• ka
  • დახმარება
კალათი
ტუალეტის წყალი Wild Raspberry & Bitter Orange
მიუწვდომელია

Aromapolis Olfactive Studio - ტუალეტის წყალი Wild Raspberry & Bitter Orange, 1,5 მლ

Aromapolis Olfactive Studio
გამოხმაურებები არ არის
ჟოლოს ამაღელვებელი აკორდი ავსებს მწარე ფორთოხლის სიახლეს და ელეგანტურად ხაზს უსვამს ჟასმინის მაცდუნებელ ნოტებს, რომლებიც გარშემორტყმულია თეთრი მუშკითა(მუსკუსით) და ამბრით.
არტიკლი: 108167
მოცულობა: 1,5 მლ
5,3 ₾
0 ქულა
პროდუქტის შესახებ
  • უდარდელი სიხარული
    არომატი აღვიძებს მოგონებებს ბავშვობის ყველაზე ბედნიერ მომენტებზე - ხანგრძლივი ზაფხულის არდადეგებზე.
  • ბედნიერების ნოტები
    ახლად დაკრეფილი ჟოლოს ნოტები ბედნიერების ხმებით იფეთქებს.
  • ბუნებრივი სპირტის ბაზა
    დარგის ერთ-ერთი უძველესი საწარმოს ხორბლის მარცვლისგან დამზადებული სპირტის ბაზა.

ბედნიერი მომენტების კოლექცია
განწყობა - ზაფხული!

Happy Moments კოლექცია - არის ბედნიერება, რომელიც არასოდეს მთავრდება! კომპოზიცია Wild Raspberry & Bitter Orange განასახიერებს ზაფხულის მთელ ბედნიერებას და სიტკბოს, ქმნის რომანტიკულ განწყობას თბილ სეზონზე, ათბობს და ტრიალებს ჟოლოს ქარბუქში ცივ ზამთარში!

უდარდელი სიხარული
WILD RASPBERRY & BITTER ORANGE ტუალეტის წყალი ავლენს ჟოლოს მსუბუქ მჟღერ არომატს, რომელიც გარშემორტყმულია ჟასმინისა და მწარე ფორთოხლის მაცდური აქცენტებით. თეთრი ფორთოხლის ყვავილისა და ჟასმინის «გული» ვლინდება შემოხვეულ სიტკბოში. ყვავილოვანი და ხილის აკორდების მომხიბლავი კომბინაცია გრძელდება თეთრი მუშკისა(მუსკუსის) და ამბრის ელეგანტური ჟღერადობით.

ოჯახი: კენკროვან-ყვავილოვანი
საწყისი ნოტები: ფორთოხალი, ჟოლო
გულის ნოტები: ნეროლი, შროშანა, ჟასმინი
შლეიფი: თეთრი მუშკი(მუსკუსი), ამბრა

  • ჟოლო
    მოტკბო-მომჟავო, წვნიანი, ჟღერადი და სურნელოვანი. კომპოზიციას ანიჭებს სიკაშკაშეს, სიახლეს, ბზინვარებას - იდეალურია ზაფხულისთვის. სუნამოები ჟოლოთი - მოთამაშე, მიმზიდველია, ქმნიან რომანტიკისა და მეოცნებეობის აურას. ახლად დაკრეფილი ჟოლოს არომატი ბედნიერების ხმებით ვრცელდება. ჟოლო გამოიყენება პარფიუმერების მიერ, რათა დაუმატოს სითბო, სიხარული, სიმსუბუქე და გაჯერებულობა პარფიუმერულ კომპოზიციებს.
  • ფორთოხალი
    მზიანი, პოზიტიური და წარმოუდგენლად ენერგიული - ასე შეგიძლიათ აღწეროთ ბავშვობიდან ყველასთვის ნაცნობი ფორთოხლის მადისაღმძვრელი არომატი.
  • ჟასმინი
    ჟასმინის მაცდუნებელი, ამაღელვებელი, ტკბილი არომატი. კომპოზიციას ანიჭებს სენსუალურობას და ხიბლს. ავსებს ყვავილების სიახლეს სიკაშკაშით და მცირე სიცხით.
  • შროშანი
    სუფთა, მსუბუქი, გამჭვირვალე-ჰაეროვანი და სათუთი-ნაზი, რაც იწვევს ლაიტმოტივის მრავალფეროვნებას .
  • მუშკი(მუსკუსი) და ამბრა
    არომატულ გამოსახულებას სენსუალურობას მატებენ, აძლიერებენ მას, ამშვენებენ გამოსახულებას სხვების თვალში. თბილ კანზე დათბობა უზრუნველყოფს მასთან არომატის ერთიანობას. უფრო მეტიც, მუშკი(მუსკუსი) წარმოადგენს ქალურს, ხოლო ქარვა - მამაკაცურს.

ვისთვის?
– ქალბატონებისთვის
– ბუნებრივი აკორდების დამფასებლებისთვის
– მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს გამჭვირვალე სუნამოებს
– ბედნიერების, უდარდელობისა და სიხარულის განცდისთვის
– ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტებისკენ დაბრუნებისთვის

   • 4 საათამდე
სუნამოს მდგრადობა.
   • 100% ნატურალური
სპირტის ბაზა რუსეთის რეგიონებიდან.
   • 1,5 მლ
ტესტერი. ყოველდღიური გამოყენების 7-10 დღის განმავლობაში.

გამოყენება

გახსოვდეთ, რომ სუნამოებს თქვენი სხეულის სითბო აღვიძებს, ამიტომ ისინი უნდა დაიტანოთ არა ტანსაცმლზე, არამედ მის ქვეშ.

გამოიყენეთ სუნამო შხაპის შემდეგ დაუყოვნებლივ (სუფთა, დაორთქლილი კანი მშვენივრად შთანთქავს არომატს) ან შეასხურეთ ის თქვენს თვალწინ ჰაერში და შეაბიჯეთ სურნელოვან ღრუბელში.

არომატის შეცვლის თავიდან ასაცილებლად, შეინახეთ სუნამო გრილ, მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.

შედგენილობა

ინგრედიენტები (INCI): Alcohol (80% vol.), parfum (fragrance), water (aqua), linalool, alpha-isomethyl ionone, limonene, citral, citronellol.

გამოხმაურებები
send_reviewჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.