სიყვარული პირველივე შეხვედრიდან
მრავალმხრივი Nuage
სუნამო იდეალურია თამამი და კომუნიკაბელური, მიზანდასახული და თავდაჯერებული ადამიანებისთვის. თუ თქვენც ზუსტად ის თავდაჯერებულობა გაკლიათ, ენდეთ Nuage-ს, ის ძალასა და გამბედაობას მოგანიჭებთ და ამას სრულიად შეუმჩნევლად და ინტელექტუალურად გააკეთებს.
ეს პარფიუმერული კომპოზიცია იმდენად მრავალმხრივია, რომ ყველა ქალი, ასაკისა და ტემპერამენტის მიუხედავად, მასში იპოვის საკუთარ ექსკლუზიურ ნიუანსს, გასაგებს და მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომს. თუმცა, ამ სუნამოს ყველა თაყვანისმცემელს ერთი რამ აერთიანებს - Nuage-ისადმი სიყვარული პირველივე შეხვედრიდან.
Nuage-ის ფუფუნების პარფიუმერული ღრუბელი
არომატის პორტრეტი
დასაწყისში არომატი იხსნება წითელი წიწაკის პიკანტური სიმწარით, რომელიც ოდნავ განზავებულია ფლირტი ფრეზიას გამაგრილებელი ნოტებით.
გულის ნოტები იპყრობს ჟასმინის, ჰიბისკუსის და ვარდის კეთილშობილი, თავშეკავებული ყვავილოვანი თაიგულით. ხოლო შუა გულში - არის დახვეწილი ჰელიოტროპი, რომელიც ამშვენებს კომპოზიციას დარიჩინისა და ვანილის უნიკალური გურმანული ელფერით.
შლეიფი შეიცავს თბილ ხის ნიუანსებს, რომლებიც ყვავილოვან თაიგულს დახვეწილი სიტკბოთი და ხავერდოვანი ტყავის ნახევარტონებით ჩრდილავს.
Nuage არის ბრწყინვალე სუნამო, ორიგინალური და არაპროგნოზირებადი, როგორც თანამედროვე ქალის მრავალმხრივი იმიჯი.
ოჯახი: ყვავილოვან-მცენარეული
ზედა ნოტები: წითელი წიწაკა, ფრეზია
გულის ნოტები: ჰელიოტროპი, ჟასმინი, ჰიბისკუსის თესლის ზეთი, ვარდის ეთერზეთი *ჰელიოტროპი*, *ჰიბისკუსი*
საბაზისო ნოტები: კედარი, მუშკი, სანდალი *სანდალი*
ვისთვის?
– ქალბატონისთვის, რომელიც საკუთარ თავში საიდუმლოს მალავს და ყოველ ჯერზე თავისი პიროვნების ახალ ასპექტებს ავლენს. ასეთი ქალი მუდმივად აინტრიგებს და იპყრობს მამაკაცს თავისი ორიგინალურობითა და სილამაზით.
– მოდური, კლასიკური არომატი, რომელიც ბევრ ქალს მოეწონება, ამიტომაც შესაძლოა იქცეს იდეალურ საჩუქარად.
გახსოვდეთ, რომ სუნამოებს თქვენი სხეულის სითბო აღვიძებს, ამიტომ ისინი უნდა დაიტანოთ არა ტანსაცმლზე, არამედ მის ქვეშ.
გამოიყენეთ სუნამო ეგრევე შხაპის შემდეგ (სუფთა, დაორთქლილი კანი შესანიშნავად შთანთქავს არომატს) ან შეასხურეთ ის თქვენ წინ ჰაერში და შეაბიჯეთ სურნელოვან ღრუბელში.
არომატის შეცვლის თავიდან ასაცილებლად, შეინახეთ სუნამო გრილ, მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
ინგრედიენტები (INCI): alcohol (80% vol.), parfum (fragrance), water (aqua), linalool, alpha-isomethyl ionone, CI 14720, CI 19140.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
