• ka
  • დახმარება
კალათი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის შესახებ

  1. ზოგადი ინფორმაცია; გამოყენების სფერო

    წინამდებარე დებულება კონფიდენციალურობის შესახებ აღწერს, თუ როგორ ინდმეწარმე გოგიჩაიშვილი დალი, რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიულ პირთა რეესტრში 2002 წლის 22 ივლისს ნომრით 111/216, ამუშავებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ ან ირიბად კონკრეტულ ან მაიდენტიფიცირებულ პირთან (პერსონალური მონაცემების სუბიექტთან) (შემდგომში „პერსონალური მონაცემები“), მომსახურეობის გაწევის მიზნით საიტის გამოყენებით.

    წინამდებარე დებულება კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელდება შეგროვებულ ინფორმაციაზე რომელიც მიიღება ვებსაიტის, მობილური საიტების, აპლიკაციების, ვიჯეტების და გამოყენებული სხვა ინტერაქტიული ხელსაწყოების მეშვეობით,რომლებსაც აქვთ ბმული ამ კონფიდენციალურობის დებულებაზე (შემდგომ-„საიტი“). თუ მოცემულ დოკუმენთშიი არ არის მითითებული სხვა, წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების მოქმედება არ ვრცელდება კომპანიის მიერ სხვა წყაროების მეშვეობით შეგროვებულ ინფორმაციაზე, მათ შორის, კერძოდ, ოფლაინში შეგროვებულ ინფორმაციაზე.

    ავტორიზაციის ან რეგისტრაციის პროცედურის გავლისას ვებგვერდზე ge.siberianhealth.com, როგორც კონსულტანტი ან პრივილეგირებული კლიენტი, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, ჩაწერაზე, სისტემატიზაციაზე, დაგროვებაზე, შენახვაზე, დაზუსტებაზე (განახლებაზე, შეცვლაზე), მოპოვებაზე, გამოყენებაზე, მესამე პირებისთვის გადაცემაზე (გავრცელება, უზრუნველყოფა, წვდომა), დეპერსონალიზაციაზე, დაბლოკვაზე, წაშლაზე,თქვენი პერსონალური მონაცემების განადგურებაზე ოპერატორი იმ (ინდმეწარმე) გოგიჩაიშვილი დალის მიერ.

  2. პერსონალური მონაცემების დამუშავების განმარტება და მიზანი

    პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელიც თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს. პერსონალური მონაცემებია, კერძოდ:

    1) გვარი, სახელი, მამის სახელი, თქვენი საფოსტო მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი,ინფორმაცია გაცემის თარიღისა და გამცემ ორგანოს შესახებ;

    2) გვარი, სახელი, მამის სახელი,თქვენი წარმომადგენლის მისამართი, მისი ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტის ნომერი, ინფორმაცია მითითებული დოკუმენტის გაცემის თარიღისა და მისი გამცემი ორგანოს შესახებ, მინდობილობის ან სხვა დოკუმენტის რეკვიზიტები,ამ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებებლი მინდობილობის ან სხვა დოკუმენტის რეკვიზიტები (თქვენი თანხმობის მიღებისთანავე).

    გარდა ამისა, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების განსახორციელებლად, კომპანიას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი მონაცემები, კერძოდ: მობილურის ნომერი ან სხვა ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, სქესი.

    პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მომხმარებლის ხელშეკრულებაში, კომპანიის თანამშრომლობის სტანდარტებსა და ასევე შესყიდვის პირობებში ჩამოთვლილი ვალდებულებების დაცვა.

    ჩვენ ვიღებთ თქვენს პირად მონაცემებს, როდესაც ირჩევთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს შეთავაზებებსა და პროგრამებში ან პირდაპირ მოგვაწოდებთ სხვა გზებით, მაგალითად, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით ჩვენს სისტემაში, ყიდულობთ პროდუქტებს, იყენებთ ონლაინ ინსტრუმენტებს ან სხვაგვარად ურთიერთობთ ჩვენთან საიტის მეშვეობით.

  3. პერსონალური მონაცემების გამოყენება

    ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები:

       
    • იმ მიზნებისთვის, რისთვისაც თქვენ მოგვაწოდეთ ისინი, კერძოდ, რათა მოგვეცეს საშუალება ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს, დავამუშავოთ და შევასრულოთ განაცხადები;
    • იმისთვის, რომ ჩვენ გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლობისა და ერთობლივი ტრანზაქციების შესახებ;
    • იმისთვის, რომ გაცნობოთ ჩვეულებრივი და ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან SMS-ით კომპანიის პროდუქტების, სერვისების, პროგრამებისა და შეთავაზებების შესახებ, რომლებიც შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო;
    • იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ თქვენი უპირატესობები, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდებით პროდუქტების ან სპეციალური შეთავაზებების, აქციების შესახებ, რომლებიც შემუშავებულია კომპანიის მიერ თქვენთვის;
    • იმისთვის, რომ მოგეცეთ საშუალება ისარგებლოთ საიტით და დაუკავშირდეთ სხვა მომხმარებლებს საიტის მეშვეობით;
    • ჩვენი შიდა მიზნებისთვის, მათ შორის მონაცემთა ანალიზი, აუდიტი, ახალი პროდუქტების შემუშავება, საიტის მუშაობის გაუმჯობესება, სერვისების გაფართოება, გაყიდვების ტენდების გამოვლენა და სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის განსაზღვრა;
    • იმისთვის რომ უზრუნველყოთ თქვენი მონაწილეობა აქციებშიი, კონკურსებში და სხვა მსგავს ღონისძიებებში (ზოგიერთ ასეთ ღონისძიებას აქვს დამატებითი წესები, რომლებიც შეიცავენ დამატებით ინფორმაციას თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების და გამჟღავნების შესახებ - გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ ასეთ წესებს);
    • იმისთვის, რომ შევასრულოთ თქვენი შეკვეთები ან სხვაგვარად მოგაწოდოთ პროდუქტი და მომსახურება: მაგალითად, გადახდების განსახორციელება, შეკვეთების მიწოდება, დაკავშირება თქვენი შესყიდვის შესახებ და მოგაწოდოთ შესაბამისი მომხმარებელთა მომსახურება;
    • იმისთვის, რომ მოგცეთ საშუალება გაუგზავნოთ ელექტრონული შეტყობინებები სხვა ადამიანებს საიტზე განთავსებული შეტყობინებების ან საფოსტო ბარათის ფუნქციების გამოყენებით. (ამ ფუნქციების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ გაქვთ უფლება გამოიყენოთ და მოგვაწოდოთ თქვენი მეგობრის სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი ამ მიზნებისთვის. მეგობრის ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეტყობინების გასაგზავნად და არ შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში.)

  4. პერსონალური მონაცემების გადაცემა

    ჩვენ ვრჩებით პერსონალური მონაცემთა ოპერატორად და პასუხისმგებელნი ვართ ერთობლივ გამოყენებაზე, ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები:

    • ონლაინ მაღაზიის მფლობელს და ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის გამყიდველებს, რომ განახორციელონ დისტანციური გაყიდვები ონლაინ მაღაზიის საშუალებით ან ჩამოაყალიბონ თქვენი განაცხადი გამყიდველთან პროდუქტის გასაყიდად, რომლის დისტანციური გაყიდვა აკრძალულია ან შეზღუდულია.
    • კონსულტანტს (დაწვრილებით ინფორმაცია „კონსულტანტის“ შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ მომხმარებლის შეთნხმებაში) საჭირო მოცულობით, რათა მან შეძლოს თქვენთან დაკავშირება, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია ონლაინ მაღაზიაში გასაყიდ პროდუქციის და საიტის შინაარსის შესახებ.
    • კონსულტანტს, რომელსაც თქვენ ირჩევთ თქვენს მენტორად (დაწვრილებითი ინფორმაცია „მენტორის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანამშრომლობის სტანდარტებში და მომხმარებლის შეთნხმებაში),იმ მოცულობით რამდენადაც საჭიროა, რათა მან შეძლოს თქვენთან დაკავშირება და ასევე თქვენი საინფორმაციო მხარდაჭერის განხორციელება, სწავლება, განათლება და მენტორინგი.
    • მესამე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიას და ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებს ისეთი სერვისებით, როგორიცაა, მაგალითად, ვებ გვერდის ჰოსტინგი, მონაცემთა ანალიზი, ფულადი სახსრების ანგარიშსწორების სერვისები, შეკვეთების მიწოდება, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, IT მომსახურება, კლიენტთა მომსახურება, ელ.ფოსტის მომსახურება, საკრედიტო ბარათის ტრანზაქციები, აუდიტი, ტრენინგი და ა.შ. (ასეთ მესამე პირებს მიეწოდებათ ან წვდომა ექნებათ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან ჩვენთვის ან ჩვენი სახელით ზემოაღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით), თუ ჩავთვლით საჭიროდ ან მიზანშეწონილად:
      (a) ექვემდებარება მოქმედ კანონებს, მათ შორის კანონებს,რომლებიც მოქმედებენ თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
      (b) სასამართლოს დადგენილების შესრულებისთვის;
      (c) სამთავრობო ორგანოების ბრძანებების შესრულებისთვის, მათ შორის თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
      (d) ჩვენი კომპანიის მიერ დადგენილი თანამშრომლობის წესების დაიცვისთვის;
      (e) ჩვენი საქმიანობის ან ჩვენი ფილიალების პირების საქმოანობის დაცვისთვის;
      (f) კომპანიის უფლებების, კონფიდენციალური ინფორმაციის, უსაფრთხოების, საკუთრების დასაცავად, ასევე ჩვენი ფილიალების კომპანიების პირების, თქვენი ან სხვების დასაცავად;
      (g) განვახორციელოთ ჩვენი უფლება გამოვიყენოთ სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებები ან რათა შევძლოთ შევამციროთ პოტენციური ზარალი.

  5. ინფორმაცია, რომელიც არ მიეკუთვნება პირად მონაცემებს

    ინფორმაცია, რომელიც არ მიეკუთვნება პერსონალური მონაცემებს, მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც არ იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას, კერძოდ კი:

    • ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ;
    • ინფორმაცია, რომელიც მიღებულია cookies, pixel tags და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • თქვენი ან ჩვენი კონსულტანტების მიერ მოწოდებული დემოგრაფიული მონაცემები და სხვა ინფორმაცია;
    • საერთო მონაცემები.

    კომპანიამ და სერვისის გარე მომწოდებლებმა შეიძლება მიიღონ ზემოთ აღწერილი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. ასე, მაგალითად, შეგვიძლია გავარკვიოთ:

       
    • თქვენი კომპიუტერის ტიპი (Windows ან Macintosh), ეკრანის გაფართოების ტიპი, ოპერაციული სისტემის ვერსია, ინტერნეტ ბრაუზერის ვერსია;
    • დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ადგილმდებარეობა, განათლება, პროფესია, ასაკი, სქესი და სხვა ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ჰობი და პროფესიული ინტერესების შესახებ, თუ თქვენ ნებაყოფლობით მოგვაწოდებთ მათ. პერსონალურ მონაცემებთან გაერთიანების გარეშე, ასეთი ინფორმაცია არ მოახდენს თქვენს ან სხვა პირების იდენტიფიცირებას.

    საერთო მონაცემები
    ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ პერსონალური მონაცემები ისე, რომ გაერთიანებულმა ინფორმაციამ არ დაადგინოს თქვენი ან სხვა პირის იდენტიფიცირება, მაგალითად, როდესაც პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება კონკრეტულ რეგიონში ჩვენი მომხმარებლების პროცენტული რაოდენობის გამოსათვლელად. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ პირადი მონაცემები და არაპერსონალური მონაცემები (როგორიცაა ინფორმაცია თქვენი სახელის და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ).
    პერსონალური მონაცემების გამოყენების წესები გავრცელდება ინფორმაციაზე, რომელიც აერთიანებს პერსონალურ და არაპერსონალურ მონაცემებს.

    strong>არაპერსონალური მონაცემების გამოყენება და გადაცემა
    რადგან არაპერსონალური მონაცემების მეშვეობით არ ხდება თქვენი იდენტიფიცირება, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, გამოვიყენოთ და გადავცეთ ისინი ნებისმიერი მიზნით.

  6. COOKIES და სხვა ტექნოლოგიები

    Cookies
    კომპანიას და სერვისის გარე მომწოდებლებს შეუძლიათ გამოიყენონ cookies საიტზე. Cookies ვებ სერვერს საშუალებას აძლევს გადაიტანოს მონაცემები კომპიუტერში შენახვისა და სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვიყენებთ cookies და სხვა ტექნოლოგიებს, კერძოდ, იმისათვის, რომ მივაწოდოთ უფრო მაღალი დონის სერვისი, მივაწოდოთ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია და უზრუნველყოთ ის, რომ თქვენ შეძლოთ მუდმივად გამოიყენოთ საიტი. ჩვენს სერვის მომწოდებლებს ასევე აქვთ უფლება გამოიყენონ cookies ჩვენს საიტზე. თუ არ გჭირდებათ cookies საშუალებით მიღებული ინფორმაცია, შეგიძლიათ უარი თქვათ cookies გამოყენებაზე - ეს არის სტანდარტული ფუნქცია, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა ბრაუზერში. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია cookies შესახებ შემდეგ ვებსაიტზე, რომელიც არ არის დაკავშირებული კომპანიასთან.

    პიქსელ-ტეგები და სხვა ტექნოლოგიები
    გამჭვირველე GIF-ფაილები- არის პატარა გამოსახულებები უნიკალური სახელით, რომლებიც ფუნქციით cookies მსგავსია. თუმცა, cookies-გან განსხვავებით, რომლებიც ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე, გამჭვირველე GIF-ფაილები არიან ფარული ინსტრუმენტები, რომლებიც ჩაშენებულია ვებ-საიტების გვერდებზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გამჭვირვალე GIF-ფაილებიე(ასევე ცნობილები როგორც ვებ შუქურები, რომლებიც ავლენენ შეცდომებს და პიქსელ-ტეგებს) საიტზე, გარდა ამისა იმისთვის, რომ თვალყური ვადევნოთ ვიზიტორთა აქტივობებს საიტზე და შევადგინოთ სტატისტიკა საიტის გამოყენებისა და სწრაფი რეაგირების შესახებ. კომპანიასა და სერვისის გარე მიმწოდებლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ გამჭვირცელე GIF-ფაილები HTML-ის ელექტრონული შეტყობინებების ფორმატში, რათა თვალყური ადევნონ პასუხების სიხშირის მაჩვენებელს, განსაზღვრონ მარკეტინგული კამპანიების წარმატება და იცოდნენ, როდის ნახულობენ და იგზავნება ჩვენი ელ.წერილები.

    საიტის ანალიტიკა
    კომპანიას შეუძლია სერვისის გარე მიმწოდებლებთან, რომლებიც იყენებენ ამ სექციაში აღწერილ ტექნოლოგიებს, რათა განახორციელონ საიტის ანალიტიკა,თვალყური ადევნონ და გაიგონ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები საიტს. მაგალითად, Google-ის კომპანია, რომელიც ახორციელებს ვებ-ანალიტიკის სერვისებს, გვეხმარება გავაუმჯობესოთ საიტის ფუნქციონირება და მომხმარებლებთან ურთიერთმოქმედება. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია და გაეცნოთ Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, რომელსაც ის იყენებს თავის გადაწყვეტილებებისთვის და ასევე მის გამოყენებზე უარის თქმის საშუალებებზე, Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის განყოფილებაში.

    ვიჯეტები, აპები და სხვა საშუალებები
    თუ თქვენ აირჩევთ ჩვენს მიერ მოწოდებული ტექნოლოგიების გამოყენებას (როგორიცაა ვიჯეტები), ასეთი ტექნოლოგიებით მიღებული თქვენი ნებისმიერი მონაცემები, მათ შორის პერსონალური მონაცემები, შეიძლება გახდეს საჯარო, მაგალითად, სოციალური ქსელების, სხვა საიტებისა და პლატფორმების მეშვეობით, რომლებზეც შეგიძლიათ გააქტიუროთ შესაბამისი ხელსაწყო. გარდა ამისა, ზოგიერთ ტექნოლოგიას შეუძლია ვირუსულად გადავიდეს სხვა პლატფორმებზე (მაგალითად, თქვენმა მეგობარმა ან კლიენტმა შეიძლება განათავსოს ვიჯეტი, რომელიც შეიცავს თქვენს მონაცემებს თავის ბლოგზე). კომპანია არ არის პასუხისმგებელი პერსონალური და სხვა მონაცემების და (ან) სხვა ინფორმაციის მიღებაზე, გამოყენებაზე ან გავრცელებაზე, რომელიც საჯარო გახდება.

    შემდეგი cookie-ფაილი აუცილებელია ჩვენი საიტის ფუნქციონირებისთვის.

    cookie-ფაილის სახელი დანიშნულება
    Cart-content ამ cookie-ფაილში ინახება ვიზიტორის კალათის ინფორმაციას

    შემდეგი cookies-ფაილები არ არის აუცილებელი ჩვენი საიტის ფუნქციონირებისთვის და ძირითადად გამოიყენება ჩვენი სერვისების უზრუნველსაყოფად, შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ ვათავსებთ არცერთ ამ ფაილს თქვენს მოწყობილობაზე თქვენი თანხმობის გარეშე.

    cookie-ფაილის სახელი დანიშნულება
    Language (ენა) ამ cookie-ფაილშიი ინახება ინფორმაცია მომხმარებლის ნაგულისხმევი ენის შესახებ.
    POLL_LV_ID_* ეს cookie-ფაილი მიუთითებს იმას, რომ მომხმარებელმა უკვე მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში
    QUESTIONNAIRE_LV_ID* ეს cookie-ფაილი მიუთითებს იმას, რომ მომხმარებელმა უკვე შეავსო ანკეტა
    sibvaleo_language_code ეს cookie -ფაილი ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის სასურველი ქვეყნის შესახებ

  7. IP-მისამართები

    IP-მისამართის განსაზღვრის საშუალებები

    თქვენი კომპიუტერის IP-მისამართია - ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება თქვენს კომპიუტერს თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის (ISP) მიერ.

    P მისამართი შეიძლება ავტომატურად გამოვლინდეს და დარეგისტრირდეს სერვერის ჟურნალში, როდესაც მომხმარებელი სტუმრობს საიტს; გარდა ამისა, ფიქსირდება ვიზიტის დრო და ნანახი გვერდები. IP- მისამართის განსაზღვრა-არის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდება ავტომატურად ბევრ ვებ-საიტზე.

    IP მისამართების გამოყენებისა და გამჟღავნების წესები

    ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ IP-მისამართები საიტის გამოყენების სტატისტიკის დასადგენად, სერვერის პრობლემების დიაგნოსტირებისთვის, თაღლითობის აღმოსაჩენად, საიტის ადმინისტრირებისთვის და სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ IP-მისამართები და გავუმჟღავნოთ ისინი მესამე პირებს ნებისმიერი მიზნით, რისთვისაც გამოიყენება ან ვრცელდება პირადი ინფორმაცია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არაპერსონალურად მივიჩნევთ Iმისამართებს, სერვერის ჟურნალებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს ყველა შემთხვევებში, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებისა, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობაშია ნახსენები.

  8. სოციალური ქსელები და ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალებები

    ჩვენი საიტის სპეციალური ფუნქციები საშუალებას გაძლევთ იურთიერთობოთ ჩვენთან და სხვა მომხმარებლებთან. კომუნიკაცია ხორციელდება ბლოგების, ფორუმების, პირადი შეტყობინებების, ჩატებისა და სპეციალურად შექმნილი ჯგუფების მეშვეობით. როდესაც იყენებთ ამ საკომუნიკაციო ინსტრუმენტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის თქვენი სახელი, მდებარეობა და ელ.ფოსტის მისამართი, შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვა მომხმარებლებისთვის. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ონლაინ საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მეშვეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე და კატეგორიულად არ გირჩევთ მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას (მაგალითად, ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის ან საბანკო ბარათის შესახებ). თუ იყენებთ კომუნიკაციის ამ საშუალებებს, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დარჩეს საიტზე მისი დატოვების შემდეგაც.

  9. უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომას ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი პერსონალური მონაცემების დასაცავად. სამწუხაროდ, შეუძლებელია სრული უსაფრთხოების გარანტია ინტერნეტით მონაცემთა გაგზავნისას და სისტემაში მათ შენახვაზე. თუ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ თქვენი ურთიერთქმედება ჩვენთან გახდა სახიფათო (მაგალითად, ეჭვი გაქვთ, რომ ჩვენს სისტემაში თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება საფრთხეშია), გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ პრობლემის შესახებ დაგვიკავშირდით მითითებულ მისამართზე განყოფილებაში "კონტაქტები".

  10. არჩევანის უფლება

    თუ გსურთ უარი თქვათ კომპანიის მარკეტინგული შეთავაზებებისა და/ან სარეკლამო აქციების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შეტყობინება დაგვიკავშირდით განყოფილებაში "კონტაქტები" მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვეცდებით ოპერატიულად ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას.

  11. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, რედაქტირება და გამოხმაურება თქვენ შეგიძლიათ პერსონალური და სხვა მონაცემების რედაქტირება ონლაინ მაღაზიის პერსონალურ კაბინეტში ან კომპანიის დახურული ვებსაიტის BackOffice-ის განყოფილებაში.

    თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა შეიძლება მოხდეს კომპანიასთან თანამშრომლობის ერთდროული შეწყვეტით, რადგან კომპანია ვერ შეძლებს შეასრულოს მომხმარებლის შეთანხმებით, თანამშრომლობის სტანდარტებითა და შესყიდვის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები. თუ თქვენ, ამის მიუხედავად, გსურთ უარი თქვათ კომპანიასთან თანამშრომლობაზე, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება თავისუფალი ფორმით „კონტაქტების“ გვერდზე მითითებულ მისამართზე, თქვენი სარეგისტრაციო ნომრის სავალდებულო მითითებით. თქვენი განაცხადი განიხილება 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ჩვენ წავშლით ყველა თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემთხვევებისა, გათვალისწინებული ფედერალური კანონმდებლობით.

  12. პერსონალური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის შენახვის ვადა

    ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ დებულებაში მითითებული საჭირო მიზნების შესასრულებლად პერიოდის განმავლობაში, თუ კანონით არ არის მოთხოვნილი უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა.

  13. საიტის გამოყენება ბავშვების მიერ

    ეს საიტი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მაგრამ არ არის განკუთვნილი თოთხმეტ(14) წლამდე ასაკის ბავშვების გამოსაყენებლად. კომპანია მიზანმიმართულად არ აგროვებს, ინახავს ან ამუშავებს ინფორმაციას 14 წლამდე პირების შესახებ. თუ თვლით, რომ შესაძლოა თქვენი შვილის შესახებ ინფორმაცია შევაგროვეთ ჩვენი საიტის მეშვეობით, გთხოვთ შეგვატყობინოთ და ჩვენ შევეცდებით მის წაშლას.

  14. ცვლილებების შეტანა წინამდებარე დებულებაში კონფიდენციალურობის შესახებ

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე დებულებაში კონფიდენციალურობის შესახებ. კონფიდენციალურობის დებულებაში შესული ცვლილებები ძალაში შედის დებულების ახალი ვერსიის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. ასეთი ცვლილებების განხორციელების შემდეგ კომპანიასთან ურთიერთობის დამყარებისას, თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის შესახებ დებულების ახალ ვერსიას.