EPAM–11 – იმ აქტიური ნივთიერებების წყარო, რომლებიც სასიკეთო გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და ხასიათდებიან ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედებით. სწორედ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყურებით და როგორ ვგრძნობთ თავს. EPAM–11–ის ნატურალური კომპონენტები ხელს უწყობენ ორგანიზმის გაწმენდას, შლაკების და ტოქსინების გამოყვანას. ამ თვისებების წყალობით EPAM–11–ს რთავენ დეტოქს–დიეტებში და წონის დაკლების პროგრამებში.
EPAM უკვე 40 წელზე მეტი ხანია უცვლელად ემსახურება ჩვენს ჯანმრთელობას. კომპაქტური პატარა თეთრი ფლაკონი მოხერხებულია თან სატარებლად. იზრუნეთ თქვენს თავზე და თქვენს ახლობლებზე!
გამოყენების წესი
მოზრდილთათვის 10 წვეთი (0,5 მლ) დღეში 2-ჯერ ენის ქვეშ ჭამის დროს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში მიღება შეიძლება გაიმეოროთ.
რეკომენდებულია საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატის, დეცენის მჟავების შემცველი ფლავონოიდების, წყაროს სახით.
შემადგენლობა: ბასრფოთლიანი სინამაქის ფოთლები, ფუტკრის რძე, პროპოლისი, სქელფოთლიანი ჩაგირის ფესურა, ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები, სიმინდის დინგოებიანი ღერო, ბაღის პიტნის ფოთლები, სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვები, დიდი მრავალძარღვას ფოთლები, შიშველი ძირტკბილას ფესურები და ფესვები, ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი, სამკურნალო სალბის ფოთოლი.
დამხმარე ინგრედიენტები: გასუფთავებული გლიცერინი (Е 422), რექტიფიცირებული ეთილის სპირტი, კალიუმის სორბატი (Е 202), სასმელი წყალი.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.