სმარტ-დეტოქსის სამმაგი ფორმულა
ბუნებამ გაითვალისწინა ორგანიზმის ბუნებრივი თვითწმენდის რთული სისტემების მთელი რიგი, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების წესის და არახელსაყრელი ეკოლოგიის პირობებში ეს სისტემები მუდმივად ზედმეტად დატვირთულია. ეს ფიტავს რესურსებს, ზრდის პათოლოგიების განვითარების რისკს და აჩქარებს დაბერების პროცესებს..
სამმაგი ფორმულა მოწოდებულია დეტოქსიკაციის ფიზიოლოგიური მექანიზმების უფრო ეფექტური მუშაობის დასახმარებლად მიმოცვლის პროცესების გაუმჯობესების და ჩვენი ჯანმრთელობის გაძლიერების მეშვეობით.
კომფორტი და ეფექტურობა: ორგანიზმის გაწმენდა ყველა დონეზე
უჯრედშორისი არის გაწმენდა
ადამიანის ორგანიზმში ყოველი უჯრედი გარშემორტყმულია უჯრედშორისი სითხით. ეს სითხე მუდმივ განახლებას განიცდის, მიაქვს მასში გახსნილი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები და გამოჰყავს ისინი ლიმფური, სანაღვლე და საშარდე გზებიდან. პირველი ფორმულა Renaissance Triple Set შეიცავს იმ სამკურნალო მცენარეების კომპლექსს, რომლებიც ააქტიურებენ ამ პროცესებს და ხელს უწყობენ უჯრედშორისი სივრცეების ეფექტურ გაწმენდას.
უჯრედშიდა წმენდა
ღრმა წმენდისთვის უჯრედების დონეზე არ არის საკმარისი მხოლოდ უჯრედშორისი სითხის ნაკადის უბრალო სტიმულირება. საჭიროა აგრეთვე განსაკუთრებული უჯრედშიდა ფერმენტების მუშაობის აქტივიზაცია ტოქსინების ბიოტრანსფორმაციისთვის. მეორე ფორმულის Renaissance Triple Set საგულდაგულოდ შერჩეული კომპონენტები ახდენენ ფერმენტების მუშაობის სტიმულირებას და ხელს უწყობენ უჯრედებიდან გაუვნებელყოფილი ტოქსინების გაყვანას.
ანტიოქსიდანტური დაცვა
ტოქსიკური დაზიანებისგან უჯრედების ყოველმხრივი დაცვისთვის მნიშვნელოვანია არანაკლებად სერიოზული დამანგრეველი პოტენციალის მქონე თავისუფალი რადიკალების დროული ნეიტრალიზაციის უზრუნველყოფა. Renaissance Triple Set მესამე ფორმულაში ჩართულია მცენარეული, მინერალური წყალში და ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტების მთელი კომპლექსი, რომელიც შედგენილია მათი სინერგიზმის გათვალისწინებით გარე და შიდა საფრთხეებისგან საიმედო დაცვისთვის.
ფორმულა # 1. უჯრედშიდა არის გაწმენდა
სინამაქის, ალოეს, კამას, მრავალძარღვას და ოროვანდის ფესვის ექსტრაქტები. ზრდიან ნაწლავების გამწმენდ აქტივობას. ისინი ხელს უწყობენ აგრეთვე მიკროფლორის ნორმალიზაციას, რომელიც მონაწილეობს ტოქსინების და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების ორგანიზმიდან გამოყვანაში.
არტიშოკის, გვირილას და კამას ექსტრაქტები. მდიდარია ნაღველის გამოყოფის მასტიმულირებელი ნივთიერებებით. ხელს უწყობენ ნაღველგამომყოფი სისტემის და ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობენ მავნე ნივთიერებების მოცილებას.
ოროვანდის ფესვის, მრავალძარღვას და ალოეს ექსტრაქტები. არეგულირებენ ორგანიზმის სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის გამწმენდ ფუნქციებს.
შვიტას და დათვის კენკრას ექსტრაქტები. ახდენენ შარდგამომყოფი სისტემის გამწმენდი ფუნქციის სტიმულირებას.
გვირილას და მრავალძარღვას ექსტრაქტები. ზრდიან ბრონქების გამწმენდ აქტივობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბინძურებული ატმოსფეროს მქონე მეგაპოლისების მაცხოვრებლებისთვის.
ექინაცეას და ალოეს ექსტრაქტები. ახდენენ იმუნური სისტემის სტიმულირებას, აქვთ დამატებითი გამწმენდი მოქმედება.
ფორმულა # 2. უჯრედშიდა გაწმენდა
გარეული პირშუშხას ექსტრაქტი. შეიცავს ნატურალურ ინდოლ-3-კარბინოლს. ახდენს ბიოტრანსფორმაციის I ფაზის ფერმენტების აქტიურობის სტიმულირებას.
Эწიწმატის, ციმბირის ღანძილის და სალბის ექსტრაქტები. ახდენენ ბიოტრანსფორმაციის II ფაზის ფერმენტების აქტიურობის სტიმულირებას.
ბაყაყურას, მუზარადას და კრაზანას ექსტრაქტები. მძლავრი ჰეპატოპროტექტორები საიმედოდ იცავენ ღვიძლის უჯრედებს, რომელთა შიგნით მიმდინარეობს გაუვნებელმყოფელი ფერმენტების მთელი საკირკიტო მუშაობა.
ფორმულა # 3. ანტიოქსიდანტური დაცვა
С ვიტამინი და მცენარეული ბიოფლავონოიდები. უზრუნველყოფენ უჯრედების გარე დაცვას.
ყურძნის წიპწების, მოცვის, შტოშის, ბეგქონდარას და მწვანე ჩაის ექსტრაქტები. ქმნიან საიმედო ბარიერს ყოველი უჯრედის გარშემო თავისუფალი რადიკალების შებოჭვის გზით.
თუთია, სელენი, სპილენძი და მანგანუმი. უზრუნველყოფენ უჯრედების შიდა დაცვას თავისუფალი ჟანგბადის ხაფანგის მსგავსად ნეიტრალიზაციის გზით.
რიბოფლავინი, აგრეთვე ახდენს უჯრედშიდა დამცავი ფერმენტების მუშაობის სტიმულირებას.
ვისთვის?
– მეგაპოლისების და არასასიკეთო ეკოლოგიის რაიონების მაცხოვრებლებისთვის.
– მავნეობის გაზრდილი დონის პროფესიების წარმომადგენლებისთვის.
– მათთვის, ვისაც სურს შედეგის მიღება სულ ორ კვირაში.
FORMULA 1. Extracellular D.Tox
შემადგენლობა: ალოე ვერას ექსტრაქტი, მრავალძარღვას ექსტრაქტი, ცერეცოს ექსტრაქტი, არტიშოკის ექსტრაქტი, გვირილას ექსტრაქტი, ოროვანდის ფესვის ექსტრაქტი, ექინაცეას ექსტრაქტი, სინამაქის ხის ექსტრაქტი, დათვის კენკრას ექსტრაქტი, შვიტას ექსტრაქტი.
კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
შესაძლებელია მარცვლოვანი კულტურების (გლუტენის), სოიოს, მდოგვის, ქუნჟუტის, ნიახურის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.
2 კაფსულა (ერთ პაკეტში "დილა") შეიცავს:
აქტიური კომპონენტები | მასა, მგ | მოხმარების ადექვატური დონის % |
ანტრაქინონები | 8 | 80 |
აპიგენინი | 4 | 40 |
* მად – მოხმარების ადექვატური დონე ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
FORMULA 2. Intacellular D.Tox
შემადგენლობა: წიწმატის ექსტრაქტი, ციმბირის ღანძილის ექსტრაქტი, ბაყაყურას ექსტრაქტი, კრაზანას/კორობელას ექსტრაქტი, სამკურნალი სალბის ექსტრაქტი, ველური პირშუშხას ექსტრაქტი, ბაიკალის მუზარადას ექსტრაქტი.
კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
შესაძლებელია მარცვლოვანი კულტურების (გლუტენის), სოიოს, მდოგვის, ქუნჟუტის, ნიახურის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.
2 კაფსულა (ერთ პაკეტში "საღამო") შეიცავს:
აქტიური კომპონენტები | მასა, მგ | მოხმარების ადექვატური დონის % |
ფლავოლიგნანები (სილიბინზე გადათვლით) | 48 | 160** |
ფლავონოიდები (ბაიკალინზე გადათვლით) | 5,7 | 19 |
ჰიპერიცინი | 0,048 | 16 |
ბაიკალინი | 3,2 | 32 |
ჰიპერიზიდი | 0,56 | – |
* მად – მოხმარების ადექვატური დონე ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
FORMULA 3. Antioxidant D.Tox
შემადგენლობა: ანტიოქსიდანტური პრემიქსი RUS 30257, სამკურნალო სალბის ექსტრაქტი, შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი, ყურძნის წიპწების ექსტრაქტი, ბეგქონდარას ექსტრაქტი, თავშავას ექსტრაქტი, ვიტამინი С, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, რუტინი, ვიტამინი Е, ლიკოპინი, მოცვის ექსტრაქტი, ბეტა-კაროტინი, დიჰოდროკვერცეტინი, ვიტამინი А.
კაფსულის გარსი შედგება ძროხის ჟელატინისგან.
შესაძლებელია მარცვლოვანი კულტურების (გლუტენის), სოიოს, მდოგვის, ქუნჟუტის, ნიახურის, თევზის, კიბოსნაირთა, მოლუსკების და მათი გადამუშავების პროდუქტების კვალის არსებობა.
2 კაფსულა (თითო კაფსულა პაკეტებში "დილა" და "საღამო") შეიცავს:
აქტიური კომპონენტები | მასა, მგ | მოხმარების ადექვატური დონის % |
ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა) | 70 | 77,8 |
ვიტამინი А (რეტინოლის აცეტატი) | 0,66 | 73,3 |
ვიტამინი Е (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) | 24 | 160** |
ვიტამინი В1 (თიამინის მონონიტრატი) | 1,9 | 126,7** |
ვიტამინი В2 (რიბოფლავინი) | 2 | 111,1** |
ვიტამინი В6 (პირიდოქსინის ჰოდროქლორიდი) | 2 | 100** |
ბეტა-კაროტინი | 4 | 80 |
ლიკოპინი | 4 | 80 |
თუთია | 12 | 100** |
სპილენძი | 1 | 100** |
იოდი | 0,1 | 66,7 |
მანგანუმი | 2 | 100** |
სელენი | 0,07 | 93¹ / 127²** |
ქრომი | 0,05 | 100** |
დიჰიდროკვერცეტინი | 8,4 | 33,6 |
რუტინი | 50 | 166,7** |
ანტოციანები | 10 | 20 |
ტანინები | 180 | 60 |
პოლიფენოლები (გალის მჟავაზე გადაანგარიშებით) | 20 | 20 |
ოქსიდარიჩინის მჟავები | 10 | 100** |
კატეხინები | 20 | 20 |
* მად – მოხმარების ადექვატური დონე ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად..
¹ მამაკაცებისათვის. ² ქალებისთვის.
უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.