კონცენტრატი მიზნობრივად მოქმედებს აქტიური მიმიკით გამოწვეული კანის ჩატეხილობების წარმოქმნის მიზეზებზე. მიორელაქსანტების სამმაგი კომპლექსის მქონე ფორმულა, რომელიც ბოტულოტოქსინის მოქმედების იმიტაციას ახდენს, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ამცირებს არსებული ნაოჭების გამოხატულებას და ხელს უშლის ახლების წარმოქმნას.
ეფექტი Botox-like
წაშალეთ ასაკის ნიშნები, როგორც საშლელით!
გულწრფელი ემოციები, ცხოვრების თანამედროვე რიტმი და ასაკთან ერთად ტონუსის დაქვეითება შესამჩნევ კვალს ტოვებს სახის კანზე მიმიკური ნაოჭებისა და ნაკეცების სახით. ხშირად, ასეთ შემთხვევებში ქალები ირჩევენ ბოტულოტოქსინის ძვირადღირებულ და ტრავმულ ინექციებს.
ინვაზიური კოსმეტოლოგიური პროცედურების ინოვაციური ალტერნატივაა მიორელაქსანტების შემცველი კოსმეტიკა, რომელიც «სილამაზის ნემსების» მსგავს ეფექტს ახდენს!
Experalta® Platinum / Experalta® პლატინუმის კონცენტრატის შემადგენლობაში არსებული სამი მძლავრი მიორელაქსანტი მიზნობრივად მოქმედებს კანის ნაკეცების წარმოქმნის მიზეზებზე. აქტიური ნივთიერებები ბლოკავენ ნერვულ-კუნთოვან იმპულსებს, რის შედეგადაც მცირდება მიმიკის აქტივობა, კანი კი სიმკვრივესა და სიგლუვეს იძენს. მცენარეული ინგრედიენტები იცავენ კანს ტენიანობის დაკარგვისგან, აუმჯობესებენ სახის ფერს და ხელს უშლიან ბუნებრივი დაბერების ახალი ნიშნების გამოჩენას. რეგულარული გამოყენებისას, ნაოჭები თვალის არეში, წარბებს შორის და შუბლზე მთლიანად სწორდება ან მნიშვნელოვნად ნაკლებად გამოხატული ხდება.
ყურადღება! კომპანიის მდგრადი განვითარების კონცეფციის და შეფუთვის შემცირების კურსის შესაბამისად, ჩვენ ამპულურ კონცენტრატებს კოსმეტიკური საწვეთურის გარეშე ვყიდით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მრავალჯერადი კოსმეტიკური დროპერი (საწვეთური) ან ნებისმიერი სხვა, თქვენთვის მოსახერხებელი.
• გამა-ამინოერბომჟავა (გაემ) ფერმენტირებული lactobacillus-ით
შეუძლია ხელი შეუწყოს ფიბრობლასტების პროლიფერაციას და ჰიალურონის მჟავის, გლუტათიონის და კოლაგენის სინთეზს, რითაც ზრდის კანის დატენიანებას და ელასტიურობას, ხდის მას გლუვსა და ტონუსში მოყვანილს. კანის ზედაპირზე არის გაემ-რეცეპტორები, რომლებიც აკონტროლებენ სახის კუნთების მოდუნებას და დაძაბულობას. გაემ-ს შეუძლია სწრაფად შეაღწიოს კანში და გაააქტიუროს გაემ-რეცეპტორები - დაძაბული სახის კუნთები მოდუნდება და მიმიკის ნაოჭები სწორდება.
• ზაფხულის ნარცისის (Leucojum aestivum) ბოლქვის ექსტრაქტი
კოსმეტიკური ინექციების უსაფრთხო და ნატურალური ალტერნატივა – ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს შუბლის არესა და თვალის გარშემო და ამცირებს მათ გამოჩენას. მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ნერვული სიგნალებისა და კუნთების შეკუმშვის ბლოკირებას. ზაფხულის ნარცისის ბოლქვის ექსტრაქტი თრგუნავს აცეტილქოლინის გამოყოფას და ადუნებს მუსკულატურას.
• Acetyl Hexapeptide-8
ბოტულოტოქსინის მოქმედების იმიტატორი პეპტიდი. ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს: «ბატის თათებს» თვალის კუთხეებში ან «მოაზროვნის ნაოჭებს» შუბლზე. ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და სრულად აქრობს წვრილ ნაოჭებს, კანს ხდის ახალგაზრდულსა და მკვრივს, უზრუნველყოფს საუკეთესო დატენიანებას და თავიდან აგაცილებთ ტენის დაკარგვას.
• HerbaGlow® NRG (Lipoid Kosmetik AG, შვეიცარია) კაპერის ყვავილის კვირტების, თუთის ფოთლებისა და ვარდისფერი როდიოლას ფესვების ექსტრაქტებით
შექმნილია კანის სინერგიულად კვებასა და აღორძინების მიზნით, აღადგენს ჯანსაღ, ახალგაზრდულ ბზინვარებას, ავსებს ენერგიით, უზრუნველყოფს კანს მეტი სიცოცხლისუნარიანობით და დაზიანებისადმი წინააღმდეგობის გაწევით. მას აქვს ანტიოქსიდანტური, გამაახალგაზრდავებელი, დამცავი და გამაღიავებელი ეფექტი.
• PhytoCodine® (Lipoid Kosmetik AG, შვეიცარია)
მსოფლიოში პირველი მცენარეული წარმოშობის პეპტიდები, გამოყვანილი ციმბირის კედრისგან და ჩაშენებული ციმბირის ჟენშენის (ელეუტეროკოკი) ექსტრაქტის მატრიცაში. გადააპროგრამებენ ფიბრობლასტებს ახალგაზრდა კანისთვის დამახასიათებელი უჯრედგარე მატრიქსის კომპონენტების შესაქმნელად, სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის, კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის გასაუმჯობესებლად და ასაკის ხილული ნიშნების შესამცირებლად.
• პულულანი
დეტოქს-ეფექტის მქონე ბიოპოლიმერი იცავს კანს ტოქსინებისა და დაბინძურებისგან, ახდენს დაბერების საწინააღმდეგო და ლიფტინგ მოქმედებას.
• ქლიავის ზეთი
არბილებს, კვებავს და ატენიანებს კანს. ოლეინისა და ლინოლის მჟავების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს უჯრედების ჯანსაღ ფუნქციონირებას და სახის ფერის გაუმჯობესებას.
• ყურძნის კურკის ზეთი
ცნობილია თავისი აღმდგენი და დამამშვიდებელი თვისებებით. არა მხოლოდ აახალგაზრდავებს კანს, არამედ ამაღლებს მის ტონუსსა და სიმკვრივეს, ასწორებს ნაოჭებს, ეფექტურად ატენიანებს ეპიდერმისის ღრმა ფენებს, ინარჩუნებს და აღადგენს ტენიანობის ბუნებრივ დონეს.
• ინულინი
ვარდკაჭაჭაზე დაფუძნებული პრებიოტიკი ქმნის ოპტიმალურ პირობებს კანის მიკრობიომის ბალანსის შესანარჩუნებლად. ზრდის კანის მდგრადობას, აძლიერებს მის დამცავ ფუნქციებს. ამცირებს მგრძნობელობას, აქვეითებს სიწითლისა და ანთების ინტენსივობას.
ვისთვის?
∙ Anti-age კოსმეტიკა აქტიური და საკუთარ სილამაზეზე მზრუნველი ქალებისთვის.
∙ ნებისმიერი ტიპის კანისთვის ხილული ასაკობრივი ცვლილებებით.
∙ აქტიური მიმიკის მქონე ქალებისთვის.
• 7 დღე
7-დღიანი რეგულარული გამოყენებისას, კონცენტრატის მოქმედება შედარებადია ბოტულოტოქსინ A-ს ინექციის ეფექტთან*.
• 14 დღე
∙ 38%-ით ნაკლებად გამოხატული ნაოჭები შუბლზე**
∙ თვალების ქვეშ «ბატის თათების» 43%-ით შემცირება**
• 4 კვირა
∙ 46,4%-ით უმჯობესდება შუბლზე კანის სიგლუვე**
∙ 39,3%-ით მცირდება თხელი ხაზები თვალის ქვეშ**
ამ პროდუქტს ცხოველებზე ტესტირება არ გაუვლია.
* საკვანძო აქტიური ინგრედიენტების in vitro კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით.
** პროდუქტის ოთხკვირიანი გამოყენებისას, აქტიური ინგრედიენტების მწარმოებლების მიერ მოწოდებული in vivo ტესტირებების შედეგების მიხედვით.
დილით და/ან საღამოს, მასაჟის ხაზების გასწვრივ მსუბუქი მოძრაობებით წაისვით ამპულის კონცენტრატის რამდენიმე წვეთი სახისა და კისრის სუფთა კანზე. მოიცადეთ ცოტა ხანს. არ ჩამოიბანოთ. როდესაც საშუალება შეიწოვება, წაისვით თქვენი საყვარელი კრემი.
ეკომიდგომა შეფუთვისადმი
კომპანიის მდგრადი განვითარების კონცეფციისა და შეფუთვის რაოდენობის შემცირების კურსის შესაბამისად, ჩვენ არ შევიტანეთ კოსმეტიკური დროპერი ამპულური კონცენტრატების კომპლექტში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დროპერი,
შეარჩიეთ ამპულური კონცენტრატი კანის საჭიროებებიდან გამომდინარე.
შეამცირეთ გამოყენებული შეფუთვის რაოდენობა:
– მინა და მუყაო ჩააბარეთ გადამუშავებაში;
– დროპერი (საწვეთური) გამოიყენეთ სხვა ამპულური კონცენტრატისთვის.
მიიღეთ ეკონომია – გადაიხადეთ მხოლოდ პროდუქტში და არა ზედმეტ შეფუთვაში.
აქტიური კომპონენტები: გამა-ამინოერბომჟავა, Acetyl Hexapeptide-8, ქლიავის ზეთი, პულულანი, სკვალანი, ზაფხულის ნარცისის ბოლქვის ექსტრაქტი, ტრეგალოზა, ინულინი, არნიკის ყვავილების ექსტრაქტი, ნესტორასას (თავყვითელას), ანწლის, ლურჯი ნიახურასა (ღიღილოს) და ლავანდის დისტილატები, კომპლექსები Phytocodine, HerbaGlow.
შემადგენლობა: წყალი, ყურძნის წიპწის ზეთი, გლიცერინი, კაპრილილ კაპრილატი/კაპრატი, პროპანდიოლი, მაკადამიის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ნუშის ზეთი, ქლიავის ზეთი, სკვალანი, პულულანი, ტრეგალოზა, ინულინი, ლურჯი ნიახურასა (ღიღილოს) ექსტრაქტი, ანწლის ყვავილების ექსტრაქტი, არნიკის ექსტრაქტი, დინატრიუმის ცეტეარილსულფოსუქცინატი, ალფა-გლუკან ოლიგოსაქარიდები, გამა-ამინოერბომჟავა, ლაქირებული აბედას (რეიშის) ექსტრაქტი, ჩაგას ექსტრაქტი, ზაფხულის ნარცისის ბოლქვის ექსტრაქტი, ჩინური კორდიცეფსის ექსტრაქტი, არომატიზატორი (სურნელოვანი კომპოზიცია), აცეტილჰექსაპეპტიდ-8, ეკლიანი კაპერის კვირტის ექსტრაქტი, ციმბირის კედრის თესლის კოპტონის ჰიდროლიზებული ექსტრაქტი, 1,2-ჰექსანდიოლი, სფინგომონას ფერმენტის ექსტრაქტი, ნატრიუმის სტეაროილ გლუტამატი, შავი თუთის ფოთლების ექსტრაქტი, ვარდისფერი როდიოლას ფესვის ექსტრაქტი, ტოკოფეროლი, ნიმის (ინდური აზადირახტას) ფოთლების ექსტრაქტი, ნიმის ყვავილების ექსტრაქტი, სოიოს ზეთი, კაპრილჰიდროქსამის მჟავა, კორალინას ექსტრაქტი, სკვალენი, ლიმონმჟავა, ბეტა-სიტოსტეროლი, ლეციტინი, ინდური კოქცინიის ექსტრაქტი, ლაქტობაცილების ფერმენტი, ალოეს ყვავილების ექსტრაქტი, ბადრიჯნის ექსტრაქტი, ელეუტეროკოკის ფესვის ექსტრაქტი, კურკუმას ექსტრაქტი, კაპრილილგლიკოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, რეჰანის (წმინდა ბაზილიკის) ყვავილების/ფოთლების ექსტრაქტი, რეჰანის (წმინდა ბაზილიკის) ფოთლების ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პენტილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლინალოოლი, ლიმონენი.
(INCI): Aqua (Water), Vitis Vinifera Seed Oil, Glycerin, Caprylyl Caprylate/Caprate, Propanediol, Macadamia Integrifolia Seed Oil, Olea Europaea Fruit Oil, Prunus Amygdalus Dulcis Oil, Prunus Domestica Seed Oil, Squalane, Pullulan, Trehalose, Inulin, Centaurea Cyanus Flower Extract, Sambucus Nigra Flower Extract, Arnica Montana Flower Extract, Disodium Cetearyl Sulfosuccinate, Alpha-Glucan Oligosaccharide, Aminobutyric Acid, Ganoderma Lucidum Extract, Inonotus Obliquus Extract, Leucojum Aestivum Bulb Extract, Cordyceps Sinensis Extract, Parfum, Acetyl Hexapeptide-8, Capparis Spinosa Bud Extract, Hydrolyzed Pinus Sibirica Seedcake Extract, 1,2-Hexanediol, Sphingomonas Ferment Extract, Sodium Stearoyl Glutamate, Morus Nigra Leaf Extract, Rhodiola Rosea Root Extract, Tocopherol, Melia Azadirachta Leaf Extract, Melia Azadirachta Flower Extract, Glycine Soja Oil, Caprylhydroxamic Acid, Corallina Officinalis Extract, Squalene, Citric Acid, Beta-Sitosterol, Lecithin, Coccinia Indica Fruit Extract, Lactobacillus Ferment, Aloe Barbadensis Flower Extract, Solanum Melongena Fruit Extract, Acanthopanax Senticosus Root Extract, Curcuma Longa Root Extract, Caprylyl Glycol, Ethylhexylglycerin, Ocimum Basilicum Flower/Leaf Extract, Ocimum Sanctum Leaf Extract, Potassium Sorbate, Sodium Benzoate, Pentylene Glycol, Sodium Hydroxide, Linalool, Limonene.

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
