გააცოცხლეთ თქვენი თმის სისქე და ძალა!
Siberian Wellness-ის საექსპერტო ინოვაცია
დაკარგა თმამ სისქე? სავარცხელზე ბევრი თმა რჩება? თქვენი მოვლის საშუალებები ვერ უმკლავდებიან? კარგავთ თავდაჯერებულობას და კონტროლს სიტუაციაზე? Siberian Wellness-მა გააერთიანა სამეცნიერო ცოდნა და ინოვაციები, რათა შეექმნა პროდუქტი, რომელიც აღადგენს თქვენი თმის სიცოცხლისუნარიანობას, აავსებს მას ჯანმრთელობითა და ენერგიით!
თმის ზრდის შრატი ინოვაციური Baicapil™ კომპლექსით, რეგულარული გამოყენებისას, ებრძვის თმის ცვენას, ზრდის თმის რაოდენობას აქტიური ზრდის ფაზაში, ამაგრებს ფესვებს და ასტიმულირებს ახალი თმის გაჩენას. ამინომჟავების კომპლექსი ამცირებს თავის კანის აქერცვლას, იცავს დაზიანებისგან და ატენიანებს კანს და თმას.
შრატი მარტივი გამოსაყენებელია: არ საჭიროებს ჩამორეცხვას და წაისვით თავის კანზე საწვეთური დისპენსერის გამოყენებით.
თმის ზრდითვის სასარგებლო კონცენტრატი
ვისთვის?
• მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
• მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამჩნევს თმის ცვენის მომატებას.
• მათთვის, ვისაც თმის ზრდის დაჩქარება სურს.
თითოეული პროდუქტი – არის:
• 4% Baicapil™
ინოვაციური კომპლექსი მაქსიმალური კონცენტრაციით 4% ეფექტურად ზრდის უჯრედულ ენერგიას და ააქტიურებს ფოლიკულის ღეროვან უჯრედებს, იცავს მათ დაბერებისგან.
• 17 ამინომჟავა
ისინი ზრუნავენ თავის კანზე და თმაზე: აღადგენენ ტენიანობის დონეს და ამცირებენ აქერცვლას.
• 2 B ჯგუფის ვიტამინი
ვიტამინები B3 და B6 ამშვიდებენ თავის კანს, ასტიმულირებენ მიკროცირკულაციას, ხელს უწყობენ თმის ზრდას.
• 12,7%-ით მეტი ახალი თმა გამოყენების კურსის შემდეგ
კვლევის შედეგად, რომელიც 2 თვე გაგრძელდა, თმის რაოდენობა აქტიურ ზრდის ფაზაში (ანაგენი) გაიზარდა 12,7%-ით, ხოლო თმის სიმკვრივე გაიზარდა 18%-ით.
წაისვით საღამოს თავის კანზე გაყოფის ზოლის გასწვრივ დისპენსერის გამოყენებით, ნაზად შეიზილეთ. არ ჩამოიბანოთ. შედეგის მისაღწევად საჭიროა ორთვიანი გამოყენების კურსი.
რამდენიმე რჩევა თმის ცვენის შესამცირებლად და მისი სისქის გაზრდის შესახებ:
• თავის თვითმასაჟი
იმისათვის, რომ თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს და ზედმეტად არ ჩამოვარდეს, მათმა ფოლიკულებმა უნდა მიიღონ საკმარისი ჟანგბადი, მინერალები და ვიტამინები სისხლის მიმოქცევიდან. თვითმასაჟი ახდენს ფოლიკულების კვების ნორმალიზებას და უზრუნველყოფს მათ ჯანსაღ ფუნქციონირებას.
• ვარცხნილობა და დავარცხნა
თავის მიკროცირკულაციაზე პირდაპირ გავლენას ახდენს დავარცხნა. მჭიდრო კუდში შეკრებილ თმას ჯობია კომფორტული გაშლილი ვარცხნილობა მივანიჭოთ (ღამით გამორიცხულია ჩაწვნა, კუდები და სხვა ვარცხნილობები, რომლებიც თმის დაჭიმვას იწვევს).
თერმული დავარცხნა, გაუფერულება და შეღებვა, ასევე დაუდევარი ვარცხნა უარყოფითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, აზიანებს მას. თუ სიტუაცია უგულებელყოფილია, თმის სისუსტე გამოიწვევს მისი სისქის შემცირებას.
• სრულფასოვანი კვება
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, რომ გქონდეთ სქელი და ლამაზი თმა (როგორც თქვენი გენეტიკური პროგრამის ნაწილი),- არის თქვენი დიეტის შემოწმება. შესაძლოა, ეს ძალიან მკაცრია ან კვების რაციონის უმეტესობა შედგება «სწრაფი» ნახშირწყლებისაგან.
• ვიტამინის კომპლექსები
ცილების, ცხიმოვანი მჟავების, B ვიტამინების, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის და ანტიოქსიდანტების ნაკლებობა ასევე იწვევს თმის მდგომარეობის გაუარესებას და თმის ცვენის გაზრდას.
აქტიური კომპონენტები: Baicapil ™(4%), 17 ამინომჟავა, ნიაცინამიდი (В₃), ვიტამინი В₆, ციმბირის ენდემური კომპლექსი (საგან-დაილიას ექსტრაქტები, ელეუთეროკოკის, წითელი ფუნჯის, მარალის ფესვის, Scutellaria baicalensis(ბაიკალის მუზარადას)).
შემადგენლობა: წყალი, პროპანდიოლი, ნიაცინამიდი, ეთოქსიდიგლიკოლი, პოლისორბატი 20, არგინინი, რძემჟავა, Scutellaria baicalensis(ბაიკალის მუზარადას) ექსტრაქტი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ხორბლის ჩანასახის ექსტრაქტი, ნატრიუმის ალგინატი, ბეტაინი, გლუკონოლაქტონი, ბენზილის სპირტი, ცელულოზის ფისი, სოიოს ჩანასახის ექსტრაქტი, გლიცერინი, გლიცერილის ლაურატი, ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ლევზეას ყვავილის ექსტრაქტი (მარალის ფესვი), როდიოლა (წითელი ფუნჯის) ექსტრაქტი,საგან-დაილიას ექსტრაქტები, კალციუმის გლუკონატი, ალანინი, ასპარტინის მჟავა, ვალინი, ჰისტიდინი, გლიცინი, გლუტამინის მჟავა, იზოლევცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, პროლინი, სერინი, ტიროზინი, ტრეონინი, ფენილალანინი, ცისტეინი, 1,2-ჰექსანდიოლი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.
ინგრედიენტები (INCI): aqua (water), propanediol, niacinamide, ethoxydiglycol, polysorbate 20, arginine, lactic acid, scutellaria baicalensis root extract, pyridoxine HCl, triticum vulgare (wheat) germ extract, algin, betaine, gluconolactone, benzyl alcohol, cellulose gum, glycine soja (soybean) germ extract, glycerin, glyceryl laurate, eleutherococcus senticosus (eleuthero) root extract, rhaponticum carthamoides (maral root) root extract, rhodiola quadrifida extract, rhododendron adamsii extract, calcium gluconate, alanine, aspartic acid, valine, histidine, glycine, glutamic acid, isoleucine, leucine, lysine, methionine, proline, serine, tyrosine, threonine, phenylalanine, cysteine, 1,2-hexanediol, sodium benzoate, potassium sorbate.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.