ანტიცელულიტური კომპლექსი მენთოლითა და მენთილ ლაქტატით ახდენს გამაგრილებელ ეფექტს, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გააქტიურებას. კოფეინის წარმოებულები, არტიშოკის ექსტრაქტი და ლევანი ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის შემცირებას, ასტიმულირებს მის დაშლას, გვეხმარება კანის ტონუსის ამაღლებასა და სხეულის კონტურების კორექციაში.
კრიოდრენაჟი და კანის სწორი რელიეფი ზედმეტი საზრუნავის გარეშე
შეშუპება, სითხის შეგუბება და შენელებული მიკროცირკულაცია კანის რელიეფს უსწორმასწოროს ხდის, ხოლო კონტურებს – ნაკლებად მკაფიოს.
მენთოლითა და მენთილ ლაქტატით გამდიდრებული კრიოფორმულა ააქტიურებს უჯრედების რეაქციას სიცივეზე, რაც აძლიერებს მიკროცირკულაციას. არტიშოკის ექსტრაქტი, ნიაცინამიდი და არგინინი ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას სითხის გამოდევნის ხარჯზე, ხოლო კომპლექსი SLIMEXIR™ მხარს უჭერს ლიპოლიზის პროცესებსა და კანის რელიეფის გაუმჯობესებას.
კომპლექსური მოქმედება – თვალსაჩინოდ უფრო გლუვი და მკვრივი კანი 28 დღეში
• მენთოლი და მენთილ ლაქტატი
უზრუნველყოფენ მკაფიო გამაგრილებელ ეფექტს კანის ცივის რეცეპტორების გააქტიურების გზით. გაგრილების საპასუხოდ ძლიერდება მიკროცირკულაცია, რაც ხელს უწყობს კანის კვების გაუმჯობესებასა და ზედმეტი სითხის გამოდევნას.
ამ პროცესებს დამატებით მხარს უჭერენ ნიაცინამიდი და არგინინი, რომლებიც ხელს უწყობენ შეშუპების შემცირებასა და კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას.
• Slimexir® (X-Melt®, არტიშოკი, ლევანი)
SLIMEXIR™ – შვეიცარიაში (RAHN AG) შემუშავებული კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო ბაზასა და კანის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიებს.
კომპლექსი Slimexir® აერთიანებს კანზე მოქმედების სამ მექანიზმს::
– X-Melt® (მეთილქსანტინები)
ხელს უწყობს ადიპოციტებში ლიპიდების დაგროვების შემცირებასა და ლიპოლიზის პროცესების გააქტიურებას.
– არტიშოკის ექსტრაქტი (Cynara scolymus)
მდიდარია კოფეოილქინინის მჟავებით, ხელს უწყობს სითხის გამოდევნას და მხარს უჭერს მიკროცირკულაციას.
– ლევანი (ფრუქტანი)
კანის ზედაპირზე წარმოქმნის გამამკვრივებელ აპკს, რაც ხელს უწყობს რელიეფის გათანაბრებასა და ტენის შენარჩუნებას.
კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს ლიპოლიტიკურ მხარდაჭერას, დრენაჟსა და კანის ვიზუალურ გაგლუვებას.
• კოფეინი და ქსანტინები
ხელს უწყობს ლიპოლიზის პროცესების აქტივაციასა და შენარჩუნებას. ხელს უწყობს ცხიმოვან უჯრედებში ლიპიდების დაგროვების შემცირებას და კანის უფრო გლუვი იერის შენარჩუნებას.
• ნიაცინამიდი, არგინინი და ბეტაინი
მხარს უჭერს მიკროცირკულაციის შენარჩუნებასა და სითხის გამოდევნას. ნიაცინამიდი დამატებით მონაწილეობს კანის ბარიერის გამაგრებაში და ხელს უწყობს კანის იერის გაუმჯობესებას, ხდის რა მას უფრო გლუვს და ინარჩუნებს კომფორტის შეგრძნებას.
ვისთვის?
• კანის გამოხატული შეშუპებისა და „სიმძიმის“ მქონე პირთათვის: კრიოფორმულა ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნას და ვიზუალურად ამცირებს შეშუპებას.
• კანის უსწორმასწორო რელიეფისა და „ფორთოხლის კანის“ მქონე პირთათვის: პროდუქტი ხელს უწყობს კანის უფრო თანაბარი და გლუვი იერის შენარჩუნებას.
• მათთვის, ვინც იყენებს გამახურებელ საშუალებებს: კრიოეტაპი ხელს უწყობს შედეგის «შეკვრას» დრენაჟისა და რელიეფის ვიზუალური კორექციის ხარჯზე.
• კონტურების სიმკვეთრეკარგული სილუეტის მქონე პირთათვის: აქტიური კომპონენტები ხელს უწყობს კანის უფრო მკვრივი და თანაბარი იერის შენარჩუნებას.
• სილუეტსა და კანზე სისტემური მუშაობისთვის: პროდუქტი გამოსადეგია კურსობრივი გამოყენებისა და მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად.
თითოეულ შეფუთვაში:
• კომპლექსი Slimexir®
ლიპოლიზის, დრენაჟის პროცესების მხარდასაჭერად და კანის რელიეფის ვიზუალური გათანაბრებისთვის.
• კრიოაქტივები
მიკროცირკულაციისა და სითხის გამოდევნის პროცესების გასაუმჯობესებლად გაგრილების ეფექტის ხარჯზე.
• სადრენაჟო და მომვლელი კომპონენტები
კანის გარეგნული გათანაბრებისა და კომფორტის შეგრძნებისთვის.
ამ პროდუქტს ცხოველებზე ტესტირება არ გაუვლია.
პარაბენების გარეშე.
SLS/SLES–ის გარეშე.
ფტალატების გარეშე.
გმო-ს გარეშე.
მინერალური ზეთის გარეშე.
* SLIMEXIR™ კომპლექსის კვლევების მონაცემების მიხედვით.
** SLIMEXIR™ კომპლექსის კვლევების მონაცემების მიხედვით.
დაიტანეთ გელი სხეულის პრობლემურ ზონებზე ინტენსიური მასაჟის მოძრაობებით და დაიტოვეთ სრულ შეწოვამდე.
თერმოშეფუთვის სახით გამოყენებისას დაიტანეთ გელის საკმარისი რაოდენობა, გადაიფარეთ აპკი და დაიტოვეთ 10–30 წუთის განმავლობაში. საშუალების ჭარბი რაოდენობა მოიშორეთ ხელსახოცით, სურვილისამებრ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. არ გამოიყენება ბავშვებისთვის. თუ თქვენ გქონდათ ალერგიის შემთხვევები კოსმეტიკურ საშუალებებზე, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ლაიჰფ ხაკი
• მაქსიმალური კრიოეფექტი
დაიტანეთ შხაპის შემდეგ ოდნავ ნესტიან კანზე: ასე გამაგრილებელი ეფექტი უფრო მკვეთრად იგრძნობა, ხოლო განაწილება უფრო თანაბარი ხდება.
• ექსფოლიანტის შემდეგ – უფრო ძლიერი ეფექტი
გამოიყენეთ სხეულის ანტიცელულიტური ექსფოლიანტის (AHA- და PHA-მჟავები) შემდეგ: განახლებული კანი უკეთ ითვისებს მოვლის აქტიურ კომპონენტებს
• კონტრასტული მიდგომა
გამოიყენეთ გამახურებელი საშუალებების შემდეგ – ეს ხელს უწყობს დრენაჟის გაძლიერებას და კანის უფრო თანაბარი ვიზუალური ეფექტის მიღებას.
• სპა-შეფუთვა სახლის პირობებში
გამოიყენეთ შეფუთვის ფორმატი კვირაში 2-3-ჯერ უფრო ინტენსიური მოქმედებისთვის.
• კურსობრივი გამოყენება
უფრო თვალსაჩინო შედეგისთვის გამოიყენეთ რეგულარულად 3-4 კვირის განმავლობაში.
აქტიური ნივთიერებები: არტიშოკის ფოთლების ექსტრაქტი, ფრუქტანი, ქსანთინი, კოფეინი, ნიაცინამიდი, ბეტაინი, მენთოლი, არგინინი, მენტილ ლაქტატი.
შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, ნიაცინამიდი, ბეტაინი, ეთოქსიდიგლიკოლი, იზოპროპილის სპირტი, მენთოლი, კოკო-კაპრილატი/კაპრატი, დიკაპრილილ კარბონატი, კოფეინი, არგინინი, მენტილ ლაქტატი, არტიშოკის ფოთლების ექსტრაქტი, ბენზილის სპირტი, ფრუქტანი, ქსანთინი, კარბომერი, არომატიზატორი, გლიცერილ ლაურატი, დეცილ გლუკოზიდი, ფენილეთილის სპირტი, ლიმონმჟავა, გლუკოზა, ლიმონენი, ჰექსილ ცინამალი, ლინალოოლი, ბენზილ სალიცილატი, გერანიოლი, კუმარინი.
(INCI): Aqua (Water), Glycerin, Niacinamide, Betaine, Ethoxydiglycol, Isopropyl Alcohol, Menthol, Coco-Caprylate/Caprate, Dicaprylyl Carbonate, Caffeine, Arginine, Menthyl Lactate, Cynara Scolymus Leaf Extract, Benzyl Alcohol, Carbomer, Parfum, Glyceryl Laurate, Decyl Glucoside, Fructan, Phenethyl Alcohol, Citric Acid, Glucose, Xanthine, Limonene, Hexyl Cinnamal, Linalool, Benzyl Salicylate, Geraniol, Coumarin.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
