- ვნების ცეკვა
არომატი ქმნის მოდუნების ატმოსფეროს და ხელს უწყობს მაცდურობისს ხელოვნების დაუფლებას.
- წითელი ვარდი
მიზიდულობის, ვნებიანი, ღრმა სიყვარულისა და ფარული სურვილების სიმბოლო.
- საავტორო სურნელი
ჯულია როდრიგესი - ევროფრაგანსის გუნდის (ბარსელონა) მონაწილეა.
აღმოაჩინეთ ვარდების სუნამოების ახალი, თანამედროვე ჟღერადობა!
Rose Edition by Aromapolis Olfactive Studio
ვარდი - არის ყვავილების დედოფალი არა მხოლოდ ბაღში. პარფიუმერიაშიც წამყვან პოზიციას იკავებს და საკმაოდ ხშირად ამშვენებს თანამედროვე შემოქმედებას. ვარდის უნიკალურობა ის არის, რომ ის შესანიშნავად ჟღერს როგორც სოლო, ასევე სხვა ნოტებთან ერთად.
იპოვეთ თქვენი ვარდი Rose Edition კოლექციაში Aromapolis Olfactive Studio-სგან!
- თეთრი მუშკის(მუსკუსის) ვარდი
ყველაზე ქალური და ნაზი ვარდი. თბილი, რბილი, მიმზიდველი და უსაზღვროდ ელეგანტური.
- მინერალური ვარდი
ახალი, ნაზი, სათუთი. ულამაზესი მინერალურ-მარილიანი აკორდი ხაზს უსვამს ვარდის ჟღერადობის დელიკატურობას და სინაზეს.
- სურნელოვანი ვარდი
მკვეთრი, თბილი და მიმზიდველი - დაშაქრული ვარდი თაფლის ფისით სანელებლებისა და სუნელების კაშკაშა გუნდის გვერდითაა: კარდამონით და ზაფრანით.
- აღმოსავლური ვარდი
მუქი დამასკის ვარდი. გაჯერებული, ტექსტურული ნოტი გახვეული აგარის კვამლის ჟრერადობაში და პაჩულის ელფერით. მიმზიდველი არომატი.
- ნეონის ვარდი
არ არსებობს უფრო იდუმალი და ლამაზი ყვავილი! სხვადასხვა ჯიშის ვარდების სენსუალური ნოტები, დაჩრდილული დავანის პიკანტური სიმწარით, ქმნიან მდიდრულ კომპოზიციას ამბრის და ვანილის თბილ ხის ელფერთან ერთად.
დამასკის წითელი ვარდის აღმოსავლურ ტყვეობაში
წითელი აღმოსავლური ვარდი
ყველაზე მგრძნობიარე და მაგნიტური ვარდი Rose Edition კოლექციაში. წითელი ხავერდოვანი ვარდის ღვინის სიმწკლატით გაჯერებული ტექსტურული კომპოზიცია, შეფუთული აგარის ხის კვამლის ჟღერადობით და დაჩრდილული ტენიანი პაჩულით. არომატი გახდება მიზიდულობის ცენტრი ყველასთვის, ვინც მას გაეცნობა!
ყვავილოვანი, აღმოსავლურიზედა ნოტები: ჰიბისკუსი
გულის ნოტები: ვარდი, პაჩული
შლეიფი: ტყავი, უდი
ჰიბისკუსიჰიბისკუსის ეთერზეთს აქვს საკუთარი მახასიათებლები. თავდაპირველად, ეს არის მყარი მასა, რომელსაც არ აქვს არომატი, მხოლოდ რამდენიმე თვის დაძველების შემდეგ იძენს მდიდარ ყვავილოვან სურნელს მუშკის(მუსკუსის) ელფერით. პარფიუმერიაში გამოიყენება ჰიბისკუსის ეთერზეთი, რომელსაც აქვს ყვავილოვანი, ხის, პიკანტური, მუშკისა(მუსკუსის) და ღვინის არომატი - ყოველთვის სასიამოვნო და მდიდარი.
ვარდი (Damascena Rose)დამასკის ვარდი დღეს ბულგარეთში და თურქეთშია კულტივირებული. მისი ფურცლებისგან იწარმოება ეთერზეთი და აბსოლუტი. ფურცლებს ხელით აგროვებენ დილით ადრე, როცა ისინი სრულად აყვავებულნი არიან. აბსოლუტს აქვს ძლიერი და მრავალფეროვანი არომატი, რომელიც აერთიანებს თაფლის, კარამელის, კვამლისა და თამბაქოს ელფერსაც კი.
დამასკის ვარდის ნოტებით სუნამოს აქვს ნაზი, დახვეწილი და ამავე დროს მდიდრული არომატი. დამასკის ვარდის სუნი დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე, ამიტომ რეკომენდებულია განწყობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, დამასკის ვარდი დიდი ხანია ითვლებოდა აფროდიზიაკად, რომელიც აღვიძებს ვნებას და მიზიდულობას.
პაჩულიპაჩულის კვამლის, ფისოვანი არომატი მოქმედებს როგორც აფროდიზიაკი. შესანიშნავად ჟღერს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის კანზე. არომატის ფსიქოლოგიის მიხედვით, ეს ნოტა იზიდავს მატერიალურ კეთილდღეობას თქვენს ცხოვრებაში.
უდის ხეუდის ხის ნოტი არომატს ანიჭებს მერქნიან-ტყავის ელფერს, ჰარმონიულად ერწყმის, როგორც დასავლურ აქტუალურ კომპოზიციებთან, ასევე ტრადიციულ აღმოსავლურ პარფიუმერულ შემადგენლობებთან.
ამ ნოტის არომატში აშკარად იგრძნობა ბალზამიანი და ცოტა მოტკბო მოტივები ოდნავ ცხოველური ჩანართებით.
ტყავიტყავის ნოტის მქონე სუნამოებს აქვთ დამახასიათებელი მომწარო, მკვეთრი და სურნელოვანი არომატი, რომელიც აერთიანებს სიმწარისა და სიტკბოს, სიახლესა და სითბოს კომპლექსურ ნიუანსებს.
არაბული ტყავი - არის ტრენდი ნიშის პარფიუმერიაში, უფრო ნათელი სანელებლების ნიუანსებით. ამ მიმართულების სუნამოები, სხვათა შორის, წარმოდგენილია Montale-სა და Serge Lutens-ში. ტყავის სუნი, გამამხნევებელი და ძალიან მგრძნობიარე, აღვიძებს ჩვენს პრიმიტიულ ინსტინქტებს. ეს ფაქტიურად თავბრუს გახვევთ, მოგაგონებთ ძვირადღირებულ ჩემოდნებს, აღმასრულებელი მანქანის ინტერიერს, მაგარი ტყავის ქურთუკებს და ახალ ძვირადღირებულ ფეხსაცმელს. ტყავის სურნელებს სტილისა და კლასის სუნი აქვს. დამზადებულია მაღალი ხარისხით, ძვირიანი სუნი აქვთ, სტატუსს გიმაღლებენ და გაიძულებენ წელში გამართულობას.
ვისთვის?
• ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.
• ვნებიანი და მგრძნობიარე ნატურებისთვის.
• საღამოს და ღამისთვის, სასიყვარულო პაემნები და რომანტიული შეხვედრები.
• ფლირტისა და ცდუნებისთვის.
• ღრმა გრძნობებისა და ფარული სურვილების ასახვა.
• საღამოს გასასვლელად საზოგადოებაში
ყოველ ფლაკონში შედის:
• 4-6 საათამდე
პარფიუმერული წყლის მდგრადობა.
• 100% ნატურალური სპირტის ბაზა
ხორბლის, ქერის, ჭვავის მარცვლებისგან.
• 50 მლ სრულფორმატიანი პროდუქტი
ყოველდღიური გამოყენება 3-5 თვემდე.