• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
დასაბანი ქაფი ანტიოქსიდანტებით
new
მიუწვდომელია

Siberian Code - დასაბანი ქაფი ანტიოქსიდანტებით , 150 მლ

Siberian Code

ნაზი ქაფი ანტიოქსიდანტებითა და ციმბირული მცენარეების ფერმენტირებული კომპლექსით SIBERIAN CODE ნაზად წმენდს კანს და არ არღვევს მის დამცავ ბარიერს. ატენიანებს, ხელს უწყობს კანის სტრუქტურის აღდგენასა და გამყარებას, ხდის მას უფრო მკვრივს, ბრწყინვალესა და ახალგაზრდულს.

არტიკლი: 429623
მოცულობა: 150 მლ
25 ₾
11.7 ქულა
პროდუქტის შესახებ
  • გამოდგება მგრძნობიარე კანისთვის*
    რბილი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ზან) და აქტიური კომპონენტები უზრუნველყოფენ დელიკატურ წმენდას გაღიზიანებისა და სიმშრალის გარეშე.
  • ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვა*
    სუპერანტიოქსიდანტები კომპლექსურად იცავენ კანს თავისუფალი რადიკალებისა და ოქსიდაციური სტრესისგან.
  • უნიკალური კომპლექსი SIBERIAN CODE
    პრობიოტიკებით ფერმენტირებული ხუთი ციმბირული მცენარის ფორმულა აძლიერებს პროდუქტის ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს*.

აჩუქეთ კანს სუფთა და კომფორტული შეგრძნება!
SIBERIAN CODE: ციმბირული ბუნების ძალა – ციმბირული მეცნიერების ძალა – ადამიანებისთვის.
მსუბუქი ქაფი ანტიოქსიდანტებითა და ციმბირული მცენარეების ფერმენტირებული კომპლექსით SIBERIAN CODE ნაზად წმენდს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს, ხდის მას გლუვსა და თანაბარს, ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას. უხდება ყოველდღიური წმენდისთვის სიმშრალისა და დაჭიმვის გარეშე ყველა ტიპის კანისთვის. ნაზი ტექსტურა და ბალახების მსუბუქი არომატი პირის ბანას სასიამოვნო რიტუალად აქცევს.
ბუნებრივი კომპლექსი SIBERIAN CODE, რომელიც კანს ბუნებრივ პარამეტრებს უბრუნებს, მიღებულია ფერმენტაციის ტექნოლოგიით, აქტიური ცოცხალი გარემოს მეთოდის გამოყენებით. ძვირფასი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მოპოვების ეს პროცესი საშუალებას იძლევა:
– მათი ბიოშეღწევადობის გაზრდა;
– ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებების გაძლიერება (ამინომჟავებით, პეპტიდებით, პოლისაქარიდებით და ვიტამინებით გაჯერების წყალობით).

ციმბირული კოდის კომპლექსის შესაქმნელად ხუთი მცენარე შევარჩიეთ და ეს შემთხვევითი არ ყოფილა – თითოეული მათგანი ჩვენთვის ციმბირის ღირებულებებს განასახიერებს:
   • ხე
ფიჭვი - ძალა და სიმძლავრე
   • კენკრა
მოცვი — სიმდიდრე და ჯანმრთელობა
   • ყვავილი
ბაიკალის მუზარადა – სილამაზე და სისუფთავე
   • სოკო
ჩაგა - ტრადიციები და თაობების გამოცდილება
   • ხავსი
ირმის ხავსი – ხანგრძლივი სიცოცხლე და გადარჩენის უნარი

ჩვენ გვჯერა: საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონია იბადება იქ, სადაც ადამიანი გრძნობს კავშირს ბუნებასთან, ტყეებისა და ბალახების ჩურჩულს და თაობების სიბრძნეს!

  • ფერულის მჟავა
    აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. ურთიერთქმედებს სხვა ანტიოქსიდანტებთან, ზრდის მათ ეფექტურობას. ფერულის მჟავას ანტიოქსიდანტური აქტივობა ძლიერდება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, რაც ეხმარება კანს ამ უკანასკნელის ნეგატიური ზეგავლენისგან დაცვაში. ამცირებს მელანინის გამომუშავებას და ათანაბრებს კანის ტონს. ანიჭებს კანს სიკაშკაშეს და ბუნებრივ ბზინვარებას.
  • ფულერენები
    სუპერანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შესანიშნავი თავისუფალი რადიკალების შთანთქმის უნარი აქვთ, შეუძლიათ ეფექტურად დაუპირისპირდნენ კანში ჟანგვით სტრესს და შეანელონ დაბერების ნიშნები. თავისუფალი რადიკალების მიერ კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების დაზიანების შემცირებით, ისინი ხელს უწყობენ კანის თვითაღდგენას, ასწორებენ წვრილ ნაოჭებს და ზრდის ელასტიურობას. თრგუნავენ მელანინის გამომუშავებას, ათანაბრებენ კანის ტონს და ანიჭებენ მას ბზინვარებას.
  • ასტაქსანტინი
    ძლიერი ანტიოქსიდანტი, ის ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის და გლიკოზამინოგლიკანების (მაგალითად, ჰიალურონის მჟავას) გამომუშავებას, ზრდის კანის ელასტიურობას და დატენიანების დონეს, ამავდროულად ამცირებს წვრილ ნაოჭებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ამცირებს სიწითლეს. იცავს კანს გარემო ფაქტორებისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. აუმჯობესებს ტონუს, ათანაბრებს პიგმენტაციას, ინარჩუნებს კანის თანაბარ ტონს, მელანინის სინთეზის დათრგუნვის გზით.
  • ვიტამინი C (ეთილის ასკორბინის მჟავა)
    ეთილ ასკორბინის მჟავა - C ვიტამინის ახალი წარმოებული, ასკორბინის მჟავას ყველაზე მაღალი კონცენტრაციით - კანში შეღწევის შემდეგ მეტაბოლიზდება C ვიტამინად. იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უწყობს მის აღდგენას მზის ზემოქმედების შემდეგ. აქვს გამოხატული გამათეთრებელი და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი, მოქმედებს ძალიან ნაზად და ფრთხილად და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის.
  • კომპლექსი Siberian Code
    პრობიოტიკებით ფერმენტირებული ხუთი ციმბირული მცენარის კომპლექსი შეიცავს ფიჭვის კვირტების, ჩაგას, მოცვის, ირმის ხავსის და ბაიკალის მუზარადას(Scutellaria baicalensis) ექსტრაქტებს. რძის მჟავით, ამინომჟავებით, პეპტიდებით, პოლისაქარიდებითა და ვიტამინებით გაჯერების წყალობით, აძლიერებს სხვა აქტიური კომპონენტების ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
  • ჰიდროლიზებული სოიოს ლეციტინი
    ნატურალური ფოსფოლიპიდი არბილებს კანს, ანიჭებს მას სიგლუვის შეგრძნებას. ზრდის კანის გამტარიანობას, რაც ხელს უწყობს სხვა კომპონენტების შეღწევას ღრმა ფენებში და ეხმარება ლიპოსომების წარმოქმნას.

მათთვის, ვისაც:
• სურს ხანგრძლივად შეინარჩუნოს კანის ახალგაზრდული იერი, დაიცვას კანი პიგმენტაციისა და ნაადრევი დაბერების ნიშნებისგან;
• мდიდ დროს ატარებს ქალაქში, ცუდი ეკოლოგიის პირობებში;
• შენიშნა, რომ კანი გახდა ფერმკრთალი და დაღლილი.

* დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

გამოყენება

დააჭირეთ დისპენსერს 1-2-ჯერ, მასაჟის მოძრაობებით წაისვით ქაფი სახის ნესტიან კანზე, ჩამოიბანეთ უამრავი თბილი წყლით.

შედგენილობა

აქტიური კომპონენტები: ფერულის მჟავა, ფულერენები, ასტაქსანტინი, ვიტამინი C (ეთილის ასკორბინის მჟავა), ფერმენტირებული კომპლექსი SIBERIAN CODE (ველური ფიჭვის კვირტების, ჩაგას სოკოს, მოცვის კენკრის, ირმის ხავსის, ბაიკალის მუზარადას ფესვის ექსტრაქტები).

შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, შარდოვანა, გლუკონოლაქტონი, კოკამიდოპროპილბეტაინი, პოლისორბატ-20, ნატრიუმის ლაუროილსარკოზინატი, არომატიზატორი, ლაურილ გლიკოზიდი, გლიცერეთ-2 კოკოატი, ნატრიუმის ლაურილგლუკოზოკარბოქსილატი, ფერმენტირებული კომპლექსი SIBERIAN CODE (ველური ფიჭვის კვირტების, ჩაგას სოკოს, წითელი მოცვის კენკრის, იაგელის ხავსის, ბაიკალის მუზარადის(Scutellaria baicalensis) ფესვის ექსტრაქტები), ეთილ-ასკორბინის მჟავა, ბენზილის სპირტი, ბეტაინი, ფერულის მჟავა, პენტილენგლიკოლი, ბეტა-გლუკანი, ტეტრანატრიუმის გლუტამატ დიაცეტატი, გლიცერილ ლაურატი, სკლეროციუმის ფისი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ასტაქსანტინი, კაპრილ/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ფულერენები, ჰიდროგენიზებული ლეციტინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ბუტილენგლიკოლი, 1,2-ჰექსანდიოლი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, პოლიგლიცერილ-10 დიიზოსტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ლიმონენი, ლინალოოლი, ციტრალი.

(INCI): Aqua (Water), Glycerin, Urea, Gluconolactone, Cocamidopropyl Betaine, Polysorbate 20, Sodium Lauroyl Sarcosinate, Parfum, Lauryl Glucoside, Glycereth-2 Cocoate, Sodium Lauryl Glucose Carboxylate, Lactobacillus Ferment Filtrate / Cladonia Rangiferina Extract / Inonotus Obliquus Mushroom Extract / Pinus Sylvestris Bud Extract / Scutellaria Baicalensis Root Extract / Vaccinium Vitis-Idaea Fruit Extract *, 3-O-Ethyl Ascorbic Acid, Benzyl Alcohol, Betaine, Ferulic Acid, Pentylene Glycol, Beta-Glucan, Tetrasodium Glutamate Diacetate, Glyceryl Laurate, Sclerotium Gum, Sodium Hyaluronate, Astaxanthin, Caprylic/Capric Triglyceride, Fullerenes, Hydrogenated Lecithin, Sodium Hydroxide, Sodium Chloride, Butylene Glycol, 1,2-Hexanediol, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Polyglyceryl-10 Diisostearate, PVP, Limonene, Linalool, Citral.
* ფერმენტირებული ციმბირული მცენარეების კომპლექსის შემადგენლობა SIBERIAN CODE.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
left-imageright-image

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

iso-iconiso-iconiso-iconiso-icon