• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
სახის ღამის კრემი ანტიოქსიდანტებით
new
მიუწვდომელია

Siberian Code - სახის ღამის კრემი ანტიოქსიდანტებით, 50 მლ

Siberian Code

აქტიური განმაახლებელი კრემი ანტიოქსიდანტებით და ციმბირული ფერმენტირებული მცენარეების კომპლექსით SIBERIAN CODE, განკუთვნილი დაღლილი, ფერდაკარგული და სტრესისადმი მიდრეკილი კანისთვის. რეგულარული გამოყენებისას კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური, დაბერების პროცესები ნელდება – სახე კი სიჯანსაღითა და სიცოცხლით ანათებს.

არტიკლი: 429627
მოცულობა: 50 მლ
27,1 ₾
33 ₾
11.4 ქულა
54,2 ₾ / 100 ml
პროდუქტის შესახებ
  • ბზინვარება და თანაბარი ტონი
    აახლებს და აქვს გამაღიავებელი ეფექტი, რაც კანს ჯანსაღ ბზინვარებას უბრუნებს.
  • უჯრედის ენერგია
    ავსებს დაღლილ კანს ენერგიით და ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმს.
  • Anti-age ეფექტი
    ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, ანელებს დაბერების პროცესს.

ღამის მოვლა: ყველაფერი, რაც თქვენს კანს სჭირდება!
SIBERIAN CODE: ციმბირული ბუნების ძალა – ციმბირული მეცნიერების ძალა – ადამიანებისთვის.

ანტიოქსიდანტებითა და ციმბირული მცენარეების კომპლექსით შედგენილი Siberian Code კრემი ატენიანებს, კვებავს და ასტიმულირებს კანის რეგენერაციულ პროცესებს ძილის დროს. ზრდის ელასტიურობას, ათანაბრებს კანის რელიეფსა და ტონს, ხსნის შეშუპებას, ამცირებს კუპეროზის გამოვლინებებს, ათეთრებს და ათანაბრებს სახის ფერს.

ბუნებრივი კომპლექსი SIBERIAN CODE, რომელიც კანს ბუნებრივ პარამეტრებს უბრუნებს, მიღებულია ფერმენტაციის ტექნოლოგიით, აქტიური ცოცხალი გარემოს მეთოდის გამოყენებით. ძვირფასი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მოპოვების ეს პროცესი საშუალებას იძლევა::
– მათი ბიოშეღწევადობის გაზრდა;
– ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებების გაძლიერება (ამინომჟავებით, პეპტიდებით, პოლისაქარიდებით და ვიტამინებით გაჯერების წყალობით).

ციმბირული კოდის კომპლექსის შესაქმნელად ხუთი მცენარე შევარჩიეთ და ეს შემთხვევითი არ ყოფილა – თითოეული მათგანი ჩვენთვის ციმბირის ღირებულებებს განასახიერებს:
   • ხე
ფიჭვი - ძალა და სიმძლავრე
   •  კენკრა
მოცვი — სიმდიდრე და ჯანმრთელობა
   • ყვავილი
ბაიკალის მუზარადა – სილამაზე და სისუფთავე
   • სოკო
ჩაგა - ტრადიციები და თაობების გამოცდილება
   • ხავსი
ირმის ხავსი – ხანგრძლივი სიცოცხლე და გადარჩენის უნარი

ჩვენ გვჯერა: საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონია იბადება იქ, სადაც ადამიანი გრძნობს კავშირს ბუნებასთან, ტყეებისა და ბალახების ჩურჩულს და თაობების სიბრძნეს!

  • ფერულის მჟავა
    აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. ურთიერთქმედებს სხვა ანტიოქსიდანტებთან, ზრდის მათ ეფექტურობას. ფერულის მჟავას ანტიოქსიდანტური აქტივობა ძლიერდება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, რაც ეხმარება კანს ამ უკანასკნელის ნეგატიური ზეგავლენისგან დაცვაში. ამცირებს მელანინის გამომუშავებას და ათანაბრებს კანის ტონს. ანიჭებს კანს სიკაშკაშეს და ბუნებრივ ბზინვარებას.
  • ფულერენები
    სუპერანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შესანიშნავი თავისუფალი რადიკალების შთანთქმის უნარი აქვთ, შეუძლიათ ეფექტურად დაუპირისპირდნენ კანში ჟანგვით სტრესს და შეანელონ დაბერების ნიშნები. თავისუფალი რადიკალების მიერ კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების დაზიანების შემცირებით, ისინი ხელს უწყობენ კანის თვითაღდგენას, ასწორებენ წვრილ ნაოჭებს და ზრდის ელასტიურობას. თრგუნავენ მელანინის გამომუშავებას, ათანაბრებენ კანის ტონს და ანიჭებენ მას ბზინვარებას.
  • ასტაქსანტინი
    Мძლიერი ანტიოქსიდანტი, ის ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის და გლიკოზამინოგლიკანების (მაგალითად, ჰიალურონის მჟავას) გამომუშავებას, ზრდის კანის ელასტიურობას და დატენიანების დონეს, ამავდროულად ამცირებს წვრილ ნაოჭებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ამცირებს სიწითლეს. იცავს კანს გარემო ფაქტორებისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. აუმჯობესებს ტონუს, ათანაბრებს პიგმენტაციას, ინარჩუნებს კანის თანაბარ ტონს, მელანინის სინთეზის დათრგუნვის გზით.
  • ვიტამინი C (ეთილის ასკორბინის მჟავა)
    ეთილ ასკორბინის მჟავა - C ვიტამინის ახალი წარმოებული, ასკორბინის მჟავას ყველაზე მაღალი კონცენტრაციით - კანში შეღწევის შემდეგ მეტაბოლიზდება C ვიტამინად. იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უწყობს მის აღდგენას მზის ზემოქმედების შემდეგ. აქვს გამოხატული გამათეთრებელი და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი, მოქმედებს ძალიან ნაზად და ფრთხილად და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის.
  • კერამიდების კომპლექსი
    ამცირებს ტრანსეპიდერმულად ტენის დაკარგვას, ზრდის ჰიდრატაციის დონეს, ვიზუალურად ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ჭიმავს კანს. გამოდგება მგრძნობიარე და მშრალი კანის ხანგრძლივი დაცვისა და აღდგენისთვის.
  • ყურძნის კურკის ზეთი
    აუმჯობესებს კანში სხვა სასარგებლო კომპონენტების შეღწევადობას, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, წარმოადგენს პროფილაქტიკურ საშუალებას ფოტოდაბერების პროცესში, ამაღლებს ბარიერულ ფუნქციებს და აუმჯობესებს კანის საერთო იმუნიტეტს.
  • გლიკოსფინგოლიპიდები
    ხელს უწყობს კანში ტენიანობის შენარჩუნებას, თავიდან აცილებს დეჰიდრატაციას, აძლიერებს ლიპიდურ ბარიერს, იცავს გარე ზემოქმედებისგან და ამცირებს ტენის დაკარგვას. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს სიწითლისა და გაღიზიანების შემცირებას. ხელს უწყობენ კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის გაუმჯობესებას, რაც მას უფრო ახალგაზრდულ და მკვრივს (გაჭიმულს) ხდის. ასტიმულირებენ კანის საკუთარი კერამიდების სინთეზს, რომლებიც დამცავი ბარიერის ძირითადი კომპონენტია.
  • კომპლექსი Siberian Code
    პრობიოტიკებით ფერმენტირებული ხუთი ციმბირული მცენარის კომპლექსი შეიცავს ფიჭვის კვირტების, ჩაგას, მოცვის, ირმის ხავსის და ბაიკალის მუზარადას(Scutellaria baicalensis) ექსტრაქტებს. რძის მჟავით, ამინომჟავებით, პეპტიდებით, პოლისაქარიდებითა და ვიტამინებით გაჯერების წყალობით, აძლიერებს სხვა აქტიური კომპონენტების ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს.

მათთვის, ვისაც:
• სურს დიდხანს შეინარჩუნოს კანის ახალგაზრდული იერი, დაიცვას იგი პიგმენტაციისა და ნაადრევი დაბერების ნიშნებისგან;
• დიდ დროს ატარებს ქალაქში, ცუდი ეკოლოგიის პირობებში;
• შენიშნა, რომ კანი გახდა ფერმკრთალი და დაღლილი.

ეს პროდუქტი არ არის ტესტირებული ცხოველებზე და არ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებს.

გამოყენება

წაისვით საღამოს სახისა და კისრის გაწმენდილ კანზე.

შედგენილობა

აქტიური კომპონენტები: ფერულის მჟავა, ფულერენები, ასტაქსანტინი, ვიტამინი C (ეთილ-ასკორბინის მჟავა), კერამიდების კომპლექსი, ყურძნის წიპწის ზეთი, გლიკოსფინგოლიპიდები, ფერმენტირებული კომპლექსი SIBERIAN CODE (ველური ფიჭვის კვირტების, ჩაგას სოკოს, წითელი მოცვის (ბრუსნიკა) კენკრის, ირმის ხავსის (იაგელი), ბაიკალის მუზარადას(Scutellaria baicalensis) ფესვის ექსტრაქტები).

წყალი, კაპრილ/კაპრიკ ტრიგლიცერიდი, სორბიტან სტეარატი, შიის კარაქი, კაპრილილ კაპრილატ/კაპრატი, კოკო-კაპრილატ/კაპრატი, იზოამილ ლაურატი, ზეითუნის ზეთი, ყურძნის წიპწის ზეთი, პროპანდიოლი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ფერმენტირებული კომპლექსი SIBERIAN CODE (ველური ფიჭვის კვირტების, ჩაგას სოკოს, წითელი მოცვის კენკრის, ირმის ხავსის, ბაიკალის მუზარადას(Scutellaria baicalensis) ფესვის ექსტრაქტები), ლეციტინი, ცეტეარილის სპირტი, არომატიზატორი, ეთილ-ასკორბინის მჟავა, ცეტეარილ გლუკოზიდი, ბეტაინი, გლუკომანანი, ნატრიუმის პოლიაკრილატი, გლიცერინი, სოიოს ზეთი, ბუტილენგლიკოლი, ტოკოფეროლი, ბეტა-სიტოსტეროლი, ჰიდროგენიზებული ლეციტინი, ფერულის მჟავა, ბეტა-გლუკანი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კაპრილ/კაპრიკ ტრიგლიცერიდები, კაპრილჰიდროქსამული მჟავა, პენტილენგლიკოლი, საქაროზას სტეარატი, კერამიდი NP, კერამიდი AP, კერამიდი AS, კერამიდი NG, ასტაქსანტინი, ფულერენები, სკვალენი, ფენოქსიეთანოლი, 1,2-ჰექსანდიოლი, სკლეროციუმის ფისი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიკოსფინგოლიპიდები, პოლიგლიცერილ-10 დიიზოსტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონენი, ლინალოოლი, ციტრალი, გერანიოლი.

(INCI): Aqua (Water), Caprylic/Capric Triglyceride, Sorbitan Stearate, Butyrospermum Parkii Butter, Caprylyl Caprylate/Caprate, Coco-Caprylate/Caprate, Isoamyl Laurate, Olea Europaea Fruit Oil, Vitis Vinifera Seed Oil, Propanediol, Cetyl Alcohol, Stearyl Alcohol, Lactobacillus Ferment Filtrate / Pinus Sylvestris Bud Extract / Inonotus Obliquus Extract / Vaccinium Vitis-Idaea Fruit Extract / Cladonia Rangiferina Extract / Scutellaria Baicalensis Root Extract*, Lecithin, Cetearyl Alcohol, Parfum, 3-O-Ethyl Ascorbic Acid, Cetearyl Glucoside, Betaine, Glucomannan, Sodium Polyacrylate, Glycerin, Glycine Soja Oil, Butylene Glycol, Tocopherol, Beta-Sitosterol, Hydrogenated Lecithin, Ferulic Acid, Beta-Glucan, Sodium Hyaluronate, Caprylhydroxamic Acid, Pentylene Glycol, Sucrose Stearate, Ceramide NP, Ceramide AP, Ceramide AS, Ceramide NG, Astaxanthin, Fullerenes, Squalene, Phenoxyethanol, 1,2-Hexanediol, Sclerotium Gum, Sodium Hydroxide, Glycosphingolipids, Polyglyceryl-10 Diisostearate, PVP, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Limonene, Linalool, Citral, Geraniol.
* ფერმენტირებული ციმბირული მცენარეების კომპლექსის შემადგენლობა SIBERIAN CODE.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
left-imageright-image

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

iso-iconiso-iconiso-iconiso-icon