EPAM-31 — იმ აქტიური ნივთიერებების წყარო, რომლებიც ხელს უწყობენ სახსრების და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას და აძლიერებენ ორგანიზმის დამცავ ძალებს. ნატურალურ კომპონენტებს ტრადიციულად იყენებენ ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად, აგრეთვე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
EPAM უკვე 40 წელზე მეტი ხანია უცვლელად ემსახურება ჩვენს ჯანმრთელობას. კომპაქტური პატარა თეთრი ფლაკონი მოხერხებულია თან სატარებლად. იზრუნეთ თქვენს თავზე და თქვენს ახლობლებზე!
მოზრდილთათვის 10 წვეთი (0,5 მლ) დღეში 2-ჯერ ენის ქვეშ ჭამის დროს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში მიღება შეიძლება გაიმეოროთ.
რეკომენდებულია გამოსაყენებლად საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატის, ქრომოგენული კომპლექსის და დეცენის მჟავების შემცველი გლიცირიზინის მჟავას წყაროს სახით.
შემადგენლობა: ყვითელი კუნელის ნაყოფი, ჩვეულებრივი წითელი მოცვის ნაყოფი, შიშველი ძირტკბილას ფესურები და ფესვები, ფუტკრის რძე, პროპოლისი, ქეჩისებრი ოროვანდის ფესვები, ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი, ჩვეულებრივი წითელი მოცვის ნაყოფი, ჩვეულებრივი ძახველის ნაყოფი, ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები, ჩაგა (აბედის სოკო), არყის ხის კვირტები, მინდვრის შვიტას ბალახი, მუმიო. დამხმარე ინგრედიენტები: გლიცერინი (Е 422), რექტიფიცირებული ეთილის სპირტი, კალიუმის სორბატი (Е 202), სასმელი წყალი.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.