იაზროვნე საღად, იმოქმედე ეფექტურად!
სამყარო მუდმივად გვიმზადებს გამოწვევას,ხოლო ჩვენს ნერვულსისტემას უწევს მუშაობა გაძლიერებულ რეჟიმში. გონებრივმა და ემოციურმა გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს რესურსების ამოწურვა, ქრონიკული დაღლილობა და გახანგრძლივებული სტრესი.
"გინკო ბილობას და Scutellaria baicalensis"-ს კომპლექსი შეიქმნა ნერვული სისტემის ნაზი და მიზანმიმართული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ზედმეტი სტიმულაციის გარეშე, შფოთვისგან დაცვაზე აქცენტით. ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობენ გონებრივი აქტივობის სტიმულირებას და სტრესის დონის შემცირებას.
სისაღე და კონცენტრირება
გინკო ბილობა აძლიერებს მიკროცირკულაციას ტვინის ქსოვილში და ეხმარება ნეირონების მიწოდებას ნუტრიენტებითა და ჟანგბადით, ააქტიურებს მათ მუშაობას. მას აქვს მატონიზირებელი მოქმედება სისხლძარღვებზე და იცავს უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებისგან.
შესანიშნავი მეხსიერება და სტრესის საწინააღმდეგო ეფექტი
Scutellaria baicalensis-ას და გოტუ კოლას ექსტრაქტების კომპლექსური მოქმედება ხელს უწყობენ შფოთვის და ემოციური დაძაბულობის შემცირებას, ეხმარებიან ნერვულ სისტემას უკეთ გაუმკლავდეს სტრესისა და დაღლილობის გამოვლინებებს.
გოტუ კოლა აუმჯობესებს ტვინის სისხლისმიმოქცევას, აქვს სასარგებლო გავლენა მეხსიერებასა და გონებრივ აქტივობაზე. ფლავონოლ გლიკოზიდებს (Scutellaria-ას ექსტრაქტიდან) აქვთ ნეიროპროტექტორული მოქმედება, რაც ხელს უშლის ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების და აზროვნების დარღვევის განვითარებას.
ანტიოქსიდანტური დაცვა
კომპლექსი გაძლიერებულია A, E და C ვიტამინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებით ანტიოქსიდანტურ დაცვას და ასტიმულირებენ უჯრედულ აქტივობას.
ძირითადი კომპონენტები:
გინკო ბილობის ექსტრაქტი
ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას ორგანოებსა და ქსოვილებში, პირველ რიგში ეხება კაპილარულ სისტემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინისთვის, რომელიც ჩახლართულია მიკროკაპილარების სქლად განშტოებულ ქსელში. გინკო ბილობის ექსტრაქტს ასევე შეუძლია დაიცვას უჯრედები იშემიისა და ჟანგვითი დაზიანებისგან, ჰქონდეს მატონიზირებელი ეფექტი და თავიდან აიცილოს თრომბოზის წარმოქმნა.
გოტუ კოლას ექსტრაქტი
მას აქვს ნეიროპროტექტორული ეფექტი და ხელს უწყობს ახალი ნეირონების წარმოქმნას ნეიროტროფული ზრდის ფაქტორის გააქტიურების გზით. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ვენური უკმარისობის პრევენციას.
Scutellaria baicalensis ექსტრაქტი
აქვს რბილი სედატიური მოქმედება, ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და მდგომარეობის შემსუბუქებას გადაღლისას და ემოციური დათრგუნულობისას. ექსტრაქტში არსებული ფლავონოიდები ხელს უწყობენ ყურადღების კონცენტრაციის გაძლიერებას, ხასიათდებიან ანტიოქსიდანტური და დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედებით.
მათთვის, ვინც:
– ცდილობს იაზროვნოს უფრო საღად და შემოქმედებითად;
– სურს მეტად და სწრაფად დამახსოვრება;
– სურს დაიცვას თავი ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებისგან.
ყოველ კაფსულაში:
შემადგენლობა: ბაიკალის მუზარადა, ასკორბინის მჟავა, გინგკო ბილობას ექსტრაქტი (გინგკოფლავონების 24%), ასკორბილპალმიტატი, გოტუ კოლას ექსტრაქტი, ვიტამინ Е აცეტატი, ვიტამინ А აცეტატი. კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
შესაძლებელია მარცვლოვანი კულტურების (გლუტენის), სოიოს, მდოგვის, სეზამის, ნიახურის, რძის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური კომპონენტები |
მასა, მგ |
მად-ის (მოხმარების ადექვატური დონის) %* |
ვიტამინი А (რეტინოლის აცეტატი) | 0,6 | 67 |
ვიტამინი Е (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) | 19 | 127** |
ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა,ასკორბილის პალმიტატი) | 124 | 137** |
ბაიკალინი | 9,6 | 96 |
ფლავონოგლიკოზიდები | 21 | 70 |
* მად – მოხმარების ადექვატური დონე - ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.