სწორი მეტაბოლიზმი ხანგრძლივი და აქტიური სიცოცხლისთვისათეროსკლეროზის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია ჰომოცისტეინის გაზრდილი დონე. ამაზე გავლენას ახდენს კვების ხარისხი, ალკოჰოლი, ყავა და მოწევა. მაგრამ არის ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ჰომოცისტეინის გაუვნებელყოფის უნარი.
კომპლექსი "ბეტაინი და В-ვიტამინები" – ეს არის კომბინაცია კომპონენტებისა, რომლებიც იცავენ გულს და სისხლძარღვებს ჰომოცისტეინის დამანგრეველი მოქმედებისგან. ბეტაინი დამატებით ახდენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას, ხოლო В ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას.
გაააქტიურეთ ორგანიზმის ბუნებრივი დაცვა!
აირჩიე დღეგრძელობის შენი რეცეპტი!
ძირითადი კომპონენტები:
• В6 (პირიდოქსინი) – არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, გარდაქმნის ფოლიუმის მჟავას მის აქტიურ ფორმაში, ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში სასქესო ორგანოების ბალანსის შენარჩუნებას.
• В9 (ფოლიუმის მჟავა) – მნიშვნელოვანია სისხლწარმოქმნისთვის და უჯრედების ეპითელიუმის განახლებისთვის. ხელს უწყობს აზროვნების პროცესებისთვის და ემოციური სფეროს ჯანმრთელობისთვის საჭირო სეროტონინის და ნორადრენალინის სინთეზს.
• B12 (ციანოკობალამინი) – მონაწილეობს ცილის სინთეზში, არეგულირებს აზროვნების პროცესებს, ემოციებს, მეხსიერებას და ყურადღებას. ხელს უწყობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზს და ერითროციტების გამომუშავებას. აკონტროლებს ჰომოცისტეინის დონეს და დადებით გავლენას ახდენს იმუნიტეტზე.
• ბეტაინი (ტრიმეთილგლიცინი) – ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით, აუცილებელია უჯრედების წყლის ბალანსის რეგულირებისთვის, აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას, ხელს უწყობს ცხიმოვანი დანალექების შემცირებას, განსაკუთრებით ღვიძლში.
ვისთვის?
– ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების პროფილაქტიკა.
– ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ღვიძლის და ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობის შენარჩუნება.
არ წარმოადგენს წამალს. გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ყოველ კაფსულაში:
* მად – მოხმარების ადექვატური დონე ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
ოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე.
შემადგენლობა: ვიტამინ–ორგანული კომპლექსი cardioAGE™ (ბეტაინის ჰიდროქლორიდი, ვიტამინი В12, ფოლიუმის მჟავა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი).
შესაძლებელია მარცვლოვანი კულტურების (გლუტენის), სოიოს, მდოგვის, ქუნჟუტის, ნიახურის, რძის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა. პროდუქტი არ შეიცავს ღორის ჟელატინს.
1 კაფსულა შეიცავს
| აქტიური კომპონენტები | მასა | მოხმარების ადექვატური დონის % | მოხმარების ზედა დასაშვები დონის % |
| ბეტაინი (ტრიმეთილგლიცინი) | 375 მგ | 18,8 | 9,4 |
| ვიტამინი В6 (პირიდოქსინის ჰოდროქლორიდი) | 6 მგ | 300 | 100 |
| ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) | 600 მკგ | 150 | 100 |
| ვიტამინი В12 (ციანოკობალამინი) | 9 მკგ | 300 | 100 |
* მად – მოხმარების ადექვატური დონე ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** მზდდ- არის მოხმარების ზედა დასაშვები დონე ერთიანი სანიტარული, ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების მიხედვით.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
