• ka
  • დახმარება
კალათი
BEAUTY Box (სილამაზე და ბზინვარება)
მიუწვდომელია

Daily Box - BEAUTY Box (სილამაზე და ბზინვარება), 30 პაკეტი კაფსულების ნაკრებით

Daily Box
გამოხმაურებები არ არის
ვიტამინ-ანტიოქსიდანტური სილამაზის კომპლექსი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა არ იყოს დამოკიდებული გარემოზე, სტრესსა და ძილის ნაკლებობაზე. ვიტამინები და მინერალები ოპტიმალურ დოზებში გეხმარებათ თმის, ფრჩხილების და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ენერგიულობას მოგანიჭებთ ყოველდღე. შემოწმებული ანტიოქსიდანტების ნაკრები ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში.
არტიკლი: 500172
რაოდენობა შეფუთვაში : 30 პაკეტი კაფსულების ნაკრებით
62 ₾
27.5 ქულა
პროდუქტის შესახებ
  • სილამაზის ვიტამინების სრულფასოვანი ნაკრები
    12 ვიტამინი (ბიოტინის, ფოლიუმის და პანტოტენის მჟავების ჩათვლით) - თქვენი სილამაზის სრულფასოვანი მოვლისთვის.
  • მაღალი აქტიური ანტიოქსიდანტური ფორმულა
    კოენზიმი Q10, ბეტა კაროტინი და ვიტამინი E - დასაცავად ფოტოდაბერებისგან და ნაადრევი ნაოჭებისგან.
  • მოსახერხებელი ფორმატი
    სილამაზის ყველა საჭირო ელემენტი ერთ პაკეტში. მიიღეთ დღეში ერთხელ!
  • მიიზიდე აღტაცებული მზერები!
    კანი-ფერმკრთალია, ხოლო სახე-დაღლილი? მაკიაჟი ვერ მალავს მუქ წრეებს თვალების ქვეშ? დრო არ არის თქვენს მხარეს? გსურთ წვეულებაზე წასვლა, მაგრამ ენერგია ნულზეა? იმისათვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ, მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტები საკმარისი არ არის – თქვენს ორგანიზმს ვიტამინები და ანტიოქსიდანტები სჭირდება!
    BEAUTY Box-არის ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების სრული კომპლექსი ყველა თანამედროვე ქალის ახალგაზრდობისა და სილამაზის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის.

    კომფორტული გადაწყვეტილება ქალის ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის!

    12 ძირითადი ვიტამინი
    ქალთა ვიტამინების სპეციალურად შერჩეული კომპლექსი ვიტამინების K1, C, ნიკოტინამიდის, ფოლიუმის და პანტოტენის მჟავების აქცენტით, ხელს უწყობს ფრჩხილების გამაგრებას, ანემიის პრევენციას, იმუნიტეტის გაუმჯობესებას და ანიჭებს კარგ ფიზიკურ მდგომარეობას.

    კოენზიმი Q10
    ახალგაზრდობისა და სილამაზის მოლეკულა, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მთელი უჯრედული ენერგიის 95%-ის გამომუშავებაში. იცავს ნაადრევი დაბერებისგან, ზრდის კანის სიმკვრივეს, ანიჭებს მას ბზინვარებას და სილამაზეს.

    ანტიოქსიდანტური სილამაზის კომპლექსი
    ქაცვის ზეთი, ბუნებრივი ბეტა-კაროტინი და ვიტამინი E კვებავენ კანს, იცავს ულტრაიისფერი გამოსხივების აგრესიული ზემოქმედებისგან და ტემპერატურის ცვლილებებისგან. ტაურინი ხელს უწყობს ძლიერი და სქელი თმის ზრდას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

    ბეტა-კაროტინი
    ის გროვდება კანში და ანტიოქსიდანტური და სამკურნალო ფუნქციების შესრულების გარდა, მოქმედებს როგორც ძლიერი ბუნებრივი სინათლის ფილტრი. მზის ულტრაიისფერი ნაწილის ბლოკირებით, ბეტა-კაროტინი მნიშვნელოვნად ამცირებს მზის დამწვრობის რისკს და, შესაბამისად, კანის ფოტოდაბერებას. სხვა მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებისაგან განსხვავებით, მას აქვს კანში და ლორწოვან გარსებში დაგროვების შერჩევითი უნარი.

    ბუნებრივი ვიტამინი E
    აღადგენს კანის ლიპიდურ ბარიერს, აძლიერებს ბეტა-კაროტინის მოქმედებას, ხელს უშლის ჟანგვით პროცესებს და ინარჩუნებს კანის ახალგაზრდობას.

    ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
    ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზებას, კანს ხდის ბზინვარეს და ელასტიურს, აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და ანთებას. ხელს უწყობს დაზიანებისგან აღდგენას და კანის საფარების განახლებას, უზრუნველყოფს იმუნურ ბარიერს.

    ქაცვის ზეთი
    ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების, ამინომჟავების, მონო- და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, ფოსფოლიპიდების უმდიდრესი წყაროა კანის კვებისთვის, ეპითელური ქსოვილების დაცვისა და აღდგენისთვის. აძლიერებს ბეტა-კაროტინის ეფექტს.

    ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9)
    აჯერებს უჯრედებს ჟანგბადით, რაც იწვევს თმის ფოლიკულების ზრდას.

    ბიოტინი
    პასუხისმგებელია თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზეზე. მონაწილეობს ზრდისა და განახლებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ცვლაში.

    პანტოტენის მჟავა
    ინარჩუნებს წყლის ბალანსს და ხელს უწყობს კერატინის ბოჭკოების სიმკვრივეს.

    ნიკოტინამიდი
    ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი, აჩქარებს თმის ზრდას, აუმჯობესებს თმის ფოლიკულების კვებას.

    B ვიტამინების ჯგუფი (B1, B2, B6, B12)
    B1 ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას, B2 ჩართულია უჯრედების სუნთქვის პროცესებში (მის გარეშე თავის კანი ცხიმიანი ხდება და თმის ბოლოები-მშრალი), B6 ​​ახდენს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესების ნორმალიზებას, B12 ამცირებს თმის ცვენას და აქრობს თმის ფერმკრთალობას.

    ვიტამინი А
    აუცილებელია კანისა და თმის ჯანსაღი გარეგნობის შესანარჩუნებლად. უბრუნებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას, მატებს მოცულობას და ებრძვის სიმშრალეს.

    ვიტამინი С
    ძალიან სასარგებლოა თმისთვის და ფრჩხილებისთვის. უზრუნველყოფს თმის ფოლიკულების სწორ კვებას, რაც აუცილებელია მათთვის, ვისაც აწუხებს ქერტლი, მშრალი და მტვრევადი ფრჩხილები.

    ვიტამინი Е
    მოქმედებს კანქვეშა ცხიმის გამოყოფის რეგულაციაზე, კვებავს თმის ფოლიკულებს და ასტიმულირებს მათ ზრდას, ახდენს ჟანგბადის სუნთქვის ნორმალიზებას.

    ვიტამინი K1
    მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, რომელიც აძლიერებს ფრჩხილის ფირფიტას და ძვლოვან ქსოვილს.

    კოენზიმი Q10
    იცავს დაბერების პროცესებისგან, უნარჩუნებს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას.

    მათთვის, ვინც:

  • სურს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლის განმავლობაში;
  • ცხოვრობს ეკოლოგიურად არახელსაყრელ რეგიონში;
  • აქვს დაუბალანსებელი კვება.
  • თითოეულ პაკეტში:

    • სილამაზის 12 ვიტამინი
    • მუხტავს ენერგიით და ეხმარება კანის, თმისა და ფრჩხილების შესანიშნავ მდგომარეობაში შენარჩუნებაში.
    • 65.3% კოენზიმი Q10
    • ლეგენდარული კომპონენტი, რომელიც იცავს დაბერებისგან.
    • 4 ბუნებრივი ანტიოქსიდანტი
    • ულტრაიისფერი გამოსხივების აგრესიული ზემოქმედებისგან და ტემპერატურის ცვლილებებისგან თავის დასაცავად.
    გამოყენება

    1 თვე.
    ერთი პაკეტი ჭამის დროს.
    იდეალურია Siberian Wellness-ის სილამაზის სხვა პროდუქტებთან კომბინირება.

    შედგენილობა

    კომპლექსი № 1 (ყვითელი კაფსულა): ვიტამინის პრემიქსი H33802/1 (ვიტამინები A, D3, E, K1, B1, B2, B6, B12, C, ნიკოტინამიდი, ფოლიუმის მჟავა, პანტოტენის მჟავა, ბიოტინი), ტაურინი, კოენზიმი Q10, ვიტამინი E, ვიტამინი D3, ფოლიუმის მჟავა.

    კომპლექსი № 2 (წითელი კაფსულა): ქაცვის ზეთი, შერეული ტოკოფეროლი (ბუნებრივი ვიტამინი E), ბუნებრივი CaroCare® ბეტა-კაროტინი.

    კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.

    შესაძლებელია მარცვლოვანი კულტურების (გლუტენის), სოიოს, მდოგვის, სეზამის, ნიახურის, რძის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.

    საფარი არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.

    1 შეფუთვა (2 კაფსულა) შეიცავს:

    აქტიური კომპონენტები მასა, მგ  *მად-ის (მოხმარების ადექვატური დონის) %
    ტაურინი 213,5 53,4
    ვიტამინი А (რეტინოლის აცეტატი) 1,2 133**
    ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 0,011 110**
    ვიტამინი Е (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი, ტოკოფეროლების ნარევი (ალფა, ბეტა, გამა, დელტა ტოკოფეროლი) 43,5 290**
    ვიტამინი K1 (ფილოქინონი) 0,09 75
    ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 1,75 117**
    ვიტამინი В2 (რიბოფლავინი) 1,83 102**
    ვიტამინი В6 (პირიდოქსინის ჰოდროქლორიდი) 2,25 112,5**
    ვიტამინი В12 (ციანოკობალამინი) 0,004 133,3**
    ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა) 127 141**
    ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) 17,9 89,5
    ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 0,56 140**
    ვიტამინი B5 (კალციუმის D-პანტოტენატი) 6,3 126**
    ვიტამინი H (D-ბიოტინი) 0,14 280**
    კოენზიმი Q10 19,6 65,3
    ბეტა-კაროტინი 6 120**

    * მად – მოხმარების ადექვატური დონე - ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
    ** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.

    გამოხმაურებები
    send_reviewჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
    ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
    left-imageright-image

    საკუთარი წარმოება

    უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

    iso-iconiso-iconiso-iconiso-icon