არომატი-გამოცანა
ბოჰემური Episode 19
იდუმალი და ამაღელვებელი - ეს არომატი შთაგონებულია 1920-იანი წლების პარიზის რომანტიკით. ციტრუსისა და ნეროლის პირველივე მაცდური ნოტებიდან, თქვენ ჩაიძირებით ფრანგი ბოჰემების ცოცხალ, ენერგიულ ცხოვრებაში, რომელიც მოხიბლულია ავანგარდული და გამორჩეული აფრიკული კულტურის ეკლექტიკური იდეებით.
იდუმალი და არაჩვეულებრივი - ხალხის ფავორიტი!
არომატის პორტრეტი
ფორთოხლის, ყვითელი ყვავილის და შავი მოცხარის ექსპრესიული აკორდებისგან ნაქსოვი პარფიუმერული წყლის ზედა ნოტები უსაზღვრო სიხარულის სამყაროში გაგიტაცებთ და თანდათან ადგილს უთმობს იის და ჟასმინის კეთილშობილ შუა ნოტებს. მათი დახვეწილი ჟღერადობა სუნამოს ნაზ, სენსუალურ აურაში ახვევს... და აი, თქვენც, საფრანგეთის დედაქალაქის სადღესასწაულო ქუჩებში, აღფრთოვანებით უსმენთ ქუჩის მომღერლების მომაჯადოებელ ხმებს.
ფინალში ყვავილოვანი სიმფონია ცხარე ნოტებით იხსნება. რომანტიკული, თბილი ვეტივერი, გამაგრილებელი მაროკოული კედარი და ამაღელვებელი ამბრა - ეს ყველაფერი განასახიერებს პარიზის უნიკალურ იმიჯს, რომელიც შექმნილია სტილისა და ტენდენციების ნათელი კონტრასტით.
თუ Byredo-ს Bal d’Afrique მოგწონთ, მაშინ აუცილებლად შეაჩერეთ არჩევანი Episode 19-ზე.
ოჯახი: აღმოსავლური-ხისებრი
ზედა ნოტები: ბერგამოტი, ლიმონი, ფორთოხალი, ნეროლი, ყვითელი ყვავილი, მოცხარი
გულის ნოტები: ია, ჟასმინი, ციკლამენი
საბაზისო ნოტები: ვეტივერი, ამბრა, მუშკი(მუსკუსი), მაროკოს კედარი
• ბერგამოტი
ბერგამოტის ზეთის სურნელი - ციტრუსოვანია, ახალი, მწკლარტე, გამოხატული ტკბილი ხილის ნოტებით. დროთა განმავლობაში სურნელი ავითარებს ყვავილოვან და პიკანტურ ტონებს, შემდეგ კი, გაშრობისას გამოსცემს ფისოვან სუნი ხის აქცენტით.
ბერგამოტი საინტერესოა, რადგან მას შეუძლია ათობით სხვა ინგრედიენტთან შერწყმა. როგორც წესი, ბერგამოტის ნოტები ხსნიან პარფიუმერულ კომპოზიციებს, ანუ ისინი შედიან ზედა ნოტებში.
• ნეროლი
ნეროლის ზეთს აქვს მომხიბვლელი არომატი - გრილი, ყვავილოვანი, ოდნავ მწკლარტე, გამორჩეული სიმწარითა და უცვლელი ციტრუსის სიგრილით. ის კეთილშობილი და მშვიდია, უფრო ყვავილოვანი, ვიდრე ციტრუსოვანი.
ნეროლის ეთერზეთი - ძვირადღირებული პროდუქტია და ამიტომ გამოიყენება ლუქსის კლასის სუნამოების წარმოებაში.
• ყვითელი ყვავილი
ასე უწოდებენ შთამბეჭდავ და არაპრეტენზიულ ყვავილებს, რომლებიც ბევრისთვის ნაცნობია. ისინი ფორმით მიხაკებს ჰგვანან, მაგრამ ფერით კაშკაშა ნარინჯისფერი აქვთ. ნარგიოლებმა სახელი თავიანთი რბილი და ხავერდოვანი ფურცლებიდან მიიღეს. დღეს საფრანგეთში ყვითელი ყვავილი ინდუსტრიული მასშტაბით მოჰყავთ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ამ ყვავილის ნოტი ბევრი ძვირადღირებული სუნამოების ხშირი ინგრედიენტია.
ყვითლი ყვავილი ასევე ფრანგულ კალენდულასაც უწოდებენ. ბევრისთვის ყვითელი ყვავილის სურნელი შეიძლება მკვეთრად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი მცირე კონცენტრაციით გამოყენება საშუალებას გაძლევთ, სუნამოების კომპოზიციებს კეთილშობილი სანელებლიანი ტონი მიანიჭოთ მსუბუქი ციტრუსის აკორდებით.
• ჟასმინი
თუ ვარდს ჩვეულებრივ სუნამოების დედოფალს უწოდებენ, მაშინ ჟასმინი, უდავოა, იმსახურებს სუნამოების მეფის ტიტულს. მისი ამაღელვებელი, ტკბილ-მომწარო, ახალი და მწკლატე სუნი ისმის სუნამოების მრავალფეროვნებაში - ძირითადად ქალის. ჟასმინს ბევრი სახე აქვს და შეუძლია შეცვალოს თავისი ხასიათი კომპოზიციაში გარემოდან გამომდინარე.
• ვეტივერი
მიუხედავად იმისა, რომ ვეტივერი პარფიუმერიაში პოპულარული მხოლოდ ახლახან გახდა, მისი ესენცია დღესაც ძალიან პოპულარულია. მამაკაცის სუნამოებისთვის განკუთვნილი ეს ნოტი იშვიათად, მაგრამ შესაფერისად შედის ქალის სუნამოების კომპოზიციებში.
ვეტივერის აკორდი სუნამოს ხის, მამაკაცური და ოდნავ კვამლის ნოტებს მატებს, რაც მას უფრო სექსუალურს ხდის.
• კედარი
კლასიკური ხის ნოტაა პარფიუმერიაში, ამიტომ გვხვდება მამაკაცის და ქალის სუნამოების უმეტესობის აღწერილობაში. ყველაზე ხშირად ის თავსდება კომპოზიციის ბაზაში, ვინაიდან კომპონენტი შესანიშნავად აფიქსირებს სუნამოს კანზე და ეხმარება სხვა ნოტებს სასურველი ტონალობის გახსნაში.
როგორი სუნი აქვს კედარის? მას აქვს მშრალი, ხის სუნი. კედარის არომატი ანიჭებს სუნამოს კვამლის, ოდნავ სიტკბოს, სიმწკლარტეს და იდუმალ ბალზამურ ელფერს.
• მუშკი(მუსკუსი)
მუშკის(მუსკუსის) სუნის ზუსტად განსაზღვრა რთულია, რადგან ამ ნივთიერებას არ აქვს გამოხატული არომატი. პარფიუმერიაში მუშკის(მუსკუსის) სურნელი დახვეწილი, თბილი და რბილია, რომელიც აერთიანებს მდუმარე მიწიერ, სხეულებრივ, ხისებრ და სანელებლიან ნოტებს.
მუშკი(მუსკუსი) აძლიერებს სურნელს და ახანგრძლივებს მის სიცოცხლეს თქვენს კანზე.
ვისთვის?
– ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.
– მოგზაურობისთვის.
– მათთვის, ვინც აფასებს ინდივიდუალობას.
– მოგზაურობისთვის.მათთვის, ვისაც სურს საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევას.
• 3–6 საათი
პარფიუმერული წყლის მდგრადობა1.5 მლ ტესტერი
ყოველდღიური გამოყენების 7-10 დღემდე.
როგორც წესი, სუნამოს ყურების უკან ვისვამთ. ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენს სხეულზე 16-მდე წერტილია სუნამოებით აქტიური. ესენია ე.წ. თბილი წერტილები - ადგილები, სადაც სისხლძარღვები კანთან ახლოსაა, ამიტომ სურნელი იქ უფრო ხმამაღლა ჟღერს. მათ რიცხვშია - საფეთქლები, იდაყვის მოხრა, მაჯა, გულმკერდის ცენტრი, მუხლების უკან და კოჭების არეები. ძალიან აქტიური წერტილები კისერზე (ყურის ქვემოთ რვა სანტიმეტრი).
თითოეულ ადამიანს აქვს პირადი სურნელოვანი წრე, რომლის რადიუსი დაახლოებით ტოლია გაშლილი ხელის მანძილისა. შენს გარშემო მყოფ ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ შენი სუნამოს სუნის შეგრძნება, თუ ისინი ამ წრის ნაწილი არ არიან. ამიტომ, არ არის საჭირო საკუთარ თავზე ლიტრობით სუნამოს დასხმა, რადგან ყველას აქვს სუნის საკუთარი აღქმა. ასეთია კარგი მანერების წესები. სურნელი - ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი პირადი გზავნილია, რომელსაც თქვენ უგზავნით მათ, ვისთანაც ურთიერთობთ.
ინგრედიენტები (INCI): Alcohol (80% Vol.), Parfum (Fragrance), Water (Aqua), Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Linalool, Coumarin, Citral, Citronellol, Benzyl Salicylate, CI 19140.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
