების გარე ვებსაიტების ფასიანი რეკლამა აუქციონის ტიპის სარეკლამო სისტემებში და სოციალური ქსელების სარეკლამო სისტემებში (« Yandex.Direct», Google AdWords, MyTarget, Begun, სარეკლამო ქსელი «VKontakte» და სხვა სახის ფასიანი რეკლამა) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია თანამშრომლობის სტანდარტების მოთხოვნები კონსულტანტის გარე ვებსაიტის შექმნის, დიზაინისა და შევსებისა და წარმოებისთვის (მათ შორის პუნქტების. 15.4, 15.6, 17.1, 17.8, 18.9.1, 18.9.2, 18.9.2.1, 18.9.3, 18.9.4, 18.9.4.1, 18.9.4.2, 18.9.4.3, 18.9.5, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით).
18.9.6.2. კონსულტანტების გარე ვებსაიტების ფასიანი რეკლამის განთავსებისას აუქციონის ტიპის სარეკლამო სისტემებში და სოციალური ქსელების სარეკლამო სისტემებში (« Yandex.Direct», Google AdWords, MyTarget, Begun, სარეკლამო ქსელი «VKontakte» და სხვა სახის ფასიანი რეკლამა), კონსულტანტების რეფერალური ბმულების განთავსება დაუშვებელია, როგორც მიზნობრივი ბმულები. სარეკლამო განცხადებამ მომხმარებელი უნდა გადაიყვანოს ბმულით კონსულტანტის გარე ვებსაიტზე.
18.9.6.3. კონსულტანტების გარე ვებსაიტების ფასიანი რეკლამის განთავსებისას აუქციონის ტიპის სარეკლამო სისტემებში და სოციალური ქსელების სარეკლამო სისტემებში (Yandex.Direct, Google AdWords, MyTarget, Begun, სარეკლამო ქსელი «VKontakte» და სხვა სახის ფასიანი რეკლამა), რეკლამის გამოყენება ტექსტში დაუშვებელია, ასევე დაუშვებელია როგორც საკვანძო სიტყვები კომპანიის სახელის რეკლამაში – Siberian Wellness, ასევე ფრაზა "ციმბირის ჯანმრთელობა" ნებისმიერ თარგმანში და ტრანსლიტერაციაში პროდუქციის სახელები და ასევე პროდუქციის ხაზების Siberian Wellness -ი.
18.9.6.4. კონსულტანტების გარე ვებსაიტების ფასიანი რეკლამის განთავსებისას აუქციონის ტიპის სარეკლამო სისტემებში და სოციალური ქსელების სარეკლამო სისტემებში (Yandex.Direct, Google AdWords, MyTarget, Begun, სარეკლამო ქსელი «VKontakte» და სხვა სახის ფასიანი რეკლამა) ბანერების გამოყენებით, აკრძალულია კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება, სარეკლამო ბანერებზე მთავარ აქცენტად (მისი საფირმო სახელწოდება, ლოგო, სავაჭრო მარკები, სავაჭრო ნიშნები, პატენტები და ა.შ.).
18.9.7. მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება
პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, საავტორო უფლებების ან მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის სოციალურ ქსელებში შეტყობინების დატოვებისას ეკისრება კონსულტანტს.
18.9.8. აკრძალული ინფორმაცია
კონსულტანტებს აქ აქვთ უფლება გამოაქვეყნონ ინფორმაცია ან ჰქონდეთ რაიმე კავშირი პუბლიკაციებთან და მასალებთან, რომლებიც:
– აშკარად სექსუალურია, უხამსია ან აქვთ კავშირი პორნოგრაფიასთან;
– წარმოადგენს შეურაცხმყოფელ, შემბღალავ, მუქარის შემცველ, ზიანის მომტან, მადისკრედიტირებელ მასალას, ცილისმწამებლურ ან დისკრიმინაციულ მასალას (თუ ეხებიან ეროვნებას, რასობრივ, ეთნიკურ კუთვნილებას, რელიგიას, სქესს, სექსუალურ ორიენტაციას, ფიზიკურ უუნარობას და ასე შემდეგ);
– დაკავშირებულია ძალადობრივ ქმედებებთან (ეს ეხება ძალადობრივ გამოსახულებებსაც ვიდეოთამაშებში);
– წარმოადგენენ ნებისმიერი უკანონო ქცევის წარმოებულებს;
– არღვევენ კომპანიის ან მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლებებს.
19.9.9. გარე ვებ-საიტის დახურვა და მისი გადაცემა
კომპანიაში რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, კონსულტანტმა უნდა განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება მის ვებ-საიტთან დაკავშირებით:
– დახუროს თავისი გარე ვებ–საიტი;
– კომპანიის თანხმობით გადასცეს თავისი გარე ვებ–საიტი სხვა კონსულტანტს სამი დღის განმავლობაში და გადააგზავნოს მონაცემები დახურვის ან ახალი მფლობელის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: call-centre@sibvaleo.com.;
– კონსულტანტის მიერ დომენის სახელის შენარჩუნების შემთხვევაში ის ვალდებულია სარეგისტრაციო ნომერის გაუქმებიდან სამი დღის განმავლობაში წაშალოს გარე ვებ–საიტის შევსებული ნაწილი, მათ შორის მთელი ინფორმაცია კომპანიის, მისი პროდუქციის შესახებ და ბმული იმის შესახებ, რომ ვებ–საიტი ეკუთვნის კომპანიის კონსულტანტს.
18.9.10. ზემოთ მითითებული წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს ჰოსტინგ-პროვაიდერებთან და სხვა მესამე პირებთან მიმართვის უფლებას ინტერნეტ-რესურსის ბლოკირების მოთხოვნით ზემოთაღნიშნულ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში და ამ აღმოჩენილ დარღვევების წინასწარი შეტყობინების გაგზავნით მსგავს საიტზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კომპანიას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება ბლოკირების შესახებ, თუ შეტყობინებიდან ერთი კალენდარული კვირის განმავლობაში საიტზე შეტანილი იქნება ცვლილებები და ის ზემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისი გახდება.
18.10. სოციალურ ქსელებში ჯგუფების შექმნა და გაფორმება
18.10.1. ჯგუფის ან გვერდის აღწერა უნდა ასახავდეს მის კუთვნილებას Siberian Wellness ბრენდთან. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონსულტანტის გვარი, სახელი, მამის სახელი (მისი არსებობის შემთხვევაში), ქალაქი და კონსულტანტის სარეგისტრაციო ნომერი. დასაშვებია კომპანიის ინტერნეტ–მაღაზიაზე, საიტზე და ონლაინ–რეგისტრაციაზე რეფერალური ბმულების გამოყენება.
ჯგუფის, გვერდის ან პირადი პროფილის დასახელებაში არ დაიშვება შესიტყვება Siberian Wellness (აგრეთვე მისი გადათარგმნა სხვა ენებზე ან ტრანსლიტერაცია). შესაძლებელია ნებისმიერი ისეთი სხვა დასახელებების და შესიტყვებების გამოყენება, რომლებიც ხაზს უსვამენ ცხოვრების ჯანმრთელი წესის და სილამაზის, ქსელური ბიზნესის და ციმბირის თემას. ჯგუფის დასახელებაში და აღწერაში, გვერდის ან პირადი პროფილში არ დაიშვება მოწოდებები კომპანიაში გაწევრიანების შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს: მაგალითად, “სამუშაო siberian wellness”-ში.
18.10.2. საკუთარი ჯგუფების გაფორმებისთვის საჭიროა კომპანიის საფირმო სტილის ელემენტების გამოყენება. ძირითადი ფოტოსურათის/გაარეკანის ვარიანტების ჩამოტვირთვა შეიძლება კომპანიის დახურული საიტიდან, განყოფილება "ბიზნეს–ინსტრუმენტები". 18.10.3. გახსოვდეთ, რომ Siberian Wellness–ის პროდუქცია არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. ბიოლოგიურად აქტიური და საკვები დანამატების რეკლამა არ უნდა:
- ქმნიდეს შთაბეჭდილებას იმის შესახებ, რომ ისინი წარმოადგენენ სამკურნალო საშუალებებს და (ან) აქვთ სამკურნალო თვისებები;
- შეიცავდეს მითითებებს ადამიანთა გამოჯანმრთელების, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტულ შემთხვევებზე ასეთი დანამატების მიღების შედეგად;
- შეიცავდეს ფიზიკური პირების მიერ გამოთქმულ მადლიერებას ასეთი დანამატების მიღებასთან დაკავშირებით;
- ჯანმრთელ კვებაზე უარის თქმის წაქეზებას;
- ქმნიდეს ასეთი დანამატების უპირატესობების შთაბეჭდილებას ჩატარებული კვლევების ფაქტზე მითითების მეშვეობით, რომლებიც აუცილებელია ასეთი დანამატების სახელმწიფო რეგისტრაციისთვის, აგრეთვე არ უნდა იყენებდეს სხვა კვლევების შედეგებს ასეთი დანამატების გამოყენების პირდაპირი რეკომენდაციის ფორმით.
18.10.4. დაუშვებელია Siberian Wellness კორპორაციის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაერთიანება სხვა კომპანიების პროდუქციასთან.
18.10.5. კომპანიის პროდუქციის გაყიდვა სოციალური ქსელში არსებული ჯგუფის მეშვეობით დაუშვებელია. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ გაუწიოთ რეკომენდაცია პროდუქციას და განათავსოთ რეფერალური ბმულები. "თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ჩემგან" და მსგავსი ტიპის კომენტარები ასევე წარმოადგენენ დარღვევას.
18.10.6. კონსულტანტთა ჯგუფების ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელებში და პერსონალური პროფილების ფასიანი პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია თანამშრომლობის სტანდარტების მოთხოვნები რეკლამირებული ჯგუფის ან პროფილის დიზაინისთვის (პ. 18.10).
18.10.6.1. სოციალურ ქსელებში კონსულტანტთა ჯგუფების ფასიანი რეკლამის განთავსებისას და სოციალურ ქსელებში პირადი პროფილების ფასიანი პოპულარიზაციისას, აკრძალულია რეფერალური ბმულის განთავსება, როგორც რეკლამის სამიზნე. სარეკლამო განცხადებამ მომხმარებელი უნდა გადაიყვანოს ბმულით რეკლამირებული კონსულტანტების ჯგუფში ან კონსულტანტის წარდგენილ პირადი პროფილზე.
18.10.6.2. სოციალურ ქსელებში კონსულტანტთა ჯგუფების ფასიანი რეკლამის განთავსებისას და სოციალურ ქსელებში პირადი პროფილების ფასიანი პოპულარიზაციისას, აკრძალულია სარეკლამო განცხადების ტექსტში და ასევე საკვანძო სიტყვების სახით კომპანიის დასახელების გამოყენება – Siberian Wellness, ასევე აკრძალულია შესიტყვების "ციმბირული ჯანმრთელობა"-ს გამოყენება ნებისმიერი თარგმანში და ტრანსლიტერაციაში, ასევე პროდუქტის სავაჭრო დასახელებების და Siberian Wellness პროდუქტის ხაზების.
18.10.6.3. სოციალურ ქსელებში კონსულტანტთა ჯგუფების ფასიანი რეკლამის განთავსებისას და სოციალურ ქსელებში პირადი პროფილების ფასიანი პოპულარიზაციისას ბანერების გამოყენებით, აკრძალულია კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება (მისი საფირმო სახელწოდების, ლოგოს, სავაჭრო მარკების, სავაჭრო ნიშნების, პატენტები და ა.შ.) სარეკლამო ბანერებზე.
18.10.7. დაუშვებელია ერთობლივი შესყიდვების ორგანიზება და წარმოება გარე ინტერნეტ–მოედნებზე, მათ შორის გარე ვებ–საიტებზე, ფორუმებზე, მესენჯერებში და სოციალურ ქსელებში.
18.10.8. მე-18 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს მე-20 პუნქტში აღწერილი სანქციები.
საქმიანი ატმოსფეროს და კორპორატიული კულტურის შენარჩუნება კომპანიის ნებისმიერ SW მაღაზიაში წარმოადგენს კომპანიის კონსულტანტების და თვითონ კომპანიის წარმატებული საქმიანობის მნიშვნელოვან პირობას.
19.1. SW მაღაზიის ტერიტორიაზე აკრძალულია:
19.1.1. სხვა კომპანიების საქონლის და მომსახურების გაყიდვა და რეკლამირება.
19.1.2. პროდუქციის, პროდუქტების, ბრენდის ლიტერატურის და ბრენდის საგანმანათლებლო მასალების გაყიდვა და რეკლამირება, რომლებიც არ არის წარმოდგენილი კომპანიის მიერ მოცემული ქვეყნის ასორტიმენტში.
19.1.3. მორიგეობების ორგანიზება SW მაღაზიებში შესული პოტენციური პრივილეგირებული კლიენტების ან კონსულტანტების რეკრუტირების მიზნით.
კონსულტანტების ხანგრძლივი დაუსაბუთებელი ყოფნა სავაჭრო დარბაზში განიხილება როგორც მორიგეობა. კლიენტებთან შეხვედრების, სწავლების და მასტერ–კლასების ჩატარება
რეკომენდებულია კომპანიის SW მაღზიის ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში, როგორიცაა კონფერენც-დარბაზი ან ოთახი მოლაპარაკებებისთვის.
19.1.4. პრივილეგირებულ კლიენტებთან ან კონსულტანტებთან კონტაქტის დროს ცვლილებების შეტანა მათი მენტორის მიერ რეკომენდებულ პროდუქციის გამოყენების პროგრამაში ან ბიზნესის აწყობის პროგრამაში.
19.1.5. რაიმე ხმების გავრცელება, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მეორე კონსულტანტის რეპუტაციაზე ან ატმოსფეროზე მისი სტრუქტურის წევრებს შორის.
19.1.6. რაიმე ისეთი ქმედებების შესრულება, რომელთა შედეგად სხვა მენტორის კანდიდატი დარეგისტრირდება იმ მენტორის სტრუქტურაში, რომელსაც ის კომპანიის ბიზნესში არ მოუწვევია.
19.1.7. არაკორექტული ქცევა SW მაღაზიის თანამშრომლებისა და კომპანიის სხვა კონსულტანტების მიმართ (გამოიყენეთ შეურაცხყოფა, უხეშობა, თავშეუკავებლობა, უხამსი ენა).
19.1.8. SW მაღაზიის თანამშრომლებისგან ისეთი მოქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომლებიც არ შედის მათი სამსახურეობრივ ვალდებულებებში.
19.1.9. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა (ხმამაღლი საუბარი, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა SW მაღაზიის ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენება SW მაღაზიის ვიზიტორებთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ამორალურად მოქცევა და ა.შ.).
19.1.10. SW მაღაზიის ტერიტორიაზე საკვების მიღება, ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება.br> 19.1.11. პროდუქციის, ბრენდის ლიტერატურის და ბრენდის სასწავლო მასალების და კომპანიის სხვა თანმხლების პროდუქციის დაჯავშნა და რეზერვირება.
19.1.12. SW მაღაზიის თანამშრომლების მიერ მყიდველების, პრივილეგირებული კლიენტებისა და კონსულტანტების მომსახურების პროცესში ჩარევა.
19.1.13. SW მაღაზიაში დადგენილი სამუშაო განრიგის დარღვევა.
19.1.14. ნებისმიერი საექიმო საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივ ადგილებში საჭიროებს სახელმწიფო ლიცენზირებას. ამიტომ SW მაღაზიის ტერიტორიაზე ექიმებთან ნებისმიერი კონსულტაცია, ასევე დიაგნოსტიკა და სამედიცინო პროცედურები SW მაღაზიის ტერიტორიაზე აკრძალულია. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება კომპანიის პრინციპებსა და წესებს.
19.1.15. ფასიანი ღონისძიებების (სკოლების, მასტერ–კლასების და ა.შ.) ჩატარება.
19.2. SW მაღაზიები არის თანაბარი შესაძლებლობების ტერიტორია ყველა კონსულტანტისა და პრივილეგირებული კლიენტისთვის. ქცევის წესების დაცვა აუცილებელია კომპანიის ყველა კონსულტანტისთვის და პრივილეგირებული კლიენტისთვის.
19.3. პუნქტი 19–ის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება დამრღვევის მიმართ გამოიყენოს სანქციები, რომლებიც აღწერილია წინამდებარე წესების პუნქტში 20.
20.1. როდესაც კომპანია მიიღებს ინფორმაციას თანამშრომლობის სტანდარტებთან საქმიანობის დარღვევის ან შეუსაბამობის შესახებ, კომპანიას უფლება აქვს ჩაატაროს ინსპექტირება:
მოითხოვოს ახსნა-განმარტებები კონსულტანტისგან და მისი მენტორისგან; კლიენტებთან და/ან კონსულტანტებთან რეალური მუშაობის დასადასტურებლად, მოითხოვოს წვდომა კლიენტის ჩათების, ჯგუფებისა და ანგარიშების სანახავად სოციალურ ქსელებში და/ან მასალები, რომლებიც მიუთითებენ მუშაობის სხვა ფორმებზე (ჯგუფური შეხვედრები, გუნდური ღონისძიებები, მასტერკლასები და ა.შ.). 20.2. თუ კონსულტანტი არ პასუხობს კომპანიის მოთხოვნაზე მითითებულ ვადაში ან ვერ უარყოფს პრეტენზიას, მაშინ გადაწყვეტილების მიღება ხდება არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
20.3. შემოწმების შედეგების მიხედვით კომპანია იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე და ამის შესახებ ატყობინებს მის მენტორს და სტრუქტურის ლიდერს. თუ კომპანია არ მოიმოქმედებს რაიმე სახის ქმედებებს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია უარს ამბობს სანქციების გამოყენების უფლებაზე ასეთი დარღვევის ფაქტზე მომავალში.
20.4. რაიმე ისეთი ქმედებების გამოვლენისას, რომლებსაც მოჰყვა მატერიალური ან მორალური ზიანი კლიენტებისთვის და/ან კომპანიისთვის, კომპანიას აქვს უფლება უკან გაიწვიოს კერძო საწარმოსგან თანხმობა კომპანიის პროდუქციის რეალიზაციაზე და ცალმხრივად გააუქმოს თანამშრომლობა კონსულტანტთან.
20.5.სანქციების სახეობები
20.5.1. გაფრთხილება. პრივილეგირებული კლიენტის, კონსულტანტის მიერ დაშვებული პირველი დარღვევის შემდეგ კომპანიას თავისი ნება–სურვილით შეუძლია გააკეთოს ოფიციალური გაფრთხილება დამრღვევის მისამართით შესაძლო სანქციების შესახებ განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში.
20.5.2. მორატორიუმის დაწესება. კონსულტანტისთვის მიმდინარე ანაზღაურების შეჩერება და პირად კაბინეტში კომპანიის ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვა სამ თვემდე ვადით. კომპანიის ნება–სურვილით მორატორიუმის ვადა შეიძლება გაიზარდოს დარღვევის ფაქტზე სრული ინფორმაციის მიღებამდე.
20.5.3. ჯარიმა. კონსულტანტს ეკისრება ჯარიმა ერთიდან სამ თვემდე გადასახდელად, რომელიც უკავდება კომპანიის მიერ კონსულტანტისთვის გადასახდელად დარიცხული თანხებიდან.
20.5.4. კონსულტანტისთვის სტატუსის დაქვეითება, მისთვის კვალიფიკაციის და საკვალიფიკაციო ბონუსების და ჯილდოების ჩამორთმევა, კომპანიის რეიტინგებიდან და სამოტივაციო პროგრამებიდან გარიცხვა.
20.5.4.1. ძალიან მაღალი სიჩქარით კვალიფიკაციის მიღწევისას (Business Profi – 3 თვეზე ნაკლებ დროში, Business Leader – 4 თვეზე ნაკლებ დროში, Sapphire Business Leader – 5 თვეზე ნაკლებ დროში, Ruby Business Leader და მეტი– 6 თვეზე ნაკლებ დროში) და მთლიანი ბრუნვის ძალიან სწრაფი ზრდის (ზრდა 50%-ზე მეტი თვეში, წინასთან შედარებით), სტრუქტურის ერთგვაროვანი ზრდის გარეშე, ამ თვეების განმავლობაში ტარდება დამატებითი შემოწმება და კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას ექსტრაპროგრამების ფარგლებში ბონუსების გადახდაზე.br> 20.5.4.2. თუ კომპანია ვერ დაუკავშირდება Business Profi რანგის და ზემოთ მყოფ კონსულტანტს და არ შეუძლია განმარტოს, თუ როგორ განხორციელდა ს/ბ (სავაჭრობრუნვა), ყველა ექსტრაბონუსი არ იქნება გათვლილი ამ კონსულტანტისთვის და მისი მენტორებისთვის. თუ კონსულტანტი არ დაგიკავშირდებათ 3 თვის განმავლობაში, ეს სარეგისტრაციო ნომერი უქმდება.
20.5.4.3. კომპანიის პროდუქციის არასანქცირებული გაყიდვის შემთხვევაში მარკეტპლეისების ან სხვა გაყიდვების არხებით (გარდა კომპანიის მიერ ოფიციალურად ნებადართული არხებისა), კონსულტანტი გაირიცხება ბონუს პროგრამებსა და წამახალისებელ პროგრამებში მონაწილეობიდან. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას უარი თქვას ბონუსების გადარიცხვაზე ყველა ექსტრაპროგრამისთვის (Success Plan, Quick Start, Siberian Wellness Сar, ფილიალის ბონუსები Business Profi, Platinum Club и Diamond Club).
20.5.5. კონსულტანტის რეფერალური ბმულის ბლოკირება. ზომები ვრცელდება კომპანიის თანამშრომლობის სტანდარტების დამრღვევებზე ინტერნეტში სარეკლამო და საინფორმაციო აქტივობების განხორციელებისას ფასიანი რეკლამის განთავსებით აუქციონის ტიპის სარეკლამო სისტემებში და სოციალური ქსელების სარეკლამო სისტემებში (Yandex.Direct, Google AdWords, MyTarget, Begun, სარეკლამო ქსელი VKontakte და სხვა სახის ფასიანი რეკლამა), მათ შორის კონსულტანტთა ჯგუფების ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელებში და პერსონალური პროფილების ფასიანი პოპულარიზაციის სოციალურ ქსელებში (პუნქტები 18.10.6–18.10.6.3) წარმოებისას, აგრეთვე კონსულტანტების გარე ვებსაიტების ფასიანი რეკლამის წარმოებისას (პუნქტები . 18.9.6.1–18.9.6.4). დაბლოკილი რეფერალური ბმულით გადასული ინტერნეტ–ქსელის მომხმარებლის გადამისამართება ხდება კომპანიის ოფიციალურ საიტზე დამრღვევის სარეგისტრაციო ნომერთან მიკუთვნილების ნიშნების გარეშე.
20.5.6. შეწყვეტა. კომპანიის ინიციატივით კონსულტანტისა და პრივილეგირებული კლიენტის კომპანიაში რეგისტრაციის შეწყვეტა.
21.1. კომპანიას აქვს უფლება შეიტანოს დამატებები და ცვლილებები შეთანხმებაში, პრემიალურ გეგმაში, საკვალიფიკაციო პირობებში, კომპანიასთან თანამშრომლობის სტანდარტებში და სხვა წესებსა და დებულებებში შესატანი ცვლილებების და დამატებების შესახებ ინფორმაციის ან წესებისა და დებულებების დამატებული/შესწორებული ტექსტის კომპანიის საიტზე განთავსებით.
21.2. კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს პროდუქციის ფასები, პროდუქცია დატვირთოს ქულებით, დაუწესოს პროდუქციას ფასდაკლებები, ჩაატაროს აქციები, შეცვალოს პროდუქციის ასორტიმენტი და მისი გადახდის პირობები. აღნიშნული ცვლილებებისა და ჩატარებული აქციების შესახებ კომპანია ატყობინებს კერძო საწარმოებს, პრივილეგირებულ კლიენტებს და კონსულტანტებს, ათავსებს ინფორმაციას თავის საიტზე, გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა შეიძლება SW მაღაზიებში. კომპანია არ ანაზღაურებს მითითებული ცვლილებების შედეგად მიყენებულ ზარალს, ასევე საწყობებში პროდუქციის არ არსებობის გამო.
21.3. კომპანია აცნობებს კერძო საწარმოებს, პრივილეგირებულ კლიენტებს და კონსულტანტებს პუნქტში 21.2 მითითებული ცვლილებებისა და აქციების შესახებ, მათთვის საინფორმაციო წერილების გაგზავნით რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტის მისამართებზე.
21.4. პუნქტში 21.2 მითითებული ყველა ცვლილებები ძალაში შედის საინფორმაციო შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
21.5. კონსულტანტის ან პრივილეგირებული კლიენტის მიერ თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში მან უნდა შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის მიერ ელექტრონული ფოსტის პირველ მისამართზე გაგზავნილი საინფორმაციო წერილები ჩაითვლება საჭირო მისამართზე გაგზავნილად, ხოლო ადრესატი მიჩნეული იქნება გაფრთხილებულად ყველა ცვლილების შესახებ.
კონსულტანტსა და კომპანიას ესმით, რომ თანამშრომლობის სტანდარტები მიზნად ისახავენ გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას და, შესაბამისად, კომპანიასთან გრძელვადიანი და სტაბილური ბიზნესის აწყობას. თანამშრომლობის სტანდარტების დაცვა – ეს არის კომპანიის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობის რეალიზაცია, კომპანიის ყველა კონსულტანტის კარგი შემოსავალი და ფინანსური კეთილდღეობა.