ინტენსიური შრატი ჰიალურონის მჟავების კომპლექსითა და ზღვის კოლაგენით ატონიზირებს და ტენით აავსებს კანს, რაც ხელს უწყობს მისი სიმკვრივისა და ელასტიურობის ამაღლებას. აქრობს შეშუპებას, სიფერმკრთალესა და დაღლილობის ნიშნებს. კანი უფრო დატენიანებული, მკვრივი და მკვეთრი ხდება – სახე იძენს ახალ, დასვენებულ იერს. შრატი გამოსადეგია მიკროდენის აპარატებთან ერთად გამოსაყენებლად.
დაუბრუნეთ კანს კონტურების მკვეთრი ფორმა, ტონუსი და ახალგაზრდული ბრწყინვალება!
ასაკის მატებასთან ერთად, სტრესისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით, კანი კარგავს ბუნებრივ ტონუსს. სახის კონტურები «დუნდება», ქრება ოვალის სიმკვეთრე, ჩნდება შეშუპება, სიფერმკრთალე და დაღლილობის თვალსაჩინო ნიშნები – განსაკუთრებით თვალის გარშემო არეში.
მატონიზირებელი ლიფტინგ-შრატი ინტენსიურად ატენიანებს, ამაღლებს ელასტიურობას და კანს უბრუნებს ახალ, გადაჭიმულ და დასვენებულ იერს. დენგამტარი ტექსტურა იძლევა შრატის მიკროდენის პროცედურებში გამოყენების საშუალებას, რაც ხელს უწყობს მაქსიმალური შედეგის მიღწევას როგორც სახლის, ისე პროფესიონალური მოვლისას.
ვისთვის?
• მათთვის, ვინც ამჩნევს კანის ტონუსისა და სიმკვრივის შემცირებას: შრატი ეხმარება კანს უფრო გადაჭიმული, გლუვი და სავსე იერის დაბრუნებაში.
• მათთვის, ვისაც აკლია სიახლე და დასვენებული სახის ეფექტი: ფორმულა ეხმარება დაღლილობის თვალსაჩინო ნიშნების შემცირებაში და ხელს უწყობს კანის ტონუსის შენარჩუნებას.
• მათთვის, ვისაც ესაჭიროება ინტენსიური დატენიანება: კომპლექსური ფორმულა ეხმარება ტენის შენარჩუნებაში, კანის სირბილისა და ელასტიურობის მხარდაჭერაში.
• მათთვის, ვისაც სურს სახის კონტურების მკვეთრი ფორმის ხანგრძლივად შენარჩუნება: შრატი ხელს უწყობს სიმკვრივესა და კანის ვიზუალურად უფრო გადაჭიმულ იერს.
• მათთვის, ვინც იყენებს მიკროდენის აპარატს: სპეციალური ტექსტურა უზრუნველყოფს საჭირო დენგამტარობასა და შენელებულ შეწოვას პროცედურის კომფორტულად ჩატარებისთვის.
• ჰიალურონის მჟავის 8 ფორმა
სხვადასხვა ფორმა და მოლეკულური მასა მუშაობს კანის რამდენიმე ფენაში: მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა უპირატესად წარმოქმნის ტენის შემკავებელ აპკს ზედაპირზე, ხოლო უფრო დაბალმოლეკულურ ფორმებს აქვთ უნარი შეაღწიონ უფრო ღრმად ეპიდერმისში.
+36,84 პუნქტი კანის დატენიანებას!
−21,71% ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვა*.
დატენიანება ×15-მდე*
ზღვის კოლაგენი SeaStars Collagen ინარჩუნებს ტენს საკუთარ წონაზე 15-ჯერ მეტი მოცულობით*!
არ არის ტესტირებული ცხოველებზე.
პარაბენების გარეშე. SLS/SLES–ის გარეშე. ფტალატების გარეშე. გმო-ს გარეშე. მინერალური ზეთის გარეშე
შეიძლება თუ არა შრატის გამოყენება მიკროდენის აპარატის გარეშე?
დიახ. ეს არის სრულფასოვანი ანტიასაკობრივი შრატი ყოველდღიური მოვლისთვის. ის ინტენსიურად ატენიანებს, უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ტონუსს, ეხმარება მას გამოიყურებოდეს უფრო გლუვი, სავსე და ნორჩი. მიკროდენებთან ერთად გამოყენების შესაძლებლობა პროდუქტის დამატებითი უპირატესობაა.
რით განსხვავდება ეს შრატი ჩვეულებრივი ლიფტინგ-შრატისგან?
ის აერთიანებს მოქმედების რამდენიმე მიმართულებას: ინტენსიურ დატენიანებას, სიმკვრივისა და ელასტიურობის მხარდაჭერას, მატონიზირებელ ეფექტსა და ანტიოქსიდანტურ დაცვას. გარდა ამისა, სპეციალურ ტექსტურას გააჩნია საჭირო დენგამტარობა და შენელებული შეწოვის უნარი მიკროდენის აპარატებთან გამოსაყენებლად.
Дრა ასაკისთვის არის განკუთვნილი შრატი?
უმჯობესია ორიენტირება მოახდინოთ არა ასაკზე, არამედ კანის საჭიროებებზე. შრატი გამოსადეგია ტონუსისა და სიმკვრივის შემცირების, დატენიანების ნაკლებობის, დაღლილობის თვალსაჩინო ნიშნების გაჩენისა და სახის კონტურების ვიზუალური მკვეთრი ფორმის დაკარგვის დროს.
შეიძლება თუ არა შრატის ყოველდღე გამოყენება?
დიახ. როგორც დამოუკიდებელი მოვლის საშუალება, შრატის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, დილით და/ან საღამოს. მიკროდენის აპარატთან ერთად გამოყენებისას პროცედურების სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული მოწყობილობის ინსტრუქციას.
როგორ გამოვიყენოთ შრატი სწორად მიკროდენებთან ერთად?
დაიტანეთ საშუალების საკმარისი რაოდენობა გაწმენდილ კანზე, რათა უზრუნველყოთ კარგი კონტაქტი და აპარატის კომფორტული სრიალი. ჩაატარეთ პროცედურა მიკროდენის მოწყობილობის მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურის დროს შეგიძლიათ დამატებით დაიტანოთ შრატი იმ უბნებზე, სადაც ის უკვე შეიწოვა.
საჭიროა თუ არა შრატის ჩამობანა მიკროდენების შემდეგ?
თუ კონკრეტული აპარატის ინსტრუქცია სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შრატი შეგიძლიათ დაიტოვოთ კანზე და პროცედურის შემდეგ მოვლა კრემით დაასრულოთ. ის შემუშავებულია არა მხოლოდ როგორც დენგამტარი გარემო, არამედ როგორც მოვლის საშუალებაც.
შეიძლება თუ არა შრატის წასმა თვალის გარშემო არეში?
ფორმულა შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც მათ შორის დაღლილობის ხილული ნიშნების შემცირებისკენ არის მიმართული. თუმცა, უშუალოდ პერიორბიტალურ ზონაში გამოსაყენებლად და მით უმეტეს მიკროდენების პროცედურების ჩასატარებლად, საჭიროა ორიენტირება მზა პროდუქტისა და კონკრეტული აპარატის ოფიციალურ ინსტრუქციაზე.
რასთან ერთად გამოვიყენოთ შრატი მოვლისას?
ის ადვილად ინტეგრირდება მოვლის ყოველდღიურ სისტემაში: გაწმენდისა და ტონიზირების შემდეგ დაიტანება შრატი, შემდეგ კი კრემი. EXPERALTA PRO Anti-Age Solutions-ის არქიტექტურაში მისი შეთავსება შესაძლებელია უნივერსალურ ეპიგენეტიკურ საშუალებებთან, ასევე დამატებითი ტარგეტირებული პროდუქტების შერჩევა კანის საჭიროებებიდან გამომდინარე.
შეიძლება თუ არა მისი გამოყენება რეტინოიდებთან და მჟავებთან ერთად?
ჩვეულებრივ მოვლაში შეთავსების შესაძლებლობა დამოკიდებულია კონკრეტულ საშუალებებზე, მათ კონცენტრაციასა და კანის ამტანობაზე. ხოლო მიკროდენების ერთი სეანსისთვის, ჩვენ არ გავცემთ უნივერსალურ რეკომენდაციას შრატის ინტენსიურ რეტინოიდულ ან მჟავის შემცველ საშუალებებთან შეთავსებაზე გამოყენების დადასტურებული პროტოკოლის გარეშე.
როდის იქნება შესამჩნევი შედეგი?
ინტენსიური დატენიანებისა და მატონიზირებელი მოქმედების წყალობით, კანი შეიძლება უფრო ახალი, გლუვი და მკვრივი გამოჩნდეს უშუალოდ გამოყენებისთანავე. კანის სიმკვრივის, ელასტიურობისა და საერთო ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მოვლის რეგულარულობა.
უხდება თუ არა შრატი გაუწყლოებულ კანს?
დიახ, ინტენსიური დატენიანება ფორმულის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჰიალურონის მჟავის რვა ფორმა, ნატურალური დამატენიანებელი ფაქტორის კომპონენტებთან კომბინაციაში, ხელს უწყობს კანის ტენიანობის დონის, სირბილისა და ელასტიურობის შენარჩუნებას.
* აქტიური ინგრედიენტების მწარმოებლების ნედლეულის კვლევის მონაცემების მიხედვით.
დაიტანეთ შრატის მცირე რაოდენობა სახისა და კისრის სუფთა კანზე და აცადეთ შეწოვა. მიკროდენების აპარატთან ერთად გამოყენებისას, დაიტანეთ შრატი ეტაპობრივად სახისა და კისრის თითოეულ ზონაზე და მაშინვე დაამუშავეთ ისინი აპარატით. ეს უზრუნველყოფს ოპტიმალურ სრიალს და თავიდან აგაცილებთ საშუალების ნაადრევ შეწოვას პროცედურის დასრულებამდე.
მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. არ გამოიყენება ბავშვებისთვის. თუ თქვენ გქონდათ ალერგიის შემთხვევები კოსმეტიკურ საშუალებებზე, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
აქტიური შემადგენლობა: კოფეინი, ზღვის კოლაგენის ოლიგოპეპტიდები, სამკურნალო კორალინას (წითელი წყალმცენარე) ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავის (ჰიალურონატის) 8 სხვადასხვა ფორმის კომპლექსი, ციანოკობალამინი, ამინომჟავების კომპლექსი.
შემადგენლობა: წყალი, პენტილენგლიკოლი, გლიცერინი, 1,2-ჰექსანდიოლი, კოფეინი, ჰიდროლიზებული კოლაგენი, გუავას ნაყოფის ექსტრაქტი, ჩინური კამელიის (მწვანე ჩაი) ფოთლების ექსტრაქტი, ვარდის ექსტრაქტი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კალიუმის ჰიალურონატი, ნატრიუმის ჰიალურონატის კროსპოლიმერი, აცეტილირებული ნატრიუმის ჰიალურონატი, ჰიდროქსიპროპილტრიმონიუმ ჰიალურონატი, ჰიდროლიზებული ჰიალურონის მჟავა, ჰიალურონის მჟავა, ჰიდროლიზებული ნატრიუმის ჰიალურონატი, ჰიდროქსიაცეტოფენონი, ქსანთანის გუმფისი, კაკლისებრი ლოტოსის ფოთლების ექსტრაქტი, მენთილ ლაქტატი, კარბომერი, ნატრიუმის PCA, გლუკოზა, შარდოვანა, გლუტამინის მჟავა, ლიზინი, გლიცინი, ალანტოინი, რძემჟავა, გლუკონოლაქტონი, კალციუმის გლუკონატი, პარფიუმერული კომპოზიცია, პოლისორბატი 20, ციანოკობალამინი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
(INCI): Aqua/Water, Glycerin, Pentylene Glycol, 1,2-Hexanediol, Caffeine, Hydrolyzed Collagen, Psidium Guajava Fruit Extract, Camellia Sinensis Leaf Extract, Rose Extract, Sodium Hyaluronate, Potassium Hyaluronate, Sodium Hyaluronate Crosspolymer, Sodium Acetylated Hyaluronate, Hydroxypropyltrimonium Hyaluronate, Hydrolyzed Hyaluronic Acid, Hyaluronic Acid, Hydrolyzed Sodium Hyaluronate, Hydroxyacetophenone, Xanthan Gum, Nelumbo Nucifera Leaf Extract, Menthyl Lactate, Carbomer, Sodium PCA, Glucose, Urea, Glutamic Acid, Lysine, Glycine, Allantoin, Lactic Acid, Gluconolactone, Calcium Gluconate, Parfum, Polysorbate 20, Cyanocobalamin, Potassium Sorbate, Sodium Benzoate, Sodium Hydroxide.

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
