• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
დახმარება
თერმოკარბი
new

Fitness Catalyst - თერმოკარბი, 90 კაფსულა

Fitness Catalyst

განწყობა მოხდენილი სხეულისთვის! კომპლექსის მოქმედება დაფუძნებულია თერმოეფექტზე, რაც ორიენტირებულია ენერგეტიკული ცვლის მხარდაჭერასა და მადის კონტროლზე. კოფეინი და მწვანე ჩაის კატექინები აძლიერებენ ცხიმების წვას, ხოლო ქრომი და გუარანა ხელს უწყობენ ენერგიისა და გამძლეობის მატებას, ასევე მეტაბოლიზმის დაჩქარებას ინტენსიური ვარჯიშების დროს. 

არტიკლი: 501727
რაოდენობა პაკეტზე: 90 კაფსულა
დარჩენილია: 100+ ცალი
57 ₾
24.5 ქულა
  • თვითგატანა: , ში პუნქტებში
პროდუქტის შესახებ
  • უტყუარი კომბო
    მწვანე ჩაის კატექინები და კოფეინი წონის კონტროლისთვის ყველაზე ეფექტური კომბინაციაა.
  • გზა სასურველი ფორმისკენ – ცეცხლოვანი ენერგიით
    კოფეინის, გუარანასა და მწვანე ჩაის მატონიზირებელი ეფექტი დაგეხმარებათ აქტიურობის შენარჩუნებაში.
  • ბალანსი – არის ბაზა
    კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ქრომი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

წონაში კლება და სრულფასოვანი ცხოვრება – რეალურია!
როდესაც გადაწყვეტთ წონის დაკლებას ან კუნთების ლამაზი რელიეფის გამოკვეთას, ცხოვრებაში ჩნდება შეზღუდვები, იზრდება დატვირთვა, ცხოვრების ტემპი კი უცვლელი რჩება. კომპლექს «თერმოკარბ»-ის კომპონენტები, რომლებსაც ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე ზემოქმედების განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი მექანიზმები აქვთ, შეავსებს წონის კლების პროგრამას, დაგეხმარებათ ვარჯიშის ეფექტურობის გაზრდაში, ასევე ხალისიანი განწყობისა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში, როდესაც მიზნისკენ სვლაა საჭირო.

ენერგია. კონტროლი. თერმოფორმულა

  • ენერგია
    კოფეინი და გუარანა – მთელი ფორმულის მასტიმულირებელი ბლოკი. ინარჩუნებენ მხნეობას, კონცენტრაციასა და ტონუსს აქტიური ვარჯიშების დროს. ზედმეტ წონასთან ბრძოლის რეჟიმში ჩვეულებრივზე გაცილებით მეტ ენერგიას ვხარჯავთ: უფრო სწრაფად ვიღლებით, ქვეითდება კონცენტრაცია და ჩნდება გაღიზიანებადობა. კომპლექსის ენერგეტიკული ბლოკი ანაზღაურებს ძალებს, რათა შეინარჩუნოთ დატვირთვის ინტენსივობა, მიზნისკენ სვლის მტკიცე განწყობა და ცხოვრების საერთო ტემპი.
  • კონტროლი
    მწვანე ჩაის კატექინები და კოფეინი ხელს უწყობენ თერმოგენეზსა და მეტაბოლურ აქტივობას, ასევე გეხმარებიან ენერგიისა და მიზნების მიღწევის პროცესში ჩართულობის შენარჩუნებაში.
  • თერმოფორმულა
    მრავალდონიანი კომპლექსი: მწვანე ჩაი + კოფეინი + პიპერინი BioPerine + ქრომი, სადაც კომპონენტები ავსებენ ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს თერმოგენეზის გაძლიერებას წონის კლების პერიოდში.

   • კოფეინი და გუარანა შვეიცარიული კომპანია GIVAUDAN™-ისგან
მოქმედებენ, როგორც ადენოზინერგული სისტემის ცენტრალური სტიმულატორები, რაც ზრდის ენერგიის დონეს, კოგნიტურ კონცენტრაციას, ასევე ვარჯიშის ხარისხსა და პროდუქტიულობას.
   • მწვანე ჩაის ექსტრაქტი
სადღეღამისო დოზა შეიცავს 156,8 მგ ექსტრაქტს, საიდანაც 152 მგ კატექინებია, რომლებიც კოფეინთან სინერგიაში მოქმედებენ და ხელს უწყობენ მიტოქონდრიული აქტივობისა და ცხიმის წვის პროცესების გაძლიერებას ინტენსიური დატვირთვისა და კალორიების შეზღუდვის პირობებში.
   • ქრომის პიკოლინატი
მონაწილეობს ნახშირწყლოვანი ცვლისა და ინსულინის მიმართ მგრძნობელობის რეგულაციაში, რაც სხეულის მასის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში მნიშვნელოვანია გლიკემიური პასუხის სტაბილიზაციისა და კვებითი ქცევის კონტროლისთვის.
   • პიპერინი
BioPerine – შავი პილპილის სტანდარტიზებული ექსტრაქტი პიპერინის 95%-იანი შემცველობით. ფუნქციურად ზრდის რიგი ნუტრიენტების ბიოშეღწევადობას, რაც აუმჯობესებს მათ სისტემურ შეთვისებას.

ვისთვის?
• მათთვის, ვინც კალორიების დეფიციტით იკვებება და სურს მთელი დღის განმავლობაში ცხოვრებისეული ტონუსის შენარჩუნება.
• მათთვის, ვისაც ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის პერიოდში მეტი ენერგია სჭირდება აგრესიული ვარჯიშისწინა კომპლექსების გარეშე.
• მათთვის, ვინც სასურველი ფიგურისკენ მიისწრაფვის – იკლებს წონაში ან ინარჩუნებს ფორმას.

სამ კაფსულაში:
   • 100 მგ კოფეინი
დღის ტონუსისა და კონცენტრაციისთვის.
   • 152 მგ EGCG (ეპიგალოკატექინ გალატი), მწვანე ჩაის მთავარი კატექინი
მადის კონტროლისა და მეტაბოლიზმის მხარდაჭერისთვის.
   • 240 მკგ ქრომი
გლუკოზისა და ენერგიის ბალანსისთვის.

გამოყენება

მოზრდილებისთვის – 3 კაფსულა დღეში, ჭამის დროს, დღის პირველ ნახევარში. ეცადეთ, დაიცვათ რეკომენდაციები – კოფეინი აფხიზლებს. კურსი შეადგენს 30 დღეს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამეორება.

არ შეუთავსოთ კომპლექსი სტიმულატორებს: მიღების დღეს გაითვალისწინეთ ყავა და კოფეინის სხვა წყაროები.

შედგენილობა

მიკროკრისტალური ცელულოზა (მატარებელი), მწვანე ჩაის ექსტრაქტი, გუარანას ექსტრაქტი1, უწყლო კოფეინი, სილიციუმის დიოქსიდი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), ქრომის პიკოლინატი, ბიოპერინი (შავი პილპილის ექსტრაქტი). კაფსულის გარსი: ძროხის ჟელატინი.
შეიძლება შეიცავდეს გლუტენის შემცველ მარცვლეულს, არაქისის, თხილს, კვერცხს, სოიოს, მდოგვის, სეზამის, ნიახურს, რძეს, თევზს, კიბოსნაირებს, მოლუსკებსა და მათ პროდუქტებს.
1უარანას ექსტრაქტი კომპანია GIVAUDAN-ისგან.

3 კაფსულა შეიცავს:

აქტიური კომპონენტები   მასა, მგ   *მოხმარების ადექვატური დონის %
ქრომი (ქრომის პიკოლინატიდან)   0,24 480**
კოფეინი   100 200**
პიპერინი 1,2 –***
პოლიფენოლები   156,8 157**
მათ შორის ეპიგალოკატექინ გალატი   152 152**

* მად – მოხმარების ადექვატური დონე - ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
*** მად(მოხმარების ადეკვატური დონე) არ არის დადგენილი.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
quality-banner

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

gmp-iconhaccp-iconfda-iconiso-icon