• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
დახმარება
პროტეაზული კომპლექსი ბეტაინთან ერთად
new
მიუწვდომელია

პროტეაზული კომპლექსი ბეტაინთან ერთად, 60 კაფსულა

Essential Enzymes

ხელს უწყობს ცილოვანი საკვების დაშლასა და მონელებას, რაც ეხმარება კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის გამოვლინებების აღმოფხვრაში, როგორიცაა: სიმძიმე ჭამის შემდეგ, გულძმარვა, მეტეორიზმი და სისხლში ცილის დაბალი დონე. 

არტიკლი: 501545
რაოდენობა პაკეტზე: 60 კაფსულა
52 ₾
22.5 ქულა
პროდუქტის შესახებ
  • ჯანსაღი საჭმლის მონელება
    ახდენს კუჭისა და წვრილი ნაწლავის pH-ის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ცილის უკეთ მონელებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული უსიამოვნო სიმპტომების აღმოფხვრას.
  • სინერგიის ეფექტი
    ფორმულის კომპონენტების ეფექტური, ურთიერთგამაძლიერებელი დოზირებები, რომლებიც შემუშავებულია ინტეგრაციული და პრევენციული მედიცინის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად.
  • საიმედოობა და ხარისხის გარანტია
    კომპონენტები – ფერმენტების ეტალონური მწარმოებლისგან SternEnzym GmbH & Co, ხოლო აქტიური ნივთიერებები და ექსტრაქტები – უზადო რეპუტაციის მქონე მომწოდებლებისგან.
    HACCP – შემუშავებისა და წარმოების ყველა ეტაპის კონტროლის მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომა.

საჭმლის მონელების მხარდაჭერა pH-ის დაბალი დონის დროს
ცილის სრულფასოვანი ათვისება

კვების რეჟიმის დარღვევამ, სტრესმა, ყავისა და ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ, აუტოიმუნურმა დაავადებებმა და ასაკმა შესაძლოა შეამციროს კუჭის მჟავიანობა და საჭმლის მონელების ნორმალური ფუნქციის დარღვევის მიზეზი გახდეს.
კუჭის დაბალი pH უარყოფითად მოქმედებს ცილების დასაშლელი ფერმენტების მუშაობაზე: ორგანიზმში იწყება დუღილის აქტიური პროცესები, რაც იწვევს მუცლის შებერილობას, მეტეორიზმს, გულძმარვასა და მტკივნეულ შეგრძნებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე ვითარდება ცილის, კალციუმისა და რკინის დეფიციტი. მჟავიანობის დაბალი დონის კიდევ ერთი შედეგია ბაქტერიების, მაგალითად, Helicobacter pylori-ს ჭარბი ზრდა და სხვადასხვა ინფექციური პროცესების განვითარება.
«პროტეაზული კომპლექსი ბეტაინთან ერთად» Essential Enzymes ხელს უწყობს მჟავიანობის დონის ნორმალიზებას და საჭმლის მომნელებელი ფუნქციის გაუმჯობესებაში ეხმარება ორგანიზმს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობა ორგანიზმის ყველა სისტემის ჯანმრთელობის საწინდარია!

  • კუჭის pH ბალანსი
    ბეტაინის ჰიდროქლორიდი ხელს უწყობს კუჭის pH-ის ნორმალიზებას, ააქტიურებს პროტეაზას და ინარჩუნებს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს.
  • ფერმენტული მხარდაჭერა
    შეიცავს პროტეაზას სამუშაო დოზირებით, რაც უზრუნველყოფს ცილების დაშლასა და ათვისებას, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი მჟავიანობისა და მაღალცილოვანი დიეტის დროს.
  • დახმარება ცილის დეფიციტის დროს
    ცილის ადეკვატური ათვისება – ეს არის ძლიერი იმუნიტეტი, ლამაზი კანი, მკვრივი კუნთები, ჰორმონების, ფერმენტებისა და ნეირომედიატორების საკმარისი დონე.
  • ინფექციების განვითარების პროფილაქტიკა
    ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბაქტერიების ჭარბი ზრდისა და კუჭში მარილმჟავას ნაკლებობით გამოწვეული ინფექციური პროცესების განვითარების ალბათობას.

   • ბეტაინის ჰიდროქლორიდი
კუჭის წვენი არის საჭმლის მომნელებელი სითხე, რომელიც შეიცავს მარილმჟავასა და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს. ის შლის საკვებს და ანადგურებს მავენ ბაქტერიებს.
ბეტაინის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და საკვები ნივთიერებების ათვისებას1, ახდენს კუჭის მუშაობისა და ნაღვლის ხარისხის ნორმალიზებას, რაც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. კვლევები აჩვენებს, რომ ბეტაინის ჰიდროქლორიდი არეგულირებს pH-ს ჰიპოქლორჰიდრიის დროს2.
ბეტაინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ჰეპატოპროტექტორებს და ხელს უწყობს ცხიმების დაჟანგვას, რითაც ახდენს ნაღველმდენ და ცხიმების დამწველ მოქმედებას.
   • მჟავა პროტეაზა Aspergillus oryzae-დან
გერმანული მწარმოებლის SternEnzym GmbH & Co. KG-ის უმაღლესი ხარისხის მჟავა პროტეაზა ხასიათდება მაღალი ფერმენტული აქტივობით, იგი ეფექტურად და სწრაფად მუშაობს კუჭში სხვადასხვა pH-ის პირობებში. ამ პროტეაზას წყაროა სოკო Aspergillus oryzae, რომელიც გამოიმუშავებს ფერმენტებს; ისინი ცილებში ამინომჟავებს შორის არსებულ პეპტიდურ კავშირებს პოლიპეპტიდებად და ცალკეულ ამინომჟავებად შლიან, რაც აჩქარებს ცილის ათვისებას3.
კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ სინთეზირებული პროტეაზა შესაძლოა არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდეს, ხოლო დამატებული პროტეაზა ეხმარება ცილების დაშლას, ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს კუნთების ჯანმრთელობას, ასტიმულირებს იმუნიტეტს და ამცირებს ალერგიულ რეაქციებს ხორცპროდუქტებზე.
   • ნაღველას ექსტრაქტი, სტანდარტიზებული გენციოპიკრინით
ტრადიციულ მედიცინაში ნაღველა გამოიყენება როგორც თერაპიული ეფექტის მქონე საშუალება საჭმლის მონელების სხვადასხვა დარღვევის დროს. ნაღველაში შემავალი გენციოპიკრინი სასარგებლო გავლენას ახდენს ანაციდური და ჰიპერაციდური გასტრიტების, მეტეორიზმის, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ნაღველაში შემავალი გენციოპიკრინი სასარგებლო გავლენას ახდენს ანაციდური და ჰიპერაციდური გასტრიტების, მეტეორიზმის, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.

ვისთვის?
∙ მათთვის, ვისაც აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ატროფიული ცვლილებები და კუჭში მჟავიანობის შემცირება.
∙ მათთვის, ვისაც აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ატროფიული ცვლილებები და კუჭში მჟავიანობის შემცირება.
∙ მათთვის, ვისაც აწუხებს მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება კუჭის ზედა ნაწილში ან კუჭ-ნაწლავის მოშლილობა.
∙ მათთვის, ვინც გადის რეაბილიტაციას გადატანილი ნაწლავური ინფექციების შემდეგ.
∙ ასაკოვანი ადამიანებისთვის, როდესაც მცირდება ორგანიზმის საკუთარი ფერმენტების აქტივობა.
∙ სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც მაღალცილოვან დიეტას იცავს.

ორ კაფსულაში:
   • 498 მგ ბეტაინის
კუჭის pH-ის რეგულაციისთვის.
   • 70 მგ პროტეაზა
ცილის დასაშლელად, რაც ფერმენტულ აქტივობაზე გადაანგარიშებით შეადგენს 28 000 HUT-ს (ჰემოგლობინის ერთეულები ტიროზინის ეკვივალენტში).
   • 3 აქტიური ნივთიერება
სინერგიული ურთიერთქმედების წყალობით აუმჯობესებენ ფასეული საკვები ნივთიერებების ბიოშეღწევადობას

1 ბეტაინის სასარგებლო გავლენა: ყოვლისმომცველი მიმოხილვა“. PMC (nih.gov)
არუმუგამ მ. კ., პაალ მ. კ., დონოჰიუ ტ. მ. უმცროსი, განესან მ., ოსნა ნ. ა., ჰარბანდა კ. კ. ბეტაინის სასარგებლო გავლენა: ყოვლისმომცველი მიმოხილვა ბიოლოგია (ბაზელი). 2021, 22 мая; 10(6):456. DOI: 10.3390/biology10060456. PMID: 34067313; PMCID: PMC8224793.
2 კუჭის რეაციდიფიკაცია ბეტაინის ჰიდროქლორიდის HCl
ავტორები: მარკ რ. იაგო 1, ადამ რ. ფრაიმოიერი, ჯილიან ს. სმელიკი
ClinicalTrials.gov NCT01398046
3 მჟავა-აქტიური პროტეაზები საკვები ცილების ათვისების ოპტიმიზაციისთვის: ნაბიჯი მდგრადი კვებისკენ- PMC (nih.gov)
ავტორები: ვაი შუნ მაკი, ქლოი პ. ჯონსი, კევინ ე. მაკბრაიდი

გამოყენება

მოზრდილებმა უნდა მიიღონ დღეში 1-2 კაფსულა  ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროებфის შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.

შედგენილობა

ბეტაინის ჰიდროქლორიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა (მატარებელი), ნაღველას (გინცურას) ექსტრაქტი, ფერმენტული პრეპარატი: პეპტიდაზა Sternzym FP 26022 (მჟავა პროტეინაზა, ტუტე პროტეინაზა, ციტოზოლური ამინოპეპტიდაზა), მაგნიუმის სტეარატი (შეკვრის საწინააღმდეგო აგენტი). კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, გელანის ფისი (გელის აგენტი).

შეიძლება შეიცავდეს გლუტენის შემცველ მარცვლეულს, არაქისის, თხილს, კვერცხს, სოიოს, მდოგვის, სეზამის, ნიახურს, რძეს, თევზს, კიბოსნაირებს, მოლუსკებსა და მათ პროდუქტებს.

2 კაფსულა შეიცავს:

აქტიური კომპონენტები  რაოდენობა  მად* (მოხმარების ადექვატური დონის) %
ბეტაინი 498 მგ 25
პეპტიდაზა 70 მგ –
ფერმენტის აქტივობაზე დაგაანგარიშებით 28 000 HUT –**

* მად – მოხმარების ადექვატური დონე - ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** მოხმარების ადექვატური დონე დადგენილი არ არის.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
quality-banner

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

gmp-iconhaccp-iconfda-iconiso-icon