ეფექტური ფორმულა ძლიერი ძვლებისთვის
მხოლოდ კომპლექსური მიდგომა
კალციუმი საჭიროა არა მხოლოდ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის, არამედ ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ჰორმონალური სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის. ასაკთან ერთად მცირდება საკვებიდან მისი შეწოვის უნარი და უფრო და უფრო რთულდება საჭირო დღიური დოზის (მინიმუმ 1 გ) მიღება. ამიტომ ორგანიზმი იწყებს კალციუმის გამოყენებას საკუთარი ძვლის ქსოვილიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზის განვითარება.
თქვენი კვების რაციონის გამდიდრება "ორგანული კალციუმი"-ს კომპლექსით Essential Minerals სერიიდან დაგეხმარებათ ეფექტურად გაუწიოს მხარდაჭერა ძვლოვან სისტემას და მის გაძლიერებას.
შენი ძვლები ყოველთვის ძლიერი იქნება!
ბუნებრივი კალციუმი
კომპლექსი შეიცავს კალციუმს ორი ფორმით - კარბონატი და ჰიდროქსიაპატიტი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ამ მინერალის მაქსიმალურ შეწოვას და ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გაძლიერებას.
ვიტამინურ–მინერალური კომპლექსი
ვიტამინი D3, როგორც კომპლექსის ნაწილი, არეგულირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და მის შეღწევას ძვლოვან ქსოვილში და, K1 ვიტამინთან ერთად, ზღუდავს ორგანიზმიდან მის ჭარბ გამოყოფას ბუნებრივი გზით. თუთია არეგულირებს ჰორმონ კალციტონინის აქტივობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია კალციუმის ნორმალური მიწოდება სისხლიდან ძვლოვან ქსოვილში.
ვიტამინები K1 და B6 ხელს უწყობენ ოსტეოკალცინის, სპეციალური ცილის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის კრისტალიზაციისთვის.
ვიტამინები C, B6, მანგანუმი და ბიოფლავონოიდები ააქტიურებენ კოლაგენის სინთეზს, შემაერთებელი ქსოვილის მთავარი ცილა, რომელიც ქმნის ძვლის ჩარჩოს. თუ ეს ქსოვილი არასაკმარისად ძლიერია, ოსტეოპოროზი გარდაუვალია, ის ვითარდება ორგანიზმის მიერ კალციუმის და სხვა მინერალების მიწოდების მიუხედავად.
სილიციუმი და ბიოფლავონოიდები
შვიტას ექსტრაქტი, როგორც კომპლექსის ნაწილი, უზრუნველყოფს ორგანიზმს ორგანული კაჟით, რომელიც აუცილებელია ძვლის მინერალური ნაწილის ასაშენებლად. სოიოს იზოფლავონები ბუნებრივი ფიტოესტროგენების მდიდარი წყაროა, რაც ხელს უწყობს ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების დონის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების კომპენსირებას. კერძოდ, ისინი ხელს უწყობენ ნორმალურ ძვლოვან-მინერალურ მეტაბოლიზმს.
ძირითადი კომპონენტები
ბუნებრივი კალციუმი
კომპლექსი წარმოდგენილია ორი ფორმით - კარბონატული და ჰიდროქსიაპატიტი. ძვლოვანი ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ელემენტი. გარდა ამისა, აუცილებელია სხეულის უმეტესი სისტემების სათანადო ფუნქციონირებისთვის. კალციუმი ხელს უწყობს სისხლძარღვების ტონუსის ნორმალიზებას, პასუხისმგებელია ჩონჩხის კუნთების შეკუმშვასა და მოდუნებაზე და მონაწილეობს ტვინის ქერქის აგზნების და დათრგუნვის რეგულირების პროცესებში. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიოქსიდანტური თვისებები. მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გააქტიურებაში და სისხლის შედედების რეგულირებაში, აუმჯობესებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციებისა და ტოქსინების მიმართ.
ვიტამინურ–მინერალური კომპლექსი
ასკორბინის მჟავა, თუთია, ვიტამინები B₆, K1, D₃, მანგანუმი ორგანიზმს უზრუნველყოფენ ცილოვანი ჩარჩოს სტრუქტურული ელემენტებით - ჩვენი ძვლების მოქნილობისა და სიმყარის ძირითად პირობებს. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და მის შეღწევას ძვლოვან ქსოვილში და ვიტამინ K1-თან ერთად ზღუდავს მის ჭარბ გამოყოფას ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით. თუთია პასუხისმგებელია ჰორმონ კალციტონინის აქტივობაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია კალციუმის ნორმალური მიწოდება სისხლიდან ძვლოვან ქსოვილში. ვიტამინები K1 და B6 ხელს უწყობენ ოსტეოკალცინის, სპეციალური ცილის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის კრისტალიზაციისთვის.
ვიტამინები C, B6, მანგანუმი ააქტიურებენ კოლაგენის სინთეზს-შემაერთებელი ქსოვილის მთავარ ცილას, რომელიც ქმნის ძვლის ჩარჩოს. თუ ეს ქსოვილი არასაკმარისად ძლიერია, ოსტეოპოროზი გარდაუვალია, ის ვითარდება ორგანიზმის მიერ კალციუმის და სხვა მინერალების მიწოდების მიუხედავად.
სოიოს ექსტრაქტი
ბიოფლავონოიდების წყარო, რომლებსაც აქვთ ესტროგენის მსგავსი ეფექტი. სოიოს იზოფლავონებს აქვთ ანტიოქსიდანტური ეფექტი (უფრო ძლიერი ვიდრე ტოკოფეროლი). ისინი ავლენენ ოსტეოგენურ აქტივობას, რაც აფერხებს ძვლის რეზორბციის პროცესებს და ხელს უწყობენ მის მინერალური სიმკვრივის გაზრდას.
შვიტას ექსტრაქტი
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და სისხლის მიმოქცევას, ანორმალიზებს შემაერთებელი ქსოვილის, ლორწოვანი გარსების, სისხლძარღვების კედლების ფუნქციებს. წარმოადგენს ნატურალურ წყაროს ორგანული კაჟის, რომელიც ხელს უწყობს ძვლოვანი კარკასის გამაგრებას
ვისთვის?
სამი კაფსულა შეიცავს:
მოზრდილები იღებენ თითო კაფსულას სამჯერ დღეში ჭამის დროს.
განაგრძეთ კურსი 1-3 თვის განმავლობაში. კურსი გაიმეორეთ წელიწადში 2-3-ჯერ.
შემადგენლობა: კალციუმის კარბონატი, პრემიქსი Н33792 (ასკორბინის მჟავა, ვიტამინები В6, К1, D3, თუთია, მანგანუმი), სოიოს ექსტრაქტი, შვიტას ექსტრაქტი, კალციუმის ჰიდროქსიაპატიტი.
კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
შესაძლებელია ლაქტოზის, მარცვლეულის(გლუტენის), სოიოს, მდოგვის, სეზამის, ნიახურის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.
3 კაფსულა შეიცავს:
აქტიური კომპონენტები |
მასა, მგ |
მად-ის (მოხმარების ადექვატური დონის) %* |
კალციუმი (კალციუმის კარბონატისა და კალციუმის ჰიდროქსიაპატიტისგან) | 530 | 53 |
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) | 0,012 | 120** |
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) | 4 | 200** |
ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა) | 160 | 178** |
ვიტამინი K1 (ფილოქინონი) | 0,3 | 250** |
თუთია (თუთიის სულფატიდან) | 14,7 | 123** |
მანგანუმი (მანგანუმის სულფატიდან) | 2,5 | 125** |
იზოფლავონები | 36 | 72 |
* მად – მოხმარების ადექვატური დონე - ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.