ცდუნების საიდუმლო საშუალებები
მაცდუნებელი Episode 02
არომატი Episode 02 ჰგავს გამაგრილებელ ჯინ-ტონიკს ყინულის კუბიკებითა და ლიმონით. ზედა ნოტების მოთამაშე ჟღერადობაში იგრძნობა ციტრუსისა და ბაღის ყვავილების უნიკალური სიახლე. ამ სიმფონიაში ნაზად მიედინება მრავალმხრივი გულის ნოტები. ამბროქსანის სენსუალური ექსპრესია იზიდავს და აჯადოებს, აღაგზნებს სექსუალურ სურვილს. ირისისა და ჟასმინის მსუბუქი ნოტები არომატს სასიამოვნო ყვავილოვანი სიტკბოთი ავსებს. მუშკისა(მუსკუსის) და ვეტივერის შლეიფის ნოტები კეთილშობილ ხის ტონებში იხსნება შავი შოკოლადის წვეთით.
ქარიზმა ყველა ნოტში
არომატის პორტრეტი
ერთი მხრივ, - კაშკაშა, აქტიური, თავშეკავებული და გაბედულიც კი, მეორე მხრივ - კი სენსუალური და პულსირებადი. მასში ერთიანდებიან, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი - ბიზნესი და სექსუალობა. და სწორედ ეს არის მისი მშვენიერება!
თუ Escentric Molecules-ის Molecule 02 მოგწონთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ Episode 02.
ოჯახი: ციტრუსის, ყვავილოვანი
ზედა ნოტები: ციტრუსი, ანწლი
გულის ნოტები: ირისი, ჟასმინი, ამბროქსანი
საბაზისო ნოტები: მუშკი(მუსკუსი), ვეტივერი
• ამბროქსანი
ამბრას ხელოვნური შემცვლელი, რომლის წარმოებისთვის ნედლეული სკლარეოლია - სალბის ეთერზეთის ერთ-ერთი კომპონენტია.
ამბროქსანს, მისი ბუნებრივი ანალოგის მსგავსად, აქვს რთული, მრავალმხრივი სუნი. ის ჰარმონიულად ერწყმის და აერთიანებს ამბრას ცხოველურ, მარილიან-ტკბილ ნოტებს მუშკის(მუსკუსის) განსაცვიფრებელ ხისებრ ელფერებთან. ეს არის ლამაზი, სუფთა სურნელი, რომელიც ცხოველურ სექსუალურობას ასხივებს! შეუძლებელია იმის თქმა, რომ ამბროქსანი სრულად იმეორებს ნამდვილი ამბრის არომატს, თუმცა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია ერთი სურნელის მეორისგან გარჩევა.
• ჟასმინი
თუ ვარდს ჩვეულებრივ სუნამოების დედოფალს უწოდებენ, მაშინ ჟასმინი, უდავოა, იმსახურებს სუნამოების მეფის ტიტულს. მისი ამაღელვებელი, ტკბილ-მომწარო, ახალი და მწკლარტე სუნი ჟღერს სუნამოების მრავალფეროვნებაში - ძირითადად ქალის. ჟასმინს ბევრი სახე აქვს და შეუძლია შეცვალოს თავისი ხასიათი კომპოზიციაში გარემოდან გამომდინარე.
• ირისი
ძნელია ვერ ამოიცნო ირისის სურნელი პარფიუმერიაში – მისი სინაზე და მომხიბვლელი გრაცია ნაზი ყვავილოვანი კომპოზიციების ყველა დამფასებლსთვის ნაცნობია. სუნამოებსა და სხვა არომატებში ირისის სურნელი მის ჯიშსა და გარემოზეა დამოკიდებული: მას შეუძლია გამოავლინოს დახვეწილი პუდრი და სანელებლიანი სტაფილო, ნაზი ია და წვიმის შემდეგ სველი ასფალტის დახვეწილი ფლერიც კი.
ირისის არომატის კლასიკური აღწერა ყვავილოვანი, ნაღებისა და პუდრისებრი ნოტების კომბინაციაა, რაც სუნამოს ანიჭებს მეოცნებე, ქორფა სურნელს დამახასიათებელ ოდნავ მომწარო სიტკბოსთან ერთად.
• მუსკონი (მუსკუსი)
მუშკის(მუსკუსის) სუნის ზუსტად განსაზღვრა რთულია, რადგან ამ ნივთიერებას არ აქვს მკვეთრად გამოხატული არომატი. პარფიუმერიაში მუშკის(მუსკუსის) სურნელი დახვეწილი, თბილი და რბილია, რომელიც აერთიანებს მდუმარე მიწიერ, სხეულებრივ, ხისებრ და სანელებლიან ნოტებს.
მუშკი(მუსკუსი) აძლიერებს სურნელს და ახანგრძლივებს მის სიცოცხლეს თქვენს კანზე.
ვისთვის?
– ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.
– ოფისისთვის, სპორტისთვის, მოგზაურობისთვის.
– მათთვის, ვინც აფასებს ინდივიდუალობას.
– არომატი შესაბამისია ნებისმიერ გარემოში, წელიწადის ნებისმიერ დროისთვის.
როგორც წესი, სუნამოს ყურების უკან ვისვამთ. ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენს სხეულზე 16-მდე წერტილია სუნამოებით აქტიური. ესენია ე.წ. თბილი წერტილები - ადგილები, სადაც სისხლძარღვები კანთან ახლოსაა, ამიტომ სურნელი იქ უფრო ხმამაღლა ჟღერს. მათ რიცხვშია - საფეთქლები, იდაყვის მოხრა, მაჯა, გულმკერდის ცენტრი, მუხლების უკან და კოჭების არეები. ძალიან აქტიური წერტილები კისერზე (ყურის ქვემოთ რვა სანტიმეტრი).
თმა კარგად შთანთქავს სუნს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სუფთაა. შეგიძლიათ სავარცხელზე წაისვათ თქვენი საყვარელი სურნელი და თმა დაივარცხნოთ. პარფიუმერული წყალი განსაკუთრებით კარგად ძლებს თმაზე.
მაქსიმალურად გაახანგრძლივეთ თქვენი საყვარელი სუნამოს ჟღერადობა სრული ზომის ვერსიით.
ინგრედიენტები (INCI): Alcohol (80% Vol.), Parfum (Fragrance), Water (Aqua), Limonene, Linalool, Citral, Alpha-Isomethyl Ionone, Eugenol, Butylphenyl Methylpropional, CI 19140.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
