ცხიმიანი კანის მოვლის დღის ფლუიდი გვეხმარება აკნესთან, გამონაყართან, გაღიზიანებასთან, კომედონებსა და ცხიმოვან ბზინვარებასთან ბრძოლაში. სპეციალური აქტიური კომპლექსები აღადგენენ მიკრობიომის ბალანსს, ხელს უშლიან ფორების დაცობას, ამცირებენ სებუმის გამომუშავებასა და ნაკლოვანებების ნიშნებს. კანი უფრო თანაბარ ტონს იძენს და ნაკლებად რეაქტიული ხდება.
სუფთა კანი რეციდივების გარეშე!
ბიომიმეტური თერაპია მოქმედებაში
აკნე – ქრონიკული ანთებითი პროცესია, რომელსაც ჩვენი პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები აწყდება, ხოლო გავრცელების მიხედვით ეს დაავადება მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს. ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ აკნესთან გამკლავება მხოლოდ ძლიერ «ქიმიას» შეუძლია: რეტინოიდებს, მჟავებსა და ანტიბიოტიკებს. თუმცა, აკნეზე ნამდვილი გამარჯვება იწყება არა აგრესიით, არამედ ბალანსის სათუთი აღდგენით.
Experalta PRO Anti-Acne Solutions – მოვლის ახალი, სრულფასოვანი პროგრამაა მათთვის, ვინც დაიღალა დროებითი შედეგებით და ეძებს ღრმა, მიკრობიომზე ორიენტირებულ თერაპიას აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, რომელსაც ახასიათებს სებუმის ჰიპერპროდუქცია, მრავლობითი კომედონები, გაფართოებული ფორები და ანთებითი პროცესები.
Experalta PRO Anti-Acne Solutions / Experalta® ПРО-ს პროდუქცია. ანტი-აკნე გადაწყვეტილებები ბაზირდება მიკრობიომული დერმატოლოგიისა და ბიომიმეტიკის პრინციპებზე. ეს უკანასკნელი გვაძლევს შესაძლებლობას, კანთან მის მშობლიურ ენაზე – ბუნების ენაზე ვისაუბროთ, ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად მისთვის ნაცნობი და გასაგები მექანიზმების გამოყენებით.
სერიის პროდუქტების საფუძველია – ინოვაციური ფორმულა აქტიური კომპლექსით Quora Noni™, რომლის ამოცანაც – თქვენი კანის მიკრობიომის გადატვირთვაა, ეს კი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აკნეს დროს მდგომარეობის გრძელვადიანი გაუმჯობესების გზაზე.
დღის ფლუიდი კანის ნაკლოვანებების წინააღმდეგ – მნიშვნელოვანი ეტაპია აკნესა და ანთებებისკენ მიდრეკილი კანის მოვლაში. ეს თქვენი უხილავი აბჯარია: ის წყვეტს ანთებით ციკლს, თავიდან არიდებს ახალ გამონაყარს და იცავს კანს გარე აგრესიული ფაქტორებისგან
ფლუიდი ერთდროულად სამი მიმართულებით მუშაობს
1. მიკრობიომის აღდგენა
აქტივი: Quora Noni™.
უნიკალური ანტიკვორომონები არღვევენ C. acnes ბაქტერიების კომუნიკაციას, რაც იწვევს მათი იმ უნარის დაკარგვას, რომელიც კოორდინაციას უწევს შეტევასა და ანთების დაწყებას, ხოლო მათი ვირულენტობა მცირდება.
შედეგი: სტაბილური მიკრობიომი, ნაკლები კომედონი, აკნეს ნაკლები აფეთქება.
2. ანთების ჩახშობა და ცხიმის სეკრეციის ნორმალიზება
აქტივები: U-ferment SVB (B ჯგუფის ვიტამინები), ორგანული გოგირდი MSM, მაგნოლიის ექსტრაქტი.
B ჯგუფის ბიოფერმენტირებული ვიტამინები 93%-ით თრგუნავენ ანთების გამომწვევი ტოქსინის გამომუშავებას. MSM (მეთილსულფონილმეთანი) არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ხოლო მაგნოლიის ექსტრაქტი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო აგენტი.
შედეგი: ნაკლები სიწითლე, გამონაყარი, პაპულა, პუსტულა, ნაწიბური, ცხიმოვანი ბზინვარებისა და კანის რეაქტიულობის შემცირება.
3. ფორების წმენდა და დამცავი ბარიერის ნორმალიზება
აქტივები: ნიაცინამიდი, ტაპიოკას სახამებელი, ფერმენტები, კომპლექსი BiEau® Actif Tri-Mushroom.
ნიაცინამიდი ავიწროებს ფორებს და ათანაბრებს ტექსტურას. ტაპიოკას სახამებელი, ნატურალური სებორეგულატორი და მქრქალი ეფექტის მქონე აგენტი, ისრუტავს ზედმეტ ცხიმს. ფერმენტები დელიკატურად აშრევებენ კანს, ხოლო ჩაგას, აბედა სოკოსა და კორდიცეფსის ექსტრაქტები (BiEau® Actif Tri-Mushroom) აღადგენენ კანის დამცავ ფუნქციებს.
შედეგი: სუფთა ფორები, გლუვი კანი კომედონების გარეშე და თანაბარი ტონი – მხოლოდ ჯანსაღი ბზინვარება და კომფორტის შეგრძნება.
აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც თამაშის წესებს ცვლიან
ბაქტერიების კომუნიკაციის ჰაკერი
ბიომიმეტიკური აქტიური ინგრედიენტის კონცეფცია
ბაქტერიების კომუნიკაციის სისტემა (ვირულენტობა) ეფუძნება მათ უნარს, გაცვალონ სიგნალები განსაკუთრებული მოლეკულების – ქვორუმონების – მეშვეობით და ამგვარად ჩამოაყალიბონ მდგრადი ბიოაპკები. მეცნიერებმა იპოვეს გამოსავალი, თუ როგორ შეუშალონ ხელი ამ სისტემის აგებას მცენარეთა სტრატეგიის გამოყენებით. ევოლუციის პროცესში მცენარეებმა, რომლებიც მუდმივად განიცდიდნენ მიკროორგანიზმების თავდასხმებს, ისწავლეს ბაქტერიების კომუნიკაციის ბლოკირება და ჰაკერული გატეხვა, რითაც თავიდან აიცილეს მათი ორგანიზება ვირულენტურ ბიოაპკებად.
სწორედ ეს ბუნებრივი მექანიზმი იქნა გამოყენებული Quora Noni™-ის შექმნისას. მოცემულ აქტივს იღებენ მცენარე ნონის (Morinda citrifolia) ღეროვანი უჯრედებიდან, რომელიც გაზრდილია კონტროლირებადი სტრესის პირობებში დამცავი მოლეკულების – ანტიქვორუმონების გაძლიერებული გამომუშავებისთვის.
Quora Noni™ მოქმედებს როგორც კომუნიკაციების ჰაკერი: ის 89%*-ით თრგუნავს LUX-S გენის ექსპრესიას C. acnes ბაქტერიებში, რითაც არღვევს ქვორუმონების სინთეზს, და 99%-მდე ახდენს ბიოაპკების წარმოქმნის ინჰიბირებას**. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა განაიარაღოს პათოგენები კანის მიკრობიომის ბალანსის დარღვევის გარეშე. ეს არის ახალი სიტყვა აკნესთან ბრძოლაში ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე.
ვისთვის?
• ანთებითი აკნეს (პაპულები, პუსტულები, კვანძები) მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების მიუხედავად, აწყდებიან «წითელ გამონაყარს», რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება. Quora Noni™ არღვევს C. acnes-ის კომუნიკაციას და ამცირებს მათ ვირულენტობას, ნაცვლად მათი განადგურებისა. ეს თავიდან აცილებს რეზისტენტობასა და რეციდივებს.
• ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონე პირებისთვის, რომლებსაც აწუხებთ გაფართოებული ფორები და კომედონები. MSM არეგულირებს სებუმს, ხოლო ნონის ანტიქვორუმონები თავიდან აცილებენ ფორების დაცობას ბაქტერიების ანთებითი აქტივობის შემცირების ხარჯზე. ფორები არ იცობა – ისინი აღდგება.
• მათთვის, ვინც ერიდება აგრესიულ მოვლას (რეტინოიდები, სალიცილის მჟავა, ბენზოილის პეროქსიდი) და არ ხიბლავს მჟავებისა და რეტინოლებისგან გამოწვეული სიმშრალე, აქერცვლა, სიწითლე თუ გაღიზიანება. კრემი ნაზად, მაგრამ ძლიერად ებრძვის მიზეზს და არა სიმპტომებს. ბარიერის დაზიანების გარეშე.
• მათთვის, ვისაც აწუხებს კანის დისბიოზი, ქრონიკული ანთებები, პოსტაკნე და ვისაც ხშირად აღენიშნება კანის უმიზეზო «გამწვავებები», რის გამოც კანი აღდგენას ვერ ასწრებს. ძირტკბილას ფესვებისგან მიღებული დიკალიუმის გლიცირიზატი, ნიაცინამიდი და ბიოფერმენტირებული ვიტამინები აქრობს სიწითლეს, წვას და აჩქარებს ეპიდერმული ბარიერის აღდგენას.
• მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ნატურალურ, მეცნიერულად დასაბუთებულ კოსმეტიკურ გადაწყვეტილებებს და ვინც აფასებს ბუნებრივ ექსტრემოფილებზე დაფუძნებულ ბიოტექნოლოგიებს და არა მწვანე მარკეტინგს. Quora Noni™ – იშვიათი, დაპატენტებული, კლინიკურად მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რომლის ეფექტურობაც ეფუძნება ქვორუმ-სენსინგის რეალურ კვლევებს.
• მათთვის, ვისაც უკვე «ყველაფერი უცდია» და სურს გადავიდეს შემდეგ დონეზე – აკნეს სისტემურ ბიომიმეტიკურ თერაპიაზე მიკრობიომის აღდგენის გზით.
ამ პროდუქტს ცხოველებზე ტესტირება არ გაუვლია.
პარაბენების გარეშე. SLS/SLES–ის გარეშე. ფტალატების გარეშე. გმო-ს გარეშე. მინერალური ზეთის გარეშე.
* Vytrus Biotech-ის მიერ ჩატარებული in vitro კვლევების თანახმად.
** Vytrus Biotech-ის მიერ ჩატარებული in vitro კვლევების თანახმად.
დილით, მსუბუქი დატყაპუნებითი მოძრაობებით დაიტანეთ სახის სუფთა კანზე.
საუკეთესო შედეგისთვის ყოველდღიურად გამოიყენეთ Experalta PRO Anti-Acne Solutions / Experalta® ПРО სერიის ყველა საშუალება. ანტი-აკნე გადაწყვეტილებები.
აქტიური კომპონენტები: დიმეთილსულფონი, იზოსორბიდ დიკაპრილატი, ტაპიოკას სახამებელი, ბაცილას/სოიოს ფერმენტის ექსტრაქტი, ჭვავის ფქვილის ფერმენტი, სოიოს რძის ფერმენტის ფილტრატი, ნიაცინამიდი, ციტრუსფოთლოვანი მორინდას კალუსის კულტურის ლიზატი, ლაქირებული აბედას ექსტრაქტი, ჩაგას ექსტრაქტი, ჩინური კორდიცეპსის ექსტრაქტი, მაგნოლიის ექსტრაქტი.
შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, კოკო-კაპრილატი/კაპრატი, დიკაპრილილის კარბონატი, ოქტილდოდეკანოლი, ცეტეარილის სპირტი, პროპანდიოლი, C9-12 ალკანი, ბიფიდობაქტერიების ლიზატი, ლაქტობაქტერიების ლიზატი, ლიმონის მირტის ფოთლების ექსტრაქტი, ცეტეარილ გლუკოზიდი, ციტრუსფოთლოვანი მორინდას კალუსის კულტურის ლიზატი, არომატიზატორი, დინატრიუმის ცეტეარილსულფოსუკცინატი, კანადური ტირიფის ექსტრაქტი, ლაქირებული აბედას ექსტრაქტი, ნატრიუმის პოლიაკრილატი, სფინგომონასის ფერმენტის ექსტრაქტი, ტოკოფეროლი, ჩაგას ექსტრაქტი, ჩინური კორდიცეპსის ექსტრაქტი, კაპრილჰიდროქსამმჟავა, 1,2-ჰექსანდიოლი, ლაქტობაცილების ფერმენტი, ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ჰექსილცინამალი, ლინალოოლი, ლიმონენი, გერანიოლი, ციტრონელოლი, ალფა-იზომეთილიონონი.
(INCI): Aqua (Water), Glycerin, Coco-Caprylate/Caprate, Dicaprylyl Carbonate, Octyldodecanol, Cetearyl Alcohol, Propanediol, C9-12 Alkane, Bifida Ferment Lysate, Lactobacillus Ferment Lysate, Backhousia Citriodora Leaf Extract, Cetearyl Glucoside, Morinda Citrifolia Callus Culture Lysate, Parfum, Disodium Cetearyl Sulfosuccinate, Epilobium Angustifolium (Willowherb) Flower/Leaf/Stem Extract, Ganoderma Lucidum Extract, Sodium Polyacrylate, Sphingomonas Ferment Extract, Tocopherol, Inonotus Obliquus Extract, Cordyceps Sinensis Extract, Caprylhydroxamic Acid, 1,2-Hexanediol, Lactobacillus Ferment, Citric Acid, Benzyl Alcohol, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Hexyl Cinnamal, Linalool, Limonene, Geraniol, Citronellol, Alpha-Isomethyl Ionone.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
