პარფიუმერიის სრულყოფილება
სუნამო ყველა დროისთვის!
ოდნავ ციტრუსოვანი, ოდნავ ყვავილოვანი, ოდნავ სანელებლიანი და ძალიან სექსუალური - სენსუალური ქარვისა და მუშკის წყალობით. მომხიბვლელი სუნამოს მომხიბვლელი კვალი აჯადოებს და იზიდავს ადამიანს. ყველა აღმერთებს მას - ახალგაზრდა გოგონებიდან დაწყებული, მოწიფული ქალებით დამთავრებული, ახალგაზრდა მამაკაცებიდან დაწყებული, სოლიდური ასაკის მამაკაცებით დამთავრებული!
სუნამო ყველა დროისთვის. ადრიანი დილა, შუადღისას თუ გვიან, ინტიმურ საღამოს - ყველაფერი გამოვა, თუ Demon du Ciel-ს მსუბუქი ღრუბელი შეგეხებათ.
არომატი - ვნება, არომატი - სურვილი!
არომატის პორტრეტი
ღამის საფარქვეშ ის იცვლის გარეგნობას - ფატალური ლამაზმანი, მონადირე ქალი, მსახიობი, იზიდავს ვნებითა და მიუწვდომლობით, ხიბლავს და აცდუნებს. გულის ქურდი ამ მომხიბვლელი სურნელის მდიდრულ შლეიფს ტოვებს. ის დახვეწილი და მდიდარია, აყვავებული ფორთოხლისა და ლიმონის ხეების წვნიან მელოდიებს შეიცავს. ნაზი და დახვეწილი, მომაჯადოებელი ყვავილოვანი სურნელი ლილიის, ციტრუსის და ილანგ-ილანგის ნოტებით.
ოჯახი: ყვავილოვანი-ხილის
ზედა ნოტები: ფორთოხლის ხე, ლიმონის ხე
გულის ნოტები: ილანგ-ილანგი, ლილია *ილანგ-ილანგი*, *ლილია*
საბაზისო ნოტები: ამბრა, მუშკი(მუსკუსი)
ვისთვის?
• ფატალური ლამაზმანის, მონადირისა და მსახიობისთვის, რომელიც ვნებითა და მიუწვდომლობით იზიდავს, ხიბლავს და აცდუნებს.
• ფლირტისა და რომანტიკული პაემნისთვის.
• მათთვის, ვისაც სურს თავისი ქალურობის ყველა ასპექტის ხაზგასმა.
• 3–6 საათი
პარფიუმერული წყლის მდგრადობა
გახსოვდეთ, რომ სუნამოებს თქვენი სხეულის სითბო აღვიძებს, ამიტომ ისინი უნდა დაიტანოთ არა ტანსაცმლზე, არამედ მის ქვეშ.
გამოიყენეთ სუნამო ეგრევე შხაპის შემდეგ (სუფთა, დაორთქლილი კანი შესანიშნავად შთანთქავს არომატს) ან შეასხურეთ ის თქვენ წინ ჰაერში და შეაბიჯეთ სურნელოვან ღრუბელში.
ინგრედიენტები (INCI): alcohol (80% vol.), parfum (fragrance), water (aqua), limonene, citral, linalool, citronellol, geraniol, cinnamal.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
