აღმოაჩინეთ ვარდების სუნამოების ახალი, თანამედროვე ჟღერადობა!
Rose Edition by Aromapolis Olfactive Studio
ვარდი - არის ყვავილების დედოფალი არა მხოლოდ ბაღში. პარფიუმერიაშიც წამყვან პოზიციას იკავებს და საკმაოდ ხშირად ამშვენებს თანამედროვე შემოქმედებას. ვარდის უნიკალურობა ის არის, რომ ის შესანიშნავად ჟღერს როგორც სოლო, ასევე სხვა ნოტებთან ერთად.
იპოვეთ თქვენი ვარდი Rose Edition კოლექციაში Aromapolis Olfactive Studio-სგან!
ვარდისფერი ოცნებები
ვარდისფერი მინერალური ვარდი
Rose Edition-ის კოლექციის ყველაზე ხალისიანი სურნელი. ეს არის ახალი, ლამაზი და რომანტიული კომპოზიცია. გამამხნევებელი მარილიანი აკორდი ხაზს უსვამს მაისის ვარდის ჟღერადობის დელიკატურობასა და სინაზეს. ცოცხალი, სულიერი და აბსოლუტურად მხიარული არომატი!
ყვავილოვანი, მინერალური
ზედა ნოტები: მინერალური აკორდი, წითელი ხილი
გულის ნოტები: მაისის ვარდი
შლეიფი: ატლასის კედარი, ხავსი, მუშკი(მუსკუსი)
მინერალური აკორდი / ზღვის მარილი
ხრაშუნა ზღვის მარილი მატებს ტექსტურას და ანიჭებს სიახლის და სისუფთავის შეგრძნებას სურნელის გულში.
ვარდი Centifolia
მაისის ვარდსაც უწოდებენ, რადგან ამ თვეში ის ყვავის. სახელწოდება ლათინურად - «ასი ფოთოლი» - აიხსნება მრავალრიცხოვანი გადახურული ფურცლებით. ეს ჯიში ყვავის მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ავსებს ჰაერს მხატვრული, ნაზი, გრილი არომატით ხილის ნიუანსებით.
მუშკი(მუსკუსი)
მუშკის(მუსკუსის) ნოტი - არომატის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს მას გამძლეობასა და განუმეორებელ ჟღერადობას. მუშკის(მუსკუსის) არომატი თბილი, რბილი და მიმზიდველია.
კედარი
კლასიკური ხის ნოტაა პარფიუმერიაში, ამიტომ გვხვდება მამაკაცის და ქალის სუნამოების უმეტესობის აღწერილობაში. ყველაზე ხშირად ის თავსდება კომპოზიციის ბაზაში, ვინაიდან კომპონენტი შესანიშნავად აფიქსირებს სუნამოს კანზე და ეხმარება სხვა ნოტებს სასურველი ტონალობის გახსნაში.
როგორი სუნი აქვს კედარის? მას აქვს მშრალი, ხის სუნი. კედარის არომატი ანიჭებს სუნამოს კვამლის, ოდნავ სიტკბოს, სიმწკლარტეს და იდუმალ ბალზამურ ელფერს.
წითელი ხილი
წითელი ხილის ნოტი ყველაზე ხშირად ფანტაზიით სავსეა და შეიძლება შეიცავდეს წითელი ვაშლის, ბროწეულის, წითელი ყურძნის, წითელი ქლიავის, ალუბლის, ბალის და სხვადასხვა ეგზოტიკური ხილის არომატებს. იგი კომპოზიციას ანიჭებს მოტკბო-ახალი ხილის ჟღერადობას.
ხავსი
ხავსის არომატი უკრავს მუშკის(მუსკუსის) ან მიწიერ ელფერს, ზოგჯერ კი აახლებს ზღვის გრილი სუნთქვით - ეს ყველაფერი დამოკიდებულია პირამიდის მეზობლებზე და პარფიუმერის ნიჭზე.
ვისთვის?
• ქალბატონებისთვის.
• მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს გამჭვირვალე სუნამოებს.
• სიმსუბუქისა და სიწმინდის შეგრძნებისთვის.
• მეოცნებე ადამიანებისთვის.
• ბუნებაში დასვენებისთვის.
• უნივერსალური არომატი, შესაფერისი ნებისმიერი სიტუაციისთვის.
ყოველ ფლაკონში შედის:
• 3–4 საათამდე
პარფიუმერული წყლის მდგრადობა.
• 100% ნატურალური სპირტის ბაზა
ხორბლის, ქერის, ჭვავის მარცვლებისგან.
• 1.5 მლ ტესტერი
ყოველდღიური გამოყენების 7-10 დღემდე.
გახსოვდეთ, რომ სუნამოებს თქვენი სხეულის სითბო აღვიძებს, ამიტომ ისინი უნდა დაიტანოთ არა ტანსაცმლზე, არამედ მის ქვეშ. გამოიყენეთ სუნამო შხაპის შემდეგ დაუყოვნებლივ (სუფთა, დაორთქლილი კანი მშვენივრად შთანთქავს არომატს) ან შეასხურეთ ის თქვენს თვალწინ ჰაერში და შეაბიჯეთ სურნელოვან ღრუბელში. არომატის შეცვლის თავიდან ასაცილებლად, შეინახეთ სუნამო გრილ, მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
ინგრედიენტები (INCI): Alcohol (80% vol.), Parfum (Fragrance), Water (Aqua), Benzyl Salicylate, Hexyl Cinnamal, Limonene, Hydroxycitronellal, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Geraniol, Citral, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
