• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
«ხუსენ გაზარ» (მიწის ძალა), სახის გამწმენდი ნიღაბი
new
მიუწვდომელია

Siberian Wellness - «ხუსენ გაზარ» (მიწის ძალა), სახის გამწმენდი ნიღაბი, 75 მლ

Siberian Wellness

გამწმენდი გამათბობელი ნიღაბი თეთრი და მწვანე თიხის ბაზაზე ბალზამების ლეგენდარული ციმბირული კოლექციიდან, იდეალური კანის ტონისთვის. აშორებს ზედმეტ სებუმს, ავიწროებს ფორებს და ანიჭებს გლუვ ეფექტს, კანს უბრუნებს დასვენებულ იერსა და ჯანსაღ ბზინვარებას.

არტიკლი: 430735
მოცულობა: 75 მლ
18,7 ₾
22 ₾
7.1 ქულა
24,93 ₾ / 100 ml
პროდუქტის შესახებ

საიუბილეო, მე-30 ბიზნეს-წლისთვის ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ლეგენდარულ პროდუქტებს: წარმოგიდგენთ გამწმენდ გამათბობელ ნიღაბს თეთრი და მწვანე თიხის ბაზაზე ბალზამების ციმბირული კოლექციიდან. ფორმულა იდეალური ტონისთვის აშორებს ზედმეტ სებუმს, ავიწროებს ფორებს და ანიჭებს გლუვ ეფექტს, კანს უბრუნებს დასვენებულ იერსა და ჯანსაღ ბზინვარებას.

  • თეთრი და მწვანე თიხა (კაოლინი და ილიტი) ღრმად წმენდს, ტონუსში მოჰყავს და ამკვრივებს კანს, ღრუბელივით იწოვს კანის სებუმსა და ჭუჭყს, ანიჭებს გლუვ ეფექტს და ავიწროებს ფორებს.
  • ქაფურის ზეთი (კამფორი) ათბობს კანს და ხსნის ფორებს, ახდენს ძლიერ ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
  • რძემჟავა ხელს უწყობს კანის ეფექტურ განახლებასა და ლიპიდური ბარიერის აღდგენას, ახასიათებს დელიკატური ამქერცლავი ეფექტი, ათანაბრებს ტონს და სახეს ანიჭებს ახალგაზრდულ, ჯანსაღ იერს.
  • ბუშტოვანი ფუკუსის ექსტრაქტი ეფექტურად აქრობს შეშუპებას, ამშვიდებს და არბილებს კანს, აუმჯობესებს მის მიკრორელიეფს და ამცირებს ნაოჭების გამოხატულებას. ღრმად ატენიანებს კანს, ამაღლებს მის ელასტიკურობასა და ტენის შენარჩუნების უნარს, ხელს უშლის მოშვებას და აუმჯობესებს სახის ოვალის მკაფიოობას.
  • კუნელისა და ცხენგამყრელას (სასხამურას) ექსტრაქტები ახდენენ დამამშვიდებელ, ანთების საწინააღმდეგო, დამატენიანებელ და მატონიზებელ მოქმედებას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, არეგულირებენ წყლის ბალანსს, ავიწროებენ ფორებსა და აქრობს სიწითლეს.
  • ჩაის ხისა და პიტნის ეთერზეთებს ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება, მათ ტონუსში მოჰყავთ და აცოცხლებენ კანს, აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას და ეხმარებიან კანის ცხიმიანობასთან ბრძოლაში.
გამოყენება

დაიტანეთ სახის გაწმენდილ კანზე, მოერიდეთ თვალის გარშემო არეს, გაიჩერეთ 7–10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით გრილი წყლით. გამოიყენეთ კვირაში 1 ჯერ ან საჭიროებისამებრ.
თერმოეფექტის მისაღწევად, ნიღბის დატანამდე საჭიროა კანის მსუბუქად დატენიანება.

შედგენილობა

აქტიური კომპონენტები: თეთრი თიხა, მწვანე თიხა, ქაფური, რძემჟავა, ფუკუსის, ცხენგამყრელასა და კუნელის ექსტრაქტები, ჩაის ხისა და პიტნის ეთერზეთები.

შემადგენლობა: გლიცერინი, კაოლინი, კრემნიუმის დიოქსიდი, რძემჟავა, მაგნიუმის ალუმინოსილიკატი, ზეითუნის ზეთი, თუთიის ოქსიდი, წყალი, ქაფური, ილიტი, მონტმორილონიტი, არომატიზატორი (ატდუშკა), პიტნის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, კუნელის ექსტრაქტი, ბუშტოვანი ფუკუსის ექსტრაქტი, ცხენგამყრელას ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილჰექსილგლიცერინი, ლიმონენი, ბენზილსალიცილატი.

(INCI): Glycerin, Kaolin, Hydrated Silica, Lactic Acid, Magnesium Aluminum Silicate, Olea Europaea Fruit Oil, Zinc Oxide, Aqua (Water), Camphor, Illite, Montmorillonite, Parfum, Mentha Arvensis Leaf Oil, Melaleuca Alternifolia Leaf Oil, Crataegus Rhipidophylla Fruit Extract, Fucus Vesiculosus Extract, Lonicera Caprifolium Flower Extract, Phenoxyethanol, Potassium Sorbate, Sodium Benzoate, Ethylhexylglycerin, Limonene, Benzyl Salicylate.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
left-imageright-image

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

iso-iconiso-iconiso-iconiso-icon