• ka ქართული ენა
  • საქართველოსაქართველო
  • დახმარება
პრობიოტიკი Coloben-ი («კოლობენი»)საჭმლის მონელების კომფორტისთვის მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონეთათვის
new

პრობიოტიკი Coloben-ი («კოლობენი»)საჭმლის მონელების კომფორტისთვის მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონეთათვის, 30 კაფსულა

Siberian Wellness Probiotics

ახალი თაობის სინბიოტიკი, რომელიც დაფუძნებულია საფუარის დაპატენტებულ შტამზე ibSium®, ლაქტობაქტერიებზე Lactobacillus plantarum SGL07 და პრებიოტიკურ უჯრედისზე Actilight®, ხელს უწყობს ჯანსაღ საჭმლის მონელებას გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (გნს) დროს. თრგუნავს პათოგენურ მიკროფლორას, აკონტროლებს ანთებით პროცესებს და ამცირებს ნაწლავის ჰიპერაქტიურობას.

არტიკლი: 501822
რაოდენობა პაკეტზე: 30 კაფსულა
დარჩენილია: 100+ ცალი
144 ₾
61.2 ქულა
411,43 ₾ / 100 g
  • თვითგატანა: , ში პუნქტებში
პროდუქტის შესახებ
  • Нსაჭმლის მონელების კომფორტის ახალი დონე
    ibSium®-ის კლინიკურად დადასტურებული ეფექტიანობა IBS-თან (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) დაკავშირებული დისკომფორტის სიხშირისა და ინტენსივობის შემცირებაში.
  • დაცვა ანთებისგან
    პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდის შენელება ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას.
  • ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობის შემცირება
    ნაწლავის ნეირორეგულაციის პროცესების ხელშეწყობა, სტრესისა და საკვები გამღიზიანებლების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობის შემცირება.
  • იტალიური ხარისხის გარანტია
    სინბიოტიკი აქტიური შტამებით, რომლებიც მდგრადია ნაღვლისა და კუჭის წვენის მიმართ, გამოშვებულია თანამედროვე საწარმოო კომპლექს AQUAVIVA S.R.L.-ში (სან-მარინო), რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გადამწყვეტ როლს თამაშობს? დროა, თამაში შევცვალოთ!
დაიბრუნეთ თქვენი კომფორტი და თავდაჯერებულობა დღესვე

თუ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ნაცნობი მდგომარეობაა თქვენთვის, საკუთარი გამოცდილებით იცით, როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს სპაზმებმა, შებერილობამ, ტკივილმა და ნაწლავთა არარეგულარულმა მოქმედებამ თქვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტზე.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – არ არის მხოლოდ ეპიზოდური დისკომფორტი, ეს არის სისტემური მდგომარეობა, რომელიც სამ ურთიერთდაკავშირებულ პროცესს ეფუძნება:
– მიკრობიოტის დისბალანსი,
– ლორწოვანი გარსის ანთება,
– ნაწლავის პათოლოგიურად მომატებული მგრძნობელობა.
სწორედ ეს სამკუთხედი განსაზღვრავს სიმპტომების სიმძიმეს და განსაზღვრავს, თუ როგორ გრძნობთ თავს ყოველდღიურად.

რატომ ბრუნდება სიმპტომები ჯიუტად?
სტრესი, არარაციონალური კვება, მედიკამენტების მიღება და მეგაპოლისის რიტმი ყოველდღიურად უტევს მიკრობიოტას. სასარგებლო ბაქტერიები ადგილს უთმობენ პათოგენებს, იწყება ანთებითი პროცესი და სუსტდება დამცავი ბარიერი. ნაწლავი ხდება ჰიპერმგრძნობიარე: ახლა ჩვეული საკვები ან მსუბუქი მღელვარებაც კი სპაზმებითა და სიმძიმით სრულდება.
საკმარისია მკითხაობა, თუ როდის დაგეწყებათ გამწვავება, – დროა დაიბრუნოთ სიმსუბუქე! ახალი თაობის სინბიოტიკი Coloben / «კოლობენი» – ეს არის მიზანმიმართული (ტარგეტული) მხარდაჭერა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს და საჭმლის მონელების ბალანსის აღდგენა.

კომპლექსური პასუხი გაღიზიანებული ნაწლავისა და მგრძნობიარე საჭმლის მონელებისთვის

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომების ინოვაციური მხარდაჭერა
    ფორმულის გული – ექსკლუზიური საფუარის პრობიოტიკი ibSium®-ია (S. cerevisiae CNCM I-3856), რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. ამცირებს ტკივილის ინტენსივობას და შებერილობას, ნაზად ახდენს ნაწლავების მოქმედების ნორმალიზებას, ეფექტურად მოქმედებს როგორც დიარეის, ასევე ყაბზობის დროს.
  • დამცავი ბარიერის გაძლიერება
    Lactobacillus plantarum SGL07 მიზანმიმართულად თრგუნავს იმ პათოგენების ზრდას, რომლებიც გამწვავებებს იწვევენ, და აძლიერებს ნაწლავის ბუნებრივ დამცავ ბარიერს, რაც მას გაღიზიანების მიმართ მდგრადს ხდის.
  • ანთების კონტროლი
    ბოსველიას (Boswellia serrata) ექსტრაქტი Akbamax® ბლოკავს ძირითად ფერმენტს 5-ლიპოქსიგენაზას (5-LOX), რითაც აქრობს ანთებას ნაწლავის კედელში და მოქმედებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით (გნს) გამოწვეული დისკომფორტის ძირეულ მიზეზზე.
  • ბუნებრივი საწვავი სასარგებლო ბაქტერიებისთვის
    Actilight®-ის ფრუქტოოლიგოსაქარიდები ასტიმულირებენ ორგანიზმის საკუთარი მიკრობიოტის ზრდას, რაც ხელს უწყობს სტრესის, დიეტის ან მედიკამენტების შედეგად დარღვეული ბალანსის აღდგენას.
  • ჰარმონია და თავდაჯერებულობა
    L-ტრიპტოფანი ხელს უწყობს სეროტონინის («კარგი განწყობის ჰორმონის») გამომუშავებას, რომლის 90%-მდე ნაწილიც ნაწლავებში სინთეზირდება. ეს მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის მოტორიკისთვის რეგულირებისა და სტრესთან დაკავშირებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამწვავებების შესამცირებლად.

   • Saccharomyces cerevisiae CNCM I-3856 (ibSium®)
ამცირებს ტკივილს, შებერილობას და გამწვავებების სიხშირეს, ასტაბილურებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას; დადებითად მოქმედებს ყაბზობაზე და ამცირებს ნაწლავის პათოგენების რაოდენობას.
მდგრადია ნაღვლისა და კუჭის წვენის მიმართ და არ წარმოქმნის კოლონიებს, რაც მას გამოსადეგს ხდის ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
   • Lactobacillus planctarum SGL07
ბაქტერიული შტამი პრობიოტიკური მოქმედებით, რომელსაც შეუძლია მიემაგროს ნაწლავის კედელს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკონტროლოს პათოგენური ბაქტერიული დატვირთვა. დადებით გავლენას ახდენს ნაწლავის შეღწევადობაზე, რაც აშკარად აუმჯობესებს ნაწლავის ანთებით-გაღიზიანებადი დინამიკით გამოწვეულ ფუნქციურ დარღვევებს. ფერმენტაციის გზით შეუძლია ლაქტოზა და სხვა შაქრები რძემჟავად გარდაქმნას, ასევე წარმოქმნას წყალბადის ზეჟანგი და ბაქტერიოცინები, რითაც თრგუნავს მავნე მიკროორგანიზმების ზრდას.
   • L-ტრიპტოფანი
მხარს უჭერს ნაწლავის ნეირომედიატორების რთულ სისტემას, რაც ხელს უწყობს «ნაწლავ-ტვინის» ღერძის მუშაობის რეგულირებას, ამცირებს ვისცერალურ ჰიპერმგრძნობელობასა და ნაწლავის პათოლოგიურად გაძლიერებულ მოტორიკას. შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და E ვიტამინს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და იცავენ ორგანიზმის უჯრედებს.
   • ხერხკბილა ბოსველიას ექსტრაქტი Akbamax®
მას შეუძლია ურთიერთქმედება ლიპოქსიგენაზებთან, ანთებითი პროცესის ჩახშობა და, შედეგად, მუცლის ტკივილის მნიშვნელოვნად შემცირება. Akbamax® ბოსველიას სტანდარტულ ექსტრაქტებზე 4 ჯერ უფრო კონცენტრირებულია და არ შეიცავს ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მოლეკულებს.
   • პრებიოტიკი Actilight® (ფრუქტოოლიგოსაქარიდები)
საგულდაგულოდ შერჩეული მოკლეჯაჭვიანი მცენარეული ბოჭკოები, რომლებიც მხოლოდ ფრუქტოზისა და გლუკოზის 3–5 მოლეკულისგან შედგება, აუცილებელია სასარგებლო პრობიოტიკული შტამების ზრდისთვის, გამრავლებისა და კვებისთვის. დადებითად მოქმედებენ სისხლში შაქრის დონესა და HDL (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) ქოლესტერინზე.

სინბიოტიკი – უფრო მეტია ვიდრე პრობიოტიკი!
Siberian Wellness-ის Coloben («კოლობენი») წარმოადგენს სინბიოტიკურ კომპლექსს, რადგან პროდუქტის საფუძველში შედის Actilight® ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ფოს) – პრებიოტიკები, წყალში ხსნადი უჯრედისის (ბოჭკოს) სახეობა.
მოკლე ფრუქტოზული ჯაჭვებისგან შემდგარი, ფოს-ები (ფრუქტოოლიგოსაქარიდები):
– არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ;
– არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე;
– ემსახურება როგორც პრობიოტიკური ბაქტერიების კვების წყარო;
– ხელს უწყობენ ნაწლავებში ტოქსიკური ბაქტერიების დათრგუნვას.

როდის არის აქტუალური?
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და მგრძნობიარე საჭმლის მონელების დროს.
• მოგზაურობის დროს, როდესაც თქვენი რაციონი ხშირად იცვლება და ნაწლავები პირველი რეაგირებენ.
• ცხარე კერძების ან ძნელად მოსანელებელი საკვების მიღებისას.
• სტრესისადმი მგრძნობელობის დროს, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავების ფუნქციონირებაზე.

ორ კაფსულაში:
   • 500 მგ Saccharomyces cerevisiae ibSium®
აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზების გზით.
   • 5×109 კოლონიის წარმომქმნელი ერთეული (კწე) Lactobacillus plantarum
თრგუნავს პათოგენურ მიკროფლორას.
   • 200 მგ L-ტრიპტოფანი
ამცირებს ვისცერულ ჰიპერმგრძნობელობას და პათოლოგიურად ჭარბ ნაწლავის მოძრაობას.

გამოყენება

მოზრდილებმა უნდა მიიღონ დღეში 1-2 კაფსულა  ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.

შედგენილობა

Saccharomyces cerevisiae CNCM I-3856 ibSium®, L-ტრიპტოფანი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები Actilight®, ხერხკბილა ბოსველიას ექსტრაქტი Akbamax®, ლაქტობაქტერიები Lactobacillus plantarum SGL07, ტალკი (შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება), კრემნიუმის დიოქსიდი (შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება), მაგნიუმის ოქსიდი (შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება), მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება).
კაფსულის გარსი: ჟელატინი.

ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შემადგენლობა:

დასახელება რაოდენობა 2 კაფსულაში ყოველდღიური ამდ* (ადეკვქტური მოხმარების დონის)-ის %
Saccharomyces cerevisiae ibSium® 500 მგ
Lactobacillus plantarum 5×109 კწე   10 000**
L-ტრიპტოფანი 200 მგ 25

* მოხმარების ადექვატური დონე.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.

გამოხმაურებები
ჯერ არავის შეუფასებია ეს პროდუქტი.
ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე
left-imageright-image

საკუთარი წარმოება

უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.

iso-iconiso-iconiso-iconiso-icon