EPAM–24 — ისეთი აქტიური ნივთიერებების წყარო, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ქალის ჯანმრთელობაზე ასაკობრივი ცვლილებების ყოველ ეტაპზე და ორგანიზმზე ახდენენ ზოგადგამაძლიერებელ მოქმედებას იმუნიტეტის გაზრდის გზით. ნატურალური კომპონენტები ანორმალიზებენ ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უწყობენ მენსტრუალური ციკლის რეგულირებას და წინამენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შერბილებას.
EPAM უკვე 40 წელზე მეტი ხანია უცვლელად ემსახურება ჩვენს ჯანმრთელობას. კომპაქტური პატარა თეთრი ფლაკონი მოხერხებულია თან სატარებლად. იზრუნეთ თქვენს თავზე და თქვენს ახლობლებზე!
მოზრდილთათვის 10 წვეთი (0,5 მლ) ენის ქვეშ ორჯერ დღის პირველ ნახევარში ჭამის დროს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში მიღება შეიძლება გაიმეოროთ.
რეკომენდებულია საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით, ფლავონოიდების და ელეუთეროზიდების, ქრომოგენული კომპლექსის და დეცენის მჟავების შემცველი გლიცირიზინის მჟავას წყაროს.
შემადგენლობა: შიშველი ძირტკბილას ფესურები და ფესვები, ყვითელი კუნელის ნაყოფი, ეკლიანი ელეუთეროკოკის ფესურები და ფესვები, ფუტკრის რძე, პროპოლისი, სქელფოთოლა ჩაგირის ფესურები, ჩვეულებრივი ძახველის ნაყოფი, ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები, სააფთიაქო გვირილას ყვავილი, მატიტელას ბალახი, ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი, ჩაგა (აბედის სოკო), მაისის ასკილის ნაყოფი. დამხმარე ინგრედიენტები: გლიცერინი (Е 422), რექტიფიცირებული ეთილის სპირტი, კალიუმის სორბატი (Е 202), სასმელი წყალი.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.