მოსახერხებელი შეიკერი პროტეინის კოქტეილების მოსამზადებლად. ცილის სარგებელი ნებისმიერ ადგილას – ვარჯიშამდე, ვარჯიშის შემდეგ და ვარჯიშის დროს! სასარგებლო სასმელის მომზადება გზაშიც კი შეგიძლიათ. კომპლექტში შედის გამძლე ჭიქა, ჰერმეტული თავსახური, საცერი და სათქვეფი, რაც აადვილებს კოქტეილების მომზადებას და უზრუნველყოფს იდეალურ კონსისტენციას.
სპორტი სტილში
კვება და ენერგია მომენტში
Siberian Wellness-ის ფლაგმანური სპორტული Keforma-ს სტილის შეიკერი, თქვენ აქტივობის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამბასადორად აქცევთ. დაიმუხტეთ ენერგიით, აიმაღლეთ გამძლეობა ვარჯიშისთვის, შეივსეთ ცილის დღიური ნორმა და შეინარჩუნეთ ტონუსი მუდამ და ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.
და პირდაპირ კადრში – შთამბეჭდავი აქსესუარი ნამდვილად გააუმჯობესებს თქვენს პროფილს.
ვისთვის?
• მათთვის, ვინც ფუნქციურ დიეტას ანიჭებს უპირატესობას და აკონტროლებს ცილის დონეს.
• მათთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს.
მოათავსეთ კოქტეილის ინგრედიენტები და სათქვეფი შეიკერის ჭიქაში, ხოლო ყელზე საცერი დაამაგრეთ. დაახრახნეთ თავსახური და დაკეტეთ სარქველი. ათქვიფეთ ნარევი. გახსენით სარქველი და მიიღეთ სიამოვნება პროტეინის გემოსა და ენერგიისგან.
გამოყენების შემდეგ, შეიკერი წყლით გამოავლეთ და რაც შეიძლება მალე კარგად გარეცხეთ ღრუბლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. მნიშვნელოვანია: დატოვეთ კონსტრუქცია მთლიანად დაშლილი, სანამ სრულად არ გაშრება.