EPAM 900 − იმ აქტიური ნივთიერებების წყარო, რომლებიც ხელს უწყობენ სასუნთქი სისტემის დაცვას ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან. რესპირატორულ-ვირუსული დაავადებების გახშირების და ეპიდემიის პირობებში სასუნთქი გზები ყველაზე მოწყვლადია, იზრდება პირისა და ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ვირუსების და ბაქტერიების ორგანიზმში შეღწევის საშიშროება. აქტუალური დაცვის უზრუნველყოფაში და იმუნიტეტის ბრძოლისთვის მზადყოფნაში მოყვანაში დაგეხმარებიან EPAM-900-ის ნატურალური კომპონენტები.
EPAM უკვე 40 წელზე მეტი ხანია უცვლელად ემსახურება ჩვენს იმუნიტეტს. კომპაქტური პატარა თეთრი ფლაკონი მოხერხებულია თან სატარებლად. იზრუნეთ თქვენს თავზე და თქვენს ახლობლებზე!
მოზრდილთათვის 10 წვეთი (0,5 მლ) ენის ქვეშ ორჯერ დღის პირველ ნახევარში ჭამის დროს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში მიღება შეიძლება გაიმეოროთ.
რეკომენდებულია გამოსაყენებლად საკვების ფლავონოიდების, პოლიფენოლური ნაერთების (ტანინების), სალიდროზიდების და დეცენის მჟავების შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით.
შემადგენლობა: ვარდისფერი როდიოლას ფესვები და ფესურები, ჩვეულებრივი წითელი მოცვის ნაყოფი, ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები, ფუტკრის რძე, პროპოლისი, სამკურნალო ტუხტის ფესვები, არყის ხის ფოთლები, წითელი მოცვის ფოთლები, მაღალი კულმუხოს ფესვები და ფესურები, ჩვეულებრივი თავშავა, ცაცხვის ყვავილი, სააფთიაქო გვირილას ყვავილი, სამკურნალო სალბის ფოთლები, დიდი მრავალძარღვას ფოთლები, ბაღის პიტნა, ფიჭვის კვირტები და წიწვები.
დამხმარე ინგრედიენტები: გლიცერინი (Е 422), რექტიფიცირებული ეთილის სპირტი, კალიუმის სორბატი (Е 202), სასმელი წყალი.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.