• ka
  • დახმარება
კალათი

შეძენის პირობები

შეძენის პირობები

1. ტერმინები:

ინდმეწარმე გოგიჩაიშვილი დალი, 2002 წლის 22 ივლისს ნომრით 111/216 რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის მეწარმეთა და არამეწარმეთა (არასამეწარმეო) იურიდიულ პირთა რეესტრში, რომელიც ახორციელებს პროდუქციის პოპულარიზაციას და რეალიზაციას Siberian Wellness-ის სავაჭრო ნიშანით და მასთან დაკავშირებული პროდუქტების ჯგუფებს.

გამყიდველი-არის ინდმეწარმე დალი გოგიჩაიშვილი, , რომელიც, მის სხვა საქმიანობასთან ერთად, ვებ-გვერდის მეშვეობით ახორციელებს Siberian Wellness-ის პროდუქციის დისტანციურ გაყიდვებს. იურიდიული მისამართი: საქართველო, რუსთავი, ხალხთა მეგობრობის გამზ., კორპ. 39/18. საიდენტიფიკაციო ნომერი: 35001005623.
ელ.ფოსტა: Siberianwellnessingeorgia@gmail.com

ვებგვერდი განთავსებულია მისამართზე https://ge.siberianwellness.com/ge-ka/ service, რომელიც კომპანიის საკუთრებაა.

ონლაინ მაღაზია – ინტერნეტ-საიტია, რომელიც ეკუთვნის ონლაინ-მაღაზიის მფლობელს და აქვს ინტერნეტ მისამართიhttps://ge.siberianwellness.com/ge-ka/, რომელიც აძლევს კლიენტებს შესაძლებლობას:

  • გაეცნონ გამყიდველის მიერ კლიენტებისთვის შეთავაზებული პროდუქციის აღწერა, გადახდისა და მიწოდების პირობებს;
  • გააფორმონ შეკვეთა;
  • შეკვეთის გადახდა.
  • იმ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლის დისტანციური გაყიდვა აკრძალულია ან შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ, ონლაინ-მაღაზიაში კლიენტი აფორმებს განაცხადს გამყიდველის მისამართით შერჩეული პროდუქტის გაყიდვის შესახებ.

    კლიენტი – არის მომხმარებელი, რომელიც ქმნის შეკვეთებს ონლაინ-მაღაზიის მეშვოებით, ან პირი, რომელიც მითითებულია შეკვეთაში პროდუქტის მიმღებად, და რომელიც იყენებს ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით შეძენილ პროდუქციას მხოლოდ პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა საჭიროებებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობის განხორციელებასთან.

    მიტანის სერვისი – არის მესამე პირი, რომელიც გამყიდველთან შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოფს პროდუქციის კლიენტებისთვის მიწოდებისთვის მომსახურებას.

    პროდუქტი – არის მატერიალური სამყაროს ობიექტი, რომლის უფასო რეალიზაცია არ არის აკრძალული ან შეზღუდული საქართველოს კანონმდებლობით და წარმოდგენილია გასაყიდად ონლაინ-მაღაზიის გამოყენებით.

    შეკვეთა – კლიენტისგან სათანადო წესით გაფორმებული მოთხოვნა ონლაინ-მაღაზიაში გამოქვეყნებული პროდუქტების კატალოგიდან შერჩეუილი პროდუქციის შეძენაზე.

    მომხმარებლებთან მუშაობის სამსახური – ონლაინ-მაღაზიის მფლობელის სერვისები, რომლებიც ეხმარებიან კლიენტს გადაჭრას ონლაინ-მაღაზიის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

    კალათა – ლიენტის მიერ ინტერნეტ მაღაზიაში შერჩეული პროდუქტების სია.

    პირადი კაბინეტი – ონლაინ-მაღაზიის განყოფილება, რომელიც ხელმისაწვდომია კლიენტისთვის ავტორიზაციის შემდეგ და შეიცავს კლიენტის პირად ინფორმაციას.

    ანგარიშის ჩანაწერი – კლიენტის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ლოგინი და პაროლი, რომელიც გამოიყენება ონლაინ-მაღაზიაში შესასვლელად.

    გამყიდველის შეთავაზებები – ხელმისაწვდომი ინფორმაცია ონლაინ-მაღაზიაში გასაყიდად შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ გამყიდველის მიერ მიმდინარე ტარიფების შესაბამის ფასებში და პირობებში.

    სპეციალური შეთავაზება – გამყიდველის შეთავაზება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფასდაკლებების, საჩუქრების და სხვა სპეციალური პირობების შესახებ პროდუქციის ონლაინ-მაღაზიაში შესაძენად. გამყიდველს არ ევალება მიუთითოს, რომ შეთავაზება არის სპეციალური.

    ბონუსი – პროდუქცია, რომელსაც დამატებით სთავაზობს გამყიდველი კლიენტის შეკვეთას, გაფორმებული სპეციალური შეთავაზებით გამყიდველის შეხედულებისამებრ განსაზღვრული პირობებით.

    ქულები – არის ფიქსირებული ციფრული მაჩვენებელი დაწესებული თითოეული პროდუქციისთვის.


    2. ზოგადი დებულებები ონლაინ-მაღაზიის შესახებ

    2.1. შესყიდვის წინამდებარე პირობები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც-პირობები) არეგულირებენ კლიენტსა და გამყიდველს შორის ურთიერთობას პროდუქციის დისტანციური გაყიდვის დროს, გარდა პროდუქციისა, რომელსაც გამყიდველი ყიდის კლიენტებისთვის სპეციალიზებულ მაღაზიებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

    2.1.1. რაც შეეხება პროდუქციას, რომლის დისტანციური გაყიდვა აკრძალულია ან შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით, ონლაინ-მაღაზიაში კლიენტს მიეწოდება ინფორმაცია პროდუქციის შესახებ და მასზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამყიდველსა და კლიენტს შორის იდება უშუალოდ გამყიდველის სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომელსაც კლიენტი ირჩევს მიწოდების მეთოდის შერჩევის ეტაპზე.

    2.1.2. წამახალისებელი ღონისძიებების (აქციების) განხორციელებისას, რომელთა პირობები განთავსებულია საიტზე, გამყიდველს შეუძლია დააწესოს სპეციალური დებულებები, რომლებიც არეგულირებენ შეკვეთის გაფორმების და პროდუქციის დაბრუნების პროცედურას. ამ შემთხვევაში, აქციების პირობები წინამდებარე პირობების განუყოფელი ნაწილია და ექვემდებარება აქციაში მონაწილე პირებისთვის გამოსაყენებლად. სააქციო შეკვეთის გაფორმება ან/და აქციაში მონაწილეობის სხვა პირობების შესრულება ნიშნავს კლიენტის თანხმობას შესაბამისი აქციის პირობებზე.

    2.2. ონლაინ მაღაზიის გამოყენებით პროდუქციის შეკვეთის დროს, კლიენტი უერთდება წინამდებარე პირობებს და ვალდებულია დაიცვას მოცემული პირობებით გათვალისწინებული ყველა წესი.

    2.3. გამყიდველსა და კლიენტს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

    2.4. მოცემული პირობები, ისევე როგორც ინფორმაცია ონლაინ-მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ, არის საჯარო შეთავაზება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი329-ის შესაბამისად.

    2.5. კლიენტი თანახმაა, რომ ყველა სერვისი უზრუნველყოფილია ონლაინ-მაღაზიის შიდა რეგლამენტების შესაბამისად. ონლაინ-მაღაზიის გამოყენებით შეკვეთის გასაფორმებლად, კლიენტს უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობა, ასევე გაიაროს რეგისტრაციის პროცედურა (იხილეთ მომხმარებლის შეთანხმების შესაბამისი განყოფილებები ბმულზე). კლიენტი დამოუკიდებლად და საკუთარი ხარჯებით წყვეტს ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან წვდომის უფლებების შეძენასთან, საჭირო აღჭურვილობისა და პროგრამული პროდუქტების შეძენასა და რეგულირებასთან.


    3. შეკვეთის გაფორმების პირობები

    3.1. შეკვეთის გასაფორმებლად, კლიენტი უნდა შევიდეს ონლაინ-მაღაზიაში სარეგისტრაციო ნომრის გამოყენებით, რომელიც არის მისი ლოგინი და პერსონალური პაროლი.

    3.2. ლოგინის და პაროლის არარსებობის შემთხვევაში, ონლაინ-მაღაზიის ვიზიტორს შეუძლია გაიაროს გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურა პირველი შენაძენის განხორციელებასთან ერთად.
    გამარტივებული რეგისტრაციისას, ონლაინ-მაღაზიის ვიზიტორი უპირობოდ ეთანხმება მომხმარებლის შეთანხმების ყველა პირობას, კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მოცემული პირობებს შეკვეთის ფორმაში შესაბამისი ველების მონიშვნით და ბმულზე „გადახდა“-ზე დადასვლით.
    გამარტივებული რეგისტრაციისას, ონლაინ-მაღაზიის ვიზიტორმა უნდა მიუთითოს თავისი პერსონალური მონაცემები ონლაინ-ფორმის შესაბამის ველში: სრული სახელი, დაბადების თარიღი, ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.
    გამარტივებული რეგისტრაციის გავლისას, ონლაინ მაღაზიის ვიზიტორი თანახმაა გადასცეს თავისი პერსონალური მონაცემები პერსონალური მონაცემების ოპერატორს, რომელიც არის კომპანია.

    3.3. ონლაინ-მაღაზიაში შეკვეთის გადახდით, კლიენტი თანახმაა კომპანიისგან პერსონალური მონაცემების გადაცემაზე ონლაინ-მაღაზიის მფლობელზე და პროდუქციის გამყიდველზე შემდგომი დამუშავებისთვის, საქმიანობის განხორციელებისა და მომსახურების გაწევის მიზნით მოცემული პირობების ჩარჩოებში.

    3.4. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისწორეზე.

    3.5. კლიენტი იღებს ვალდებულებას არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს თავისი სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც არის რეგისტრაციისას მითითებული ლოგინი და პაროლი. თუ კლიენტს აქვს რაიმე ეჭვი მისი ანგარიშის ჩანაწერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ან მესამე პირის მხრიდან უნებართვო გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, კლიენტი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს ონლაინ-მაღაზიის მფლობელს ელექტრონული ფოსტით eshop@sibvaleo.comასევე, კლიენტს ნებისმიერ დროს შეუძლია დამოუკიდებლად შეცვალოს პაროლი პირად კაბინეტში.

    3.6. კლიენტი გაფრთხილებულია, რომ ონლაინ-მაღაზიის მფლობელს უფლება აქვს წაშალოს კლიენტის ანგარიშის ჩანაწერი ან შეაჩეროს კლიენტის წვდომა ონლაინ-მაღაზიასთან, თუ კლიენტი არღვევს წინამდებარე პირობებს.

    3.7. კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს შესყიდვის გადაწყვეტილება და უარი თქვას შეკვეთაზე მის მიღებამდე, ხოლო პროდუქციის მიღების შემდეგ 7 დღის ვადაში დააბრუნოს პროდუქცია წინამდებარე პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    3.8. გამყიდველს უფლება აქვს გააუქმოს კლიენტის შეკვეთები, რომლებიც შეიცავენ პროდუქტებს, რომლებზეც მომხმარებელმა მანამდე უარი თქვა ხუთჯერ ან მეტჯერ, მიუთითოს მიზეზები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ პროდუქტებში დეფექტების არსებობასთან.

    3.9. გამყიდველს უფლება აქვს უარი თქვას კლიენტთან ხელშეკრულების დადებაზე და შეკვეთის გაფორმებაზე, თუ კლიენტმა მანამდე განათავსა სამი ან მეტი შეკვეთა და არ მიიღო ისინი დროულად.

    3.10. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი კლიენტისთვის მიყენებულ ზარალზე ონლაინ-მაღაზიაში შეკვეთილი პროდუქციის არასათანადო გამოყენების გამო.

    3.11. გამყიდველს უფლება აქვს დაუთმოს ან სხვაგვარად გადასცეს კლიენტთან ურთიერთობიდან გამომდინარე თავისი უფლებები და მოვალეობები მესამე პირებს.


    4. შეკვეთის გაფორმება და შესრულების ვადები

    4.1. კლიენტს შეუძლია დამოუკიდებლად გააფორმოს შეკვეთა ონლაინ-მაღაზიაში. შეკვეთის გაფორმების დეტალები აღწერილია ონლაინ-მაღაზიაში განყოფილებაში „როგორ შევუკვეთოთ“.

    4.2. შეკვეთის გასაფორმებლად კლიენტმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კლიენტის ან პროდუქციის მიმღების გვარი და სახელი;
  • პროდუქციის მიწოდების ან მიღების მისამართი;
  • საკონტაქტო ნომერი;
  • საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  • კლიენტი ვალდებულია მიუთითოს სანდო ინფორმაცია შეკვეთის მიწოდების ან მიღების მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი გვაწვდის არაზუსტ და/ან მცდარ მონაცემებს, გამყიდველი არ იძლევა გარანტიას კლიენტის შეკვეთის შესრულებაზე.

    4.3. ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში მიტანის დრო ხელმისაწვდომია კლიენტისთვის ვებ-საიტზე "მიწოდების" განყოფილებაში..
    კლიენტის მიერ პროდუქციის მიღების საბოლოო ვადა დამოკიდებულია მიწოდების მისამართსა და რეგიონზე, მიტანის სერვისების ფუნქციონირებაზე და პირდაპირ არ არის დამოკიდებული გამყიდველზე.

    4.4. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი პროდუქცია არ არის გამყიდველის საწყობში, მათ შორის გამყიდველზე არადამოკიდებულ მიზეზების გამო, გამყიდველს უფლება აქვს გააუქმოს მითითებული პროდუქცია მომხმარებლის შეკვეთიდან და აცნობოს მომხმარებელს ამის შესახებ ზეპირად ან წერილობით. კლიენტმა უნდა დაადასტუროს შეცვლილი შეკვეთა გაუქმებული პროდუქციის გათვალისწინებით და გაუქმებული პროდუქტის გადახდილი თანხები დაუბრუნდება კლიენტს.
    იმ შემთხვევაში,თუ კლიენტი არ დაადასტურებს შეცვლილ შეკვეთას, შეკვეთა მთლიანად გაუქმდება და ამ შეკვეთისთვის გადახდილი თანხები სრულად უბრუნდება კლიენტს.
    კლიენტის თანხმობით შეკვეთის შეცვლისას გამყიდველი იტოვებს უფლებას გაზარდოს შეკვეთის მიწოდების დრო.


    5. მიწოდება

    5.1. პროდუქციის მიწოდების მეთოდები მითითებულია ონლაინ-მაღაზიაში, განყოფილებაში "მიწოდება და გადახდა".

    5.2. პროდუქციის მიწოდების ტერიტორია შემოიფარგლება საქართველოთი.s

    5.3. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა მიწოდებულია მიტანის სამსახურის მიერ, პროდუქციის შემთხვევით დაკარგვის ან შემთხვევითი დაზიანების რისკი გადადის კლიენტზე შეკვეთის მისთვის გადაცემის მომენტიდან და პროდუქციის მიმღების ხელისმოწერის დასმით პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტებში. პროდუქციის მიუწოდებლობის შემთხვევაში გამყიდველი უნაზღაურებს კლიენტს წინასწარ გადახდილ პროდუქციის ღირებულებას და მიწოდების საფასურს მიტანის სერვისიდან პროდუქციის დაკარგვის შესახებ დადასტურების მიღების შემდეგ.
    იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა მიწოდებულია ფოსტით, რისკი გადადის კლიენტზე შეკვეთის გაგზავნის მომენტიდან.

    5.4. თითოეული შეკვეთის მიტანის ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად, მიწოდების რეგიონის, მიწოდების შერჩეული მეთოდის მიხედვით და მითითებულია ონლაინ-მაღაზიაში შეკვეთის გაფორმების პროცესში.

    5.5. მიტანისთანავე პროდუქცია გადაეცემა კლიენტს ან ნებისმიერ პირს, რომელიც მითითებულია შეკვეთაში მითითებულ ადგილზე მიტანის მისამართზე და მზად არის წარუდგინოს ინფორმაცია შეკვეთის შესახებ: გადაზიდვის ნომერი და/ან კლიენტის სრული სახელი (შემდგომში- მიმღები) , თუ ეს გათვალისწინებულია მიტანის სამსახურის წესებით.

    5.6. წინასწარ გადახდილი პროდუქციის მიწოდებისას მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს კლიენტის ან მიმღების პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ასევე მიუთითოს შეკვეთის გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტში მოცემული დოკუმენტის სახეობა და ნომერი.

    5.7. კლიენტი/მიმღები იღებს ვალდებულებას მიიღოს შეკვეთის შესაბამისი ყველა პროდუქცია ან უარი თქვას მის სრულ მიღებაზე. მიღებისას პროდუქციის ნაწილობრივი დაბრუნება პროდუქციის მიმწოდებელისთვის შეუძლებელია.

    5.8. გამყიდველის მიერ პროდუქციის კლიენტის/მიმღების მიღებისთვის დაშვებული დრო შეზღუდულია და მითითებულია მიწოდების ეტაპზე შეკვეთის გაფორმებისას.

    5.9. პროდუქციის მიწოდების მზადყოფნის შესახებ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში პროდუქციის მიუღებლობა ითვლება კლიენტის/მიმღების მიერ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმად და წარმოადგენს გამყიდველის მიერ შეკვეთის გაუქმების საფუძველს.

    5.10. Нკლიენტის მიერ პროდუქციის მიუღებლობა, გამოწვეული შეკვეთაში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით კლიენტთან დაკავშირების შეუძლებლობით, ასევე ითვლება კლიენტის უარით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე და წარმოადგენს გამყიდველის მიერ შეკვეთის გაუქმების საფუძველს.

    5.11. თუ მიუღებელი პროდუქცია იყო წინასწარ გადახდილი, თანხები უბრუნდება კლიენტს ისევე, როგორც მოხდა გადახდა, გარდა მიტანის ხარჯებისა.

    5.12. ფოსტაში შეკვეთის მიღებისას მიმღები ვალდებულია შეამოწმოს მიწოდებული პროდუქტი და გახსნას იგი საფოსტო სამსახურის თანამშრომლების თანდასწრებით, რათა შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა დეკლარირებულ რაოდენობასთან, ასორტიმენტთან და კომპლექტურობასთან, აგრეთვე შეამოწმოს მიწოდებული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა, თარიღი და შეფუთვის მთლიანობა. მიწოდებული პროდუქციის მიმართ პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში (დანაკლისი იმ პროდუქტის ჩადება, რომელიც განსხვავდება გადაზიდვის ინვენტარში აღწერილი პროდუქტისგან, წარმოების ხარვეზები, სხვა პრეტენზიები), კლიენტის მითითებით, საფოსტო სამსახურის თანამშრომლები ადგენენ ოქმს გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ. თუ მიმღებმა ზემოაღნიშნული წესით არ წამოაყენა პრეტენზია, მაშინ ითვლება, რომ გამყიდველმა სრულად და სათანადოდ შეასრულა პროდუქციის გადაცემის ვალდებულება.

    5.13. მიტანის სერვისის კურიერისგან შეკვეთის მიღებისას მიმღები ვალდებულია შეამოწმოს მიწოდებული პროდუქტი და შეამოწმოს იგი შესაბამისობაში დეკლარირებული რაოდენობასთან, ასორტიმენტთან და კომპლექტურობასთან, აგრეთვე შეამოწმოს მიტანილი პროდუქტის ვარგისიანობის ვადა და შეფუთვის მთლიანობა. თუ მიწოდებულ პროდუქციაზე არ არის პრეტენზია, კურიერი ადგენს მიტანის სამსახურის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელიც მიუთითებს, იმაზე რომ მიმღებს მიღებულ შეკვეთის პროდუქციაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს და გამყიდველმა სრულად და სათანადოთ შეასრულა პროდუქციის გადაცემის ვალდებულება. აკრძალულია პროდუქციის ინდივიდუალური შეფუთვის გახსნა მიტანის სერვისის დოკუმენტზე ხელმოწერამდე.

    5.14. კურიერის კლიენტის მისამართზე ყოფნის დრო განისაზღვრება მიტანის სამსახურის წესებით.


    6. პროდუქციის თვითგატანა

    6.1. პროდუქტის გატანა შესაძლებელია მხოლოდ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა № 7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა. სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 – 19:00
    შაბათ-კვირას 12:00 – 17:30

    6.2. პროდუქციის მისაღებად კლიენტი ვალდებულია გამოცხადდეს თვითგატანის ადგილზე მიტანის სამსახურის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში პროდუქციის აღების მზადყოფნის შესახებ მითითებულ ვადაში.

    6.3. შეკვეთის მიღებისას კლიენტმა უნდა მიაწოდოს შეკვეთის ნომერი და წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ხელი მოაწეროს პროდუქციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

    6.4. თუ პროდუქციის შენახვის პერიოდში კლიენტი არ გამოცხადდება თვითგატანის ადგილზე, მიტანის სერვისი უბრუნებს პროდუქციას გამყიდველს, ხოლო გამყიდველი უბრუნებს კლიენტს პროდუქციაში გადახდილ ფულს, მიწოდების ღირებულების გამოკლებით.

    6.5. კლიენტის მიერ შეკვეთილი პროდუქცია, რომლის დისტანციური გაყიდვა კანონმდებლობით აკრძალულია ან შეზღუდულია, ინახება სპეციალიზებულ მაღაზიაში გამყიდველის შეტყობინებაში პროდუქციის გასაყიდად მზადყოფნის შესახებ მითითებული პერიოდის განმავლობაში.


    7. პროდუქციის საფასურის გადახდა

    7.1. ონლაინ-მაღაზიაში პროდუქტის ფასი მითითებულია ლარში. თუ გამყიდველი არის დღგ-ს გადამხდელი, პროდუქციის ფასი მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.

    7.2. პროდუქტის ფასი მოქმედებს იმ მომენტში, როდესაც კლიენტი დააჭერს ღილაკს „გადახდა“. ამ შემთხვევაში კლიენტის მიერ შეკვეთილი პროდუქტის ფასი არ ექვემდებარება ცვლილებას.

    7.3. პროდუქციის საფასურის გადახდის მეთოდები მითითებულია საიტზე "გადახდა"-ს განყოფილებაში.

    7.4.საბანკო ბარათების გამოყენებით პროდუქციის საფასურის გადახდის მახასიათებლები:
    საბანკო ბარათებით გადახდის წესი მითითებულია ვებ-გვერდზე გადახდის განყოფილებაში.
    საბანკო ბარათებზე ტრანზაქციის ავტორიზაციას ახორციელებს ბანკი, რომელმაც გასცა კლიენტის საბანკო ბარათი. თუ ბანკს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ოპერაცია ატარებს თაღლითურ ხასიათს, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას ამ ოპერაციის განხორციელებაზე.
    გადახდისას საბანკო ბარათების სხვადასხვა სახის ბოროტად გამოყენების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, საიტზე გაფორმებული და საბანკო ბარათით წინასწარ გადახდილი ყველა შეკვეთა მოწმდება ონლაინ-მაღაზიის მფლობელის მიერ, რომელიც იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა მიზეზის გარეშე. შეკვეთის ღირებულება უბრუნდება საბანკო ბარათზე, საიდანაც განხორციელდა შეკვეთის წინასწარი გადახდა.

    7.5. გამყიდველს უფლება აქვს უზრუნველყოს ფასდაკლებები პროდუქტებზე და დააწესოს ბონუს პროგრამა. ფასდაკლების სახეობები, ბონუსები, დარიცხვის პროცედურა და პირობები მითითებულია ონლაინ-მაღაზიაში და შეიძლება შეიცვალოს გამყიდველის მიერ ცალმხრივად.


    8. შეკვეთის გაუქმება და პროდუქტის დაბრუნება

    8.1. პროდუქციაზე უარის თქმა.

    8.1.1. შეკვეთის მიღებამდე კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი.

    8.1.2. შეკვეთის გასაუქმებლად, კლიენტმა უნდა გამოაგზავნოს განაცხადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე Siberianwellnessingeorgia@gmail.com

    8.1.3. თუ ელექტრონულ ფოსტაზე შეკვეთაზე უარის თქმის მიღების მომენტისთვისთვის შეკვეთა არ იყო ჩამოყალიბებული და არ იყო გადაცემული მიტანის სამსახურში, თანხა სრულად უბრუნდება კლიენტს.

    8.1.4. როდესაც შეკვეთაზე უარი დაფიქსირდა პროდუქციის მიტანის სერვისში გადაცემის შემდეგ, გამყიდველი იტოვებს უფლებას გამოქვითოს მიწოდების ღირებულება შეკვეთიდან.

    8.1.5. თანხები უბრუნდება კლიენტს იგივე საშუალებით, როგორი საშუალებითაც გადახდილი იქნა შეკვეთა.

    8.2. სათანადო ხარისხის პროდუქციის დაბრუნება.

    8.2.1. კლიენტს უფლება აქვს დააბრუნოს პროდუქტი მიღებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. ამისათვის თქვენ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი პროდუქციის დაბრუნების შესახებ ელ.ფოსტის მისამართზე Siberianwellnessingeorgia@gmail.com

    8.2.2. სათანადო ხარისხის პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია, თუ შენახულია მისი გაყიდვადი მდგომარეობა, სამომხმარებლო თვისებები, ასევე მითითებული პროდუქტის შეძენის ფაქტი და პირობების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    8.2.3. კლიენტი ვალდებულია დააბრუნოს პროდუქცია მისი გაყიდვადი მდგომარეობის და სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებით, ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტებით (ინვოისის ასლი, გაყიდვის ქვითარი), აგრეთვე ხელმოწერილი განაცხადი პროდუქტის დაბრუნების შესახებ.

    8.2.4. სათანადო ხარისხის პროდუქციის დაბრუნება ხდება საფოსტო გზავნილით თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად გამყიდველის მისამართზე.
    Пპროდუქციის მიღების შემდეგ გამყიდველი ამოწმებს მას. თუ შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია, გამყიდველი აცნობებს მომხმარებელს ტელეფონით.
    თუ პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას, გამყიდველი უბრუნებს ფულს კლიენტს 10 დღის განმავლობაში და ამის შესახებ აცნობებს კლიენტს.

    8.3. არასათანადო ხარისხის საქონლის დაბრუნება.

    8.3.1. თუ პროდუქცია გადაეცემა მყიდველს ხელშეკრულების პირობების დარღვევით საქონლის რაოდენობასთან, ასორტიმენტთან, ხარისხთან, კომპლექტურობის, ტარას და (ან) შეფუთვასთან დაკავშირებით, მან შეიძლება აცნობოს გამყიდველს ამ დარღვევების შესახებ არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში პროდუქციის ფოსტაში, საფოსტო განყოფილებაში ან მიტანის სერვისის კურიერისგან მიღების შემდეგ და არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღისა პროდუქციის მიღებიდან თვითგატანის ადგილიდან.

    8.3.2. კლიენტს ასევე აქვს უფლება განაცხადოს პრეტენზია გამყიდველთან პროდუქტის ფარული დეფექტების შესახებ, თუ ისინი აღმოჩენილია საგარანტიო პერიოდში ან ვარგისიანობის ვადაში.

    8.3.3. არასათანადო ხარისხის პროდუქტი, რომლის შესახებაც მყიდველს უფლება აქვს აცნობოს გამყიდველს 8.3.1 პუნქტში მითითებულ ვადაში, ნიშნავს პროდუქციის შემდეგი შესაძლო მახასიათებლებით:

    8.3.3.1. პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევა: ტუბის ნაკერის გახეთქვა, ბოთლების გაჟონვა, ქილებზე დამცავი გარსის არარსებობა და დაზიანება.

    8.3.3.2. პირველადი და სამომხმარებლო შეფუთვის ეტიკეტირება, რომელიც არ აკმაყოფილებს მარეგულირებელი დოკუმენტაციის მოთხოვნებს: ვადის გასვლის თარიღისა და სერიის ნომრის გრაფიკული დიზაინის არარსებობა (წარმოების თარიღი, ვარგისიანობის ვადა); ტექსტში ბრმა, ორმაგი ბეჭდვის, არათანაბარი ხაზების, უსუფტაო წარწერა, ჭუჭყიანი ბეჭედი, წუწების და საღებავის ლაქების არსებობა; ეტიკეტის გარეშე.

    8.3.3.3. გაყიდვადი მდგომარეობის არქონა: არათანაბრად დატანილი ეტიკეტები, ნაკეცები, ნაკაწრები, აბრაზიები, ლაქები, ჭუჭყიანი და სხვა მსგავსი დეფექტები; პროდუქტის გაჟონვა (სახუფებით, დისპენსერებით და ა.შ. მჭიდროდ დახურული არ არის); ჩანართების ნაკლებობა და გამოყენების ინსტრუქციის არარსებობა.

    8.3.3.4. არასწორი შეფასება (ნებისმიერი შეუსაბამობა შიგთავსსა და ეტიკეტს შორის). პროდუქციის მასას შეუსაბამობა (პროდუქტის მოცულობა, კაფსულების რაოდენობა ქილაში) სარეგისტრაციო მომხმარებლის შეფუთვაში და ეტიკეტზე ან გამოყენების ინსტრუქციაზე მითითებულს შორის.

    8.3.4. თუ პროდუქტში აღმოჩენილია ხარვეზები, თუ ისინი არ იყო მითითებული გამყიდველის მიერ, მომხმარებელს, თავისი შეხედულებისამებრ, უფლება აქვს მოითხოვოს:

  • პროდუქტში არსებული დეფექტების უსასყიდლო აღმოფხვრა ან მათი გამოსწორების ხარჯების ანაზღაურება კლიენტის ან მესამე პირის მიერ;
  • შესყიდვის ფასის პროპორციული შემცირება;
  • ჩანაცვლება მსგავსი ბრენდის პროდუქტით (მოდელის,არტიკულის) ან სხვა ბრენდის იგივე პროდუქტით (მოდელის, არტიკულის) შესყიდვის ფასის შესაბამისი გადაანგარიშებით.
  • 8.3.5. ამ მოთხოვნების წარმოდგენის ნაცვლად კლიენტს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს პროდუქციაზე გადახდილი თანხის დაბრუნება. გამყიდველის მოთხოვნით და მისი ხარჯებით, კლიენტმა უნდა დააბრუნოს ხარვეზებიანი პროდუქტი.

    8.3.6. პირობების 8.3.4 პუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განსახორციელებლად, კლიენტი ვალდებულია დაუბრუნოს პროდუქცია გამყიდველს, ასევე გაუგზავნოს გამყიდველს განაცხადი პროდუქციის დაბრუნების შესახებ ელექტრონული ფოსტით, შეკვეთის ნომრის, კლიენტის სახელის, გვარის,მამის სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის, ასევე დაბრუნების მიზეზის დეტალური აღწერის სავალდებულო მითითებით.

    8.3.7. განაცხადის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველი დაუკავშირდება კლიენტს პროდუქციის დაბრუნების/გაცვლის პროცედურის გასარკვევად ან კლიენტს უგზავნის წერილს პროდუქციის დაბრუნებაზე/გაცვლაზე უარით.

    8.3.8. პროდუქცის დაბრუნებისას კლიენტს უნდა დაუბრუნდეს პროდუქცია და მისი თანმხლები დოკუმენტები.

    8.3.9. თუ კლიენტი უარს იტყვის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე და დააბრუნებს არასათანადო ხარისხის პროდუქციას, გამყიდველი უბრუნებს მას დაბრუნებული პროდუქციის ღირებულებას, ასევე კლიენტისგან დაბრუნებული პროდუქციის მიწოდების გაწეულ ხარჯებს არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა არასათანადო ხარისხის პროდუქციის გამყიდველის მიერ მიღების თარიღიდან, იმ პირობით, რომ პროდუქციის დეფექტი არის წარმოების ხარვეზი და არ წარმოიქმნა კლიენტის ბრალით. იმ შემხვევში, თუ კლიენტის შეკვეთა შეიცავს სათანადო ხარისხის პროდუქციას, მიწოდების ღირებულება არ ანაზღაურდება.

    8.3.10. თუ კლიენტის მიერ დაბრუნებული პროდუქცია, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, აღიარებულია, როგორც სათანადო ხარისხის პროდუქცია, გამყიდველი იტოვებს უფლებას არ გაცვალოს პროდუქცია, იმ პირობით, თუ კლიენტს პროდუქციაზე გადახდილი თანხა დაუბრუნდა, გარდა კლიენტისთვის პროდუქციის მიწოდებისთვის გაწეული ხარჯებისა.


    9. თანხის დაბრუნება

    9.1. თანხები უნდა დაბრუნდეს იმავე გზით, როგორი გზითაც გამოიყენა კლიენტმა პროდუქციის გადახდისას.

    9.2. თუ თანხის დაბრუნება არ განხორციელდა კლიენტის მიერ პროდუქციის დაბრუნებასთან ერთად, მითითებული თანხის დაბრუნება ხორციელდება გამყიდველის მიერ კლიენტის თანხმობით ერთ-ერთი შემდეგი გზით:

  • საფოსტო გადარიცხვით;
  • კლიენტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვით.
  • 9.3. კლიენტის საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნებისას ანგარიშზე გადახდის ჩარიცხვის დრო დამოკიდებულია მომსახურე ბანკის მიერ ოპერაციების პერიოდზე, ასევე შესაბამისი გადახდის სისტემის მიერ დადგენილ გადარიცხვების განხორციელების ვადებსა და წესებზე.


    10. გამყიდველის მიერ რაოდენობის პირობების დარღვევის ქმედებების პროცედურა

    10.1. პროდუქციის მიღებისას კლიენტი ვალდებულია შეამოწმოს შეკვეთაში პროდუქციის რაოდენობა. თუ კლიენტის მიერ პროდუქციის მიღებისას გამოვლინდა შეუსაბამობა პროდუქციის ფაქტობრივ რაოდენობასა და შეკვეთაში მითითებულ რაოდენობას შორის, კლიენტი ვალდებულია გამოაგზავნოს შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე Siberianwellnessingeorgia@gmail.com.

    10.2. პროდუქციისთვის, რომელიც არ არის შეკვეთაში, თანხა უბრუნდება კლიენტს იგივე მეთოდით, როგორი მეთოდით განხორციელდა შეკვეთის გადახდა, ან ასეთი პროდუქცია მიეწოდება კლიენტს ცალკე შეკვეთით.


    11. ონლაინ-მაღაზიაში პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და დაცვა

    11.1. კლიენტის მიერ ინფორმაციის მიწოდება.
    შეკვეთის გაფორმებისას კლიენტი გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას: გვარი, სახელი, მამის სახელი, მიწოდების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (შემდგომში- მიწოდების ინფორმაცია).s

    11.2. კლიენტის მიერ მოწოდებული და გამყიდველის მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენება. გამყიდველი იყენებს ინფორმაციას:

  • კლიენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის;
  • ონლაინ-მაღაზიის ფუნქციონირების შეფასებისა და ანალიზისთვის;
  • გამყიდველის მიერ ჩატარებული აქციების გამარჯვებულის დადგენისთვის.
  • 11.3. კლიენტისთვის პროდუქციის მიწოდების მიზნით, გამყიდველი გადასცემს მიწოდების ინფორმაციას მიტანის სერვისს.

    11.4. გამყიდველის მიერ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება და მისი მესამე პირებისთვის გადაცემა.
    გამყიდველი იღებს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაცია. კლიენტი თანხმობას აძლევს გამყიდველს, რომ გამყიდველმა მიაწოდოს ინფორმაცია აგენტებს და მესამე პირებს, რომლებიც მოქმედებენ გამყიდველთან შეთანხმების საფუძველზე, რათა შეასრულონ კლიენტის წინაშე წინამდებარე განყოფილების გათვალისწინებული ვალდებულებები.

    11.5. კლიენტი ეთანხმება გამყიდველს ინფორმაციის და მისი პერსონალური მონაცემები მესამე პირებისთვის გადაცემაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემისა და დაცვის შესახებ იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

    11.6. გამყიდველი იღებს ინფორმაციას კლიენტის IP-მისამართის შესახებ. მოცემული ინფორმაცია არ გამოიყენება კლიენტის იდენტიფიცირებისთვის.