• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
დახმარება
თვალის გარშემო კანის კორექტორი-კრემი «მიკრობიომის ბალანსი»
new

Experalta Biomelle - თვალის გარშემო კანის კორექტორი-კრემი «მიკრობიომის ბალანსი», 15 მლ

Experalta Biomelle

თვალის გარშემო კანის ჯანსაღი ბზინვარება და თანაბარი ტონი – სულ რაღაც ერთი გამოყენებით! მსუბუქი კორექტორი-კრემი პრე- და პრობიოტიკების კომპლექსით მიზანმიმართულად ებრძვის მუქ წრეებს, შეშუპებასა და წვრილ ნაოჭებს, მზერას სიცხადესა და სიჯანსაღეს ანიჭებს, თქვენ კი – მოვლილ და დასვენებულ იერს. 

არტიკლი: 425442
მოცულობა: 15 მლ
დარჩენილია: 3 ცალი
29 ₾
13 ქულა
  • თვითგატანა: , ში პუნქტებში
პროდუქტის შესახებ
  • მოვლა 3-1-ში
    აქრობს მუქ წრეებსა და შეშუპებას, ასწორებს «ბატის თათებს» და მყისიერად ატონირებს კანს პრე- და პრობიოტიკებისა და სპეციალური პიგმენტების კომბინაციის წყალობით.
  • აღდგენა შიგნიდან
    აძლიერებს კანის ბარიერს, თავიდან აცილებს გაუწყლოებას, აჩქარებს კანის თვითაღდგენის პროცესებს და ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს.
  • მოქმედებს დასწრებაზე
    აქტიური შემადგენლობა უბრალოდ კი არ ნიღბავს ნაკლოვანებებს, არამედ აქტიურად იცავს კანს სტრეს-ფაქტორებისგან, თავიდან აცილებს დაღლილობის ნიშნების გაჩენას და იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან.

ნათელი მზერა – და არანაირი კომპრომისი!
თვალის გარშემო კანი სახის კანზე 10-ჯერ უფრო თხელია და ის პირველი რეაგირებს სტრესზე, UV-გამოსხივებაზე, გარემოს დაბინძურებასა და ყოველდღიურ მიმიკაზე, რის გამოც კარგავს სიმკვრივესა და ბზინვარებას. დროა დაივიწყოთ კომპრომისები მყისიერ ეფექტსა და ხანგრძლივ მოვლას შორის! წარმოგიდგენთ თვალის გარშემო კანის კორექტორ-კრემს, რომელიც მოქმედებს დასწრებაზე და ამავდროულად გახარებთ მყისიერი გარდასახვით.

როგორ მუშაობს პროდუქტი?

   • დაღლილობის ყოველგვარი კვალის გარეშე
კომპლექსი Revital Eyes (ლაქტობაქტერიები და მწვანე ჩაი) და ნიაცინამიდი ბლოკავენ მელანინის გადატანას და ამცირებენ მელანოციტების აქტივობას, რის წყალობითაც პიგმენტირებული ზონები შესამჩნევად ღიავდება. ხოლო განსაკუთრებული პიგმენტები მყისიერად ათანაბრებენ ტონს და კანს ჯანსაღ, დასვენებულ იერს ანიჭებენ.
   • ბრძოლა შეშუპებასა და შესიებებთან
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და კაპილარების გამაგრება ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნასა და თვალის ქვეშ „ტომრების“ შემცირებას – კომპლექს Revital Eyes-ში შემავალი კოფეინისა და მწვანე ჩაის, ასევე ჰიალურონის მჟავების მიქსისა და არნიკას ზეთის წყალობით.
   • ლიფტინგი და გაახალგაზრდავება
პრობიოტიკური კომპლექსი ProRenew Complex, ბროწეულის ექსტრაქტი Revital Eyes-ის შემადგენლობაში, ნატრიუმის ჰიალურონატი ExceptionHYal Relief და ნიაცინამიდი ასტიმულირებენ ფიბრობლასტებს, რითაც ააქტიურებენ კოლაგენისა და ელასტინის ბუნებრივ სინთეზს. ეს ზრდის კანის სიმკვრივეს, უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს და ასწორებს «ბატის თათებს».
   • დილის სიჯანსაღის ეფექტი 24/7
ჰიალურონის მჟავების მიქსი უზრუნველყოფს მძლავრ მრავალდონიან დატენიანებას, ხოლო პრობიოტიკური კომპლექსი ProRenew Complex არაბინოგალაქტანთან ერთად აქტიურად აღადგენს და აძლიერებს კანის ბარიერს. ეს ხელს უშლის ტრანსეპიდერმულ ტენიანობის დაკარგვას და იცავს კანს გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან, რაც მას კომფორტის, სიმკვრივისა და ბზინვარების მდგრად შეგრძნებას ანიჭებს.

  • აქტიური კომპლექსი Revital Eyes
    ბიოტექნოლოგიური კომპლექსი Lactobacillus-ის შტამებისგან მიღებული პრობიოტიკური ინგრედიენტის (სასიგნალო ცილა Agouti-ს ანალოგი), მწვანე ჩაისა და ბროწეულის ექსტრაქტებისა და კოფეინის ბაზაზე.
    • Lactobacillus ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, ბლოკავს ჭარბ მელანოგენეზს და ამცირებს მუქ წრეებს.
    • მწვანე ჩაი მდიდარია პროანტოციანიდინებით – მძლავრი ანტიოქსიდანტებით (კონდენსირებული ტანინებით), რომლებიც ამაგრებენ კაპილარებს, ასტაბილურებენ კოლაგენსა და ელასტინს, რითაც ზრდიან თვალის გარშემო თხელი კანის სიმყარეს.
    • ბროწეულის ექსტრაქტი მაღალი მოლეკულური მასის ნახშირწყლებით უზრუნველყოფს ლიფტინგ-ეფექტს, ატონიზირებს და ჭიმავს კანს. კოფეინი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებასა და დაბერების ნიშნებს, მოქმედებს დანარჩენ კომპონენტებთან სინერგიაში კომპლექსური ანტიოქსიდანტური დაცვისთვის.
  • ProRenew Complex CLR™
    ბიოტექნოლოგიური ანტიასაკობრივი მოვლა პრობიოტიკების ბაზაზე, რომელიც მიმართულია კანის ღრმა განახლებისკენ.
    კომპლექსი ააქტიურებს თვითაღდგენის ბუნებრივ მექანიზმებს: ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს სიმკვრივისა და ელასტიურობის ასამაღლებლად, აუმჯობესებს კერატინოციტების კოჰეზიას და უჯრედულ დიფერენციაციას. შედეგად ჩქარდება ეპიდერმისის განახლება და დამცავი ბარიერის აღდგენა, ხოლო ანტიმიკრობული პეპტიდების გამომუშავება უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ინფექციებისა და გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან.
    ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის გარშემო მგრძნობიარე ზონისთვის, სადაც კანი ადვილად კარგავს ტენიანობასა და ელასტიურობას.
  • არაბინოგალაქტანი
    პრებიოტიკი, ბუნებრივი პოლისაქარიდი, რომელიც მიიღება ციმბირული ლარიქსისგან ბიოტექნოლოგიური მეთოდით. აუმჯობესებს კანის ბარიერულ თვისებებს, ამცირებს ტრანსეპიდერმულ ტენიანობის დაკარგვას და უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას. მაღალგაწმენდილი არაბინოგალაქტანი ააქტიურებს მაკროფაგებს (იმუნურ უჯრედებს) ორჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ექინაცეა, რითაც აძლიერებს დაცვას ანთებებისა და სტრესისგან, რაც ხელს უწყობს თვალის ქვეშ წვრილი ნაოჭებისა და მუქი წრეების გაჩენის პრევენციას.
  • ნიაცინამიდი
    ვიტამინი B3-ის წყალში ხსნადი ფორმა, რომელიც აღიავებს პიგმენტაციასა და პოსტაკნეს კვალს, ათანაბრებს ტონს და კანს ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს. ნიაცინამიდი ბლოკავს მელანოსომების გადატანას კერატინოციტებში, რაც ამცირებს მელანინის გამომუშავებას და აღიავებს მუქ წრეებს. კვლევები (in vivo) ადასტურებენ მის უნარს, შეამციროს მელანინის საერთო რაოდენობა ეპიდერმისში, უჯრედების სიცოცხლისუნარიანობაზე ზემოქმედების გარეშე.
    გარდა ამისა, ნიაცინამიდი აჩქარებს რეგენერაციას, ხელს უწყობს დაზიანებების შეხორცებას, ასწორებს ნაწიბურებსა და ნაიარევს. ის აძლიერებს კანის ბარიერს, ამცირებს სიმშრალესა და მგრძნობელობას, არეგულირებს სებუმის გამომუშავებას და ამცირებს ანთებით პროცესებს. ანტიასაკობრივი მოქმედების წყალობით, ის ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ებრძვის ნაოჭებს, რის შედეგადაც თვალის გარშემო ზონა უფრო მკვრივი, გლუვი და მბზინავი ხდება.
  • ნატრიუმის ჰიალურონატი ExceptionHYal Relief (მასა 50–3000 კდა)
    მრავალდონიანი მოქმედების კომპლექსი თვალის გარშემო კანის ინტენსიური დატენიანებისა და აღდგენისთვის. მისი უნიკალურობა სხვადასხვა მოლეკულური მასის ფრაქციების შეხამებაშია.
    • დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას და ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს სიმკვრივის ასამაღლებლად. ამავდროულად, ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ბლოკავს ლიპიდების დაჟანგვას და ააქტიურებს ბაქტერიებისგან დაცვას.
    • მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა კანის ზედაპირზე ქმნის დამატენიანებელ აპკს, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას და მყისიერად ასწორებს რელიეფს.
    ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს კომპლექსურ ზემოქმედებას – მყისიერი დატენიანებიდან კანის სიმკვრივისა და ტონუსის ხანგრძლივ გაუმჯობესებამდე, რის შედეგადაც თვალის გარშემო ზონა შესამჩნევად უფრო მკვრივი, დაჭიმული და გაუწყლოებისგან დაცული ხდება.
  • არნიკას ზეთი
    ბუნებრივი ექსტრაქტი, რომელიც ასტიმულირებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას. მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად სისხლჩაქცევებისა და მუქი წრეების წინააღმდეგ, აქრობს სისხლძარღვოვან ბადეს, ახორცებს გამსკდარ კაპილარებს და ხსნის შეშუპებას. ზეთი ამშვიდებს და იცავს მშრალ, მგრძნობიარე კანს, ხელს უწყობს მის სწრაფ აღდგენასა და შეშუპების შემცირებას.

ვისთვის?
• მათთვის, ვინც ხშირად იყენებს თვალის ქვეშ მუქი წრეებისა მასკირების საშუალებებს.
• მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მრავალფუნქციურ პროდუქტებს, რომლებიც მოქმედებენ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც.
• მათთვის, ვისაც სურს შემოიფარგლოს საშუალებების მინიმუმით.
• მათთვის, ვინც ეძებს საშუალებას თვალის გარშემო კანის ტონის გასათანაბრებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
• მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ დაფარვას ნიღბის ეფექტის გარეშე.
• მათთვის, ვინც ესმის კოსმეტიკის ხარისხისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა.

გამოყენება

დილით დაიტანეთ საშუალების მცირე რაოდენობა თვალის გარშემო ზონაზე. კორექტორი-კრემის გამოყენება ასევე შესაძლებელია დამატენიანებელი კრემის ან მიზანმიმართული მოქმედების შრატის შემდეგ.

შედგენილობა

წყალი, პოლიგლიცერილ-2 ტრიიზოსტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, კოკო-კაპრილატ/კაპრატი, პოლიგლიცერილ-3 პოლირიცინოლეატი, დიკაპრილილ კარბონატი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდები, გლიცერინი, ნიაცინამიდი, მეთილ მეთაკრილატის კროსპოლიმერი, რძემჟავა ბაქტერიების ფერმენტირებული ლიზატი, ბორის ნიტრიდი, მაგნიუმის სულფატი, ტოკოფერილ აცეტატი, მზესუმზირის ზეთი, არნიკას ყვავილების ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ბროწეულის ნაყოფის ექსტრაქტი, კოფეინი, სილიკა დიმეთილ სილატი, ჰიდროქსიაცეტოფენონი, 1,2-ჰექსანდიოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, არაბინოგალაქტანი, პარფიუმერული კომპოზიცია, ტოკოფეროლი, რძემჟავა, ლაქტობაქტერიების ფერმენტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბენზოატი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი.

ინგრედიენტები  (INCI): Aqua / Water, Polyglyceryl-2 Тriisostearate, Titanium Dioxide/ CI77891, Сoco-Сaprylate/Сaprate, Polyglyceryl-3 Polyricinoleate, Dicaprylyl Carbonate, Caprylic/Capric Triglyceride, Glycerin, Niacinamide, Methyl Methacrylate Crosspolymer, Lactococcus Ferment Lysate, Boron Nitride, Magnesium Sulphate Heptahydrate, Tocopheryl Acetate, Helianthus Annus Seed Oil, Arnica Montana Flower Extract, Camellia Sinensis Leaf Extract, Punica Granatum Extract, Caffeine, Silica Dimethyl Silylate, Hydroxyacetophenone, 1,2-Hexanediol, Sodium Hyaluronate, Galactoarabinan, Parfum, Tocopherol, L-Lactic Acid, Lactobacillus Ferment, Sodium Chloride, Sodium Benzoate, CI 77492, CI 77491, CI 77499.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
quality-banner

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

gmp-iconhaccp-iconfda-iconiso-icon