ძლიერი იმუნიტეტი – ყოველდღე!
ინფექციების და დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ორგანიზმის გაძლიერება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური იმუნიტეტი არა მხოლოდ თავიდან აგაცილებთ სეზონურ დაავადებებს, არამედ დაგიცავთ კიდევაც მუდმივად გვერდით მყოფი ვირუსებისგან..
IMMUNO Box კომპლექსი იდეალურია ორგანიზმის მიერ სხვადასხვა ეთიოლოგიის დაავადებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის ასამაღლებლად. მძლავრი მცენარეული ანტისეპტიკების, იმუნოტონიკების და ადაპტოგენების შეხამება ხელს უწყობს მაღალი იმუნური აქტივობის შენარჩუნებას მთელი წლის განმავლობაში.
ციმბირის პასუხი ვირუსებისთვის!
არაბინოგალაქტანი ResistAid™ – მცენარეული პოლისაქარიდი, რომელიც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი წიწვოვან მცენარეებში. ამ ნივთიერებასთან შეხვედრისას იმუნური უჯრედები იგებენ ორგანიზმში ბაქტერიების არსებობის შესახებ და მკვეთრად ზრდიან ანტიბაქტერიულ აქტივობას. წარმოადგენს რა ხსნადი დიეტური ბოჭკოების წყაროს, არაბინოგალაქტანი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და ანორმალიზებს ნაწლავების მიკროფლორას.
თუთია – ახდენს გამოხატულ გამაძლიერებელ მოქმედებას მთელ ორგანიზმზე: ზრდის იმუნური უჯრედების აქტივობას, მნიშვნელოვნად ზრდის მათ საერთო რაოდენობას და აჩქარებს აღდგენის პროცესს.
ექინაცეა – ხელს უწყობს იმუნიტეტის ზოგად გაძლიერებას და ახდენს პათოგენური ბაქტერიების და ვირუსების შეღწევაზე ორგანიზმის ოპერატიული პასუხის სტიმულირებას.
სალბის ფოთლების ექსტრაქტი – ხასიათდება ზოგადი გამაძლიერებელი თვისებებით, ამცირებს ანთებითი პროცესების გამოვლინებებს.
გვირილას ყვავილების ექსტრაქტი – ახდენს მადეზინფიცირებელ მოქმედებას პათოგენური მიკროფლორის ფართო სპექტრზე და ამცირებს ანთებითი პროცესების გამოხატულობას.
ბეგქონდარას ექსტრაქტი – ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო აქტივობით და ანტიმიკრობული მოქმედებით.
მრავალძარღვას ფოთლების ექსტრაქტი – ხსნის ანთებას, ახდენს ანტისეპტიკურ და ნახველის ამომღებ მოქმედებას, აადვილებს სასუნთქი გზებიდან ნახველის ამოღებას.
ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი – აძლიერებს იმუნურ პასუხს, ზრდის რა იმუნოგლობულინების სეკრეციას, და აუმჯობესებს გარემოს არასასიკეთო ფაქტორებთან ადაპტაციას.
კომპლექსი № 1 (მუქი ნარინჯისფერი კაფსულა):
ასკორბინის მჟავა, ექინაცეას ექსტრაქტი, თუთიის ციტრატი. კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
კომპლექსი № 2 (ბეჟი ფერის კაფსულა):
ლარიქსის არაბინოგალაქტანი ResistAid™, ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი, მრავალძარღვას ფოთლების ექსტრაქტი. კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
კომპლექსი № 3 (მწვანე კაფსულა):
ლარიქსის არაბინოგალაქტინი ResistAid™, სალბის ფოთლების ექსტრაქტი, გვირილას ყვავილების ექსტრაქტი, ბეგქონდარის ექსტრაქტი. კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
შესაძლებელია მარცვლოვანი კულტურების (გლუტენის), სოიოს, მდოგვის, ქუნჟუტის, ნიახურის, რძის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.
ინგრედიენტის დასახელება | მასა, მგг | მოხმარების ადექვატური დონის % |
ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა) | 356,4 | 396** |
ფენოლები (ოქსიდარიჩინის მჟავები ციკორის მჟავაზე გადაანგარიშებით) | 3,68 | 36,8 |
თუთია (თუთიის ციტრატიდან) | 24,8 | 206,7** |
გინზენოზიდები | 6,2 | 124** |
* მად – მოხმარების ადექვატური დონე ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.