ბაზა უნაკლო მაკიაჟისთვის. ანტიასაკობრივი კრემი ამზადებს კანს დეკორატიული კოსმეტიკის წასასმელად: ვიზუალურად ასწორებს მიკრორელიეფს, ავიწროებს ფორებს, არბილებს წვრილი ნაოჭების ხილვადობას, ეხმარება ტონალურ საშუალებებს თანაბრად გადანაწილებასა და უფრო დიდხანს შენარჩუნებაში. შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები ატენიანებს, ზრდის სიმკვრივეს და კანს ბზინვარებას ანიჭებს.
მეტი, ვიდრე პრაიმერი!
22-1-ში: მყისიერი შედეგი და დაგროვებითი ეფექტი
ნაცნობია თქვენთვის შეგრძნება, როდესაც ტონალური კრემის ქვეშ კანი დაღლილი და უსიცოცხლო ჩანს, საღამოსთვის კი მაკიაჟი უბრალოდ «იდღაბნება»? ანტიასაკობრივი მაკიაჟის ბაზა შექმნილია იმისთვის, რომ გაგათავისუფლოთ ამ უსიამოვნო შეგრძნებისგან!
ის უბრალოდ კი არ ნიღბავს – ის გარდასახავს. ტექსტურის მყისიერად გათანაბრებითა და წვრილი ნაოჭების შევსებით, კრემ-ბაზა კანს სიგლუვეს ანიჭებს, რის წყალობითაც მაკიაჟი თანაბრად ნაწილდება და გვიან საღამომდე ძლებს.
მაგრამ მისი მთავარი საქმე – მოვლაა. ანტიოქსიდანტებითა და ანტიასაკობრივი კომპონენტებით მდიდარი ფორმულა მუშაობს მანამ, სანამ თქვენ საკუთარი სილამაზით ტკბებით: ის ინტენსიურად ატენიანებს კანს, ებრძვის სიფერმკრთალეს და უბრუნებს მას ახალგაზრდულ ბზინვარებას.
ახლა იდეალური მაკიაჟი და აქტიური მოვლა აღარ არის არჩევანი, არამედ მოცემულობაა!
თქვენი გარდასახვის საფუძველი
• გამა-ამინოერბომჟავა
ცენტრალური ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი შემაკავებელი ნეირომედიატორი. გამა-ამინოერბომჟავას (GABA) შეუძლია ხელი შეუწყოს ფიბრობლასტების პროლიფერაციას, ჰიალურონის მჟავის, გლუტათიონისა და კოლაგენის სინთეზს, რაც ზრდის კანის დატენიანებასა და ელასტიურობას, ხდის მას შესამჩნევად უფრო გლუვსა და მკვრივს.
კანში სწრაფად შეღწევის უნარის წყალობით, ის ააქტიურებს კანის ზედაპირზე განლაგებულ GABA-რეცეპტორებს, რომლებიც არეგულირებენ მიმიკური კუნთების დაძაბულობას. ეს ეხმარება დაძაბული კუნთების მოდუნებასა და მიმიკური ნაოჭების ეფექტურად გასწორებაში.
– კანში ჰიალურონის მჟავის სინთეზის ორმაგი ზრდა.*
– ნაოჭების გამოხატულების შემცირება – 17%-ით.*
– უფრო ელასტიური კანი – 10%-ით.*
• გამაღიავებებლი კომპლექსი
ექვსი სპეციალურად შერჩეული კომპონენტი – ლაქტობიონის, ნუშისა და ტრანექსამის მჟავები, კარნოზინი, ნონაპეპტიდ-1 და ნიაცინამიდი – მოქმედებს სინერგიაში, რაც უზრუნველყოფს მრავალდონიან და მრავალმიზნობრივ მოვლას. კომპლექსი ამცირებს მელანინის გამომუშავებას და აღიავებს უკვე არსებულ პიგმენტაციას, ათანაბრებს კანის ტონს და ასტიმულირებს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზს დატენიანებისა და სიმკვრივის ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად. შედეგად ქრება სახის მქრქალი ფერი, კანი იძენს ჯანსაღ ბზინვარებას, ხოლო ტონი ხდება თანაბარი და ახალგაზრდული.
• BiEau® Actif Tri-Mushroom (აბედა სოკოს, ჩაგას, ჩინური კორდიცეფსის ექსტრაქტი)
კომპლექსი, რომლის მოქმედებაც მიმართულია ანთების შემცირებისა და ანტიოქსიდანტური დაცვისკენ. ათანაბრებს და აჯანსაღებს კანის საერთო ტონს. თრგუნავს ანთებით პროცესებს, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესსა და სიწითლეს, აქვეითებს კანის მგრძნობელობასა და რეაქტიულობას.
• ვიტამინი C-ს სტაბილური ფორმა
ზრდის კოლაგენის სინთეზს და ამაღლებს კანის ტონუსს. თრგუნავს თიროზინაზას აქტივობას და ხელს უშლის მელანინის სინთეზს. ახდენს მძლავრ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და ამცირებს ანთებითი პროცესების ინტენსივობას.
• ფოსფოლიპიდების სპეციალური კომპლექსი
ხელს უწყობს უჯრედებში ტენის შეკავებას, არბილებს და კვებავს კანს. ხელს უწყობს აქერცვლის თავიდან აცილებას და კანის ზედაპირს გლუვს ხდის, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი ან გაუწყლოებული კანისთვის მაკიაჟის წასმამდე.
• ჰიდროქსიეთილ შარდოვანა
ახდენს მძლავრ დამატენიანებელ მოქმედებას, კანს უფრო გლუვსა და აბრეშუმისებრს ხდის.
• ფიტოსკვალანი
სკვალენის მცენარეული ანალოგი, რომელიც მიიღება ზეითუნის ზეთისგან. კანში ღრმად შეღწევისა და ბუნებრივი სებუმის იმიტაციის უნარის წყალობით, ის ეფექტურად აკავებს ტენს უჯრედულ დონეზე, რითაც თავიდან აცილებს სიმშრალეს, აქერცვლასა და გაუწყლოებას. შედეგად კანი ხდება შესამჩნევად უფრო რბილი, მკვრივი და ელასტიური, რაც განსაკუთრებით ფასეულია მშრალი და მოწიფული კანისთვის. აღადგენს ლიპიდურ ბარიერს და უზრუნველყოფს საიმედო დაცვას აგრესიული გარე ფაქტორებისგან: დაბინძურების, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და სტრესისგან. როგორც მძლავრი ანტიოქსიდანტი, ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციასა და ნაოჭების გასწორებას. მისი მსუბუქი, უწონო ტექსტურა არ ტოვებს ცხიმიან აპკს, კანს ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს და იდეალურ ბაზად ემსახურება მაკიაჟს, უზრუნველყოფს მის თანაბარ წასმასა და მდგრადობას მთელი დღის განმავლობაში ნიღბის ეფექტის გარეშე.
• ძვირფასი ზეთები
A და E ვიტამინებით მდიდარი მაკადამიის ზეთი ღრმად ატენიანებს კანს, არბილებს და იცავს ოქსიდაციური სტრესისგან, რაც ხელს უწყობს მის ბზინვარებასა და ელასტიურობას.
ჟოჟობას ზეთი, რომელიც შემადგენლობით კანის ცხიმის მსგავსია, იდეალურად აბალანსებს ცხიმიანობას, ატენიანებს წებოვნების გარეშე და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, რაც კანს უფრო ელასტიურს ხდის.
ყურძნის წიპწის ზეთი გამოირჩევა ანტიოქსიდანტების, კერძოდ, E ვიტამინისა და პოლიფენოლების მაღალი შემცველობით. აღიავებს კანის ტონს, ეფექტურად ებრძვის დაბერებისა და ფოტოდაბერების ნიშნებს.
ვისთვის?
მათთვის, ვისაც სურს კანის ტონის გათანაბრება.
მათთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს ტონალურ საშუალებებსა და პუდრებს.
მათთვის, ვისაც სურს უსიცოცხლო და გადაღლილი კანის გამოცოცხლება.
მათთვის, ვისაც სურს, ყოველდღიური მოვლა უფრო ეფექტური გახადოს.
მეგაპოლისების მაცხოვრებლებისთვის, პლანშეტების, სმარტფონების, ლეპტოპებისა და პერსონალური კომპიუტერების აქტიური მომხმარებლებისთვის.
მათთვის, ვისაც სწრაფი შედეგი სჭირდება.
მათთვის, ვინც მრავალფუნქციურ საშუალებას ეძებს.
არ არის ტესტირებული ცხოველებზე
პარაბენების გარეშე
SLS/SLES–ის გარეშე
ფტალატების გარეშე
Бგმო-ს გარეშე
მინერალური ზეთის გარეშე
* აქტიური კომპონენტების ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით in vivo და in vitro.
მსუბუქი, მასაჟისებური მოძრაობებით დაიტანეთ კრემის მცირე რაოდენობა სახის გაწმენდილ კანზე და დაელოდეთ სრულ შეწოვას; ამის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ მაკიაჟის წასმას. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დღის კრემი.
(INCI): Aqua (Water), Glycerin, Hydroxyethyl Urea, Coco-Caprylate/Caprate, Dicaprylyl Carbonate, Isoamyl Laurate, Cetearyl Alcohol, Propanediol, Panthenol, Niacinamide, 3-O-Ethyl Ascorbic Acid, Macadamia Integrifolia (Macadamia) Seed Oil, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Squalane, Tocopheryl Acetate, Vitis Vinifera (Grape) Seed Oil, Ganoderma Lucidum Extract, Inonotus Obliquus Extract, Cordyceps Sinensis Extract, Lecithin, Phospholipids, Sodium Acrylates Copolymer, Aminobutyric Acid, Cetearyl Glucoside, Lactobionic Acid, Mandelic Acid, Tranexamic Acid, Nonapeptide-1, 1,2-Hexanediol, Silica, Carnosine, Glycolipids, Glycine Soja (Soybean) Sterols, Caprylhydroxamic Acid, Parfum, Glycine Soja (Soybean) Oil, Citric Acid, Lactobacillus Ferment, Ethylhexylglycerin, Ci 77891, 77002, 77492, 77491, 77499, Linalool, Limonene.

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
