• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
დახმარება
მცენარეული ენზიმები
new
მიუწვდომელია

მცენარეული ენზიმები, 60 კაფსულა

Essential Enzymes

მცენარეული ენზიმების კომპლექსი ხელს უწყობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და უჯრედისის ეფექტურ დაშლას, რაც აუმჯობესებს საკვებიდან მკვებავი ნივთიერებების ათვისებას. ამცირებს ფერმენტული უკმარისობის გამოვლინებებს (მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, სიმძიმე ჭამის შემდეგ, გულისრევა, თხელი და/ან «ცხიმიანი» განავალი).

არტიკლი: 501546
რაოდენობა პაკეტზე: 60 კაფსულა
68 ₾
29.5 ქულა
პროდუქტის შესახებ
  • სიმსუბუქე და კომფორტი
    ხელს უწყობს საკვების ოპტიმალურ მონელებას და კვებაში დარღვევებთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომების შემცირებას.
  • აქტივების სინერგია სუპერეფექტისთვის
    ფორმულის კომპონენტების ერთმანეთის გამაძლიერებელი ეფექტური დოზირებები, რომლებიც შემუშავებულია ინტეგრაციული და პრევენციული მედიცინის ექსპერტთან ერთად.
  • ორგანიზმის რესურსების დახმარება და სტიმულირება
    კომპლექსი მხარს უჭერს და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ორგანიზმის საკუთარი საჭმლის მომნელებელი ფუნქციების დათრგუნვის გარეშე.
  • საიმედოობა და ხარისხის გარანტია
    კომპლექსის შემადგენლობაშია – ეტალონური მწარმოებლის SternEnzym GmbH & Co-ს ფერმენტები, ხოლო აქტივები და ექსტრაქტები – უზადო რეპუტაციის მქონე მომწოდებლებისგან.
  • ინოვაციური კაფსულა
    DRcaps® ინოვაციური მცენარეული კაფსულა ხასიათდება საიმედო გახსნით, pH-ის და იონური ძალის ცვლილების მიუხედავად.

ვაწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს და ვაუმჯობესებთ თვითგრძნობას!
დაივიწყეთ უსიამოვნო სიმპტომები

არარეგულარული კვება, ფასტფუდი, ყავისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სტრესები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რიგი დაავადებები, ასევე ასაკობრივი ცვლილებები შეიძლება გახდეს ფერმენტული უკმარისობის მიზეზი. ეს, თავის მხრივ, ზრდის ინფექციური პროცესების განვითარებისა და ბაქტერიების ჭარბი ზრდის (სწვბს - წვრილი ნაწლავის ბაქტერიული ჭარბი ზრდის სინდრომი) რისკს კუჭსა და წვრილ ნაწლავში. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზის - იმ პროცესის, რომელზეც ფერმენტები არიან პასუხისმგებელნი - შემცირება იწვევს ენერგიის ნაკლებობას, რის გამოც ორგანიზმს საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მეტი საკვები სჭირდება.
მცენარეული ენზიმების კომპლექსი აჩქარებს მკვებავი ნივთიერებების სინთეზის პროცესებს და ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას.

კიდევ ერთხთხელ მნიშვნელოვანის შესახებ!
რა არის ფერმენტები?
ფერმენტები არსებობს თითოეულ ცოცხალ უჯრედში და საკვანძო როლს ასრულებს ერთი ნივთიერების მეორედ გარდაქმნაში. ისინი რთულ ნაერთებს უფრო მარტივებად შლიან: ცილებს გარდაქმნიან ამინომჟავებად, ნახშირწყლებს – ოლიგოსაქარიდებად და მონოსაქარიდებად, ხოლო ცხიმებს – ლიპიდებად და ცხიმოვან მჟავებად. ფერმენტები მოქმედებენ როგორც ორგანიზმში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა – რაც დაახლოებით 4000-ს შეადგენს! – ბიოქიმიური რეაქციის კატალიზატორები! ისინი არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობენ უჯრედების ცხოველქმედების შენარჩუნებას.
რისთვის არის საჭირო ფერმენტები?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფერმენტები მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში. მათ გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია სათანადოდ ფუნქციონირება. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეფიციტის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მათ შორის:
– სტრესები;
– არასწორი კვება;
– გენეტიკური წინასწარგანწყობა (მაგალითად, ლაქტოზის ან გლუტენის აუტანლობა);
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებები;
– ასაკი.
როგორ ამოვიცნოთ ფერმენტების დეფიციტი?
ფერმენტების დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
– სისხლში საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და ნუტრიენტების ნაკლებობა;
– დიარეა, ყაბზობა და მეტეორიზმი;
– რეფლუქსი, გულისრევა და ტკივილი მუცლის არეში;
– სიმძიმის შეგრძნება კუჭში.
ფერმენტული უკმარისობის პრობლემის მოგვარება
მცენარეული ფერმენტების კომპლექსი შეიცავს მთელ 7 (!) ფერმენტს, რომელთაგან თითოეული ოპტიმალურად ასრულებს თავის ფუნქციას. ხოლო ინოვაციური კაფსულები DRcaps® უზრუნველყოფენ საკვების დაშლისა და ნუტრიენტების სწრაფი ათვისების მაქსიმალურ ეფექტურობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საჭირო განყოფილებებში.

  • მჟავე პროტეაზა Aspergillus oryzae-დან
    ხარისხიანი ფერმენტი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად მუშაობს მჟავიანობის ნებისმიერი დონის დროს. ამ პროტეაზას წყარო — სოკო Aspergillus oryzae — წარმოადგენს პროტეოლიზურ ფერმენტს და ეხმარება ცილების ამინომჟავებად დაშლას, რაც აუმჯობესებს მათ ათვისებას1. ორგანიზმში პროტეაზა გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ, თუმცა დროთა განმავლობაში მისი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს. დამატებული პროტეაზა ორგანიზმს ეხმარება, კვლავინდებურად ეფექტურად დაშალოს ცილები და შეამციროს ანთება, მხარს უჭერს კუნთების ჯანმრთელობას, ასტიმულირებს იმუნიტეტს და ამცირებს ალერგიულ რეაქციებს ხორცპროდუქტებზე.
  • ამილაზა Aspergillus oryzae-დან
    საკვანძო ფერმენტი, რომელიც სახამებელს მარტივ შაქრებად შლის, ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, გლუკოზად გარდაიქმნებიან — რაც ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა. ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ბიოლოგიური პროცესისთვის: ის გვეხმარება აქტივობის დონის შენარჩუნებაში, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და ზოგად განწყობას. ამილაზა გამომუშავდება კუჭქვეშა და სანერწყვე ჯირკვლების მიერ, თუმცა არა ყოველთვის საკმარისი რაოდენობით — მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ამილაზას დამატებითი წყარო — მცენარეული ენზიმების კომპლექსი — დაეხმარება ორგანიზმს, უზრუნველყოს იგი აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო ენერგიით.
  • ლაქტაზა DAIRYZYM F100 P Aspergillus oryzae-დან
    ამცირებს დისკომფორტს ლაქტოზის აუტანლობის დროს2, რაც შესაძლებელს ხდის რძის დალევასა და ისეთი რძისა და რძემჟავა პროდუქტების მიღებას, რომლებიც მნიშვნელოვანი ნივთიერებებისა და მიკროელემენტების, მათ შორის კალციუმისა და ცილის, წყაროს წარმოადგენენ. ფერმენტი მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ და ინარჩუნებს თავის აქტივობას მჟავე გარემოშიც კი.
  • ცელულაზა Trichoderma spp-დან.
    ეხმარება საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ხელს უწყობს მცენარეული ბოჭკოების უფრო ეფექტურად დაშლას, მხარს უჭერს ნაწლავში ჯანსაღ მიკროფლორას და ამცირებს ჭარბ გაზწარმოქმნას. ასევე მონაწილეობს მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ათვისების პროცესში, რაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ეხმარება საფუვრიან ინფექციებთან ბრძოლაში და ორგანიზმს უზრუნველყოფს β-გლუკოზით, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.
  • ლიპაზა Aspergillus niger-დან
    მაღალგაწმენდილი პრეპარატი მაღალი ლიპოლიზური აქტივობით შლის ცხიმებში არსებულ რთულეთეროვან ბმებს ლიპიდებად და ცხიმოვან მჟავებად. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინებისა (A, D, E, K) და მინერალების უკეთ ათვისებას. მნიშვნელოვანია კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევისა და საკუთარი ლიპაზის ნაკლებობით გამოწვეული ცხიმების მონელების ფუნქციის დაქვეითების დროს.
  • ბრომელაინი Ananas comosus L-დან.
    მცენარეული პროტეოლიზური ფერმენტი, რომელსაც იღებენ Ananas comosus L-ის ღეროებისა და ნაყოფისგან წყლოვანი ექსტრაქციის საშუალებით. ეს არის მაღალმოლეკულური გლიკოპროტეინი, რომელსაც შეუძლია ისეთი ცილების დაშლა, როგორიცაა ჟელატინი, კოლაგენი და სხვა. ეხმარება ცილების მონელებაში, რაც ამსუბუქებს სიმპტომებს კუჭის აშლილობისა და გულძმარვის დროს. ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს, ართრიტებისა და ართროზების სამკურნალოდ და ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას. ააქტიურებს ფიბრინის დაშლაზე პასუხისმგებელ ნაერთებს, რაც თავიდან აგვაცილებს შეშუპებას.
  • პაპაინი Carica papaya L-დან.
    მცენარეული ფერმენტი, რომელიც ცნობილია როგორც მცენარეული პეპსინი, აქტიურად შლის ცილებს, პეპტიდებსა და ამიდებს. პეპსინისგან განსხვავებით, ის მოქმედებს pH-ის ფართო დიაპაზონში (3–12) და ინარჩუნებს თავის აქტივობას 50–60 °C-მდე ტემპერატურაზე. პაპაინი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც ხელს უწყობს ცილებისა და ამინომჟავების დაშლას. ასევე მას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, გამოიყენება ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად.

ვისთვის?
∙ მათთვის, ვინც მიდრეკილია გადაჭარბებული კვებისკენ ან ხანდახან დიდი რაოდენობით საკვებს იღებს.
∙ მათთვის, ვინც საკვების მიღებისას განიცდის დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
∙ მათთვის, ვისაც აწუხებს მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება კუჭის ზედა ნაწილში ან კუჭ-ნაწლავის მოშლილობა.
∙ მათთვის, ვინც გადის რეაბილიტაციას გადატანილი ნაწლავური ინფექციების შემდეგ.
∙ ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან საკუთარი ფერმენტების ასაკობრივ დეფიციტს.
∙ სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც მაღალცილოვან დიეტას იცავს.

ორ კაფსულაში:
   • 7 სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასახმარებლად და ორგანიზმის საკუთარი რესურსების სტიმულირებისთვის.
   • 64 მგ სოკოს პროტეაზა,ანუ 25 600 HUT (ჰემოგლობინის ერთეული ტიროზინის ექვივალენტში) ფერმენტულ აქტივობაზე გადაანგარიშებით
ცილის დაშლისთვის.
   • 221 მგ ბრომელაინი,ანუ 120 GDU (ჟელატინის დაშლის ერთეული) ფერმენტულ აქტივობაზე გადაანგარიშებით
მაქსიმალური ანთების საწინააღმდეგო ეფექტისა და ცილების დაშლისთვის.
   • 100 მგ პაპაინი, ანუ 600 000 USP TU (ტიროზინის ერთეული აშშ-ის ფარმაკოპეის მიხედვით)
ცილის ათვისებისთვის, ჯანსაღი მიკროფლორის შესანარჩუნებლად და ნაწლავების მუშაობის გასააქტიურებლად.

1 მჟავა-აქტიური პროტეაზები საკვების ცილების ათვისების ოპტიმიზაციისთვის: ნაბიჯი მდგრადი კვებისკენ – PMC (nih.gov)
ავტორები: ვაი შუნ მაკი, ქლოი პ. ჯონსი, კევინ ე. მაკბრაიდი
2 ეგზოგენური ლაქტაზის ტაბლეტების პერორალური გამოყენება პირველადი ჰიპოლაქტაზიით გამოწვეული ლაქტოზის აუტანლობის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის
ავტორები: კარლოს ფ. დე მაგალიაინს ფრანჩესკონი, მარტა ბრენერ მაჩადო, ფლავიო შტაინვურცი, როდრიგო ბრემერ ნონესი

გამოყენება

მოზრდილებმა უნდა მიიღონ დღეში 1-2 კაფსულა  ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.

შედგენილობა

მიკროკრისტალური ცელულოზა (მატარებელი), ფერმენტული პრეპარატები: ბრომელაინი (ანანასის ექსტრაქტი), პაპაინი (პაპაიას ექსტრაქტი), პეპტიდაზა Sternzym FP 26022 (მჟავა პროტეინაზა, ტუტე პროტეინაზა, ციტოზოლური ამინოპეპტიდაზა), ლიპაზა, ამილაზა Sternzym A 15170 MD, ცელულაზა, ლაქტაზა Dairyzym F 100 P. 
კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, გელანის ფისი (გელის აგენტი).

შეიძლება შეიცავდეს გლუტენის შემცველ მარცვლეულს, არაქისის, თხილს, კვერცხს, სოიოს, მდოგვის, სეზამის, ნიახურს, რძეს, თევზს, კიბოსნაირებს, მოლუსკებსა და მათ პროდუქტებს.

აქტიური კომპონენტები რაოდენობა 1 კაფსულაში რაოდენობა 2 კაფსულაში
ბრომელაინი 110,5 მგ  221 მგ
ფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 60 GDU 120 GDU
პაპაინი 50 მგ 100 მგ
ფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 300 000 USP U 600 000 USP U
პეპტიდაზა 32 მგ 64 მგ
вფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 12 800 HUT 25 600 HUT
პეპტიდაზა 8 მგ 16 მგ
вფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 752 FIP 1504 FIP
ამილაზა 6 მგ 12 მგ
ფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 27 FAU-F 54 FAU-F
ცელულაზა 5 მგ 10 მგ
ფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 500 CU 1000 CU
ლაქტაზა 2,15 მგ 4,3 მგ
ფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 204 ALU 408 ALU

ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად მოხმარების ადეკვატური დონე დადგენილი არ არის.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
quality-banner

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

gmp-iconhaccp-iconfda-iconiso-icon