• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
გელი დელიკატური მოვლისთვის ფიტოესტროგენებით
new
მიუწვდომელია

Women's Beauty CHRONOLONG - გელი დელიკატური მოვლისთვის ფიტოესტროგენებით, 20 მლ

Women's Beauty CHRONOLONG

მზრუნველი გელი ნიგვზის ზეთით, თაფლითა და პროპოლისით ინტენსიურად ატენიანებს და ინარჩუნებს კანის ჰიდრობალანსს ინტიმურ ზონაში. აქრობს სიმშრალესა და დისკომფორტს ასაკობრივი და ჰორმონალური ცვლილებების დროს. ბუნებრივი ზეთებითა და ექსტრაქტებით გამდიდრებული ფორმულა ხელს უწყობს მიკროდაზიანებების სწრაფ შეხორცებას

არტიკლი: 430579
მოცულობა: 20 მლ
21 ₾
9.5 ქულა
105 ₾ / 100 ml
პროდუქტის შესახებ
  • ასაკობრივი კანის კომფორტი
    შექმნილია მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით.
  • შეხორცება და მოვლა
    აშორებს სიმშრალეს, ზრდის კანის ელასტიურობას, ახორცებს მცირე ბზარებს. ამაღლებს ინტიმური ცხოვრების ხარისხს.
  • გაძლიერებულია ფიტოესტროგენებით
    ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას.

ომფორტი და დატენიანება რთულ პერიოდში
მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების, კოლაგენისა და ცხიმოვანი ქსოვილის დონის შემცირება, მედიკამენტების მიღება და ემოციური გადატვირთვა – ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და სიმშრალე ინტიმურ ზონაში.
გელი-მოვლა ნიგვზის, სოჭის, ლავანდისა და ევკალიპტის ზეთების ბაზაზე ეფექტურად ატენიანებს კანს, იცავს მას ზედმეტი გამოშრობისგან, ქავილისა და წვისგან. მაგნოლიის, კრაზანასა და ვირისტერფას ექსტრაქტები ხელს უწყობენ მიკროტრავმებისა და მცირე ბზარების სწრაფ შეხორცებას, აქრობენ დისკომფორტს. ბუნებრივი ფორმულა ახდენს ანტიმიკრობულ და ანტისეპტიკურ მოქმედებას, აძლიერებს და ტონუსს მატებს ასაკობრივ კანს.

ქალის ცხოვრების ხარისხზე ზრუნვით.

  • კომფორტი და ექსტრა-დატენიანება
    ასაკთან ერთად, ესტროგენების სინთეზის, კოლაგენისა და ცხიმოვანი ქსოვილის დონის შემცირება, მედიკამენტების მიღების შედეგები ან ემოციური გადატვირთვა – ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და სიმშრალე ინტიმურ ზონაში. ნაზი მოვლის გელი ფიტოესტროგენებით, ნიგვზის ზეთის, ფუტკრის თაფლისა და სკვალანის ბაზაზე ინტენსიურად ატენიანებს და ღრმად ზრუნავს დელიკატურ ზონაზე, რაც ხელს უწყობს შესანიშნავ თვითგრძნობას.
  • კანის დაცვა და აღდგენა
    გელის შემადგენლობაში არსებული თაფლისა და ფუტკრის რძის ექსტრაქტები აჩქარებენ ქსოვილების განახლებას და ეხმარებიან სხვა აქტიურ კომპონენტებს კანის ღრმა ფენებში შეღწევაში. ფიჭვის ფისი დაზიანებული და გაღიზიანებული კანის ზედაპირზე ქმნის სუნთქვად ფირს, რაც უზრუნველყოფს საიმედო დაცვას ბაქტერიებისა და ინფექციებისგან.
  • ქავილისა და გაღიზიანების მოხსნა
    მცენარეული ფორმულა ბეტა-სიტოსტეროლის ბაზაზე ამშვიდებს და აძლიერებს მომწიფებულ კანს, ხელს უწყობს მის აღდგენას, ხსნის ქავილსა და გაღიზიანებას.
  • ანტიოქსიდანტური დაცვა
    მცენარეული ექსტრაქტებისა და ეთერზეთების კომპლექსი უზრუნველყოფს საიმედო ანტიოქსიდანტურ დაცვას, ზრდის აქტიური ნივთიერებების შეღწევის სიღრმეს, აჩქარებს რეგენერაციასა და უჯრედების აღდგენას, რაც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას უჯრედულ დონეზე.

   • ნიგვზის ზეთი (კაკლის ზეთი)
ნიგვზის ზეთი (კაკლის ზეთი) ღრმად ატენიანებს კანის საფარველს და აქვს თვალსაჩინო დამამშვიდებელი ეფექტი. ეს კომპონენტი – აბსოლუტური რეკორდსმენია მცენარეულ ზეთებს შორის E ვიტამინის შემცველობით. შეიცავს მინერალებს (ფოსფორს, სპილენძს, თუთიას, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, იოდსა და კობალტს), ფიტოსტეროლებს, სფინგოლიპიდებსა და ფოსფოლიპიდებს, კაროტინოიდებს და ყველა «კანის» ვიტამინს – B ჯგუფიდან და PP-დან A, K, C და E ვიტამინებამდე. მდიდარი შემადგენლობის წყალობით, ხელს უწყობს კანის საფარველის სწრაფ და ღრმა გაჯერებას ტენით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია კანის მშრალ უბნებზე.
   • თაფლისა და ფუტკრის რძის ექსტრაქტი
ვიტამინებისა და მიკროელემენტების ღირებული წყარო, რომელიც სასარგებლო გავლენას ახდენს კანზე. ხელს უწყობენ კანის დატენიანებასა და გაწმენდას, ახდენენ ანტისეპტიკურ მოქმედებას. შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინმჟავას, თუთიასა და პოლიფენოლებს, რომლებიც ანელებენ დაბერების პროცესს.
   • სკვალენი (სკვალანი)
გელის შემადგენლობაში არსებული სკვალენის (სკვალანის) მოლეკულები ადვილად ინტეგრირდებიან კანის ლიპიდურ შრეში, აძლიერებენ მას და წარმოქმნიან დამცავ ფირს, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. კომპონენტი აუმჯობესებს გამომშრალი კანის მდგომარეობას და აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს. ზრდის კანის ელასტიურობას, აჩქარებს მის რეგენერაციას, აღადგენს ეპიდერმული ლიპიდების სტრუქტურას.
   • ფიჭვის ფისი
ბუნებაში ეს არის წებოვანი ფისოვანი ნივთიერება, რომელიც წიწვოვანი ხეების ქერქის დაზიანებისას გამოიყოფა. «ჭრილობის» ადგილზე გამაგრებისას, იგი ქმნის ბარიერს, რომელიც იცავს ხის შიდა სტრუქტურებს პათოგენური მიკროორგანიზმებისა და მავნებლებისგან. ადამიანის კანის ზედაპირზე ფისი ზუსტად იმავე თვისებებს ავლენს – დაზიანებულ ან გაღიზიანებულ უბანზე დატანისას, იგი ქმნის ბაქტერიებისა და ინფექციებისგან დამცავ სუნთქვად აპკს.
   • ბეტა-სიტოსტეროლი
მცენარეული ფიტოსტეროლი სამკურნალო მცენარეების ზეთებიდან. ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას, აძლიერებს მომწიფებულ კანს, აღადგენს კანის ბარიერის მთლიანობას, რითაც იცავს მშრალსა და მგრძნობიარე კანს. ხელს უწყობს კანის შეხორცებას, ხსნის ქავილს, სიწითლესა და გაღიზიანებას.
   • ფიტოესტროგენები
ხელს უწყობენ უჯრედულ განახლებას, კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის გამომუშავების ზრდას, აუმჯობესებენ ეპიდერმისისა და დერმის უჯრედების ურთიერთქმედებას, აწესრიგებენ მიკროცირკულაციასა და წყალ-მარილოვან ცვლას. ეს იწვევს კანის ტონუსისა და ელასტიურობის მომატებას.
   • მცენარეული ექსტრაქტებისა და ეთერზეთების კომპლექსი
უზრუნველყოფენ საიმედო ანტიოქსიდანტურ დაცვას. ღირებული კომპონენტები ზრდიან აქტიური ნივთიერებების შეღწევის სიღრმეს, აჩქარებენ რეგენერაციას და აძლიერებენ უჯრედების გადარჩენას, ახანგრძლივებენ ახალგაზრდობას უჯრედულ დონეზე.

ვისთვის?
• ქალებისთვის მენოპაუზის დროს.
• იმ ქალებისთვის, რომლებიც განიცდიან სიმშრალესა და დისკომფორტს დელიკატურ ზონაში.
• იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ვაგინალური ლორწოს შემცირებული დონე.
• იმ მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც ეძებენ ნატურალურ ზეთოვან ლუბრიკანტს.

არ არის ტესტირებული ცხოველებზე.
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.

გამოყენება

რბილი, წრიული მოძრაობებით დაიტანეთ გელის მცირე რაოდენობა ინტიმური ზონის წინასწარ გაწმენდილ კანზე. არ ჩამოიბანოთ.

ლაიჰფ ხაკი:
გელის გამოყენება შესაძლებელია ზეთოვანი ლუბრიკანტის სახით კომფორტული სექსისთვის (არ არის რეკომენდებული პრეზერვატივებისა და გაჯეტების გამოყენებისას).
გამოიყენეთ როგორც მაშუშებელი საშუალება ანტიბაქტერიული დაცვისთვის კანის მცირე, ზედაპირული დაზიანებებისას (ნაკაწრები, გაჭრილობა, მწერების ნაკბენები, ჰერპესი ტუჩზე).

შედგენილობა

აქტიური კომპონენტები: ფიჭვის ფისი, კამფორი, სოჭის, ევკალიპტის, ლავანდისა და ჩაის ხის ეთერზეთები, ფიტოესტროგენები (პუერარია მირიფიკა), მაგნოლიის, კრაზანას, ვირჯირას, ძირტკბილას, თაფლის, ფუტკრის რძისა და ყვავილის მტვრის ექსტრაქტები, ფერმენტირებული ამარანტი, ვიტამინი E.

შემადგენლობა: მზესუმზირის თესლის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ფუტკრის ცვილი, სოიოს ზეთი, ნიგვზის (კაკლის) ზეთი, ზეითუნის ზეთი, ქუნჯუტის (სეზამის) ზეთი, სოჭის ეთერზეთი, ფიჭვის ფისი, კამფორი, კრაზანას ექსტრაქტი, ვირისტერფას ექსტრაქტი, ევკალიპტის ეთერზეთი, სორბიტან ოლეატი, ძირტკბილას ექსტრაქტი, თაფლის ექსტრაქტი, ფუტკრის რძის ექსტრაქტი, ყვავილის მტვრის ექსტრაქტი, ლავანდის ეთერზეთი, მაგნოლიის ექსტრაქტი, იზოპროპილ მეთილფენოლი, ტოკოფეროლი, ჩაის ხის ეთერზეთი, ბეტა-სიტოსტეროლი, მენთოლი, სკვალენი, ამარანტის ფქვილის ფერმენტის ფილტრატი, პუერარია მირიფიკას ფესვის ექსტრაქტი, ტოკოფერილ აცეტატი, გლიცერინი, წყალი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლინალოოლი, ლიმონენი, კუმარინი.

(INCI): Helianthus Annuus Seed Oil, Ricinus Communis Oil, Cera Alba, Glycine Soja Oil, Juglans Regia Seed Oil, Olea Europaea Fruit Oil, Sesamum Indicum Seed Oil, Abies Sibirica Oil, Abies Sibirica Turpentine, Camphor, Hypericum Perforatum Extract, Tussilago Farfara Leaf Extract, Eucalyptus Globulus Leaf Oil, Sorbitan Oleate, Glycyrrhiza Glabra Root Extract, Mel, Royal Jelly Extract, Pollen Extract, Lavandula Angustifolia Flower Oil, Magnolia Officinalis Bark Extract, O-Cymen-5-Ol, Tocopherol, Melaleuca Alternifolia Leaf Oil, Beta-Sitosterol, Menthol, Squalene, Lactobacillus/Amaranthus Caudatus Seed Flour Ferment Filtrate, Pueraria Mirifica Root Extract, Tocopheryl Acetate, Glycerin, Aqua (Water), Potassium Sorbate, Sodium Benzoate, Linalool, Limonene, Coumarin.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
left-imageright-image

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

iso-iconiso-iconiso-iconiso-icon