• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
ფიტოსიროპი მსუბუქი სუნთქვისთვის Vitamama Family
new
მიუწვდომელია

ფიტოსიროპი მსუბუქი სუნთქვისთვის Vitamama Family, 95 მლ

Vitamama

ხუთი სამკურნალო ბალახის მიქსი ვაშლის წვენზე დაეხმარება ორგანიზმს, უფრო სწრაფად აღადგინოს მსუბუქი და მშვიდი სუნთქვა გაციებისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების (მრვი) სეზონზე.
პოპულარული ფლორასეპტიკების შემცველი ფორმულა გაძლიერებულია ციმბირული პროპოლისის ანტიბაქტერიული მოქმედებით – რათა ისუნთქოთ თავისუფლად!

არტიკლი: 501664
მოცულობა: 95 მლ
25 ₾
10.6 ქულა
26,32 ₾ / 100 ml
პროდუქტის შესახებ
  • კონცენტრირებული ზრუნვა
    გულმკერდის სამკურნალო ბალახების ნაკრების მთელი ტომარა აღარ გჭირდებათ. სუნთქვისთვის მთელი შველითი ძალა – ერთი კოვზ ტკბილ სიროფშია.
  • ბაზა – ვაშლის წვენი
    არანაირი სიმწარე და სიმკვეთრე. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა უკვე გემრიელი და სასიამოვნოა.
  • უსაფრთხო შემადგენლობა
    შაქრისა და სხვა იმ დანამატების გარეშე, რომლებსაც კავშირი არ აქვთ მსუბუქ სუნთქვასთან.

ყველაზე ღრმა ჩასუნთქვა და ყველაზე მსუბუქი ამოსუნთქვა Vitamama-სთან ერთად
გაციებისა და ინფექციების მკურნალობისას, სუნთქვის შემსუბუქება – უკვე საქმის ნახევარია. როგორც კი ხიხინი მცირდება და ყელის ფხაჭნიც წყდება, მაშინვე უკეთესობა იგრძნობა. Vitamama-ს სიროფი მოზრდილებისთვის ზუსტად ამ მიზნით არის შექმნილი. მცენარეული ექსტრაქტები და პროპოლისი ორგანიზმს ეხმარება ანთებასთან ბრძოლაში, ლორწოვანი გარსის დარბილებასა და მშვიდი სუნთქვის აღდგენაში, რაც ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას. მწარე მიქსტურის ნაცვლად კი – ვაშლის სასიამოვნო გემო..

სწრაფი გამოჯანმრთელების დრაივერი

  • სამკურნალო ბალახების ექსტრაქტების კომპლექსი
    ყველაზე ცნობილი ფლორასეპტიკები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას, რათა სწრაფად და ნაზად შეამსუბუქონ სუნთქვა.
  • ჯანმრთელობის ძლიერი მხარდაჭერა
    ჩვენ გავაძლიერეთ მცენარეული ფორმულა ისლანდიური ხავსის ექსტრაქტითა და პროპოლისით, რათა უზრუნველვყოთ ორგანიზმის კომპლექსური მხარდაჭერა.
  • სტანდარტიზებული ექსტრაქტები
    აქტიური ინგრედიენტების გარანტირებული შემცველობა თითოეულ ულუფაში.

   • სამკურნალო ალთეი (ტუხტი)
ჩვენმა ბებიებმა კარგად იცოდნენ: თუ ყელი გფხაჭნის – ტუხტი დააყენე! მის ფესვში შედის პოლისაქარიდები, რომლებიც გარს ეკვრის ლორწოვან გარსს და მყისიერად ამშვიდებს გაღიზიანებულ ყელს.
   • ისლანდიური ხავსი (ცეტრარია)
ხალხში მას ჩრდილოეთის მკურნალს ან ფილტვის ხავსს უწოდებენ. ყველაზე თვალსაჩინო ეფექტი – ჩახლეჩილი, ყრუ ჩურჩულიდან ხმა კვლავ ჩვეულ, მჟღერ ფორმას უბრუნდება. მღიერის ძლიერი ანტიბაქტერიული შემადგენლობა (სახელწოდება «ხავსი» მას ისტორიულად შერჩა) ეხმარება ორგანიზმს გაციებისა და ყელის ინფექციების მკურნალობაში, ხოლო მიკროელემენტების მთელი სია, მათ შორის რკინა, სპილენძი, თუთია, ვირუსების საწინააღმდეგო C და B12 ვიტამინები, მას იმუნიტეტის საიმედო მოკავშირედ აქცევს.
   • პროპოლისი
ყველაზე მაცოცხლებელი ნივთიერება ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებითაც კი. როდესაც საჭიროა არა მხოლოდ სიმპტომების სწრაფად მოხსნა, არამედ დასუსტებული ორგანიზმის ყოველმხრივი მხარდაჭერა რაც შეიძლება სწრაფი აღდგენისთვის, ეს კომპონენტი სწორედ რომ შეუცვლელია.
   • ოთხი სამკურნალო ბალახის ექსტრაქტების კომპლექსი:
      — ძირტკბილა  – ბუნებრივი მუკოლიტიკი. ეხმარება სპაზმების მოხსნაში, ბლანტი ნახველის გათხელებასა და ამოხველებაში.
      — ვირჯერა (ვირისტერფა) შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებსა და საპონინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნახველის დარბილებას და ბრონქების წამწამების გააქტიურებას მისი უფრო სწრაფი გამოდევნისთვის. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
      — თიმუსი (ბეგქონდარა) – ანტისეპტიკი. შეიცავს თიმოლსა და კარვაკროლს — ნივთიერებებს, რომელთა დეზინფექციის თვისებები მეცნიერულად დადასტურებულია. ეხმარება ბრონქების სპაზმების მოხსნასა და ბრონქული ჯირკვლების სტიმულირებაში, რაც ხელს უწყობს ნახველის გამოდევნის შემსუბუქებას.
      — ეხინაცეა – აძლიერებს იმუნიტეტს. ეხმარება NK-უჯრედების გააქტიურებასა და ინტერფერონების გამომუშავებაში, რაც ამცირებს რესპირატორული ინფექციებით დაავადების რისკს.

რეკომენდებულია მიღების დაუყოვნებლივ დაწყება:
– მათთვის, ვინც ხშირად ავადმყოფობს მრვი-ით (მწვავე რესპირატорული ვირუსული ინფექციით), რასაც თან ახლავს ხანგრძლივი ხველა შეტევების სიხშირისა და ინტენსივობის შესამცირებლად;
– მათთვის, ვისთვისაც უკუნაჩვენებია ან ვისაც არ მოსწონს ხველის საწინააღმდეგო სინთეზური პრეპარატები;
– მათთვის, ვინც ეძებს მედიკამენტების ნატურალურ ალტერნატივას, სურს თავიდან აიცილოს წამლების გვერდითი მოვლენები და უპირატესობას ანიჭებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ფიტოთერაპიას;
– მათთვის, ვისაც სჭირდება ჯანმრთელობის მხარდაჭერა ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს, ან სიტუაციურად ორგანიზმის გადაცივებისას, რათა თავიდან აიცილოს ავადმყოფობა.

გამოყენება

გამოყენების წესი
მოზრდილებისთვის: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) დღეში ორჯერ, 20 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეიძლება განმეორდეს.
!შესაძლებელია მცენარეული ექსტრაქტებისგან ნალექის წარმოქმნა.
უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, 18 წლამდე ასაკი.

ლაივხაკი
რეკომენდებულია კურსობრივი მიღება.
სიროფის მიღების შეთავსება ბევრ თბილ სითხესთან უფრო ეფექტურია – ეს გააძლიერებს სიროფის კომპონენტების ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და დაგეხმარებათ თავი უფრო სწრაფად იგრძნოთ უკეთესად.

შედგენილობა

ვაშლის კონცენტრირებული წვენი, ვირჯირას(ვირისტერფას) ექსტრაქტი, ტუხტის ექსტრაქტი, ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტი, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი, ექინაცეას ექსტრაქტი, ბეგქონდარას ექსტრაქტი, პროპოლისის სქელი კონცენტრატი, კალიუმის სორბატი (კონსერვანტი), ნატრიუმის ბენზოატი (კონსერვანტი).

შეიძლება შეიცავდეს გლუტენის შემცველ მარცვლეულს, არაქისის, თხილს, კვერცხს, სოიოს, მდოგვის, სეზამის, ნიახურს, რძეს, თევზს, კიბოსნაირებს, მოლუსკებსა და მათ პროდუქტებს.

2 ჩაის კოვზი (10 მლ) სიროფი შეიცავს:

აქტიური კომპონენტები მასა, მგ *მოხმარების ადექვატური დონის %
ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტი, მათ შორის: 104 –**
გლიცირიზინის მჟავა 10,4 104***
ექინაცეას ექსტრაქტი, მათ შორის 78 –**
ფენოლები (ოქსიდარიჩინის მჟავები ციკორის მჟავაზე გადაანგარიშებით) 3,1 31
ვირჯერას(ვირისტერფას) ექსტრაქტი 208 –**
ტუხტის ექსტრაქტი 195 –**
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი 104 –**
ბეგქონდარას ექსტრაქტი 52 –**

* მად – მოხმარების ადექვატური დონე - ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
** მად(მოხმარების ადეკვატური დონე) არ არის დადგენილი.
*** არ აჭარბებს მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
left-imageright-image

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

iso-iconiso-iconiso-iconiso-icon