ახალი თაობის სინბიოტიკი, რომელიც შეიცავს HOWARU®-ს სპეციალურად კულტივირებულ შტამებს Bifidobacterium animalis ssp. Lactis B420™ და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს Actilight® წონის კონტროლისთვის, მეტაბოლური პროცესების გააქტიურებისა და ნაწლავური ბარიერის მთლიანობის მხარდასაჭერად.
დაიწყეთ თქვენი გზა სიმსუბუქისკენ დღესვე!
გაიძლიერეთ მეტაბოლიზმი Probiovital-ით.
თანამედროვე სამყაროში ადამიანები სულ უფრო მეტად გრძნობენ შინაგან დისბალანსს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი არა მხოლოდ სტრესი, უმოძრაო ცხოვრების წესი და არაბალანსირებული კვებაა, არამედ ნაწლავის მიკროფლორის დარღვევაც. ჩვენი კეთილდღეობა, მეტაბოლიზმი და წონის კონტროლი ზუსტად მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
იზრუნეთ თქვენს ნაწლავის მიკროფლორაზე – ხელახლა აღმოაჩინეთ სიმსუბუქისა და ენერგიის შეგრძნება! სინბიოტიკი Probiovital სპეციალურად კულტივირებული შტამებით ეხმარება მიკრობიოტის ჯანსაღი ბალანსის კომპლექსურ მხარდაჭერას, ხელს უწყობს სხეულის მასის ნორმალური ინდექსის შენარჩუნებასა და აქტიურ მეტაბოლიზმს.
რატომ სურს ორგანიზმს არაჯანსაღი რამ და როგორ შეიძლება ამ ციკლის დარღვევა?
ბოჭკოების გარეშე არასწორი კვება სასარგებლო ნაწლავის ბაქტერიებს ართმევს საკვებ ნივთიერებებს. ეს იწვევს საშიშ ჯაჭვურ რეაქციას: მცირდება დამცავი ლორწოს და ნაწლავის ბარიერის გამაძლიერებელი ნივთიერებების გამომუშავება. შედეგად, მისი მთლიანობა ირღვევა, რამაც შეიძლება მთელი ორგანიზმისთვის უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. ნაღვლის მჟავების შემადგენლობაც იცვლება, რაც მეტაბოლიზმს არღვევს. წარმოიქმნება მანკიერი წრე: მიკროფლორას დისბალანსი იწვევს მადის მომატებას და წონის პრობლემებს.
გამოსავალი არსებობს – მიკროფლორასადმი სამეცნიერო მიდგომა.
პრობიოტიკი Bifidobacterium Animalis ssp. Lactis B420™ HOWARU® – წარმოადგენს პრობიოტიკის უნიკალურ, დაპატენტებულ ტიპს სპეციფიკური თვისებებით.
დადასტურებული ეფექტურობა: შტამი აღწერილია 90-ზე მეტ სამეცნიერო პუბლიკაციასა და 16 კლინიკურ კვლევაში4.4.
მიზანმიმართული მოქმედება: ხელს უწყობს ნაწლავური ბარიერის მთლიანობის შენარჩუნებასა და მეტაბოლური პროცესების ჯანსაღ მიმდინარეობას.
პრემიუმ კლასის პრობიოტიკები ბაზრის მსოფლიო ლიდერისგან – კომპანია IFF-ისგან (ბრენდით HOWARU®)
• მაღალი სტაბილურობა
შტამების სიცოცხლისუნარიანობა მთელი ვარგისიანობის ვადის განმავლობაში.
• მჟავაგამძლეობა
შტამების რეზისტენტობა კუჭისა და ნაღვლის მჟავების მიმართ.
• აბსოლუტური უსაფრთხოება
შემოწმებულია ტოქსიკურობაზე და სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის.
• გენეტიკური უსაფრთხოების სკრინინგი
ტესტირებულია ვირულენტობაზე, ტოქსიგენურ თვისებებზე და ანტიბიოტიკორეზისტენტობის გადაცემის პოტენციალის არქონაზე.
• დადასტურებული ეფექტურობა
მსოფლიო დონის კლინიკური კვლევების დიდი მოცულობა.
• შტამების სრული იდენტიფიკაცია
თითოეული შტამის გენომი მთლიანად შემოწმებულია თანამიმდევრულობაზე და გაშიფრულია.
სინბიოტიკი – უფრო მეტია ვიდრე პრობიოტიკი!
Siberian Wellness-ის Probiovital-ი წარმოადგენს სინბიოტიკურ კომპლექსს. ბიფიდობაქტერიების შტამების გარდა, პროდუქტის საფუძველში შედის Actilight® ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ფოს) – პრებიოტიკები, წყალში ხსნადი უჯრედისის სახეობა.
მოკლე ფრუქტოზული ჯაჭვებისგან შემდგარი, ფოს-ები (ფრუქტოოლიგოსაქარიდები):
– არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ;
– არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე;
– ემსახურება როგორც პრობიოტიკური ბაქტერიების კვების წყარო;
– ხელს უწყობენ ნაწლავებში ტოქსიკური ბაქტერიების დათრგუნვას.
როდის არის აქტუალური?
• ინსულინის რეზისტენტობა.
• ჭარბი წონა ან წონაში მატებისკენ მიდრეკილება.
• დიაბეტისადმი მიდრეკილება.
• ყველასთვის, ვისაც უყვარს ტკბილეული და/ან აფასებს საკუთარ წონას.
• 10 მლრდ კოლონიის წარმომქმნელი ერთეული (კწე) Bifidobacterium animalis ssp. Lactis B420™
ეფექტური დოზირება კლინიკურად დადასტურებული ეფექტით.
• 2 დამატებითი ნატურალური აქტიური ინგრედიენტი
ქრომი და დარიჩინის ზეთი აძლიერებენ პროდუქტის ეფექტს, ხელს უწყობს ჯანსაღი წონისა და მეტაბოლიზმის შენარჩუნებას.
• 1 კაფსულა დღეში
პრევენციული შედეგის მისაღწევად მხოლოდ ერთი თვეა საჭირო.
1 პრობიოტიკი B420 აკონტროლებს სხეულის ცხიმოვან მასას, რომელიც დაკავშირებულია შრატის ზონულინის დონესთან, ზედმეტი წონისა და სიმსუქნის მქონე მოზრდილებში – რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა. Stenman L. K., Lehtinen M. J., Meland N., et al. EBioMedicine. 2016. Nov;13:190–200.
http://dx.doi.org/10.1016/j.ebiom.2016.10.036
2 Bifidobacterium lactis B-420 აუმჯობესებს ნაწლავის ეპითელიუმის მთლიანობას. Mokkala K., Laitinen K., Roytio H. Nutr Res. 2016;36:246-252
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/26923511/
3 ჭარბწონიანი ზრდასრულების მონაწილეობით ჩატარებულ რანდომიზებულ, კონტროლირებად წონის მართვის კვლევაში, B-420 პრობიოტიკი ცვლის ნაწლავის მიკრობიოტას და მეტაბოლიზმს Akkermansia-ს და სხვა მიკროორგანიზმების ზრდის გზით. Hibberd A. A., Yde C. C., Ziegler M. L. et al. 2018
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/30525950/
4 მტკიცებულებათა ბაზა და კლინიკური კვლევები
https://hcp.howaru.com/resources/clinical-papers/
მოზრდილებმა უნდა მიიღონ დღეში1 კაფსულა ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.
Actilight® ფრუქტოოლიგოსაქარიდები, მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), მიკროკაფსულირებული დარიჩინი (ეთერზეთი, ჟელატინი, სტაბილიზატორი: კრემნიუმის დიოქსიდი), მიკროკრისტალური ცელულოზა (მატარებელი), ბიფიდობაქტერიები HOWARU® B420: Bifidobacterium animalis ssp. lactis B420, კრემნიუმის დიოქსიდი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), ქრომის პიკოლინატი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი.
| დასახელება | რაოდენობა 1 კაფსულაში | ყოველდღიური ამდ* (ადეკვქტური მოხმარების დონის)-ის % |
| ბიფიდობაქტერიები HOWARU® Bifidobacterium animalis ssp. lactis |
1010 კწე (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული) | 2000** |
| ქრომი | 40 მკგ | 80 |
* მოხმარების ადექვატური დონე.
** არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.


უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი წარმოება, რომელიც დამოწმებულია ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით და შედის FDA-ს (საკვებისა და წამლების კონტროლის სამსახური)რეესტრში.
