• ka
  • დახმარება
კალათი
Dino Dent-ის საბავშვო კბილის პასტა ქსილიტოლით "ატამი"

Vitamama - Dino Dent-ის საბავშვო კბილის პასტა ქსილიტოლით "ატამი", 50 მლ

Vitamama
გამოხმაურებები არ არის
უსაფრთხო და ბუნებრივი კბილის პასტა წყალმცენარეებიდან კალციუმით, პრებიოტიკული ინულინით და ქსილიტოლით (10%), შექმნილი კომპლექსური პირის ღრუს ჰიგიენისთვის. ბუნებრივი ფორმულა ხელს უშლის კარიესს, ამაგრებს და ნაზად აპრიალებს კბილის მინანქარს. ყველაზე წუნიან მოუსვენარსაც კი მოეწონება მისი ნაზი ატმის არომატი!
არტიკლი: 425758
მოცულობა: 50 მლ
დარჩენილია: 50 ცალი
12,7 ₾
5 ქულა
  • თვითგატანა: უფასოდ, დღიდან ში 1 პუნქტებში
პროდუქტის შესახებ
  • მაქსიმალურად უსაფრთხოა
    ფორმულა არ შეიცავს ფტორს, ქლორჰექსიდინს და აგრესიულ სურფაქტანტებს. ის შეიცავს მხოლოდ რბილ აბრაზივებს და ბუნებრივ აქტიურ ნივთიერებებს ბავშვთა კბილების ულტრამგრძნობიარე მინანქრის დასაცავად.
  • მინანქრის ბუნებრივი მხარდაჭერა და მინერალიზაცია
    ორგანული კალციუმი წყალმცენარეებისგან აძლიერებს სარძევე და მუდმივი კბილების მგრძნობიარე მინანქარს და იცავს მას ჩამოშლისგან.
  • დადასტურებული დაცვა ნადებისა და ბაქტერიებისგან
    ქსილიტოლი (10%), გვირილის ყვავილის წყალი და მაგნოლიას ექსტრაქტი გნაახლებს პირის ღრუს, ხელს უწყობს კარიესის პრევენციას და კბილის ქვის წარმოქმნას..

Dino Dent
ყველა კბილის დასაცავად!

პირის ღრუს ჯანმრთელობის 85-90% დამოკიდებულია კარგ ჰიგიენაზე და ის უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე. Vitamama-ს გუნდი გთავაზობთ გემრიელ, ბუნებრივ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს სარძევე კბილების სტრუქტურულ თავისებურებებს სამი წლის ასაკის ყველა ბავშვისთვის.

   • უსაფრთხოა ბავშვებისთვის
Dino Dent-ის კბილის პასტები არ შეიცავენ ფტორს, პარაბენებს, SLES-ს, ტრიკლოზანს, ქლორჰექსიდინს, სინთეზურ ფერებსა და არომატებს, PEG-ს (პოლიეთილენ გლიკოლი) და ნავთობპროდუქტებს.
   • კარიესის პრევენცია და დაცვა ბაქტერიებისგან
დადასტურებული ეფექტურობით სასარგებლო კომპონენტები წყვეტს საბავშო კბილის პასტის მთავარ ამოცანებს: ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, კარიესის გამომწვევი ბაქტერიებთან ბრძოლა და მგრძნობიარე მინანქრის დაშლისგან დაცვა.
   • დინოზავრ-რ-ივით ვიღრიალოთ!
სასიამოვნო არომატი (ატამი და კარამელი) და მიმზიდველი დინოს დიზაინი რუტინულ კბილების გამოხეხვას ყოველდღიურ თამაშად აქცევს. გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია და აღმოაჩინეთ ახალი საინტერესო სამყარო თქვენს პატარასთან ერთად!

საბავშო კბილის პასტა სწორი შემადგენლობით

  • ნაზი აბრაზივი
    ბუნებრივი კაჟბადით (სილიციუმის დიოქსიდი) იდეალურია ბავშვთა მგრძნობიარე მინანქრისთვის, რომელიც გამორიცხავს მის დაზიანებას კბილის გამოხეხვის დროს.
  • ბაქტერიებისგან დაცვა
    ქსილიტოლიl (10%) არის კარიოგენური ბაქტერიების Streptococcus mutans ანტაგონისტი. ის არა მხოლოდ ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, არამედ აუმჯობესებს უკვე დაზიანებული კბილების მდგომარეობას. გვირილის ყვავილის წყალი და მაგნოლიის ექსტრაქტი აძლიერებს ქსილიტოლის ეფექტს და ხელს უწყობს ანთების და გაღიზიანების მოხსნას.
  • მინანქრის მინერალიზაცია
    ორგანული კალციუმი წყალმცენარეებიდან ხელს უწყობს სარძევე კბილების მინანქრის გაძლიერებას, რაც ხელს უშლის მის გათხელებას.
  • პირის ღრუს მიკროფლორას მხარდაჭერა
    პრებიოტიკური ინულინი კვებავს მეგობრულ ბაქტერიებს და ბლოკავს პათოგენურის განვითარებას. ამცირებს უსიამოვნო სუნს.
  • უსაფრთხო არომატიზატორები
    საბავშო კბილის პასტები შეიცავენ მხოლოდ ბავშვებისთვის ნებადართულ უსაფრთხო საკვებ არომატიზატორებს.

   • ქსილიტოლი
არის კარიოგენური ბაქტერიების Streptococcus mutans-ის ანტაგონისტი. ის არა მხოლოდ ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, არამედ აუმჯობესებს უკვე დაზიანებული კბილების მდგომარეობას: მნიშვნელოვნად აჩქარებს მინერალების შეწოვას კბილის მინანქრში. ქსილიტოლს ეფექტური კონცენტრაციით (10%) აქვს დადასტურებული აქტივობა კარიესის გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ.
   • სილიციუმის (კაჟბადის) დიოქსიდი
ნაზ აბრაზივს აქვს ბუნებრივი წარმოშობის სერტიფიკატი. გამორიცხავს კბილის მინანქრის დაზიანებას გამოხეხვის დროს. გამოიყენება მგრძნობიარე მინანქრისთვის.
   • ორგანული კალციუმის სმალტეროლი Lithothamnium-ის წყალმცენარეებიდან
კალციუმი ბიოშეღწევადი ფორმით აძლიერებს და მინერალიზებს მინანქარს.
   • ინულინი
აღადგენს პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსს, კვებავს მეგობრულ ბაქტერიებს და ბლოკავს პათოგენურის განვითარებას. ამცირებს უსიამოვნო სუნს.
   • გვირილისა და სალბის ყვავილის წყალი
ხელს უწყობს გაღიზიანების მოხსნაში და ღრძილების ანთების თავიდან აცილებაში, ხელს უწყობს პირის ღრუს ადგილობრივ იმუნიტეტს.
   • მაგნოლიას ექსტრაქტი
აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, იცავს ბაქტერიებისგან, რომლებიც იწვევენ კარიესს და უსიამოვნო სუნს.

ვისთვის?
სამი წლიდან ბავშვებისთვის.

თითოეულ შეფუთვაში:
   • ნატურალური კომპონენტების 99%
უსაფრთხო შემადგენლობა 3+ ბავშვებისათვის
   • ქსილიტოლის 10%
კარიოგენური ბაქტერიების Streptococcus mutans-ის ანტაგონისტი.

გამოყენება

გაიხეხეთ კბილები და გარშემო ღრძილები დღეში არანაკლებ ორჯერ მაინც.

პასტამ შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს ფერი, რადგან ის არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს ან ფერის გამაძლიერებლებს. არ არის საშიში შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში. სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ უფროსები თან ახლდნენ, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვი იხეხავს კბილებს. სასურველია, რომ მშობლებმა ბავშვის მერე თავად დაუსრულონ კბილების გამოხეხვა, სანამ არ შუსრულდებათ 9-10 წელი.

პროდუქტი ნებადართულია 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების გამოსაყენებლად.

შედგენილობა

აქტიური ინგრედიენტები: ქსილიტოლი 10%, ორგანული კალციუმი, ინულინი, რომაული გვირილის ჰიდროლატი, სალბის ჰიდროლატი, მაგნოლიას ექსტრაქტი.

შემადგენლობა: წყალი, სორბიტოლი, ჰიდრატირებული სილიციუმი, ქსილიტოლი, მცენარეული პენტილენ გლიკოლი, ნატრიუმის ლაურილ სარკოსინატი, კარბოქსიმეთილცელულოზა, მინერალიზებული ზღვის მცენარეების ექსტრაქტი (ორგანული კალციუმი), ინულინი, ტრიკალიუმის ციტრატი, რომაული გვირილის ჰიდროლატი, სალბის ჰიდროლატი, საკვების არომატიზატორი, მაგნოლიას ექსტრაქტი, იზოპროპილ მეთილფენოლი, ფორთოხლის ეთერზეთი, ბენზილის სპირტი, დეჰიდროძმარმჟავა, ლიმონენი.

ინგრედიენტები (INCI): Aqua, Sorbitol, Hydrated Silica, Xylitol, Pentylene Glycol, Sodium Lauroyl Sarcosinate, Cellulose Gum, Lithothamnion Calcareum Powder, Inulin, Potassium Citrate, Anthemis Nobilis Flower Water, Salvia Officinalis Leaf Water, Aroma, Magnolia Officinalis Bark Extract, O-Cymen-5-Ol, Citrus Aurantium Dulcis Oil, Benzyl Alcohol, Dehydroacetic Acid, Limonene.

გამოხმაურებები
send_reviewჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.