სავლები გლიკოლიპიდებით, მაგნოლიისა და მუხის ქერქის ექსტრაქტებით, ციმბირული მცენარეების ფერმენტირებული კომპლექსით SIBERIAN CODE შლის კბილის ნადებს, ებრძვის ბაქტერიებს, ახდენს კარიესის განვითარებისა და ღრძილების ანთების პროფილაქტიკას. ყოველდღიური გამოყენებისას ანიჭებს ხანგრძლივ სიხალასეს. შეიცავს 99,3% ნატურალური წარმოშობის კომპონენტს. ქლორჰექსიდინის გარეშე.
ჯანსაღი ღიმილი და ხანგრძლივი სიახლე – ყოველ დღე!
ციმბირული მცენარეების ძალა კომპლექსური მოვლისთვის
პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლა სავლების გარეშე შეუძლებელია – ის აღწევს კბილის ჯაგრისისთვის მიუწვდომელ ადგილებში და უზრუნველყოფს კომპლექსურ დაცვას.
SIBERIAN CODE სავლები შექმნილია ავტორული რეცეპტით: ციმბირული ბალახების ფერმენტებისა და ეთერზეთების კომპლექსი ეფექტურად აშორებს ნადებს, იცავს ბაქტერიებისგან, თავიდან აცილებს კარიესსა და ანთებით პროცესებს. ყოველდღიური გამოყენებისას უზრუნველყოფს სუნთქვის გამოხატულ სიახალასეს.
გამოსცადეთ მოვლა, რომელიც თქვენზე ჭეშმარიტად ზრუნავს!
ფტორის გარეშე. შაქრის გარეშე. ქლორჰექსიდინის გარეშე. პარაბენების გარეშე.
არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, უხეშ აბრაზიულ კომპონენტებს, სინთეზურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
ბუნების სიწმინდე - მეცნიერების ძალა
• კომპლექსი SIBERIAN CODE
პრობიოტიკებით ფერმენტირებული ხუთი ციმბირული მცენარის კომპლექსი შეიცავს ფიჭვის კვირტების, ჩაგას, მოცვის, ირმის ხავსის და ბაიკალის მუზარადას(Scutellaria baicalensis) ექსტრაქტებს. რძემჟავით, ამინომჟავებით, პეპტიდებით, პოლისაქარიდებითა და ვიტამინებით გაჯერების წყალობით, აძლიერებს სავლების ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
• მაგნოლიას ექსტრაქტიи
აქვს გამოხატული ანტიმიკრობული და კარიესის საწინააღმდეგო თვისებები. ხელს უშლის ბიოაპკების წარმოქმნას, ნადების განვითარებასა და უსიამოვნო სუნს.
• ქსილიტოლი და გლიკოლიპიდები
ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებასა და კბილის ზედაპირზე ნადების წარმოქმნას, რითაც უზრუნველყოფენ კარიესისა და პირის ღრუში ანთებითი პროცესების პროფილაქტიკას.
• ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი
აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, თრგუნავს პირის ღრუში ბიოაპკების ზრდას, ამცირებს ღრძილების ანთებას, ებრძვის ნადებსა და გინგივიტს, რეკომენდებულია სტომატოლოგების მიერ, როგორც ანტიმიკრობული ინგრედიენტი პირის ღრუს სავლებ საშუალებებში.
• L- არგინინი
ატენიანებს, კვებავს, ინარჩუნებს პირის ღრუს ლორწოვანის pH ბალანსს, აფერხებს პათოგენური ბაქტერიების ზრდასა და ბიოაპკების წარმოქმნას პირის ღრუში, რაც თავიდან აცილებს ნადებისა და კბილის ქვის განვითარებას.
• მუხის ქერქისა და მრავალძარღვას ექსტრაქტები
ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, ანტიოქსიდანტური თვისებები, ინარჩუნებენ პირის ღრუს ჯანმრთელობას, ამაგრებენ ღრძილებს, თავიდან აცილებენ სისხლდენას.
• ჩაის ხის, ლიმონის, გრეიფრუტის, პიტნისა და ანისულის ეთერზეთები
აქვთ ანტისეპტიკური თვისებებით, უზრუნველყოფენ სისხლდენის პროფილაქტიკას, თავიდან აცილებენ პათოგენური ბაქტერიების განვითარებას და ამაგრებენ ღრძილებს. სავლებ საშუალებას ანიჭებენ სასიამოვნო გემოს და აახლებენ სუნთქვას.
• ბუნებრივი მენთოლი
პიტნის ეთერზეთის ბუნებრივი ორგანული ნაერთი. ანიჭებს მყისიერ გაგრილების ეფექტს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის აქტიურ სტიმულირებას და კაპილარების გაძლიერებას, ზედმეტი სითხის გამოდევნას და შეშუპების შემცირებას, რაც უზრუნველყოფს გამაგრილებელ და მატონიზირებელ ეფექტს.
მათთვის, ვისაც:
– ეძებს პირის ღრუს ბუნებრივ მოვლას;
– საჭიროებს კარიესისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკას;
– ზრუნავს სუფთა სუნთქვაზე;
– ირჩევს საშუალებებს ქლორჰექსიდინის გარეშე.
• ინგრედიენტების 99,3%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა
პირის ღრუს ნაზი და ეფექტური მოვლისთვის, ღრძილების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
• 5 ეთერზეთი
ამაგრებენ ღრძილებს და აახლებენ სუნთქვას.
• 9 მცენარეული ექსტრაქტი
ებრძვიან პათოგენურ მიკროფლორას, ინარჩუნებენ სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს და ზრდიან რეგულარული ჰიგიენის ეფექტურობას.
* დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.
ჩაიგუბეთ პირში 10–15 მლ საშუალება (თავსახურის ნახევარი), გამოივლეთ 20–30 წამის განმავლობაში და გადმოაფურთხეთ, პირის ღრუს წყლით გამოვლება საჭირო არ არის. სავლები არ საჭიროებს წყლით განზავებას. ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის გამოიყენეთ რეგულარულად საკვების მიღებისა და კბილების გამოხეხვის შემდეგ.
არ გადაყლაპოთ.
აქტიური კომპონენტები: ქსილიტოლი, გლიკოლიპიდები, მაგნოლიისა და მუხის ქერქის ექსტრაქტები, ჩაის ხის, ციტრუსების, პიტნისა და ანისულის ეთერზეთები, ფერმენტირებული კომპლექსი SIBERIAN CODE (ველური ფიჭვის კვირტების, ჩაგას სოკოს, წითელი მოცვის კენკრის, იაგელის (ირმის ხავსის), ბაიკალის მუზარადას ფესვის ექსტრაქტები).
შემადგენლობა: წყალი, სორბიტოლი, ქსილიტოლი, გლიკოლიპიდები, ველური ფიჭვის კვირტების, ჩაგას სოკოს, წითელი მოცვის კენკრის, იაგელის (ირმის ხავსის), ბაიკალის მუზარადას ფესვის* ექსტრაქტების ფერმენტირებული კომპლექსი, მუხის ქერქის ექსტრაქტი, მრავალძარღვას ფოთლების ექსტრაქტი, არგინინი, 1,2-ჰექსანდიოლი, ლაურამიდოპროპილ ბეტაინი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონის ეთერზეთი, ფორთოხლის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, მაგნოლიის ექსტრაქტი, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი, გლიცერინი, პიტნის ეთერზეთი, ანისულის ეთერზეთი, მენთოლი, კალიუმის სორბატი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონენი.
(INCI): Aqua (Water), Sorbitol, Xylitol, Glycolipids, Lactobacillus Ferment Filtrate / Pinus Sylvestris Bud Extract / Inonotus Obliquus Extract / Vaccinium Vitis-Idaea Fruit Extract / Cladonia Rangiferina Extract / Scutellaria Baicalensis Root Extract*, Quercus Robur Bark Extract, Plantago Major Leaf Extract, Аrginine, 1,2-Hexanediol, Lauramidopropyl Betaine, Sodium Benzoate, Citrus Limon Peel Oil, Citrus Sinensis Peel Oil, Melaleuca Alternifolia Leaf Oil, Magnolia Officinalis Bark Extract, Cetylpyridinium Chloride, Glycerin, Mentha Arvensis Leaf Oil, Pimpinella Anisum Seed Oil, Menthol, Potassium Sorbate, Benzyl Alcohol, Sodium Chloride, Limonene.
* ფერმენტირებული ციმბირული მცენარეების კომპლექსის შემადგენლობა SIBERIAN CODE.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
