• ka
  • დახმარება
კალათი
დამატენიანებელი თმის კონდიციონერი (ჰიალურონის მჟავა)
მიუწვდომელია

Siberian Wellness - დამატენიანებელი თმის კონდიციონერი (ჰიალურონის მჟავა), 250 მლ

Siberian Wellness
გამოხმაურებები არ არის
რბილი დამატენიანებელი კონდიციონერი ალოეს წვენით და D-პანთენოლით აადვილებს მშრალი და სველი თმის ვარცხნას და მოვლას. აღადგენს დასუსტებულ უბნებს და აფერხებს გაყოფილი ბოლოების წარმოქმნას. იცავს სტატიკური ელექტროენერგიისგან, ინარჩუნებს ელასტიურობას, მატებს ბზინვარებას დამძიმების გარეშე.
არტიკლი: 424435
მოცულობა: 250 მლ
20,5 ₾
9.5 ქულა
პროდუქტის შესახებ
  • ხანგრძლივი დატენიანება
    სხვადასხვა მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავების და ალოეს წვენის კომბინაცია უზრუნველყოფს ბუნებრივ დატენიანებას და ტენიანობის შენარჩუნებას.
  • მარტივი ვარცხნილობა
    D-პანთენოლი თმას უფრო მორჩილს ხდის და იცავს ვარცხნილობის დროს.
  • დაცვა და მოვლა
    ქოქოსის ზეთი არბილებს თმას და ხელს უშლის ბოლოების გაყოფას.
  • ბზინვარება და ძალა
    ციმბირის მცენარეთა კომპლექსი უზრუნველყოფს ჯანსაღ ბზინვარებას.

ლამაზი და ჯანსაღი თმა
ინარჩუნებს ტენიანობას და კარგად ჯდება

აქტიური კონდიციონერი ჰიალურონის მჟავით, ქოქოსის ზეთით და ციმბირის მცენარეული კომპლექსით აადვილებს დავარცხნას და ვარცხნილობის გაკეთებას. ფორმულაში შემავალი ალოეს წვენი ამშვიდებს თმას და თავის კანს. D-პანთენოლს აქვს დამატენიანებელი თვისებები, ხდის თმას ელასტიურს და მორჩილს. ციმბირის მცენარეების ღირებული ექსტრაქტები ანიჭებენ კულულებს კაშკაშა და ჯანსაღ იერს.

რბილი და ღრმა დატენიანება დიდი ხნის განმავლობაში

  • დატენიანება და ტენიანობის შეკავება
    ჰიალურონის მჟავების კომბინაცია ანიჭებს თმას ბუნებრივ ტენიანობას. ალოეს წვენი დამატებით ამშვიდებს კანს და ატენიანებს თმას.
       • ჰიალურონის მჟავების კარგად გათვლილი კომბინაცია
    ატენიანებს და ხელს უშლის ტენის აორთქლებას, ინარჩუნებს ელასტიურობას და ბზინვარებას. ხელს უშლის კულულების გადაშრობას ვარცხნილობის კეთების დროს.
       • ალოე
    ინტენსიურად ატენიანებს და ამშვიდებს, არეგულირებს მაღალ ცხიმიანობას ფესვებში და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას, აადვილებს დავარცხნას და ვარცხნილობის გაკეთებას.
  • მოვლილი და მორჩილი თმა
    D-პანთენოლს აქვს დამატენიანებელი თვისებები, ხდის თმას რბილს და ელასტიურს. ხელს უშლის დაზიანებას დაბანვის და დავარცხნის, ცხელი გაშრობისა და ვარცხნილობის გაკეთების დროს. ასქელებს თმის ღერს და აადვილებს ვარცხნილობას.
       • D-პანთენოლი
    აკავშირებს წყალს თმის გარე ფენაში, ხდის მას რბილს და ელასტიურს. ხელს უშლის თმის დაზიანებაში, მატებს ბზინვარებას და აადვილებს ვარცხნილობის გაკეთებას.
  • თავის კანზე ზრუნვა
    არაბინოგალაქტანი – არის უნიკალური პოლისაქარიდი, მცენარეული პრებიოტიკი, რომელიც მიიღება ციმბირის ლარქისგან. ხელს უწყობს თავის კანის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას.
       • არაბინოგალაქტანი
    მცენარეული პრებიოტიკი ინარჩუნებს თავის კანის მიკროფლორის ჯანსაღ ბალანსს. აჩქარებს უჯრედების განახლებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვაში და იცავს თმას გაუწყლოებისგან.
  • დაცვა და ჯანსაღი იერი
    ქოქოსის ზეთი ქმნის დამცავ ფენას, ატენიანებს ხვეულებს და ხელს უშლის ბოლოების გაყოფას.
       • ქოქოსის ზეთი
    ქმნის დამცავ ფენას თმაზე, ხელს უშლის ბოლოების გაყოფას და აძლიერებს ბუნებრივ ბზინვარებას.
  • ეფექტური აღდგენა
    ბეტაინი ხელს უწყობს თმის ეფექტურ დამატებით დატენიანებაში და აღდგენაში შეღებვისა და ფენით გაშრობის შემდეგ.
       • ბეტაინი
    ბუნებრივი დამატენიანებელი კომპონენტი დადებითად მოქმედებს თმის მდგომარეობაზე. ხურავს და აღადგენს ქერცლებს თმის ღერზე, ახდენს ეპიდერმისის ჰიდროლიპიდური ბალანსის ნორმალიზებას, ანიჭებს ტენიანობის და კომფორტის შეგრძნებას.
  • კონდიცირების ეფექტი
    რძემჟავა აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას და ასევე ხდის თმას პრიალას, ხელს უშლის ლოკნების ჩახლართულობას.
       • რძემჟავა
    რძემჟავა ხელს უწყობს თავის კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ასევე თმას ხდის უფრო პრიალას, ქმნის კონდიცირების ეფექტს.
  • ბზინვარება და სიკაშკაშე
    ელეუთეროკოკის, ლევზეას (მარალის ფესვის) და Scutellaria baicalensis (ბაიკალის მუზარადის) ექსტრაქტები ანიჭებენ ბზინვარებას და ჯანსაღ იერს.
       • მცენარეული ციმბირის ექსტრაქტები
    ელეუთეროკოკის, ლევზეას (მარალის ფესვის) და Scutellaria baicalensis (ბაიკალის მუზარადის) ექსტრაქტები ანიჭებენ თმას ჯანსაღ იერს და ბზინვარებას.

ვისთვის?
• მათთვის, ვინც ეძებს მსუბუქ კონდიციონერს ყოველდღიური გამოყენებისთვის, დამძიმების გარეშე.
• მათთვის, ვინც აფასებს ჯანსაღ ბზინვარებას და თმის სიკაშკაშეს.
• მათთვის, ვისაც აქვს ფუმფულა და ფორიანი თმა.
• მათთვის, ვისი თმაც საჭიროებს დამატებით ტენიანობას.

გამოყენება
წაისვით დაბანილ, ნესტიან თმაზე და გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 1-2 წუთი, ჩამოიბანეთ უამრავი გრილი წყლით.
შედგენილობა

აქტიური ინგრედიენტები: ჰიალურონის მჟავა, ალოეს წვენი, D-პანთენოლი, ბეტაინი, ქოქოსის ზეთი, რძემჟავა, არაბინოგალაქტანი, ციმბირის მცენარეების ექსტრაქტები და ჰიდროლატები.

ინგრედიენტები (INCI): aqua, сetearyl alcohol, glycerin, stearamidopropyl dimethylamine, PPG-3 caprylyl ether, cocos nucifera (coconut) oil, betaine, galactoarabinan, L-lactic acid, aloe barbadensis leaf juice, sodium hyaluronate, hydrolyzed hyaluronic acid, panthenol, polyquaternium-47, hydroxyethylcellulose, eleutherococcus senticosus (eleuthero) root extract, rhaponticum carthamoides (maral root) root extract, scutellaria baicalensis extract, parfum, benzyl alcohol, benzoic acid, dehydroacetic acid, sodium benzoate, potassium sorbate, citric acid, phenoxyethanol, еthylhexylglycerin.

გამოხმაურებები
send_reviewჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.