• ka
  • დახმარება
კალათი

შეთანხმება

შეთანხმება

1. ტერმინები:

ინდმეწარმე გოგიჩაიშვილი დალი, 2002 წლის 22 ივლისს ნომრით 111/216 რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის მეწარმეთა და არამეწარმეთა (არასამეწარმეო) იურიდიულ პირთა რეესტრში, რომელიც ახორციელებს პროდუქციის პოპულარიზაციას და რეალიზაციას Siberian Wellness-ის სავაჭრო ნიშანით და მასთან დაკავშირებული პროდუქტების ჯგუფებს.

გამყიდველი-არის ინდმეწარმე გოგიჩაიშვილი დალი, რომელიც, სხვა საქმიანობასთან ერთად, ვებგვერდის მეშვეობით ეწევა Siberian Wellness-ის პროდუქციის დისტანციური გაყიდვას. იურიდიული მისამართი: საქართველო, რუსთავი, ხალხთა მეგობრობის გამზ., კორპ. 39/18. ID(საიდენტიფიკაციო ნომერი) ნომერი 35001005623.
ელ.ფოსტა: Siberianwellnessingeorgia@gmail.com

ვებგვერდი – არის სერვისი, რომელიც განტავსებულია მისამართზე https://ge.siberianwellness.com/ge-ka/, რომელიც კომპანიის საკუთრებაა.

ონლაინ მაღაზია – ინტერნეტ-საიტია, რომელიც ეკუთვნის ონლაინ-მაღაზიის მფლობელს და აქვს ინტერნეტ მისამართი https://ge.siberianwellness.com/ge-ka/, რომელიც აძლევს კლიენტებს შესაძლებლობას:

  • გაეცნონ გამყიდველის მიერ კლიენტებისთვის შეთავაზებული პროდუქციის აღწერა, გადახდისა და მიწოდების პირობებს;
  • გააფორმონ შეკვეთა;
  • შეკვეთის გადახდა.
  • იმ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლის დისტანციური გაყიდვა აკრძალულია ან შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ, ონლაინ-მაღაზიაში კლიენტი აფორმებს განაცხადს გამყიდველის მისამართით შერჩეული პროდუქტის გაყიდვის შესახებ.

    მომხმარებელი – საიტის ვიზიტორი, რომელსაც აქვს კომპანიაში კონსულტანტის ან პრივილეგირებული კლიენტის სტატუსი.

    ვიზიტორი – საიტის პოტენციური მომხმარებელი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაციის პროცედურა, როგორც კონსულტანტს ან პრივილეგირებულ კლიენტს, მაგრამ აქვს შესაძლებლობა ნახოს საიტზე განთავსებული კონტენტი.

    კონსულტანტი – არის კომპანიაში რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს პროდუქტებს პირადი მოხმარებისთვის, რეკომენდაციას უწევს მათ სხვა ადამიანებს და ახორციელებს საქმიანოაბას კომპანიის პროდუქტებისა და საქმიანობის ინფორმირებისა და პოპულარიზაციის მიზნით რეგულარულად ან არარეგულარულად. კონსულტანტად რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ვებგვერდზე წინამდებარე მომხმარებლის შეთანხმებაში გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიასთან კონსულტანტის თანამშრომლობა ატარებს სისტემატურ ხასიათს და კონსულტანტის საქმიანობა მიმართული იქნება მოგების სისტემატურ მიღებაზე, ის ვალდებულია დარეგისტრირდეს მეწარმის სახით თავისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად./p>

    პრივილეგირებული კლიენტი – არის კომპანიაში რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს კომპანიის პროდუქციას პირადი მოხმარებისთვის და შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს მათ სხვა ადამიანებს. პრივილეგირებულ კლიენტად რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ვებსაიტზე წინამდებარე მომხმარებლის შეთანხმებაში გათვალისწინებული წესით.

    კლიენტი – არის მომხმარებელი, რომელიც ქმნის შეკვეთებს ონლაინ-მაღაზიის მეშვოებით, ან პირი, რომელიც მითითებულია შეკვეთაში პროდუქტის მიმღებად, და რომელიც იყენებს ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით შეძენილ პროდუქციას მხოლოდ პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა საჭიროებებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობის განხორციელებასთან.

    მენტორი – კონსულტანტი ან პრივილეგირებული კლიენტია, რომელმაც მოიწვია კანდიდატი (კონსულტანტი ან პრივილეგირებული კლიენტი) კომპანიასთან თანამშრომლობისთვის, რომელიც დარეგისტრირებულია კომპანიის მიერ მენტორის სახით და ახორციელებს მოწვეული პირების საინფორმაციო მხარდაჭერას, მათ სწავლებას, განათლებას და დარიგებას.

    კონსულტანტი – კონსულტანტი ან პრივილეგირებული კლიენტია, რომელიც უწევს კონსულტაციას კლიენტს, პრივილეგირებულ კლიენტს პროდუქტებისა და კონტენტის შესახებ.

    საიტის ადმინისტრაცია – არის კომპანიის თანამშრომლების ან მისი მინდობილი პირების ჯგუფი, რომელიც ადგენს საიტის გამოყენების წესს, მართავს მის მუშაობას და აკონტროლებს მომხმარებლების მიერ წინამდებარე შეთანხმების შესრულებას.

    კონტენტი – ტექსტები, სურათები, სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ჰიპერტექსტური ბმულები, აუდიოვიზუალური ნაწარმოებები, მუსიკალური ნაწარმოებები, ლიტერატურული ნაწარმოებები, პრეზენტაციები, კომპიუტერული პროგრამები, მობილური ტელეფონები, მათი ფრაგმენტები, ინფორმაცია, სხვა ობიექტები.

    პროდუქტი – არის მატერიალური სამყაროს ობიექტი, რომლის უფასო რეალიზაცია არ არის აკრძალული ან შეზღუდული საქართველოს კანონმდებლობით და წარმოდგენილია გასაყიდად ონლაინ-მაღაზიის გამოყენებით.

    შეკვეთა – კლიენტისგან სათანადო წესით გაფორმებული მოთხოვნა ონლაინ-მაღაზიაში გამოქვეყნებული პროდუქტების კატალოგის გამოყენებით შერჩეული პროდუქტების სიის მიწოდება მითითებულ მისამართზე.

    მომხმარებლებთან მუშაობის სამსახური  – სერვისები (უკუკავშირი საიტზე, ცხელი ხაზი), რომელიც ეხმარება კლიენტს გადაჭრას საიტისა და ონლაინ-მაღაზიის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

    Cookies – არის ვებ-სერვერის ან ვებ-გვერდის მიერ შექმნილი და მომხმარებლის კომპიუტერში ფაილის სახით შენახული მონაცემთა მცირე ნაწილი, რომელსაც ვებ-კლიენტი უგზავნის ვებ-სერვერს ყოველ ჯერზე HTTP(http) მოთხოვნით, როდესაც ისინი ცდილობენ გვერდის გახსნას შესაბამის საიტზე.

    კონფიდენციალური ინფორმაცია – არის ინფორმაცია, რომელზეც წვდომა შეზღუდულია მისი მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    პირადი კაბინეტი – არის საიტის განყოფილება, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ და შეიცავს მომხმარებლის პირად ინფორმაციას.

    ანგარიშის ჩანაწერი – კლიენტის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ლოგინი და პაროლი, რომელიც გამოიყენება კონსულტანტისა და პრივილეგირებული კლიენტის პირად კაბინეტში, ასევე ონლაინ-მაღაზიაში შესასვლელად.


    2. შეთანხმების საგანი

    2.1. წინამდებარე შეთანხმება მომხმარებელთან (შემდგომში - შეთანხმება) არის სამართლებრივი შეთანხმება მომხმარებელსა და კომპანიას შორის, რომელიც ადგენს საიტის გამოყენების წესებს.

    2.2. საიტზე დარეგისტრირებით მომხმარებელი ადასტურებს სრულ თანხმობას წინამდებარე შეთანხმების პირობებზე.
    შეთანხმების რომელიმე პირობასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საიტის გამოყენება. ამავე დროს, მას შეუძლია დარჩეს კომპანიის კონსულტანტად ან პრივილეგირებულ კლიენტად.
    საიტზე დარეგისტრირებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის ფლობს საჭირო სამართლებრივ შესაძლებლობებს და უფლებამოსილია, მიიღოს წინამდებარე შეთანხმება, შეუძლია შეასრულოს შეთნხმების პირობები და აგოს პასუხი შეთანხმების დარღვევისთვის, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობებისთვის, რომლებიც წარმოიქმნება საიტის გამოყენების შედეგად.

    2.3. მომხმარებელი პირადად არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელსაც ის აქვეყნებს საიტზე, მათ შორის მიმოხილვებს და გამოხმაურებებს პროდუქტებზე, კომენტარებს, საინფორმაციო შეტყობინებებს, სიახლეებს და სტატიებს.
    კონტენტის გამოქვეყნებით, მომხმარებელი გარანტიას იძლევა, რომ მას აქვს ამისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია, უფლება და უფლებამოსილება.
    კონტენტის გამოქვეყნებით, მომხმარებელი ანიჭებს უფლებას საიტის ნებისმიერ ვიზიტორს კონტენტის წვდომაზე.

    2.4. ამ საიტის დიზაინი და სტრუქტურა, ისევე როგორც მისი სხვა ელემენტები, რომლებიც ექვემდებარებიან დაცვას საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია მთლიანად ან ნაწილობრივ მათი რეპროდუცირება (კოპირება, იმიტაცია) ახალი საინფორმაციო ობიექტების შესაქმნელად მათ საფუძველზე ან ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არღვევენ კანონმდებლობას.
    გამოსახულებების, გრაფიკის, ხმის ან ვიდეო ინფორმაციის კოპირება შეუძლებელია სხვა ინტერნეტ საიტებზე განსათავსებლად ან ქაღალდზე ან მაგნიტურ მატარებლებზე ასლების გადაღებით კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე.


    3. ცვლილებები შეთანხმებაში

    3.1. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს:

  • შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები;
  • დავხვეწოს, დაამატოს, შეცვალოს ან შეწყვიტოს საიტის ან მისი რომელიმე ნაწილის მუშაობა ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • 3.2. საჭიროების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, განაახლოს, დაამატოს, შეწყვიტოს, წაშალოს, გადახედოს ან სხვაგვარად შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი ნაწილი, მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერ დროს.
    თუ ვიზიტორი შემოდის საიტზე ან იყენებს საიტს რაიმე ფორმით ამ შეთანხმების შეცვლის შემდეგ, ითვლება, რომ ვიზიტორმა წაიკითხა, გაიგო, უპირობოდ ეთანხმება და ამტკიცებს ასეთ ცვლილებებს. წინამდებარე შეთანხმების უახლესი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება საიტზე და ჩაანაცვლებს წინამდებარე შეთანხმების ყველა წინა ვერსიას.

    3.3. საიტი, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიძლება დაიხვეწოს, შეიცვალოს ან შეწყდეს მისი მუშაობა კომპანიის შეხედულებისამებრ. საიტის ნებისმიერი გაუმჯობესება, დამატება ან ცვლილება ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმებას.


    4. წვდომა

    4.1. ვიზიტორმა უნდა მიიღოს ინტერნეტთან წვდომა და გადაიხადოს ამ წვდომასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფასური, რათა გამოიყენოს საიტი. გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა.

    4.2. ვიზიტორი არის და იქნება ერთადერთი პასუხისმგებელი პირი მისი პერსონალური კომპიუტერის ნებისმიერი კომპიუტერული აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის, სატელეფონო (სადენიანი ან სხვა) სერვისების და ინტერნეტთან დაკავშირების სერვისის შეძენაზე, დაკავშირებაზე, ინსტალაციაზე, ჩამოტვირთვაზე, გამოყენებასა და მხარდაჭერაზე და ამასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯზე.

    4.3. ვიზიტორი არის ერთპიროვნულად პასუხისმგებელი კომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებამდე მისი კომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმებაზე კომპიუტერულ ვირუსებზე და მასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე.

    4.4. კომპანია უპირობოდ უარს ამბობს ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე ან ვალდებლებებზე ნებისმიერი შეცდომის ან წარუმატებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია ვიზიტორის კომპიუტერის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობასთან ან მარცხთან, საიტის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით.


    5. მომხმარებლის რეგისტრაცია

    5.1. საიტის ვიზიტორს უფლება აქვს აირჩიოს სასურველი კლიენტის ან პრივილეგირებული კონსულტანტის სტატუსი საიტზე და შეავსოს ონლაინ-ფორმა.

    5.2. საიტზე პრივილეგირებულ კლიენტად დარეგისტრირების ორი გზა არსებობს:
    ონლაინ-მაღაზიაში სწრაფი შეძენის განხორციელებისას ბმულზე „გაგრძელება“-ზე გადასვლით;
    „რეგისტრაციის“ გვერდზე ონლაინ-ფორმის შევსებისას.

    5.3. საიტზე კონსულტანტად დარეგისტრირების ორი გზა არსებობს:
    ვებგვერდის „რეგისტრაციის“ გვერდზე ონლაინ-ფორმის შევსებით;
    პრივილეგირებული კლიენტის პირად კაბინეტში ონლაინ-ფორმის შევსებით.

    5.4. კომპანიასთან თანამშრომლობის პირობები მითითებულია კომპანიის თანამშრომლობის სტანდარტებში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

    5.5. კომპანიაში რეგისტრაციისას მომხმარებელს ენიჭება ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ასევე არის ანგარიშის შესვლის ლოგინი.

    5.6. პრივილეგირებულ კლიენტად დარეგისტრირებისას მომხმარებელს სთავაზობენ აირჩიოს კონსულტანტი.

    5.7. კონსულტანტად დარეგისტრირებისას მას ემაგრება მენტორი ორიდან ერთი გზით:
    მომხმარებელი დამოუკიდებლად მიუთითებს მენტორის სარეგისტრაციო ნომერს;
    მომხმარებელი ირჩევს მენტორს საიტის მიერ ავტომატურად შემოთავაზებულთა შორის.


    6. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

    6.1. ავტორიზებულ მომხმარებელს უფლება აქვს განახორციელოს შეკვეთები ონლაინ-მაღაზიაში, დატოვოს გამოხმაურებები და მიმოხილვები პროდუქტებზე, თუ ეს შესაძლებელია, და განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საიტის ფუნქციონირებით.

    6.2. მომხმარებელს უფლება აქვს განათავსოს კონტენტი საიტზე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

    6.3. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ გამოაქვეყნოს პროვოკაციული, უხეში, შეურაცხმყოფელი და აგრესიული ხასიათის კონტენტი, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ და ეთიკურ ნორმებს, არღვევს მიმდინარე რუსეთის ან საერთაშორისო კანონმდებლობას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს საიტს და/ან კომპანიას, არღვევს უფლებებს, მათ შორის ინტელექტუალურს,მესამე პირების უფლებებს, რომელიც შეიცავს კომპანიისა და მისი თანამშრომლების შეურაცხყოფას ან არაკონსტრუქციულ კრიტიკას.
    მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ გამოაქვეყნოს ექსტრემისტული და პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტი, რომელიც აღძრავს ეთნიკურ ან რელიგიურ სიძულვილს, მოუწოდებს ამჟამინდელი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ, ან ფაშისტური ან ნაცისტური შინაარსის.

    6.4. საიტზე რეგისტრაციისას წინამდებარე მომხმარებლის შეთანხმების მე-5 ნაწილში მითითებული მეთოდებით ან კომპანიის თანამშრომლობის სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მეთოდით, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას მიუთითოს სანდო ინფორმაცია. კომპანია არ მოითხოვს მომხმარებლისგან დამატებითი ინფორმაციის მითითებას და არ იღებს ზომებს, რომლებიც მიმართულია მომხმარებლის დამატებითი ინფორმაციის სანდოობის გადამოწმებაზე, გარდა კონსულტანტის სტატუსის პერსონალური მონაცემებისა.
    კონსულტანტად რეგისტრაციისას კომპანიას შეუძლია მოითხოვოს მოქმედი სამოქალაქო პასპორტის ასლის მიწოდება.

    6.5. საიტზე პოსტებში ან კომენტარებში გამოქვეყნებული ყველა კონტენტი ექვემდებარება საავტორო უფლებებს. ყველა ნასესხებ მასალაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, თუ იგი მითითებულია წყარო-საიტზე და თუ შეუძლებელია მისი დადგენა-საავტორო უფლებების ხატულა ©. მისასალმებელია ჰიპერბმულები ინტერნეტში ადრე გამოქვეყნებულ ნასესხებ მასალებზე და თუ ავტორი აცხადებს მათ აუცილებლობას, ისინი სავალდებულოა. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ მიიწეროს სხვა ადამიანების ტექსტების ან სურათების ავტორობა.

    6.6. მომხმარებელი პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების დარღვევაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    მესამე პირების, სხვა მომხმარებლის ან საიტის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი სრულად და ოდენობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    6.7. მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა და ყველა ხარჯი (მათ შორის ზარალის, ზიანის, ჯარიმის, სასამართლო და სხვა ხარჯებისა და დანახარჯების კომპენსაცია) მესამე პირების მიმართ რაიმე პრეტენზიების წაყენების შემთხვევაში, ჩათვლით, მაგრამ არ შემოიფარგლება პრეტენზიებით, რომლებიც დაკავშირებულია მესამე პირების ინტელექტუალური უფლებების დაცვასთან, და ასევე რაიმე ვალდებულებებზე, საიტის მიერ დაკისრებულს მესამე მხარეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევით. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა საჭირო და შესაძლო ზომა, რომელიც მიზნად ისახავს საიტისა და კომპანიის ბრალდებულთა სიიდან გამორიცხვას.

    6.8. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს რეგისტრაციისას მითითებული ლოგინი ან მისი სარეგისტრაციო ნომერი და პაროლი. თუ მომხმარებელს აქვს რაიმე ეჭვი მისი ანგარიშის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ან მესამე პირის მიერ უნებართვო გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს საიტის ადმინისტრაციას ამის შესახებ პირად კაბინეტში მოთხოვნის გაგზავნით, განყოფილებაში "უკუკავშირი" ან ელ.ფოსტაზე – call-centre@sibvaleo.com. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დამოუკიდებლად შეცვალოს პაროლი პირად კაბინეტში.

    6.9. კომპანია არ არის რეკლამის განმთავსებელი, ხოლო მომხმარებელი არ არის კომპანიის ან/და მისი პროდუქტების რეკლამის, მათ შორის ინტერნეტში განთავსებული რეკლამის გამავრცელებებლი. როდესაც მომხმარებელი თავისი ინიციატივით განათავსებს ნებისმიერ სარეკლამო მასალას ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ინტერნეტში, რაიმე ფორმით, ის იქნება მათი რეკლამის განმთავსებელი და სარეკლამო გამავრცელებებლი. სარეკლამო მასალების განთავსებისას მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, დაიცვას რეკლამის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის, მის მიერ ინტერნეტში განთავსებული და გავრცელებული რეკლამის ეტიკეტირების შესახებ.


    7. საიტის ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები

    7.1. Кკომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას მომხმარებლის რეგისტრაცია და სხვა ინფორმაცია.
    კომპანია იღებს ვალდებულებას არ გაუმჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის და სხვა ინფორმაცია მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე შეთანხმებით, შესყიდვის პირობებით და კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

    7.2. საიტის ადმინისტრაცია არ არის ჩართული საიტის მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი დავების და კონფლიქტური სიტუაციების განხილვაში და გადაწყვეტაში, მაგრამ იტოვებს უფლებას დაბლოკოს მომხმარებლის გვერდი, თუ იგი მიიღებს მოტივირებულ საჩივრებს სხვა მომხმარებლებისგან ამ მომხმარებლის არაკორექტულ ქცევის შესახებ საიტზე.

    7.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მისი რეგისტრაციის ინფორმაციის დამოუკიდებელ გამჟღავნებაზე სხვა მომხმარებლებისთვის.

    7.4. Аსაიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული, მოახდინოს მომხმარებლების მიერ საიტზე განთავსებული ტექსტის, ფოტოების, კომენტარების და სხვა მასალების მოდერაცია.

    საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს წაშალოს მომხმარებლის ნებისმიერი ტექსტი, ფოტო ან კომენტარი შეტყობინებისა და განმარტების გარეშე.

    7.5. საიტის ადმინისტრაცია არ აკონტროლებს მომხმარებლების მიერ ინტელექტუალური საკუთრების საავტორო უფლებების დაცვას და არ არის პასუხისმგებელი საიტის მომხმარებლების მიერ მათ დარღვევაზე.

    7.6. საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა რაიმე გარანტიას, გამოხატულს თუ ნაგულისხმევს, რომ საიტზე გამოქვეყნებული მასალები სასარგებლო და საინტერესოა.

    7.7. მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას კანონით დადგენილ შემთხვევებში გადასცეს რეგისტრაციის ინფორმაცია, IP-მისამართი და მომხმარებლის ნებისმიერი სხვა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოს.

    7.8. საიტის ადმინისტრაცია იყენებს ინფორმაციას მომხმარებლის ქმედებების შესახებ საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

    7.9. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე შეთანხმების პირობებს, საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს წვდომა საიტზე და მის ნებისმიერ სერვისზე და დაბლოკოს მომხმარებლის გვერდი.
    საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შემოიღოს ნებისმიერი შეზღუდვა საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

    7.10. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დახუროს, შეაჩეროს, შეცვალოს საიტი ან მისი ნაწილი მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

    7.11. იმ შემთხვევში, თუ კომპანია პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ რეკლამის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, მათ შორის ინტერნეტში გავრცელებულ რეკლამის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლისთვის დარიცხული ანაზღაურებიდან დაუკავოს გაწეული ზარალის ოდენობის თანხა,მათ შორის გადახდილი ჯარიმის ჩათვლით. მომხმარებელი ეთანხმება ასეთ თანხის დაკავებას.
    იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებლისთვის დარიცხული ანაზღაურების ოდენობა არ არის საკმარისი კომპანიის მიერ მიყენებული ზარალის, მათ შორის გადახდილი ჯარიმის კომპენსაციისთვის, ან თუ მომხმარებელთან ხელშეკრულება შეწყდა, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლისგან მოითხოვოს ზარალის კომპენსაცია სრულად, კანონით დადგენილი წესით.


    8. სხვა

    8.1. თუ მომხმარებელს აქვს შეკითხვები ან პრეტენზია, მან უნდა დაუკავშირდეს მომხმარებლებეთან მუშაობის სამსახურის ცხელ ხაზზე ტელეფონით ან საიტზე უკუკავშირის ფორმის გამოყენებით. ყველა წარმოქმნილ დავას მხარეები შეეცდებიან გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, დავა გადაეცემა სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    8.2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას მის პირობებზე საიტზე დარეგისტრირებისას. რეგისტრაციის პროცედურის დასრულებამდე მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულებას.

    8.3. მომხმარებელი ნებაყოფლობით ამატებს კონტენტს საიტზე, ხოლო მომხმარებელი ინარჩუნებს ინტელექტუალურ და ნებისმიერ სხვა უფლებას, რომელიც მას ეკუთვნის კონტენტთან დაკავშირებით.

    8.4. კონტენტის გამოქვეყნებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამით იგი ანიჭებს კომპანიას და საიტს უსასყიდლოდ ჩვენების, რეპროდუცირების, ცვლილებების, შენახვის, ღიად ჩვენების, ადაპტაციის, გამოქვეყნების, გავრცელების, დაარქივების, თარგმნის და ნებისმიერი სხვა კონტენტის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენების უფლებას მოქმედების პერიოდისა და ტერიტორიის შეზღუდვის გარეშე.

    8.5. მომხმარებელი აღიარებს კომპანიის ყველა უფლებას საიტზე, როგორც ერთიანი ობიექტის, ყველა მისი კომპონენტის ჩათვლით.

    8.6. წინამდებარე შეთანხმების მიღებით, მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას იმაზე რომ:
    კონტენტის განთავსებისას მომხმარებელი არ ხდება საიტის თანაავტორი და უარს აცხადებს მომავალში ასეთ ავტორობაზე;
    წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კონტენტზე რაიმე უფლების კომპანიისთვის გადაცემის შემთხვევაში, მომხმარებელს ჩამოერთმევა ნამუშევრის გაწვევის უფლება.
    მომხმარებლის მიერ სპეციალურად საიტზე განთავსებისთვის შექმნილი კონტენტის განთავსების შემთხვევაში, ამ კონტენტზე ექსკლუზიურ უფლებას იტოვებს მომხმარებელი.

    8.7. საიტის მასალებზე, მათ შორის კონტენტზე წვდომა მომხმარებელს ეძლევა მხოლოდ პირადი გამოყენებისა და გაცნობისთვის. შესაბამისი უფლებების მფლობელების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს, გაამრავლოს, გაავრცელოს რაიმე ფორმით, დააკოპიროს, საჯაროდ გამოაქვეყნოს, გაავრცელოს საჯაროდ, თარგმნოს, შეცვალოს ან გამოიყენოს ნებისმიერი სხვა გზით, ან სხვა მიზნებისთვის საიტის მასალები.

    8.8. საიტის ადმინისტრაციას და კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა საიტზე განთავსებული კონტენტის მთლიანობასა და უსაფრთხოებაზე.

    8.9. თუ საიტის ადმინისტრაცია ან კომპანია რომელიმე მომენტში არ მოითხოვს მომხმარებლისგან წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პირობის დაცვას, ეს არ უარყოფს საიტის ადმინისტრაციის ან კომპანიის უფლებას მოითხოვოს შემდგომში ასეთი შესრულება, ასევე მიიღოს ზომები, რომლებიც მიმართულებია იმის უზრუნველყოფაზე, რომ მომხმარებელმა შეასრულოსასრულოს წინამდებარე შეთანხმების პირობები.

    8.10. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, კომპანია აგრძელებს კონტენტზე გადაცემული ყველა უფლებას, მომხმარებლისთვის მისი გამოყენებისთვის გადახდის ვალდებულების გარეშე.

    8.11. წინამდებარე შეთანხმების არცერთი დებულება არ ზღუდავს საიტის ადმინისტრაციის, კომპანიის ან მომხმარებლის უფლებებს, დადოს მსგავსი შეთანხმებები სხვა პირებთან.

    8.12. წინამდებარე შეთანხმების ერთ-ერთი პირობის ან დებულების არასწორად ჩათვლა არ ნიშნავს შეთანხმების სხვა პირობების ან დებულებების არასწორად ჩათვლის საფუძველს.

    8.13. მომხმარებელი თანახმაა, რომ დავების წარმოქმნის შემთხვევაში ისინი უნდა გადაწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.